ტოპ 14-ის ლეგიონის სტატისტიკური შეჯამება:
ტოპ-14-ის 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა 24-მა ლეგიონერმა მიიღო, მათ შორის:
14 ბურჯი;
4 მესამეხაზელი;
2 კვაჭი და 9 ნომერი;
თითო-თითო მეორეხაზელი და მგეზავი.
მოთამაშეების საშუალო ასაკი - 25,1 წელი.
ყველაზე მეტი 23 თამაში ლექსო ყაულაშვილმა ჩაატარა, ხოლო მოედანზე ყველაზე მეტი დრო ბექა გიგაშვილმა გატარა - 1046 წუთი.
შედგა 2 მოთამაშის დებიუტი პროფესიულ დონეზე საფრანგეთში (ირაკლი ცხადაძე და გიგი ლეშკაშელი).
თედო აბჟანდაძემ კარში დარტყმებით 40 ქულა გამოიმუშავა (10 ჯარიმა, 5 გარდასახვა), გელა აფრასიძემ ერთი ლელო გარდასახა (2 ქულა)
ქართველმა ლეგიონერებმა 6 ლელოს დადება მოახერხეს:
თითო-თითო ლელო ბექა გიგაშვილმა, გურამ გოგიჩაშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ და გელა აფრასიძემ მიითვალეს.
პ.ს. ლევან ჩილაჩავამ ორი გუნდის რიგებში იასპარეზა (მონპელიე, კასტრი).