რამდენი წამი, ცალ-ცალკე არსი...
ცხოვრებამ ჰკარგა თვით შინაარსი,
რამდენი წუთი სევდაა სულში,
ნაღველი იდო გატეხილ გულში....
რამდენსა საათს ცრემლების ზვავში,
ჩხროლვა და ხრჩობა განცდების ზღვაში...
რამდენი დღეა ხეტიალ–თხრეშა,
და ღამ–ღამობით საწოლში ხვნეშა..
რამდენი კვირა ქარბუქი, წვიმა,
დაორთქლილ მინას შევყურებ, მცივა...
რამდენი თვეა შენდობა–წირვა,
თან სიყვარულის მალვა და ნიღბვა...
რამდენი წელი შენ თავსა ვდარდობ,
მთელს მსოფლიოში მხოლოდ შენ გნატრობ..
Angel-Ina
14.08.2014
* * *
მე შენსგან ვიცლები...
ნელ–ნელა მიდიხარ...
ნელ–თბილად მშორდები...
გგონია "მკიდიხარ"...
არა, შენ ღრმად ცდები...
სულისა ხიბლი ხარ...
გულს ადევს ნაღველი, ჩემსგან რომ მირბიხარ...
ხო..
ვიცი...
მიდიხარ...
ნუთუ არც ტირიხარ,
როდესაც ფეხს ადგამ განსაცდელს...?
ტირიხარ?
არა, ცრემს არა ღვრი...
შენა ხომ გმირი ხარ!
ამაყი, სულგრძელი, თავადიშვილი ხარ!
"გკიდივარ"?
არა, უბრალოდ გინდივარ...
ვნებების სხეულით ჩახშობის ფიქრით ხარ.
ვტირივარ?
ცხარე ცრემლებით ვტირივარ.
მიტომ, რომ წასვლისას ძალიან მშვიდი ხარ...
განიცდი?
ვითომ?
ჯერ კიდევ ფიქრში ხარ?
სულის ტკივილამდე უზომოდ მინდიხარ!
დაყოვნდი წამით.
დამითმე!
მივდივარ!
და გზადა განვიცდი...
ნუთუ შენ "გკიდივარ"...?
Angel-Ina
14.08.2014
* * *
აწმყო იმოსა ბურუსით, ცამდე იმართა კედელი,
აზრი გაქცევას აღარ აქვს, ზეცამ დაჰკარგა ელფერი,
გახსოვს... გრძნების აფეთქვა, ვით ცხელი ლავა ვულკანის?
თავგანწირული წინ სწრაფვა, საპირისპიროდ გრიგალის?
გახსოვდეს, მუდამ შენთან ვარ, სარკმელს რომც ჩაქრეს სანთელი,
სულის სითბოთი გაგათბობ, მზემ რომ გაცილოს სხივები.
ცხოვრებით ქანცულს, დასნეულს კვლავ მოგიშუშებ იარებს,
სინანულის ცრემლს დაგიშრობ, ლაღი სიამით აგავსებ,
ცხოვრება ამოუცნობი, ხან რთული არის, ხან საღი,
ხან ყოფისაა სასჯელი, ხან ცოდვა–მადლი ამაგის.
ხან ამაღლებას გვატრთოლებს, ხან ცეცხლსა კერას გვანარცხებს,
ხანაც ცხოვრების ფერმწერი დიდების ტვიფრსაც დაგვადებს...
გახსოვდეს, მუდამ შენთან ვარ, ვით მზეს ამშვენებს ნათელი,
მთვარეს – ბურუსით მოცული მშვიდი საღამო, პირმკრთალი...
გახსოვდეს, მუდამ ჩემს სულთ ხარ, საგულედ გადაიქეცი,
მარადის უკუნისამდე სიყვარულს ჰშობავს ღვთის მადლი!
Angel-Ina
12.08.2014
* * *
მ - ენატრება ის დღეები წარსულსა რომ ჩაბარდა,
ი - ს წამები მენანება, ცეცხლი რომ არ გაჩაღდა,
ყ - რუ ტკივილმა ასილაქა გულის ნაიარები,
გ - მობა–შფოთვამ სულს წაართვა უამრავი დღეები...
ა - წმყოსა და წარსულს ჯახმა ამიხდინა ხილვები,
რ - ა ხანია ჩემ ცხოვრებამ, ვით მზემ ჰკარგა სხივები...
ხ - სნად ნაპოვნმა თითქოს შველამ ამიხილა თვალები...
ა - რ ვიფიქრე, რომ ამ შველას მოჰყვებოდა ცრემლები...
რ - აღად მიღირს აწ ცხოვრება? სიკვდილსაც კი ვნებდები...
Angel-Ina
09.08.2014
შენზე ფიქრებმა მრავალი დრონის მონად მაქცია,
არყოფნა ყოფნად გადაიქცა, თითქოს სიზმარში...
