ჩემი გულისთვის მღერიან დღენი
გაღმა-გამოღმა რომ დაფრინავენ,
ასე მგონია,ნელ-ნელა ვქრები
და ჩემს ცხოვრებას ნაზად კინძავენ...
ისიც მგონია,შორეულ ტყეში
ბულბული ჩემთვის იწყებს გალობას,
შეშინებული ვბრუვდები მტვერში,
მხოლოდ უფლისგან ველი წყალობას!
ჩემი წლისთავი განმეორდება,
ვიცი,ცრემლები დამასველებენ,
ეს ის დღეებია,რომ მეცოდება,
ეს ის გრძნობებია,რომ მაჩერებენ...
მთვარის გულის შეხებისას ვიწყებ ყეფას,
მხოლოდ მაშინ ვგრძნობ და ვიწვი... ვიწყებ ფეთქვას!!!
გულის ფიცარს ვემალები,ვტოვებ ერთთან...
მერე ვნანობ...ის ხომ დღესაც ჩემთვის ღელავს?!.
მეთექვსმეტე მივულოცე ჩემს თავს წელი,
ჩემი გული მარადიულ გრძნობას ელის,
სინანული გამეცალოს,გონის მჭრელი,
წრფელი იყოს... იქნებ,შორი...მაგრამ ერთი!!!
...
რა ვიცი... რატომღაც ამის დაწერა მომინდა აქ... ჩემს ლექსებში ამოვარჩიე,ოღონდ ვერ ვიტყვი,რომ განსაკუთრებულად მიყვარს ან ა.შ. ჩემი დაბ.დღის გამთენიისას დავწერე... წინ ჩანახატივით უძღვის,მაგრამ ის თემას აღარ ეხება და მეც თავი შევიკავე
LEO says: "What you see is what you get". (c) ლომი.
წერტილი დიდი ჯიუტი და ამაყი ვინმეა 8-|