Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(73)
« პირველი
...
69
70
[71]
72
73
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საკუთარი ლექსები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaatinga
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
kaatinga
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19477
წევრი No.: 35644
რეგისტრ.: 29-May 07
#49217626
· 8 Nov 2016, 00:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალტერნიკი_უფასოა
QUOTE
ტოტებზე თოვლი ჩამოწვა,
ყინულს ვერ ტეხავს მდინარე,
მონე კი თავის მოლბერტზე,
ფუნჯით იპარავს ყველაფერს.
ზამთარი თავს დასტყდომია,
ქოხის გატეხვა სწადია.
ბუხარს კი ალი ამოსდის,
განა მზე მისი დარდია?!
ქალი კაცს შემოხვეულა.
რა ლამაზია ზამთარი
ნეტავი ღამე გაგრძელდეს
და სიყვარული მარადის.
ბოლო სიტყვის ნაცვლად ,,ამდგარით" რომ ჩაგესვა არ გიცდია?!
უფრო უკეთ ირითმება + აზრობრივად ხოშიანად ჯდება.
QUOTE
თამბაქოს კვამლში გახვეული
ალკოჰოლს ვყლაპავ,
ცრემლი და დარდი ატალახდა
ობოლ ღაწვებზე,
სულ წინ მიდგას ქვაზე დაბმულ-მიყინული
შავი თვალები...
და ჩემი თავი, მუხლგაყვლეფილ-
ჩაჩოქილი ცისფერ ვარდებით...
სისხლდენამდე ჩაბღუჯული ეკალ-ბარდები...
...და ოცნება ფერფლად ქცევის,
შენს საფლავზე დანაცარების...
:lol: :lol: :lol: :lol:
გამოქანდება სველ ბალახზე თეთრი ,,ნაცარა"
ფეხი აუსხლტა ყირამალა გადატრიალდა
რატო დაგვტოვა, რატო წავიდა, თვალებსაცერა?!
თვალზე თოთხმეტი სველი ცრემლი ამიკიაფდა
რას მიჰქარავთ მეგობრებო
ჰიკ
This post has been edited by
kaatinga
on 8 Nov 2016, 00:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Universe
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Universe
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6386
წევრი No.: 156377
რეგისტრ.: 24-November 12
#49236572
· 10 Nov 2016, 13:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუნთქვას რომ ააყოლებ კანს, ფრთების გასაყარამდე, სასურველი, რკალად რომ იხრება, სადაც უდაბნოს ყვითელი მზე ზედაპირზე სიცივედ ედება და ამოსუნთქვით იფანტება ქვიშად, გაჩერდები. შენც მომლოდინე
ჩამოიშლება მარცვალ-მარცვალ ზვირთად, გადმოეფარება, გეგონება დაფლაო.
უდაბნოში ან რა გინდა? ერთხელ ნანახან ჩამავალ მზეს აღარ დაელოდები.
ჰაერს მიაწერ სიტყვებს- აქ უდაბნოა.
იქ სადღაც
ერთ-ერთი.
თვალის მომხიბვლელობა.
ლექსიო
ლექსი
სასაცილოდ შეუსაბამო სათაური ამოვარჩიე. მხოლდო ეგ რომ იყოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Homo_Sapiens14
Super Member
ჯგუფი: Registered
Homo_Sapiens14
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 181947
რეგისტრ.: 19-February 14
#49239983
· 10 Nov 2016, 21:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზოგადად ვწერ და საკმაოდ დამიგროვდა მგონი ლექსები. :) ეს ერთ-ერთი ბოლო ამონასუნთქია:
ახლა ისეა
ახლა ისეა, ოქტომბერიც ჩემთან პაექრობს,
სიცივე დაძრწის ხელისგულზე, მითრთოლებს მაჯას,
იქნებ ღრუბლები დედამიწას თავზე დაემხოს,
რომ ყველა გრძნობა ტკივილებით აქციოს ნამჯად..
ახლა ისეა.. აწივლებულ სულში თარეშობს
მომავლის სევდა (გამეტებით ბინდავს ბილიკებს),
მე მხვდება გზებზე არაფერი შენთან საერთო
და სივრცეებში მოლოდინი დროსაც ივიწყებს.
