მეორეჯერ ვუყურე, ამჯერად ფხიზელმა
ვასკა საუკეთესო იყო, უმაღლესი დონის თამაში ჰქონდა, მასთან ახლოს იყო ნინიაშვილი.
მამუკაშვილი ყველაზე სუსტი, მისი და ნაკრების დონეებს შორის ძალიან დიდი დისბალანსია.
ზოგადად თამაშს რაც შეეხება:
მიწოლაში ძალიან კარგები ვიყავით, გამოვდივართ კრიზისიდან ამ კომპონენტში
მოლშიც ვერ დაგეთანხმებით, მეტოქის დონის და ჩვენი შერკინების ასაკის გათვალისწინებით ძალიან კარგი მოლი გვქონდა, უფრო მეტი საფრანგეთისნაირ მოზვერ გუნდთან მარტო ტოპ ნაკრებებს შეუძლია.
მსაჯობა კიდევ უფრო საშინელი ყოფილა, ვიდრე ლაივში ყურებიდან მახსოვდა, მიკერძოებული და ძალიან დილეტანტური. ის იყო მაგარი ბუკას რო დაუძახა ჭკუის დასარიგებლად და ბუკამ პირიქით იქით რო მიაკაჩავა, ხანდახან იქითაც დაუსტვინე შენი შუბა რო დავხიეო

საერთო ჯამში ამ დონის მეტოქესთან ასეთი გამართული რაგბი არასოდეს გვითამაშია და ჩემი აზრით ანგარიშიც 41 -15 სამართლიანი არ არის.