მემგონი თავიდანვე სჯობია რომ შევეგუოთ რომ 2023 მსოფლიო იქნება ისეთივე ჩავარდნა როგორიც იყო 2019...
და ია რატომ
რაგბისტები რომ ბოლომდე იბრძვიან ეგ უკვე გასაგებია,
მაგრამ სამწუხაროდ მარტო ბოლომდე ბრძოლით რომ თამაშების მოგება არ გამოდის
ესეც ალბათ ყველასთვის ნათელია.
მე ვფიქრომ ყველზე დიდი პრობლეა არის ის რომ რაგბის ფედერაციას და მთავარ მწვრთნელს არ აქვთ საჯაროდ გაცხადებული იდეა თუ როგორი ნაკრები უნდა გვქონდეს საით მივდივართ და როგორ,
უფრო სწორედ როგორ ნაკრებს ვაშენებთ იმ რესურსით რაც გვაქვს ეხლა და გვექნება უახლოეს 2-3 წელში. ( ამის განსაზღვრა წესით არაა ძნელი )
მაგლითად საჯაროდ თქვან რომ:
1. ვაშენებთ მსუბუქ მობილურ ნაკრებს რომლის კოზირი იქნება: სწრაფი ხელდახელ თამაში, დისციპლინა, ორგანიზებული დაცვა, თითქმის იდალურად დამუშავებული აუტი, მოლი, საბრძოლო გადკიდება და სხვადასხვა კომბინაციები(ანუ დაახლოებით იაპონიის სტილის გუნდს )
ან
2. ვაშენებთ მძიმე აგრესიულ ნაკრებს რომლის კოზირები იქნება : დომინანტი ძლიერი შერინება, ფიზიკურიად მოწინააღმდეგის დაჩაგვრა, დაცვაში საიმედო მძიმე უკანა ხაზი ( მაგ: მაჩხანელის სტილის და საერთოდ არ ვაკარებთ ნაკრებს 90-100 კილოზე მსუბუქ უკანახაზელს ) რომლებსაც შეეძლებათ შერკინებით მოპოვებული უპირატესობის ბოლო მომენტში, სისწრაფეში მაქსიმუმ 2-3 პასის გაკეთება და ლელოს დადება.
როდესაც იქნება დასახული მკაფიო მიზანი რისკენ მივდივართ მაშინ შესაძლებელი იქნება უფრო სწრაფი პროგრესი:
მაგლითად: რაგბისტს რომელსაც უნდა მოხვდეს ნაკრებში ეცოდინება რომ თუ ნაკრებს სჭირდება დიდი ძლიერი აგრესიული შერკინება, გადააკვდება შტანგას თუ სჭირდება სწრაფი მოძრავი შერკინება უფრო ყურადღებას დაუთმობს ტექნიკას და სისწრაფეს.
ეს მოგცემს უფრო დიდ საჭირო შევსებას კონკურენციას და განვითარება იქნება უფრო სწრაფი და 2023 წლისთვის უკვე გვეყოლება შემადგენლობა რომლიდანაც შესაძლებელი იქნება ნორმალური 15 კაცის დაყენება,
ასევე რაც მთავარია შესაძლებელი იქნება წარმატების/წარუმატებლობის შეფასება. ( რაც აი აი როგორ არ აწყობს რაგბის ფედერაციას და მთავარ მწვრთნელს სასწაულად, მერე ხომ მოუწევთ ნამდვილად ფიქრი და მუშაობა და არა იარაღის ქნევა ფედერაციაში და გარჩევების მოწყობა)
ეხლა კიდე ვერ ვხდები რისკენ მივდივართ:
ვართ ერთ ჩაკეტილ წრეში სადაც შეუძლებელია შეფასდეს წარმატება/წარუმატებლობა!!
რადგან შეიძლება პროგრესი იყოს წაგებაში და რეგრესი გამარჯვებაში.. მაგრამ როგორ უნდა შევაფასოთ რა კრიტერიუმით??
თუ წავიდა თამში და მოვიგეთ გამარჯვებულებს არ სჯიან თავი დაანებეთ აი რა მაგრები ვართ......
თუ წავაგეთ და ხომ იბრძოლეს ბიჭებმა ბოლომდეო ეგაა პროგრესიოოო..............
ყველა ამბობს ვცდილობთ ავაშენოთ ძლიერი დაბალანსებული გუნდი რომელიც თანაბრად ითამაშებს შერკინებითაც და ხაზითაც (მე პირადად დღევანდელი მოთამაშეთა რესურსით ეს შეუძლებლად მიმაჩნია )
რომ გვინდა ნაკრები რომელიც ტოლ სწორად ეთამაშება პირველი რანგის ქვეყნებს და ღირსეულად ითამშებს 2023 წლის მსოფლიოზე, ხო და მკაფიო გაცხედებული გეგმის გარეშე ეს ყველაფერი არის "Bullshit"
P.S ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული არის ის რომ.
შერკინებაში (მარტო სტატიკას არ ვგულისხომ ზოგადად) სახეს ვაძრობდით ან ტოლს არ ვუდებდით ნებისმიერს ეხლა კიდე ფიჯელი შერკინების მოთამაშეები და სხვებიც მანამდე ისეთი სახიეებით გამოვიდნენ მოედნიდან თითქოს მსუბუქი ვარჯიში დამთავრდაო, არადა მამუკა, ვიტო, ბინგო, ნემსაძე, ჩაქუჩა და ა.შ რომ ყოფილიყვნენ შეიძლბა ისევ წაგვეგო მაგრამ მოწინააღმდეგის რაგბისტები 1-8-ნომრის ჩათვლით თამაშის მერე საკუთარ სახელს ვერ გაიხსენებდნენ.
აგრესია დაიკარგა თითქოს უფრო რბილი ხასიათის გახდა ჩვენი შერკინება ეგაა ყველაზე საწყენი.
გასაგებია რომ ახალგაზრდები არიან მაგრამ გავა წლები, ძალა, კუნთოვანი მასა მოვა მაგრამ აგრესია არა. აი გამეტებით რომ წახვალ მოწინააღმდეგეზე არა 2 მეტრის მოსაგებად და ბურთის კარგად გადმოსადებად არამედ მოწინააღმდეგის შუაზე გასაგლეჯად ეგ ან გაქვს ან არა.
რაგბში არის ერთი უსიამოვნო მომენტი როდესც შენზე მოდის შერკინების მოთამაშე რომელსაც არც ტრავმის არ ეშინია არც მანძილის მოგება უნდა და აქვს ერთი მიზანი რომ გაგაპოს შუაზე, ხოდა და თუ გაგაპო იმ თამაშში შენი ფასი არის 0.
აი ეს იძლევა ფსიქოლოგიურ უპირატესობას.... არადა ეგ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მოწინაღმდეგე დაგვიყვანია მაგ ნულოვან მდგომარეობამდე, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ვეღარ ვხედავ ამას რაც ძალიან ძალიან ცუდია.