დღეს მონატრების ნადარაჯალ სვეტებს გამოვცდი,
შენი თვალების კანიონთან დავყავი ხანი,
მაშინდელივით, ჩემს სიყვარულს ისევ გამოსდის
და აბსტრაქტული სიღრმის ტკბობით იბრუნებს ხალისს.
მე კვლავაც ვრჩები ტყვეობაში შენი ხელების,
და ამნისტიით გარეთ დაყრილ განცდებს ვიგროვებ,
უჩუმრად მოვალ შენს ზურგს უკან და გახელებით
სუნთქვას ვუმატებ, რომ დანებდე ამ სიმჭიდროვეს..!
გაბრძოლებებით ისევ გკარგავ, მტოვებ ამარა
ამ შემართების.. ბანალურად, როგორც ბოლო დროს..
თუ შემოდგომამ თანაგრძნობაც დაასამარა,
წინ რაღა უდგას სისხლის ღვარცოფს_ სულის ჰოლოკოსტს..!
რესურსად მქონდა სანდოობით მოცული წლები,
მაგრამ ვერ ჰგუობს იმედები დაფლეთილ ლოდინს,
ფანჯრის რაფასთან ცრემლნარევი ტეკილით ვთვრები,
და ვეჭვობ, მალე ყრუ კედლებსაც ავიკლებ ბოდვით.
ახლა ისეა.. წვიმიანი ამინდი ქარში
თვალის უპეებს სუსხიანი სისველით მივსებს..
და უცაბედად მე სიკვდილი ვიგრძენი მაშინ,
როცა თითებმა შენი მხრები მოინაკლისეს..!
მ.ხ.
19.10.16
This post has been edited by
Homo_Sapiens14
on 10 Nov 2016, 21:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giojavaxa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
giojavaxa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1733
წევრი No.: 144174
რეგისტრ.: 10-March 12
#49304073
· 19 Nov 2016, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ ვიცი რამდენად ეთქმის ამას ლექსი,მაგრამ დავწერ მაინც.
1 კვირის წინ გავაკეთე ჩანაწერები და იქიდანაა..
***
ჩვენი ცხოვრება სალამია
და სალმის მიღმა დარჩენილი
ათასი ფიქრი.
***
მე ველი ზამთარს და
თოვლის გორებს
რომ გუნდაობით დაღლილებმა
ვუსმინოთ ერთურთს.
***
როცა შენ გხვდები საღამოა
ან შუა დღე
და სიახლოვე უკვე
სიცივის.
***
ავი ძაღლების სიახლოვე
როგორ მიაგავს მრისხანებით
დატბორილ გულებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38487
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#49922947
· 13 Feb 2017, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლექსი დავწერე,ჩემი პირველი ლექსი.არაფერია დაცული ნიშნად,იმისა რომ რამე არ მეგონოს.
ვგრძნობ ფილტვებს გაღვიძებისას,
ვგრძნობ,როგორ იხსნებიან,
როცა პირს ვიბან.
ყავის სუნი კი
სიგარეტს ითხოვს.
ერთ ან ორ ღერს,
ფერფლს ფანჯრიდან ვყრი,
ფილტრს ნაგვის ყუთში,ღრმად.
ფილტვებს ისევ ვგრძნობ.
ჭამამდე მოწევა არ შეიძლება,
მაგრამ ვეწევი,ისე თითქოს
ვიბრძვი..
მინდა,რომ ვიგრძნო.
რომ გიგრძნო,ამ თამბაქოში,
რომ ბევრჯერ გითხრა,"მოწევ?"
მინდა,სულ მქონდეს
ერთი კოლოფი,რომ რაღაც
ერთად ვაკეთოთ,ერთად დავიწყოთ
ჩემი სანთებელით და რიგ-რიგობით
ჩავაფერფლოთ ერთ საფერფლეში.
ჩემები ჩხუბობენ,ჰგონიათ რომ შეჩვეული ვარ.
