Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(73)
« პირველი
...
67
68
[69]
70
71
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საკუთარი ლექსები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!
ჯგუფი: Members
ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!
ჯგუფი: Members
წერილები: 36023
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11
#36705014
· 4 Jun 2013, 09:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Neverborn
აბა გამოუშვი 1 ლექსი :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jodorowsky
Member
ჯგუფი: Registered
Jodorowsky
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 168968
რეგისტრ.: 17-June 13
#36905729
· 19 Jun 2013, 14:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ლექსი დავწერე ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმის ტრეილერის ნახვის შემდეგ ( Only lovers left alive) . მოკლედ, პატარა ისტორიაა 2 ვამპირზე, სახელად ადამი და ევა. იმედია ობიექტურ კრიტიკას არ დაიშურებთ, კიდევ მაქვს რამდენიმე ლექსი, თუ დაგაინტერესებთ, დავწერ აქ. აი თვითონ ლექსი :
არავინ თქვას, რომ მიწაზე,
არ არსებობს თურმე ბედი.
ერთმანეთს მან შეახვედრა-
შავი ყვავი, თეთრი გედი.
ტრაგედისს მოყვარულის, უფლის ალბათ ქმედებაა.
სისხლით სავსე ჯოჯოხეთის, ლუციფერის ვედრებაა.
რომეო და ჯულიეტა ხომ შექსპირმა დაწერა
ჩემი შავი ისტორია, სიყვარულმა აღწერა :
ერთ დროს, როდესაც უმწეო,
პატარა იესო ტიროდა,
სიყვარულისგან დამწვარი,
ვამპირი სატრფოს ელოდა.
არავინ იცის, რამდენი კაცისთვის კბილი ჩაუსვამს.
უტირებია ათასი, ერთ მსხვერპლს კი კითხვა დაუსვამს :
" ვხედავ, როცა ხელზე მკბენდი, თვალი ცრემლით გევსებოდა,
ხალხი გიყვარს, მაშ რატომ გვკლავ, ჩვენი სისხლი რად გინდოდა ?! "
"მე თქვენ ვერ გიტანთ, უვიცო ! "-
ასე უყვირა ვამპირმა.
მას გულში ხომ სხვა რამ უდევს,
კბილი ჩაასო დაღლილმა.
კაცით გამძღარი ატირდა, მას გაახსენდა ძველი დრო.
ჯერ კიდევ, როცა მიჯნური, თბილ სისხლით აღსავსე იყო.
ერთად ყოფილან კუბოში, თურმე ათასი წელია,
მათ ირგვლივ ზღვები ღელავდა, ხარობდა მთა და ველია.
არ აწუხებდნენ არავის, არ კბენდნენ თურმე ერთ კაცსაც,
არც ადამს ვინმე მოუკლავს, ცოდვა არ ადევს ევასაც.
მაგრამ შემცდარა უფალია, გაუჩენია მას კაცი,
ცეცხლზე დაუწვავს ხალხს ევა, უტირებიათ ვაჟკაცი.
გარნისხებულა მის მერე,
ადამი, კაცს არ ტოვებსო,
მიეპარება, ყელს უღრღნის,
ზიზღით კლავს, როგორც ვირთხებსო.
ათასწლეული გასულა, ვამპირს კვლავ ახსოვს მიჯნური,
არც ერთი ქალი არ უყვარს, არ უნდა ელეგანტური,
ვნებით აღსავსე, აღმძვრელი, მტრედივით დიდმკერდიანი,
განა არ მოსწონს?- გულს უკლავს ყოველი ადამიანი.
თურმე რამდენი წელია, ადამი სისხლსა აღას სვამს,
დასუსტებულა, გათეთრდა, დამგვანებულა ცოცხალ გვამს,
ჰგონია, თავს თუ მოიკლავს, სამოთხის კარში რომ შევა.
იქ სადღაც, მარტო, საწყალი, რომ ელოდება მას ევა.
გამოუთლია ხის ჯვარი, გულში დაურტყამს ნელა
და მოელანდა მიჯნური, არ უთხოვნია მას შველა,
ცივი სისხლი ჩქებს მიწაზე, აღარა სუნთქავს ადამი.
ასე მომკვდარა ვამპირი, ევაზე ფიქრით: "სად არი ? "
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
g_o_g_i_n_a
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
g_o_g_i_n_a
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25107
წევრი No.: 35124
რეგისტრ.: 19-May 07
#36981671
· 25 Jun 2013, 02:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცხოვრების მრუდე სიღრმეში
ძნელად გაიგებ რა ხდება
ცუდი ბანაობს თევზივით
კარგი უეცრად წახდება.
