ტყუილად იხვევთ იმ ფაქტს მოგების გარეშე რომ ვამთავრებთ. რამეს ცვლის ეგ გგონიათ თუ რა ?
ამ მსოფლიოზე ჩამოვედით ჯგუფიდან გასვლისთვის, რომ ვერ გავედით ეგ უკვე ჩავარდნაა და მესამეზე თუ მეოთხეზე დავასრულებთ ეგ უკვე მაგრად მკიდია.
აქვს ამ ნაკრებს პერსპექტივა, უნდა გავცისკროთ შემდეგ მსოფლიოზე, პროსტა ეს 3 თანაბრად ძლიერი გუნდი ნამეტანი რთულია დასამენეჯმენტებელია, ეს ისეთი ჯგუფი იყო მათემატიკურად შეიძლება 3 მოგება არ გვყოფნოდა გასასვლელად
აი იაპონიის ბედში რომ ვიყოთ გვექნებოდა შანსი ამ არგენტინასთან.
კაროჩე მთავარია, მაისაშვილი - out, შავ ლომზე Full-time.
უცხოელი მწვრთნელები, და 20 წლამდელების ბაზაზე გუნდის გაკეთება.
ის ტიპები ვინც 2027-ში არ მიგვყვავს მსოფლიოზე, აღარც ერთა თასზე აღარ უნდა ვათამაშოთ, რამდენიმე კაცი შეიძლება სადაც გვიჭირს პოზიციურად.
მატკავამ რა ითამაშა დღეს, დაგლიჯა ! ეგ, თუში, აფციაური, ქუნთელია, უძლიერესი ბიჭები მოგვდიან უკანახაზში, ცირეკიძე და ხორბალაძე 10-11-14-15 ნომრებზე ეგეთი ტალანტები ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, შერკინებაშიც 6-7-8ზე უძლიერესი შევსება მოგვდის. თან აბსოლუტურად ყველა საფრანგეთშია 18 წლიდან !
ამ მსოფლიოზე ეგ გამიტყდა რომ ნაწილს შანსი არ მიეცა ამ ბიჭების, მაინც არ ვიყავით მზად რა ასე მგონია ჯგუფიდან გასასვლელად, ნუ მაგრამ რაც იყო, იყო.
ეხა გარდამავალ ეტაპზეა ნაკრები, დამიჯერეთ ჯერ არ გინახავთ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ნაკრები, შემდეგ მსოფლიოზე ნახავთ, და იქამდე ჩვენზე რაც არის დამოკიდებული (გულშემატკივრებზე), არის ის რომ მწვრთნელის საკითხი და ფედერაციის უნდა გადაიჭრას.
როგორაა ჩვენზე დამოკიდებული ?
როგორ და წინა არჩევნებზე გაყალბებით და ერთი ამბებით რომ ჩაიარა რაგბის კავშირთან ძალიან ცოტა ხალხი ვიდექით, აბუსერიძის მაგივრად რომ ტყემალაძე დასვეს და მესამემ ვაფშე კანდიდატურა მოხსნა.
აქ ვინც ბიჭებს ლანძღავთ და ფედერაციას აგინებთ, იმედი მაქვს არ დაუშვებთ იგივე განმეორდეს ამ არჩევნებზეც, გულშემატკივრობა მარტო მესხზე მაგრად დაჰკარის სიმღერა ხომ არ არის..