მე კი
არ მინდა,რომ ერთხელაც მთხოვო და
გითხრა,"აღარ ვეწევი."
giojavaxa
ჰეჰ,ესენი ეხლა ვნახე.ჰაიკუებში დაპოსტე.ასწორებს
This post has been edited by
narmonana
on 13 Feb 2017, 17:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giojavaxa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
giojavaxa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1733
წევრი No.: 144174
რეგისტრ.: 10-March 12
#49923871
· 13 Feb 2017, 20:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narmonana
ხო ,ჰაიკუა..წავიღებ.
* * *
narmonana
კარგად წერ :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38487
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#50012024
· 25 Feb 2017, 12:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ იფიქროთ რომ ვტრაბახობ
მაგრამ -
მე ყველაფერი მაქვს,
რამოდენიმე კაკტუსი,
ცოტა წიგნები.
ერთი ძმა და დები -
პატარები.
კატაც,ყოვლად უგვანი.
რომ დავაკვირდი,
მე არაფერი მინდა.
ერთი რვეული და შავი კალამი,
მე არაფერი მინდა,
წვიმაც მეყოფა დილაობით
დასანაყრებლად.
ზაფხულში ბალახი,
საგორაოდ.
ზამთარში თოვლი
ოღონდ ხანდახან.
მე არაფერი მინდა,
მარტო ერთი ღერი,
ისიც შენთან ერთად.
მე არაფერი მინდა,
თითქმის.
:D :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giojavaxa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
giojavaxa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1733
წევრი No.: 144174
რეგისტრ.: 10-March 12
#50055002
· 3 Mar 2017, 02:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narmonana
მართლა კარგია,გაქ ნიჭი. :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
komble12
Junior Member
ჯგუფი: Registered
komble12
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 227907
რეგისტრ.: 12-January 17
#50055512
· 3 Mar 2017, 08:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქანელა-საქანელა
ხან ჩქარა და ხანაც ნელა,
დილას ღამე, ქათამს მელ ა- ეპარება.
იწვის, თავისას იღწვის,
იფერფლება სიგარეტი.
დაფდაფს ურტყამს მაღვიძარა.
საქანელა-საქანელა
დრო მიდის და არ ჩერდება
ნიჩაბს უსვამს დედამიწა
ხან ჩქარა და ხანაც ნელა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38487
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#50099844
· 9 Mar 2017, 01:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შენ სულელი ხარ
გგონი რომ დავიჯერებ
ამდენ ტყუილებს?
როცა ამბობ,
რომ არ გიყვარვარ,
გგონია მჯერა?
როცა ლოყაზე გკოცნი
ძაან შემთხვევით,
ან შეხვედრისას
ყელზე ტუჩებით
ნაზად გეხები
და სახეს ჭმუხნავ,
გგონია მჯერა?
შენ სულელი ხარ
გგონია რომ მჯერა.
მეც სულელი ვარ,
რომ არ მჯერა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38487
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#50506311
· 5 May 2017, 19:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰაეე,ავტობუსში ეგრევე ცხლად :D
როცა პატარა ქალაქში ცხოვრობ,
ერთი მდინარით.
სადაც ყველას იცნობ
უსახელოდ
სადაც ასე კარგია დილის
საარი.
ფრთხილად იყავი
როცა ვინმეს მოისვრი და
მოიცილებ.
როცა გაუშვებ,როგორც
დაჭერილ ჩიტებს.
ფრთხილად იყავი,
თავი ჩაღუნე,
წინ არ იყურო,
არც ავტობუსიდან
შეამოწმო ტროტუარები.
ვიცი,რომ გინდა,
დაეძებ ყველგან სადაც
კი გახსოვს
და გინდა რომ იყოს.
ფრთხილად იყავი
იმიტომ რომ დაინახავ.
იქნებ სულაც არ იყოს ის,
იქნებ უბრალოდ თმით მიამსგავსო
ან ჩანთით ან კეტით ან რამით.
თავი ჩაღუნე,
წინ არ იყურო,
არ დაინახო,
არ ინანო,
ყველა მიზეზი სისულელედ
არ მოგეჩვენოს.
რომ არ მოკვდე გაჩერებაზე
ან ან ავტობუსში ან მეტროში ან სადმე.
ან მერე სახლში.
