FinEx
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5674
წევრი No.: 187694
რეგისტრ.: 18-June 14
|
#60731859 · 26 Sep 2023, 18:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (checoperez @ 25 Sep 2023, 19:04 ) | ახალი მწვრთნელია საჭირო, აუცილებლად თან, ლევანს რატომ ლანძღავთ ვერ ვხვდები, არ არის ეგ კაცი გასალანძღი, ფაქტია მილტონას შემდეგ ნაკრები ახალ სიმაღლეზე აიყვანა, რაც გულისხმობდა თაიერ ერთის ქვეყნების დამარცხებას, თან ორჯერ. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენ რომ ვვითარდებით, სხვებიც ვითარდებიან, ზოგი საერთოდ ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით.
არც ჰეიგი არ იყო შეცდომა, გუნდი საერთოდ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ლევანმაც რაღაც შეცვალა უკეთესობისკენ მაგრამ აშკარაა თავის თავი და კომპეტენცია ამოწურა. ახლა რა დონეზეც ვართ იმ დონეზე სულ ვიქნებით, გინდ ლევანი გვყავდეს და გინდ სხვა ქართველი მწვრთნელი, ახალი სიმაღლეებისთვის გვჭირდება შეტევისაც, დაცვისაც და მთავარიც, უცხოელი მწვრთნელები. ფიზმომზადების კუთხითაც არის რაღაცები შესაცვლელი, ახლანდელი ფიზმომზადების სტაფთან მქონია შეხება, რამდენიმე მათგანი ჩემი მწვრთნელიც იყო, ძალიან მაგრად მუშაობენ და ბევრი ახალი რამ დანერგეს ნაკრებში, ვარჯიშების და თამაშების ანალიზის კუთხით, ყველა მოთამაშესთან ინდივიდუალურად მუშაობენ, მაგრამ მაინც გვჭირდება ფიზმომზადების სტაფშიც რამდენიმე უცხოელი.
ავსტრალია ჩარჩა, იქნებ გაუშვან ედი ჯონსი, დაგვაკვდებოდა პირდაპირ, მაგრამ მგონია რომ დატოვებენ, ძალიან პატარა დრო ქონდა და გათვლას 2027-ის მსოფლიოზე აკეთებენ, რომელსაც თვითონ მასპინძლობენ.
ხო და კიდევ, რამდენიმე მორაგბე გვყავს 33 კაციან განაცხადში, ვინც ჩემი აზრით უბრალოდ ვერ უძლებს კრიტიკას და აბსურდია თაიერ ერთის გუნდთან მოსაგებად გახვიდე და თან ეგენი გყავდეს განაცხადში, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ სელექციისას ბევრი შეცდომა მოხდა ჩემი აზრით.
მე შანსს მივცემდი ქუნთელიას, ზაზაძეს, ორივეს ძალიან მაგარი მსოფლიო ჰქონდათ. ხაზში მივცემდი შანსს რამდენიმე ახალგაზრდას, კახოიძე წაიყვანეს მაგრამ 1 წუთიც არ უთამაშია ჯერ, არც ამხანაგურებზე მანამდე არადა კაკრაზ ეს უ20 ბიჭები მგონია რომ ის ხალხია ვისთან ერთადაც უნდა გვქონდეს იმედი რომ 27-ში ან 31-ში მაინც გავალთ ჯგუფიდან, ხოდა კარგი გამოცდილება იქნებოდა რა, არაფერი დაშავდებოდა მათი წაყვანით.
მადლობა სანდრო თოდუას, აი უდიდესი წვლილი აქვს, სტაბილურად კარგი იყო ყოველთვის, მაგრამ 36 წლისაა და ფრთისთვის ძალიან ბევრია, მე სუსტ რგოლად მომეჩვენა პორტუგალიასთან მიუხედავად იმისა რომ ბევრი შეცდომა არ დაუშვია.
მოკლედ ბევრი რომ არ გავახურო, თუ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, მორაგბეების კუთხით ბაზა ნამდვილად გვაქვს, ახლა მითუმეტეს როცა უძლიერესი თაობები მოგვდის. ამ წამს N1 გამოწვევა არის მსოფლიოს შემდეგ კარგი მწვრთნელების მოძებნა, ლევანი მეტწილად გადაერთოს შავ ლომზე და თუ უცხოელი მწვრთნელის სტაფში ყოფნას დათანხმდება მშვენიერი იქნება. ლადო კილასონიაც ძალიან მომწონს როგორც მწვრთნელი და მასაც ვიხილავდი ეროვნულში დაწინაურებულს ასისტენტად. |
+100 სორელმაც, მილტონმაც და ლევანმაც თავის როლი ითამაშეს ქართულ რაგბში, ლევანი ამ ეტაპზე თუ წავა და შავ ლომს მიხედავს სასაყვედურო არ ეთქმის
საქმე მარტო კომპეტენციაშიც არ არის თუ გუნდთან ვეღარ ხარ სინქრონში ჯობია გაეშვა, ჩვენ ის სიღრმე არ გვაქვს მართალიც რომ იყო მორაგბეები მოაცილო გუნდს
ბუკას ნათქვამი ახალი გარემოებებით ნორმალურია, პორტუგალიის თამაშამდე თავისთავად პორტუგალიაა ნ1 მეტოქე
--------------------
არაა ეგრე, პოლიტ ელიტაა მტერი, ზოგადად დასავლეთის. ტრამპთან დაკავშირებით იმედები იყო, რომ რევოლუციონერი გამოდგებოდა (როგორც სააკაშვილი), მაგრამ, როგორც ჩანს და ისეთი პირი უჩანს, რომ გახედრეს @ ქოცი არ არის მაგრამ
|