არაფრის მცოდნე უეცრად
იქნებ, მინისტრიც გახდება
მცოდნე ცხოვრებას ვერ აწყობს
ვერვინ გაიგო რა ხდება.
მიტომ არ მიკვირს ესოდენ
ცხოვრების დიდი მხატვრობა
დღეს თუ ჩიტის კვლაც გაწუხებს
ხვალ არ გაღელვებს მზაკვრობაც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მადამ ფისუნია
ველური კნუტი
ჯგუფი: Members
მადამ ფისუნია
ველური კნუტი
ჯგუფი: Members
წერილები: 5569
წევრი No.: 152755
რეგისტრ.: 7-August 12
#36984826
· 25 Jun 2013, 13:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ნაზი მასტები, პიდარასტები, აღლუმს მართავენ,მივედრასტები. 17 მაისი, ანტი ჰომოფობიის დღე.
ცუდად ვარ :lol: :lol: :lol: :lol:
შენს სიყვარულს შევჭამ!
ისე ძლიერ მიზიდავ,
სიყვარული მინდება,
შენი სიყვარულისგან
გინება მებინდება.
გულში რაღაც მესობა
თქეშით სისხლი მდინდება
ამაოა ყოველი
რაც რომ ირგვლივ იქნება
შენთან ყოფნის წადლი
სიცოცხლეზე ძვირდება
და თუ გინდა პატარავ,
აქ დავისობ ამ დანაs
სული სადღაც გაფრინდა
გული-მიწაში ხმება
დაეხვია მატლები
შენს სიყვარულს იპყრობენ
გული ისე სუსტია,
ვერ დაიცავს - იგლოვებს...
ამოთხარე იცოდე!
არ გაწირო, იბრძოლე!
თორემ მივეპარები,
ჭია-ღუა გავხდები
შენს სიყვარულს შევჭამ და
მაინც შენთან დავრჩები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikanorieli
Junior Member
ჯგუფი: Registered
nikanorieli
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 160128
რეგისტრ.: 24-January 13
#37169439
· 9 Jul 2013, 01:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ :) ჩემი საკუთარი ლექსია და მინდა რომ მოისმინოთ და მითხრათ მოგეწონებათ თუ არა :) აიი ლინკი >>
http://www.youtube.com/watch?v=qNDV2VLnnGE
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bacteriophage
Good Mystery
ჯგუფი: Registered
bacteriophage
Good Mystery
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 142807
რეგისტრ.: 7-February 12
#37271599
· 17 Jul 2013, 02:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დრომ დამღალა დროს ვემდური,
რომ არ იცის როდის გაჩერდეს
დამღალა კითხვამ! პასუხმა!
ოცნების დევნამ.....
მისმა თვალებმა დამღალეს,
მწვანემ, ცისფერმა....
უძილო ღამემ დამღალა
სხვათა გუნებამ…
დამღალა განცდამ, რომ დავბერდები
მკრთალი ნოტების წერით გართული
უიმედო, დუმილით სავსე
http://www.youtube.com/watch?v=XiPP7fA53fM
This post has been edited by
bacteriophage
on 17 Jul 2013, 02:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaatinga
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
kaatinga
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19477
წევრი No.: 35644
რეგისტრ.: 29-May 07
#37271617
· 17 Jul 2013, 02:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
:lol::lol::lol::lol::lol::lol::lol::lol::lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bacteriophage
Good Mystery
ჯგუფი: Registered
bacteriophage
Good Mystery
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 142807
რეგისტრ.: 7-February 12
#37271623
· 17 Jul 2013, 02:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აფხაზეთი
დასავლეთისკენ გზას რომ გაჰყვები
და ენგურის წყალს რომ გადალახავ,
აბრიალდება ჩემი თვალები
და ძველ სამშობლოს ცას დავინახავ.
იქ იყო ძველად ჩემი ქალაქი,
ცხრათვალა სოფლის ციხესიმაგრე
იქ მიმღეროდა დედა ნანინას
და იქ ავიდგი ფეხი პირველად.
ბუნდოვნად მახსოვს ჩემი სოფელი
მოგონებებში თუ გამიელვებს
მაშინ მე ხომ სულ ბავშვი ვიყავი
მტერმა ესეც კი ვერ დაინახა.
