მათიაშვილი ხომ ძაან სუსტია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინც მამუკაშვილი მაღიზიანებს ნაკრებში.
მათიაშვილს ბევრად რთული პოზიციის ათვისება უწევს და ობიექტურად ვერ ქაჩავს და მამუკაშვილი გარდა იმისა რომ უნარებითაც ძალიან სუსტია, პლიუს ძალიან ბევრ უპატიებელ უხეშ შეცდომებს უშვებს, უზრო ბურთის დაკარგვები და უაზრო ჯარიმები... + კაცმა აუტის აგდება ვერ ისწავლა ნორმლაურად ამდენი წელია.
ნიორაძის და სხვა ახალგაზრდების გაზრდამდე, ისევ ჭყოიძე-ბრეგაძეზე გაკეთდეს აქცენტი ის სჯობს. თუმცა მინიმუმ ნიორაძის თამაში შეიძლება უკვე ნაკრებში გაზაფხულზე...
სხვებს რაც შეეხებათ,
ვასკას ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა ამ შემოდგომაზე, სამწუხაროდ არ არის სტაბილური მოთამაშე და ასევე უფრო მებრძოლ და კარგი დაცვის მქონე მოთამაშედ ჩამოყალიბდა, სუსტი შეტევითი უნარებით...
თედომაც ჩააგდო ტურნირი მიუხედავად ობიექტური მიზეზების არსებობისა, განსაკუთრებით ეს თამაში.
გაჩეჩილაძე ძალიან კარგად შემოვიდა და მეტი დროის მიცემა შეიძლებოდა მაგ ბიჭზე.
ნინიაშვილზე რაც არ მომეწონა, რადრადრას რომ შეეჯახა, ისეთი სახით აყირავდა მერე, გეგონება ფეხბურთს თამაშობდა და მეტოქისთვის ჯარიმის დატყუება უნდოდა მსაჯისგანო. გაოცებული თვალებით გახედა მერე რადრადრამ.

კი ვიცავდი ხოლმე მაისაშვილს, იმ მწირი რესურსიდან გამომდინარე, რაც გააჩნდა, მაგრამ ფაქტია სელექციაში მაინც სერიოზული ხარვეზები აქვს და მარტო მაგის გამოა სასწრაფოდ შესაცვლელი. ნუ 1 დარჩენილი თამაში თუ უნდათ რუსეთთან ამწვრთნელონ და მერე.
This post has been edited by lankasteri on 5 Dec 2020, 19:39