თავი არ აწიო,
წინ არ იყურო,
რომ არ დაგენძრეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38487
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#51314706
· 11 Sep 2017, 20:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე და ჩემი გოგო ერთ სკამზე ვსხედვართ,
მაგრამ ვეტევით
მე და ჩემი გოგო ერთი თეფშიდან ვჭამთ,
მაგრამ გემო არ გვესმის.
არადა გვიყვარს ეს საჭმელი,
არადა პატარა სკამია,
მაგრამ ვეტევით.
მე და ჩემი გოგო ერთ სკამზე ვსხედვართ
და მე ვამბობ: " გინდა ავდგე?"
და ის მპასუხობს: " არა,იჯექი."
მე და ჩემი გოგო ერთი თეფშიდან ვჭამთ,
მე მის მხარეს ვწევ კარგ ნაჭრებს.
და ის თეფშს შემოატრიალებს.
მე და ჩემი გოგო ერთ საწოლში ვწევართ,
მაგრამ ერთმანეთს არ ვეხებით,
მე და ჩემი გოგო ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,
მაგრამ ერთმანეთს არ ვხვდებით.
მე და ჩემი გოგოს ერთი სამყარო გვაქვს,
მაგრამ ერთმანეთს არ ველაპარაკებით.
ერთ სკამზე...
ერთი თეფშიდან...
ერთი სამყაროში
გარიყულნი და კომფორტულად გაყუჩებულნი..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
khuntsariaramazi
R
ჯგუფი: Registered
khuntsariaramazi
R
ჯგუფი: Registered
წერილები: 162
წევრი No.: 184003
რეგისტრ.: 29-March 14
#51564643
· 25 Oct 2017, 21:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამაზ ხუნწარიას ლექსები
ჭრელ ზღაპარში მოვხვდი
თვალებს ვერ ვუჯერებ
შენთან შეხვედრას გულს ვთხოვდი
შენ ჩემთვის სილამაზის მეტს ვერაფერი იმეტებ
მინდა ჩავწვე შენს ყვითელ ფოთლებში
შენმა ქარმა ჩამითრიოს განცხრომის მორევში
უშენობას რომ ისევ რომ დამშორდე
ვეღარ მოვერევი
მაგრამ რომ ისევ ჩემს მოგონებებში მომეფერები
მინდა შენს ფოთლებთან ერთად გავფრინდე ზეცაში
მინდა ისევ შემოდგომა გერქვას აღარ გხედავდე სიზმარში
ჭრელ ზღაპარში მოვხვდი
თვალებს ვერ ვუჯერებ
შენთან შხვედრას გულს ვთხოვდი
შენ ჩემთვის სილამაზის მეტს ვერაფერსი იმეტებ.
* * *-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოდი ამ ღამეს ცეცხლი დავანთოთ
დროა შენი გული გამანდო
მოდი ცოტა ვიცელქოთ
მთელი ღამე ვიცეკვოთ
საათები გადის დროა
ღამდება დროა
ვიკრიბებით დროა
არ მოგვივიდეს ექსტაზის ბევრი დოზა
მომიახლოვდი ცოტა
გული ვეღარ ითბენს დროა
მოთმინება მოკლა გრძნობამ
ამდგარი დამაგდო შენი თვალების თრობამ
მოდი ამ ღამეს ცეცხლი დავანთოთ
დროა გული გამანდო
მოდი ცოტა ვიცელქოთ
მთელი ღამე ვიცეკვოთ
დღეს ოცნებების ღამე დგება
გართობასთან ერთად დაცხება
მოდი შემახე შენი თბილი ხელები
სანამ გრძნობები დამნებდა
შავი თმები
ვარდისფერი მოკლე კაბა
მწვანე თვალები
არაფერი არ მინდა მე შენს გარდა
ერთი წუთით შეიძლება
ლიმნიანი კოქტეილი
ეს გრძნობები აღარ შეიცვლება
ერთი კოცნა ტუჩებში
არომატით ჟასმინის
მე მეტი არავინ არ შემიყვარდება
გინდაც ყვავილებში იწვეს სადაც ირგვლივ სულ ვარდებით იქნება მოფენილი
მოდი ამ ღამეს ცეხლი დავანთოთ
დროა გული გამანდო
მოდი ცოტა ვიცელქოთ
მთელი ღამე ვიცეკვოთ
დღეს ოცნებების ღამე დგება
გართობასთან ერთად დაცხება
მოდი შემახე შენი თბილი ხელები
სანამ გრძნობები დამნებდა.