წლებმა აწ შენზე წერა ხომ ჩვევად მიქცია,
დღეს რომ ახლოს ხარ, გულს ისევ გააქვს ჟრიალ–ჟრიალი..
სულს მიგაბარებ, თუ მოინდომებ შერწყმას სხეულის,
სუნთქვაც წაიღე, თუ მოახერხებ დაპყრობას გულის,
სხეულს გაჩუქებ, თუ იქ სალბუნის განცდას ისურვებ,
ალერს–ფერებით ყინულსაც გაგილხვობ გულში...
განცდად ქცეული, ნიაღვარში მსურს დამიოკო,
გადამავიწყო უღიმღამო წლეების სევდა,
მომეხვიო ისე ძლიერ, ტანჯვაც ვერ ვიგრძნო,
და ნეტარებით აამო მწყურვალი ვნება...
მინდა, ერთადაც ავაგოთ ოცნების კოშკი,
ვითრთოლოდ ზეცას, სანამ ღმერთმა ფრთები გვარგუნა...
დღეს მიამიტი ბავშვივით, მე ისევ მჯერა,
ჩვენი წმინდა გრძნობებისა და განცდების...
Angel-Ina
28.07.2014
შენი ცხოვრება ულევი ვნებაა,
გულის ტკივილი და სულის სევდაა,
შფოთვური გრძნობები, წინ სწრაფვა, ხედვა,
თვითმიზანი და წარმატებაა...
ადრენალინი გიდუღს შენ სისხლში,
ებრძვი გრძნობების კორიანტელებს,
სულის ვაკუმურ ამაოებას
სხეულითა და ხორცით იოკებ...
დრო მიქრის... სივრცის შეზღუდვის თემა...
გონს წუხილს აძლევს იმაზე ფიქრი,
თუ რა შედეგი გზის ბოლოს გხვდება –
წუხილი წარსულზე თუ ტკბილი ნუგეში ...
Angel-Ina
26.07.2014
ისევ შენსკენ მივყავარ ფიქრებს,
უსასრულოა აწ დროთა სივრცე...
ალიონს სხივები იმედით მავსებს,
ღამით სონატა მიყუჩებს სილებს.
დამღალა ამდენმა ფიქრმა და დარდმა,
გაურკვევლობა მახრჩობს და მიგდებს,
ხურჯინით სავსე, კითხვებს და ეჭვებს,
წლებია ტვირთად მივათრევ ღვთისკენ.
გავები თითქოს ობობის ქსელში,
ლაბირინთია განგების მახე,
გონს არეული, უგზოდ და უკვლოდ
დავეხეტები მოჟამულ ცის ქვეშ.
დილით აღსავსე ფიქრებით შენზე,
იქნებ ქუჩაში გიპოვო ისევ,
ღიმილის ნიღაბს ამოფარული
ვცდილობ დავმალო ცრემლები ისევ.
ისევ ღამდება... ვერც დღეს გიპოვე,
ეს დღეც ამაოდ გათენდა, ისევ...
ისევ ეჭვები, გაურკვევლობა...
აუტანელი ტკივილი ისევ...
Angel-Ina
06.06.2014
* * *
ზეცას ქარმა აიტაცა გაფლანგული ფიქრები,
აფრიალა, ქვას ანარცხა აზრისა ნამსხვრევები,
დაეუფლა მრისხნე ძალით ნარჩენებსა არმური,
გააშურა მაღლა ცისკენ, სანამ მზეს ჰყვა სალბუნი...
ჩამოღამდა, გონს მიეცა ტალღა მოგონებების,
მთვარემ ფრთილად ის ამოსა თვალწარმტაცი ფერებით,
დაქანცული, მაგრამ საღი, ნათელ–მშვიდი ფიქრებით...
სათნოებით და სილაღით გაჟღენთილი განცდებით...
ბოდვებსა და ვერაგ ეჭვებს ჩვენ მივუსჯით მკაცრ სასჯელებს,
განაჩენად მათ შევურჩევთ გაძევების განსაცდელს...
მარტო ყოფნას ვერ აიტანს ვერც ბოდვა და ვერც ეჭვი,
ისწავლიან კაცსა ნდობას, სიყვარულსაც ამებით...
მაგრამ ჩვენ ეს არ გვაღელვებს, გონება გვაქვს დახშული,
ფიქრი – კარგი, აზრი – საღი და განზრახვა – ბავშვური...
გული სავსე სათნოებით და შენდობის უნარით,
სული წმინდა და სპეტაკი, ყოვლად შეუპოვარი...
Angel-Ina
13.08.2014
This post has been edited by nmiranda761 on 15 Aug 2014, 00:52
მიმაგრებული სურათი