დასავლეთისკენ გზას რომ გაჰყვები
და ენგურის წყალს რომ გადალახავ
გამახსენდება ძველი სამშობლო
და აფხაზეთის ცას დავინახავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MRlurch
けつ お たべる
ჯგუფი: Members
MRlurch
けつ お たべる
ჯგუფი: Members
წერილები: 21734
წევრი No.: 160595
რეგისტრ.: 30-January 13
#37335553
· 22 Jul 2013, 01:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიწაზე ისევ მოვიდა გვალვა
ისევ გამოშრა ხალხის სულები
მზისა ამოსვლას ვინც ნატრულობა
მზის მხურვალებით დაღაფეს სული
სხივების სითბო აღარ ახარებს
მისი ნათელი უკვე მწველია
ხალხს ახლა მხოლოდ სიო სწყურია
ან წვიმის მოსვლას ელოდებიან
არასდროს გვიყვარდა ზამთრის სიცივე
ყოველთვის მხოლოდ მზე გვიზიდავდა
ახლა კი მისი სიცხით მომაკვდავთ
ზამთრის სიცივე არად მიგვაჩნდა
ერთი წყლის წვეთი ყველას სწყუროდა
გრილი ნიავი ყველას გვინდოდა
ცის მოწყალებით წყალი მოვიდა
ბუნებამ ოდნავ ნიავიც გვიბოძა
ხალხი დაწყნარდა ამოისუნთქა
გამშრალ თვალებში მზე ეტყობოდათ
გავიდა ხანი პატარა ხანი
ხალხმა ოდნავი შვება იპოვა
ისევ დაიწყეს კვლავ მზეზე ფიქრი
ისევ სხივები ენატრებოდათ.
პ.ს ჩემი დაწერილია და თუ რამეა ბარემ ჩემით გავალ :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
keep_walking
Crazy Member
ჯგუფი: Members
keep_walking
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2233
წევრი No.: 134891
რეგისტრ.: 18-August 11
#37337119
· 22 Jul 2013, 10:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პ.ს ჩემი დაწერილია და თუ რამეა ბარემ ჩემით გავალ
:givi:
სადღაც 7-8 წლის წინ ვცოდვილობდი მეც
ახლა რომ ვკითხულობ, ვიხოცები, განსაკუთრებით ადრეული პერიოდის ლექსებზე მეცინება
სიბრძნის კორიანტელი :D :D
რას მივაწერო ჩემი დუმილი,
თუ არა სათქმელს, ნაგროვებს დიდხანს,
იქნებ გავუგო სამყაროს ფიქრში,
ანდაც სათქმელი რითმებმა მითხრან...
რა ლამაზია დედასთან ბავშვი,
უმანკო სახით როცა იცინის
და გაიზრდება პატარა, მაგრამ
სახეზე დაჰკრავს ფერი სიცივის.
რა სინაზეა ფერები დილის,
ნამმოფრქვეული ყვავილი ლურჯი,
ფიქრდაკრეფილი მოხუცი ქალი-
ვისთვის თურქი და ვისთვის გურჯი.
საოცარია ეს სიყვარულიც,
გარდასახული სიგიჟე დროის,
აწითლებული ჩურჩული ჩუმი,
სახეარეული ღიმილი თრობის.
რა სათუთია გრძნობა უმწეობის
და გრძნობა სიშიშვლის,
მზედაბურული ღამის სიმარტოვის
დღისით შიშით სვლის...
რა ცინიზმია დაგერქვას ქალი
კბილებალესილ მოშურნეთ შორის,
როცა სიმძიმეს ვერ უძლებს სიტყვა,
როცა ვარდს ასდის სურნელი შმორის.
რა საბრალოა სულმოკლე კაცი!
კაცი, რომელსაც არ აქვს სიმართლე,
კაცი, რომელსაც ბილწი სული აქვს,
შუშის მზერა და ბუჩქის სიმაღლე...
რა სათუოა სიცოცხლე მაშინ
მწუხრი ბოგინობს სალმობით როცა,
ხალხი მორჩილებს ბოროტ ანგელოზს
და დაივიწყებს საუფლო ლოცვას.
რა უმიზნოა ახლა ეს ლექსიც,
განა რას შეცვლის თამაში პწკართა?
ისევ დაწვება ნისლი მიწაზე
და მათხოვარიც ბატონის კართან...
