თამაში თამაშია ხან დაუშვებ შეცდომას ხან არა ხან გაგიმართლებს და მოიგებ ხან ვერ მოიგებ ეგ ტრაგედია არაა მითუმეთეს როცა ხეედავ როგორ გულიანად თამაშობენ ბიჭები.....
პრობლემა ისაა რომ ნაკრები ვითარდება არასწრად და ამას ვერ ბიჭები ვერ შეცვლიან და ვერც მარტო მაისაშვილი გინდ წავიდეს და გინდ დარჩეს.
არ გვაქვს გააზრებული ჩვენი შესაძლებლობები, პოტენციალი და ეს მომავალში გამოიწვევს დიდი რეგრესს რაგბში...
მთავარი ფაქტორები რაგბში არის : სისწრაფე ანუ უკანა ხაზი, ძალა ანუ შერკინება და კლასი ანუ შეთამაშებულობა ტაქტიკა მწვრთნელი და ა.შ
1. საქართველოს თავისი ტრადიციით გენეტიკით და კიდე ბევრი ფაქტორის გამო ვერასოდეს ვერ ვიყავით მაგრები მძლეოსნობაში და ვერც უახლოეს მომავალში მოწყვეთ ვარსკვლავებს ციდან, ამ ყველაფერის გათვალისწინებით კი ხაზში არასოდეს არ გვეყლდება მაღალი დონის მოთამაშეები, როდესმე გინახიათ რომელიმე სპორტში ქარველი 110 კილო და მაგრად რომ დარბოდეს ?? მაქსიმუმი არის ნინიაშვილის დონე. შესაბამისად უახლოეს 10 წელში თეორიულადაც ვერ ვაჯობებთ ტიერ 1 ნაკრებებიდან ვერცერთს და ვერც ოკიანეთს უკანა ხაზში..
2. საქართველოს თავისი ტრადიციით გენეტიკით და კიდე ბევრი ფაქტორის გამო არასოდეს არ გვიჭირს ჭამა და მასის აკრეფა, ჭიდაობა, შტანგა, მოკლედ ძალაში პრობლემები არ გვაქვს ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს კოზირი მივაწვეთ ძლიერ მძიმე აგრესიულ შერკინებას რომლიც გადატეხავს ნებისმიერს მოწინააღმდეგეს და ეს უნდა გახდეს ჩვენი კოზირი თამაშის დაყებისთანავე აგრესიულად ძალისმიერად უნდა დავჩეჩქვოთ ნებისმიერი გუნდი ვინც არ უნდა იყოს რომ ყოველი კონტაქტის წინ პროჭი უკანკალებდეს, 2007-ში ირლანდიასთან ყველას გვახსოვს შკინინის ლელო მაგრამ მე ის უფრო მახსოვს ჩვენ შერკინებას რომ ვერ აჩერებდა ირლანდია კონტატში სახე გავაძრეთ გორგოძემ ერთი ორი ისეთ იარა რომ რავი. კი ლელო ხაზის მოთამაშემ დადო მაგრამ საფუძველი მაგას ჩაუყარა შერკინებამ და ძალისმიერმა თამაშმა..
3. კლასი არ გვაქვს და ამას აქვს თავისი მიზეზი: ვერ აგვყავს მაღალი დონის სამწვრთნელო შტაბი ფინანსების არქონის გამო, არ გვაქვს საკმარისი თამაშები ტიერ1-ს გუნდებთან სამწუხაროდ აქ ბევრს ვერაფერს შევცვლით თუმცა ის რესურსი რაც გვაქვს მაგითაც შეიძლება საშუალოზე მაღალი შედეგის დადება ფაქტი სახეზეა უკანა ხაზი რომ შევადაროთ 6 წლის წინანდელ უკანა ხაზზს განსხვავება და პროგრესი თვალშისაცემია...
თუ გვინდა რომ მოუგოთ ტიერ 1-ს გუნდებს როგოიცაა მაგალითად შოტლანდიას ამ 3 კომპონენტში რაღაცნაირად უნდა დავეწიოთ ან გავასწროთ
აი მაგალითად რომ შევაფასოთ იგივე შოტლანდია 10 ბალიანი სისტემით
უკანა ხაზი - 8 ქულა ; შერკინება - 8 ქულა ; კლასი - 8 ქულა = გამოვიდა გუნდის საშუალო მაჩვენებელი 8 კარგად დაბალანსებული მაღალი დონის გუნდი..
ჩვენ კიდე თუ გვინდა რომ მოუგოთ უნდა გავაკეთოთ დაახლოებით ასეთი რაღაც.
უკანა ხაზი - 5 ქულა; შერკინება - 15 (10 ბალიანი შკალით

) ქულა ; კლასი - 6 ქულა = გამოვიდა გუნდის საშუალო მაჩვენებელი 8.6 შერკინების ხარჯზე გადავამტვრევთ ძვლებში და მერე 5 ქულიანი უკანა ხაზიც უპრობლემოდ დადებს ლელოებს..
აბა ეხლა რას ვაკეთებთ უკანა ხაზი გავაუმჯობესეთ და შერკინება რაც გვქონდა პრაქტიკულად მიწაში ჩავდეთ სადაა მასიური შერკინების მოთამაშეები?
არსად... და რატომ???
იმიტომ რომ ნაკრებს სჭირდება მოძრავი შერკინება რომელიც კარგად თამაშობს ხელი ხო და ჩვენმა რეგბისტებმაც ნაკლები ყურადღების მიქცევა დაიწყეს ძალაძე, მიწოლაზე ხოლო უფრო მეტი ყურადღებას აქცევენ სისწრაფეს ხელით თამაშს.. ხოდა შედეგიც სახეზეა.. რა მოძრავიც არ უნდა იყო შერკინების მოთამაშე სისწრაფეზე ხაზის მოთამაშე გაგცდება ყოველთვის გინდა 110 კილო იყავი და გინდა 150 სამაგიეროდ 150 შერკინებაში და კონტაქტში გაარღვევს და 110 ვერა.
P.S ავსტრალიამ როგორც კი ნახა რომ კონტატში და ძალისმიერ თამაშში გაგვარღვია ეგრევე მიხვდა რომ ეს თამაში მოგებული აქვს და მაგიტომაც არტყა ჯარიმები..
აბა მოინდომოს ამ ავსტრალიამ რომელიმე უფრო ძალისმიერ ტიერ1-ს გუნდთან ცენტრიდან აიღე და მიეძალეთი 22 -ში შესვლა იცით რა მოხდება დაიწყებს ცენტრიდან და თუ ბურთი არ დაკარგეს დაამთავრებენ თავის 22-ში ისე დაპრესავენ..