მოკლედ თითქმის ყველა ფორმაში, ადგილობრივები ფრანჩიზაში ნავარჯიშები - თუ რამის ერთი ადგილი გვაქვს ახლა უნდა ვაჩვენოთ. ესეთი ფორმით ბოლოს ალბათ 2015ის მსოფლიოზე ვიყავით.
ჩამოწერეთ ვეტერანებმა რას ჩათვლით კარგ შედეგად ?
აგერ ჩემთვის ეს იქნება კარგი შედეგი:
- პირველ წუთებზე ლელო არ გავუშვათ - რამდენჯერ მოგვივიდა უკვე, სტარტშივე გიკლავს იმედს.
- ბურთის ფლობა მინიმუმ 40%
- ხაზზე რამოდენიმეჯერ მაინც ჩაათამაშონ და შეუტიონ - მოედნის ცენტრში ჯაჯგურს კარგ თამაშში ვერ ვთვლი.
- ჯარიმები ხაზს რო გადავაცილოთ კარგი იქნება. ყველა თამაშში ერთ ორს ვჩუქნით უაზროდ.
- მიწოლაში/აუტებში უპირატესობა არ მოვაპოვებინოთ.
- შერკინებიდან ბურთის გამოტანა - მემგონი ბასილაია/უდესიანის მერე არ გვინახავს 8 ნომრის სახიფათო მოწყვეტა - ახლა გორგაძე, ჯალა ორივე მაგარი ორივე ფორმაში და გამოვატანოთ ეს ბურთი.
- რაქებში ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ისე დავიცვათ ჩვენი რაქი რო 5 კაცის შესვლა არ მოგვიწიოს იმათი 2ის წინააღმდეგ, + მიყოლაც ამასთანაა კავშირში.
- ტაბუცაძე/ნინიაშვილს შევუქმნათ შანსები - დარწმუნებული ვარ გამოიყენებენ.
საფრანგეთთან 25 ქულაზე მეტით არ წავაგოთ.
ფიჯისთან ქულა ქულაში ვითამაშოთ.