გასართობად ახლაც ვწერ ხოლმე
დაახლოებითთქვენ რომ წერთ,აი აიმ სტილში :gigi:
This post has been edited by
keep_walking
on 22 Jul 2013, 11:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gvangvalo
გოგლიკა
ჯგუფი: Registered
gvangvalo
გოგლიკა
ჯგუფი: Registered
წერილები: 237
წევრი No.: 131139
რეგისტრ.: 10-May 11
#37440038
· 30 Jul 2013, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაცვია ჭრელი,შემოდგომის ნაცვამი კაბა
და ნიავივით,შენი სუნთქვა სასიამოვნოდ
შესამჩნევია.
იცი რას ვფიქრობ,როცა წასვლას წუთები უჩანს,
შენ ხელისგულებს მაფარებ პირზე და ამით ამბობ,
რომ აუცილებლად უნდა მიხედო,ოთახის ყვავილს,
რომელიც თითქმის უკვე ორზე მეტ საათი არის,
სახლში მარტოა.
მე არ მწყინს ხოლმე.
მხოლოდ როცა წახვალ და გიმზერ,
ვიცი,რომ მალე...ძალიან მალე,ან იქნებ არც კი,
გახდები ჩემი ოთახის ყვავილი და
ყოველ ღამით,ფანჯარასთან დამელოდები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chikole
Member
ჯგუფი: Registered
chikole
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 134566
რეგისტრ.: 7-August 11
#37875322
· 4 Sep 2013, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს ჩამიარა გვერდით გოგონამ,
ულამაზესმა ცისფერ თვალებით,
გამოვაყოლე მზერა ცბიერი,
ცოტა ბოროტი ცუდი აზრებით.
თითქოს გაიგო ჩემი ფიქრები,
მეკი დავმუნჯდი ჩავყლაპე ენა,
შეჩერდა წამით და შემომხედა,
ვერ გავუსწორე თვალებში მზერა.
თოვლივით თეთრი ბრწყინავდა კანი,
ქარი კი მის თმებს ზეცამდე შლიდა,
სულ რამდენიმე წამით მიმზერდა,
ჩემთვის კი წამი საათებს თვლიდა.
ბოლოს გავბედე ავწიე თავი,
მისი ფეხების შევწყვიტე ცქერა,
შემომაგება ვარსკვლავის მსგავსი
თვალები სადაც ცურავდა წყენა.
შემომაქცია შიშველი ზურგი,
ამოღებული ემოსა კაბა,
მეკი ვუმზერდი როგორც დასჯილი
ბავშვი რომელიც კუთხეში დადგა.
და აღარავინ არ ჩანდა მეტი,
ყველა ხმაური უკვალოდ გაქრა,
დედამიწაზე ვიდექით ორნი,
მე და ცისფერი თვალების განცდა.
გოგონა ალბათ ვიღაცის ცოლი,
ანდა საერთოდ უსიყვარულო,
გოგონა თეთრი ვითარცა თოვლი,
მიდის და ქრება უმისამართოდ.
მეკი სახეზე შეწითლებული,
თითქოს ფეხებზე დამადეს ლოდი,
ვუყურებ როგორ გაქრება ჩემგან,
ალბათ გახდება ვიღაცის ცოლი.
და ვხედავ როგორ უჭირავს ბავშვი,
თავის ქმარს როგორ ვნებებით ელის,
ემატებოდა მის ცისფერ თვალებს,
ამოუხსნელი შექრძნება დედის.
როდესაც გაქრა დამალა სივრცემ,
გონზე მოვედი ავწიე თავი,
ღმერთო შექმენი,ღმერთო შექმენი,
მილიონობით ასეთი ქალი.
ქორწილი იყო ჩემს გვერდით შაბათს,
ჩემს მარჯვნინ გოგოს გაეხსნა ბედი,
და ამშვენებდა ქალს თეთრი კაბა,
ორი კვირის წინ მას თხოვეს ხელი.
და ზუსტად ქვემოთ,ქვედა სართულზე,
ვიღაცას ბოლო მოუღო ბედმა,
ახალგაზრდა ბიჭს უთხრიან საფლავს,
და თავთან ცრემლით ასველებს დედა.
სამი თვის ბავშვის ტირილი ისმის,
და მისი ცოლი იხევდა პერანგს,
იზილებოდა ეს ყოველივე,
პანაშვიდი და ქორწილი ერთად.