* * *-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
i'm gonna get ya
i'm gonna get ya
cause something about ya
i m never gonna let ya
i m never gonna let ya
to scream any louder
i m a slave of my feelings
i don t know what it meanings
i m only thinking about you missy
i wish ill found that you miss me
i m never gonna let ya
to scream any louder
don t forget to wash your hair and powder
because my hearts losing power
i m gonna get ya
im gonna get ya
cause somethings about ya
i m never gonna let ya
i m never gonna let ya
to scream any louder
hold your hands above my arms
its your turn its your choice
i don t care if u l do it thousand times
all i miss is your sweet voice
days go by
i cant stay without you
time flies
i don t have to give up cause its true
i m gonna get ya
i m gonna get ya
cause something about ya
i m never gonna let ya
i m never gonna let ya
to scream any louder
i m a slave of my feelings
i don t know what it meanings
i m only thinking about you missy
i wish i ll found that you miss me.
This post has been edited by
khuntsariaramazi
on 25 Oct 2017, 22:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dvan
Super Member
ჯგუფი: Registered
dvan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 237877
რეგისტრ.: 8-November 17
#51652804
· 11 Nov 2017, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ მავიწყდება ტემპი,
რომელიც უკვე არ ცემს,
ის სტროფი იყო კენტი,
ერითმებოდა კვარტეტს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Datvlas-vin-gtxovs
მე ვამბობ კის
ჯგუფი: Members
Datvlas-vin-gtxovs
მე ვამბობ კის
ჯგუფი: Members
წერილები: 6377
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16
#51662131
· 13 Nov 2017, 16:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narmonana
(IMG:
https://images.weserv.nl/?url=vignette.wikia.nocookie.net/ultimate-pokemon-fanon/images/8/84/Obama-not-bad.png
)
QUOTE
მე და ჩემი გოგო ერთ სკამზე ვსხედვართ,
მაგრამ ვეტევით
მე და ჩემი გოგო ერთი თეფშიდან ვჭამთ,
მაგრამ გემო არ გვესმის.
არადა გვიყვარს ეს საჭმელი,
არადა პატარა სკამია,
მაგრამ ვეტევით.
მე და ჩემი გოგო ერთ სკამზე ვსხედვართ
და მე ვამბობ: " გინდა ავდგე?"
და ის მპასუხობს: " არა,იჯექი."
მე და ჩემი გოგო ერთი თეფშიდან ვჭამთ,
მე მის მხარეს ვწევ კარგ ნაჭრებს.
და ის თეფშს შემოატრიალებს.
მე და ჩემი გოგო ერთ საწოლში ვწევართ,
მაგრამ ერთმანეთს არ ვეხებით,
მე და ჩემი გოგო ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,
მაგრამ ერთმანეთს არ ვხვდებით.
მე და ჩემი გოგოს ერთი სამყარო გვაქვს,
მაგრამ ერთმანეთს არ ველაპარაკებით.
ერთ სკამზე...
ერთი თეფშიდან...
ერთი სამყაროში
გარიყულნი და კომფორტულად გაყუჩებულნი..
გავცქერი აისს, სერზე, ირიბად
დილის სონეტში ვიღებ დო მინორს
ჩემ გოგოს ხელში უჭირავს რიბა
ერთად ვთამაშობთ ხოლმე დომინოს
მზე ყვითელია ლიმონი როგორც
გავკიდებ ჯინსებს, იქნებ-და გაშრეს
ყველა ამბავი ერთია ბოლოს
ცხოვრობდნენ ერთად, უვლიდნენ ბავშვებს
და სადმე ბემვე ამაკაპოტებს
უმალ უბსკრულში გადავეშვები
:babu:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(73)
« პირველი
...
69
70
[71]
72
73
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0554 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.