valiadolidiდღეს დღეობით აბუს გუნდი აპელირებს რომ პოლიტიკოსები არიან რაგბში. გავიხსენოთ რომ აბუ 4 წელი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტში - ვეღარ მოხვდა 30 კაციან მაჟორიტართა სიაში თავისი განათლების გამო და მერე უცებ ისევ სრკ პრეზიდენტობა მოინდომა. ანუ პოლიტიკიდან მოდიოდა რაგბში აწ უკვე ყოფილი მორაგბე.
რა თქმა უნდა რა გზითაც პრარაბი მოვიდა სრკ-ს პრეზიდენტად არ არის სწორი, თუმცა აბუსაც მცდელობა ქონდა თაღლითური გზით მოსულიყო სრკ-ს პრეზიდენტად: ერთ ეპიზოდში არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში იმიტომ რომ ვერ შეკრიბა უმრავლესობა და ჩაშალა არჩევნები როდესაც ქვორუმი არ შედგა ალბათ 2 წლის წინ და მეორე ეპიზოდში როცა ჩაატარა განმეორებითი ყრილობა და არა ახალი ყრილობა მაშინაც იმის შიშით რომ ახალი ყრილობის შემთხვევაში 75%-ი არ მოვიდოდა არჩევნებზე და ქვორუმი არ შედგებოდა განმეორებითის შემთხვევაში მოვიდა 50% შედგა არჩევნები გაურიგდა ბოქოლომას და ''მოიგო'' არჩევნები, თუმცა რეესტრმა სამართლიანად დაახარვეზა. ასე რომ ვერ გაძვრა პრეზიდენტად.
ეს რაც გარედან ჩანს და ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია გადამოწმება.
შიდა სამზარეულო როგორც ჩანს შენ უკეთესად იცი და ეგ თემა მე პირადად არ ვიცოდი თუ შესაძლებელი იყო 30 მდე მესამე დონის მწვრთნელი გვყოლოდა და იქ ვინმე ყალბ მონაცემს აგზავნიდა მსოფლიო რაგბში. თუმცაღა ასეთი გოიმები სხედან მსოფლიო რაგბში რომ შეგიძლია ყალბი მონაცემი გაუგზავნო???
სიმონ მაისურაძე სრკ-ს ხარვეზებზე ალაპარაკდა მაშინ როცა გაუშვეს - და როცა მოქმედი თანამშრომელი იყო სრკ-ს 2014 დან დღემდე იმ პერიოდში არც მიწების უსამართლო განაწილებაზე საუბრობდა, არც ნაკრების თაობათა ცვლაზე არც ფრენჩაიზზე, თუ რატომ მის დროს არ შექმნეს ისეთი ფრენჩაიზი როგორიც მას უნდა რო იყოს.
მოკლედ, არც ერთი მხარეა ანგელოზი არც მეორე. ფაქტია სრკ-ს პრეზიდენტის ხელფასი რომ 250 ლარი იყოს აბუს გუნდი არ მოინდომებდა იქ მისვლას. ეს დიდი მაყუთი რაც კეთდება ამას უნდათ რო დაეპატრონონ თორე რაგბის განვითარების სხვადასხვა ხედვა შეიძლება ქონდეს ყველა მთავრობას. თუ რაგბი უკეთესად ესმის აბუს, ფინანსურ ნაწილს და მთავრობასთან ურთიერთობას ვერ დაალაგებდა ისე როგორც პრარაბი და მერე იტყოდა აი ფინანსები არ მაქვსო და რაგბი შეიძლება სამოყვარულო სპორტი გამხდარიყო ფინანსების არ ქონის გამო. გარკვეულ წილად პრარაბის დროს მოხდა ნაწილობრივ ძველი ვალების გასტუმრება, ფრენჩაიზი კი ბატონო დაბალი დონის ჩემპიონატში მონაწილეობს მაგრამ სატესტო რეჟიმში ალბათ ასე უნდა დაწყებულიყო, დაფინანსება კლუბებს გაეზარდათ. ისევ და ისევ აქ უნდათ დაეპატრონონ გრანტებს, ბიუჯეტს, ნაკრების კვება, ეკიპირება სამედიცინო მომსახურება და როგორც შენ აღწერე ბაზები ყოფილა ფულის სტანოკი

))
This post has been edited by David-F4X on 15 Feb 2022, 11:25