ეჩეხებოდა მაყარი მამას,
შავებში ჩაცმულს დარდისგან დამჭკნარს,
ზედა სართულზე თხოვდება გოგო,
ქვემოთ კი ცოლი ქმარს ატანს საფლავს.
და არ იციან სიხარულისგან დაბრმავებულმა მამამ და დედამ,
რომ ქვემოთ მათი შვილის ხნის ბიჭი ჩაესვენა საფლავში კენტად,
ამ ყოველივეს მე ვუმზერ სახტად,
და მგონია რომ გასკდება გული,
აქ სიგნალების ისმის ხმაური
და ყვავილების მახრჩობს მე სუნი.
ასეთი რამე არვის გინახავთ
და გული ასჯერ ძლიერად ფეთქავს,
პირველად ვნახე,პირველად ვნახე,
პანაშვიდი და ქორწილი ერთად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38490
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#37875345
· 4 Sep 2013, 16:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რავი,ჩვეულებრივია რაა..........................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chikole
Member
ჯგუფი: Registered
chikole
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 134566
რეგისტრ.: 7-August 11
#37875529
· 4 Sep 2013, 17:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
-ხედავ იმ ვარსკვლავს? მე გკითხე ასე
-რომელს? ცაზე ხომ სულ ვარსკვლავია
-აი იმ ვარსკვლავს ზუსტად ჩვენს თავზე
ჩვენ რომ გვიყურებს ხომ ლამაზია..
-მოდი მოვკრიფოთ ყველა _მითხარი
გამეცინა და გაკოცე მხარზე
-მოვკრიფოთ მაგრამ მერე რა ვუყოთ
იყოს დავტოვოთ ეკიდონ ცაზე
აქედან უფრო ლამაზებია
დედამიწაზე ყველა ფუჭდება
მოდი ვარსკვლავებს ნუ ვუზამთ ასე
ჩვენგან შორს ყოფნა უფრო უხდებათ
-მაშინ წამოდი ჩვენ შევუერთდეთ
ორი ვარსკვლავით მეტი იქნება
-არა ხალხისთვის არ შეიძლება
ადამიანი არ მოუხდება
-რატომ ვარსკვლავი რითი გვჯობია?
-არა უბრალოდ ჩვენზე წმიდაა
მათი ადგილი ხომ ზეცაშია
ცოდვილებისთვის მხოლოდ მიწაა
-იქნებ ისინიც ჩვენსავით იყვნენ
ასე იწვნენ და ამას ფიქრობდნენ
იქნებ ჩვენსავით მათაც უყვარდათ
და ჩვენნაირად ჩუმად ტიროდნენ..
-კი შეიძლება ისინის იყვნენ და მერე
უკვე იქცნენ ვარსკვლავად
ჩვენც შეიძლება ოდესმე ზემოთ
რომ გადმოვხედოთ მიწას თამამად
-იქაც ხომ ასე ერთად ვიქნებით?
ორი ყველაზე ლურჯი ვარსკვლავი
ჩვენ ხომ არასდროს არ მოგვინდება ცალ ცალკე ყოფნა
ცალკე თამაში
-არ ვიცი იქნებ ეს ვარსკვლავები
დასჯილი ხალხის სულები არის
ვინც ვერ შეირგეს გვერდიგვერდ ყოფნა
ღმერთმა დასაჯა და ტანჯავს ამით
-რითი?_მკითხე და ხელი დამადე
-არ ვიცი ალბათ რომ მარტოობით
ხომ შეიძლება ყველა მათგანი იტანჯებოდეს ამ სიყვარულით
რასად ხედავენ ეხლა მიწაზე იქნებ ისინიც ასე ამბობდნენ
ვერ გაიმაგრეს ეს სიყვარული
ერთმანეთს ალბათ აქვე დაშორდნენ
და ალბათ ახლა იტანჯებიან
ჩვენ რომ გვხედავენ ანდა სხვა წყვილებს
რომ მოენატროთ მათ ასე ყოფნა
მაგრამ ღმერთი მათ აღარ აწყვილებს
-მაგრამ მაინც ხომ ლამაზი არის?
-კი ლამაზია და თანაც როგორ
შენსავით ჩემო პატარა ბავშვო
შენსავით ჩემო პატარა გოგო
_და ამ სიტყვებით დამთავრდა ცქერა
და ვარსკვლვებმაც მოხუჭეს თვალი
მე მახსენდება ეს საუბარი და
ვარსკვლავების მრცხვენია ანი..
