#62490211 · 28 Feb 2026, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუნდის ხერხემალია: 2-8-9-10-15 ამ ხერხემალში კი მინიმუმ თითო მალა ყოველთვის გვაკლია ვერც ამჯერად გვილხინს
ტვინი კი: 9-10 იყო დრო ეროვნულიც კი საერთოდ "უტვინოდ" თამაშობდა (არათუ პატარები) როგორც ყოველთვის წელსაც გვაქვს პრობლემა (ერთი წელი იყო გამონათება გელას მესამე და თედოს მეორე მსოფლიო რომ დაემთხვა)
ამ მხრივ გვიჭრს, მაგრამ სანამ გასაჭირებზე ვისაუბრებთ - მოსამზადებელი ციკლის ამ ეტაპზე - ასეთი გუნდი ჯერ არ გვყოლია...
ეს გუნდი დიდი ხანია შეთამაშებულია და წესით მეტი მოეთხოვება, მაგრამ...
ტრადიციულად ბურჯებში მინიმუმ პირველი ნომრები კარგია სამწუხაროდ ასევე ტრადიციულად - კვაჭებში რამდენი ხანია გვიჭრის... საკმაოდ მასიურმა მეორე ხაზმა კარგად იმუშავა (იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ გამოსწორებადა) - ცოტა მეტ სიმაღლეს ვისურვებდი ჩვენ კოზირად მიჩნეულ მესამე ხაზში ნარსია გამორჩეული იყო, იმედია თუ არ მეშლება გასული გათამაშების #8 - შიოშვილი დაგვემატება და საკმაო ძალა შემოგვემატება... მომეჩვენა, რომ პატარა საღინას ვერაფერი პროგრესი აქვს და მეფიქრება, რომ ძმის დონეზეც ვერ ავა... ჰავბექები სუსტებია დღევანდელი მგეზავი მომეწონა ცენტრი - რაღაცნაირია თითქოს ძალა და ჯანი არ უნდა აკლდეს, თითქოს დარბიან, მაგრამ სენი სახელად "კაჭი" (უპასობა) აქაც იგრძნობოდა გარემარბები (3/4) ფულბექი და განსაკუთრებით შეცვლაზე შემოსული ფრთა მომეწონა
რაც შეეხება შერკინებებს - სტატიკა კარგი იყო, განსაკუთრებით ირველი ნომრების ფონზე
დერეფანი დასახვეწია: კომბინაციები, გამოცხადებები და აგდება-აწევის ტაიმინგი - ისე მგონია, რომ საფანგეთ-აფრიკის გარდა სხვებთან უფრო შედეგიანი იქნებიან
რაქი: მიყოლა და გადაყრა უკეთესი იყო ვიდრე ადრე, ბურთის გადმოდებაც (ჩადებაც), თითქოს უკეთესი, მაგრამ 9 ნომერი გადაწყვეტილებების მღებას აგვიანებდა ამ მხრივ შენელებული რაქი მგონია, რომ უფრო ჯერ როლების დალაგების და აწყობის ამბავი უფროა
ბოჭვები... შეტევაში იყო დომინანტი ბოჭვები დაცვაში უამრავი ბოჭვა გაცუდდა და ისევ ვვარაუდობ (ან ვიმედოვნებ), რომ ესეც როლების განაწილების და ამ როლების მიჩვევის ამბავი უნდა იყოს რაც მომეწონა ვიტო (შატაბი) თითქოს მიმხდომ დაცვას აწვება, რომ ხაზის აწევთ სივრცეები მოსპოს (ფლეტ პასის და ჯვარზე შეყვანა, კაცის გამოტოვებით და ცრუ შეტევს - გასანეიტრალებლად) და ეს როლებში დასახვეწია და მგონი დახვეწადიც
ერთი რაც ვერ ჩანდა ინდივიდუალური მცდელობების მიუხედავად შეტევაში თამაში იყო
ძველი შტაბიდან შეტევის მწვრთნელიღა დაგვრჩა (მგონი)
This post has been edited by Gio_G83 on 28 Feb 2026, 00:37
--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen... PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...
|