#62667015 · 19 Jul 2026, 12:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. ალბათ უკვე 4-5 წელია რაც არც შემოვსულვარ რაიმეს დასაწერად და არც თქვენი კომენტარები წამიკითხავს. არასდროს არ მეგონა რომ ეს სპორტი უბრალოდ დამღლიდა და ზიზღს გამოიწვევდა. როგორც 15-20 წლის წინ - 6 ერში "შევდიოდით", ახლაც ისევ "შევდივართ". რომ ვამბობდით 100 გზის უაზრო ევროპის ჩრმპიონობა ადრე თუ გვიან რუმინეთის "პროგრესამდე" მიგვიყვანს - ეს პერიოდიც დადგა. ასაკობრივებშიც უამრავი პრობლემა და ჩავარდნა იკვეთება. 7კაცა და ქალთა რაგბი არასდროს არ მაინტერესებდა, ბოდიში (ჩემპიონები ხომ არ გახდნენ?). თქვენი კომენტარებიც ზუსტად იგივეა რაც წინა წლებში (უბრალოდ თარიღები შესაცვლელი - ტექსტი თითქმის იგივე რჩება, სამწუხაროდ). ტოპ-14ის გუნდებიც დავკარგეთ და ჯერჯერობით პრო დ2-ში დავქვეითდით ... წინ დარაჯების, ტაქსისტების და დისტრიბუტერების ფედერალ1 გველოდება. არ ვიცი, მე ვეღარ გავუძელი თუ ყოველწლიურმა ტყუილმა ავანსებმა და ცრუ მოლოდინებმა რაგბისადმი ინტერესი საერთოდ დამაკარგინეს. მომავალ მსოფლიოზე არანაირ უკეთეს ან შთამბეჭდავ გამოსვლას არ ველოდები, პირიქით, მგონია უფრო თხლად ჩაისვრიან ვიდრე მანამდე. თუ კი რამეში ვცდები - შემისწორეთ, ამიხსენით.
--------------------
I absolutely love to see the Haka performed and in my opinion - it's one of the greatest sights in World sport! And the only way the "All Blacks" could disrespect us with the Haka - is by NOT performing it! /Lafayette/
|