შენ ალბათ ეხლა ვარსკვლვი გქვია
და მელოდები რომ მოვალ რამით
მეკი სახლში ვარ ჩემი ცოლშვილით
უკვე ნატანჯი და სხვისი ქმარი
გუშუნ ჩავფიქრდი და ფეხით მივდიოდი,
ისე როგორც ადრე, მიყვარს სიარული,
რაღაც ძველმა გრძნობამ ისევ ამიტაცა,
გავხდი ბავშვური და ცოტა მხიარული.
მერე გავიხსენე ძველი ადგილები,
სადაც მივლია და სადაც არ მივლია,
უკან მოვიხედე და ვთქვი გაღიმებით,
ღმერთო ეს რამხელა გზები გამივლია.
გავცდი იმ ადგილებს სადაც ჩვენ ვიყავით,
სადაც ღამეები ერთად გვიტეხია,
ისევ გამახსენდი სულში დამიარა,
თურმე მომენატრე მაგრამ გვიანია.
გზები გავაგრძელე ისევ გაღიმებით,
გადავუხვიე და გავქრი სამუდამოდ,
ვეძებ ახალ გზებს და ახალ ისტორიებს,
ვეძებს სულ სხვა ადგილს,სხვასთან საგუნდაოდ.
ვგრძნობ რომ გაფერმკრთალდა შენი სიყვარული,
აღარც მენატრები, ალბათ სამწუხაროდ.
დრომ ხომ ამაცალა შენი სიყვარული,
ეხლა ეს ფიქრებიც უნდ აგამოვცვალო,
ისევ მივდიოდი უკვე უცხო გზაზე,
ისევ ღიმილით და ისევ შემართებით,
ალბათ დავბრუნდები უკან სულ სხვა გზებით,
მაგამ დავბრუნდები სხვაზე შეყვარებით.
შენ ბევრი რამე შეცვალე ჩემში,
შეცვალე თუნდაც ლექსების მუზა,
მე ბევრი რამე მივიღე შენით,
ის რაც აქამდე ჯერ მხოლოდ მსურდა.
მე ბევრი რამე ვისწავლე შენით,
სითბო და გულის უზომოდ გაშლა,
მე სიყვარული ვისწავლე შენით,
და მწარე გრძნობის უკვალოდ წაშლა.
მინდა რომ მუდამ ასეთს გიყურო.
ისევ ლექსები ვწერო და ვწერო,
რომ დავიყვირო რომ ვიღრიალო,
როგორ მიყვარხარ ძვირფასო ჩემო.
მე ბევრი რამე ვისწავლე შენგან,
ღამე უაზროდ ქუჩის გაცნობა,
და ხეტიალი წვიმიან ღამეს,
შენი ხელების ჩემით გათბობა.
მე არ ვპოეტობ, მე არ ვქედმაღლობ
და არც არავის არ ვედარები,
მოვალ უბრალო ადამიანი
და ყურში გკითხავ, ხომ გეყვარები?
დაველოდები სულმოუთქმელად,
შენი ტუჩიდან ამოსულ პასუხს,
გულში ჩაგიკრავ მაგრად გაკოცებ,
ქალი შენს გარდა არავინ არ მსურს.
მგონი ოცნებამ წამიღო ეხლაც,
ალბათ ვერასდროს ვეღარ გიხილავ,
შეგხვდები ისევ ქუჩაში სადმე,
გამიღიმებ და კვლავ მომიკითხავ.
ჩაივლი ღიმილს გამომაყოლებ
და მე ვიდგები პატარა ბავშვი,
გვერდზე მოგყვება შენი მეუღლე,
მეკი არავინ არ მელის სახლში.
და რცება შენი კანის სურნელი,
რომელზეც ადრე ტუჩებს ვაწყობდი,
არ დამაცადე რომ მეთქვა შენთვის,
ამდენი ხანი ჩუმად გნატრობდი.
შენ ბევრი რამე შეცვალე ჩემში,
შეცვალე თუნდაც ლექსების მუზა,
მაგრამ მე დაგტმე გაგიშვი ხელი,
რადგან ძვირფასო შენ ასე გსურდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19289
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#37878947
· 4 Sep 2013, 20:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემი დაწერილი ლექსებია კაია? :)
არა :user:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(73)
« პირველი
...
67
68
[69]
70
71
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0540 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.