დავიწყოთ ნელნელა სეზონის შეჯამება:
პროდ2-ის 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა 36-მა ლეგიონერმა მიიღო, მათ შორის:
27 ბურჯი;
3 მესამეხაზელი;
2 მეორეხაზელი;
თითო-თითო კვაჭი, 9 ნომერი, ცენტრის და ფრთის მოთამაშე.
მოთამაშეების საშუალო ასაკი - 24,7 წელი.
ყველაზე მეტი 28 თამაში ლუკა გოგინავამ ჩაატარა, რომელმაც ასევე ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე - 1592 წუთი.
შედგა 5 მოთამაშის დებიუტი პროფესიულ დონეზე საფრანგეთში (მიხეილ ალანია, გიორგი კაკაურიძე, ნუგზარ სომხიშვილი, თორნიკე ჯალაღონია, ალექსი სვიანაძე).
ქართველი ლეგიონერებმა 25 ლელოს დადება მოახერხეს:
3-3 ლელო გურამ პაპიძემ, თორნიკე ჯალაღონიამ და ლუკა ნიორაძემ დადეს;
2-2 ლელო ლუკა გოგინვამ, შალვა სუთიაშვილმა, გიორგი ჯავახიამ, ზაზა ნავროზაშვილმა და თორნიკე მატარაძემ მიითვალეს;
თითო-თითო ლელო დადეს ბექა საღინაძემ, დავით ქუბრიაშვილმა, ბექა შეყლაშვილმა, ნიკა ნეფარიძემ, ჟორჟი სალდაძემ და მიხეილ ალანიამ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)