Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(73)
« პირველი
...
18
19
[20]
21
22
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საკუთარი ლექსები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3555
წევრი No.: 49190
რეგისტრ.: 13-December 07
#13277900
· 7 Apr 2009, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აჰ, მეგობრობის დღიური არ მიგულისხმია, გეთაყვათ
--------------------
რასაც ვერ შეცვლი, დაიკიდე
http://www.youtube.com/watch?v=-8KcrBzm8tU&feature=player_embedded
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
saandr
Member
ჯგუფი: Registered
saandr
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 37
წევრი No.: 88243
რეგისტრ.: 6-April 09
#13296586
· 9 Apr 2009, 00:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Flamenco
შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის,
მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს,
ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ,
და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.
გიწვავს ხელისგულებს გიტარა,
წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს,
ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა,
ვმკითხაობ თვალებით თვალებში.
გზას სული ელევა ლოდინში,
უჭერს ტროტუარი მარწუხებს,
არასდროს მექნება _ ბოდიში,
შენი მარტოობის პასუხად.
უნდა მოგიძულო საერთოდ,
თუნდაც გიწყევლია თავბედი,
მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს,
და არ მიწერია დავბერდე.
ამ ლექსს, თანამედროვე პოეტების თემაში გადავიტან იმედია არ მიწყენს ავტორი, მიყვარს ამ გოგოს ლექსები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9193
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05
#13311554
· 9 Apr 2009, 22:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GIO-INTER
QUOTE
ღვთისგან ყოვლით მომადლებულო მიწავ
მე შენს უზომო სიყვარულს ვფიცავ
ახლა კი მხოლოდ ლექსების წერა მმართებს
რომ სიყვარულში გამოგიტყდე ჩემო ნათელო მხარევ
მე შენი სუნთქვით მინდა ვისუნთქო
შენი ჭრილობა იარად მაჩნდეს
სიკვდილი შეიძლება მხოლოდ მაშინ ისურვო
თუ ეს სიკვდილი სამშობლოსი გმართებს
კაია !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#13362221
· 12 Apr 2009, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქალი მანდილით,გრძელი თმებით და დიდი მადლით,
ქალი მწუხარე,ხატების წინ ლოცვაში მდგარი,
ქალი ცრემლებით, ცხელი დარდით და სველი ღაწვით,
ქალი ცოდვებზე მგლოვიარე,ლამაზი ქალი,
მე ვნახე იგი, ვით სიზმარში სიცხადე მკრთალი,
თეთრი ხელები,შავთვალება მზირალი კრძალვით,
შავშემოსილი ანათებდა დიდების ნათლით.
ო... უხდებოდა მას ის ლოცვა ანთებულ სანთლით.
სულს უნათებდა სიტყვა პირით გარდმომდინარი,
მას მხოლოდ ერთი_ღმერთი სურდა და სხვა არავინ,
სულიერებას შეამჩნევდი დიდი სიმაღლით.
ქალი მანდილით, ქალი შავით და ქალი მადლით.
--------------------
http://anchxli.blogspot.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chaotic
ნუ მეძმაკაცებით :boli:
ჯგუფი: Registered
chaotic
ნუ მეძმაკაცებით :boli:
ჯგუფი: Registered
წერილები: 1625
წევრი No.: 30476
რეგისტრ.: 25-February 07
#13417937
· 16 Apr 2009, 04:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anchxli
არ ვიცი, როდის დაწერე. თუ ახლო წარსულში დაწერილია, არ გერჩივნა "ცოცხალ ენაზე" დაგეწერა?
ანუ, იმ სიტვებით, რომლებსაც თავად იყენებ საუბრისას...
ეს რომანტიკოსების, ა.კ.ა. ორბელიანი-ჭავჭავაძეს ლექსიკას მაგონებს და ეგენი იყვნენ უკვე... დიდი ხნის წინ თან...
ცუდად ნუ მიიღებ
ჩათვალე, რომ ჯანსაღი კრიტიკაა
(ჩემი კრიტიკოსობა არ გაიშვას
)
--------------------
"and now you just have to go around checking all these different portals just to get rejected by seven different technologies. It's exhausting." (c) Mary
" - He myspaced me.
- Outch.... " :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#13418498
· 16 Apr 2009, 06:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
chaotic
QUOTE
ჩათვალე, რომ ჯანსაღი კრიტიკაა
(ჩემი კრიტიკოსობა არ გაიშვას )
რავიცი,დიიიდი ხნის წინა დაიწერა ისე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Fabriciusi
Newbie
ჯგუფი: Registered
Fabriciusi
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 88650
რეგისტრ.: 11-April 09
#13522705
· 23 Apr 2009, 01:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ფენტეზი"
ეჰ, ეს ცხოვრება ისე იაფია
ხურდას თუ არ მისცემ თავს არ განაცვალებს...
ნაცნობ სახეებში სევდა მელანდება,
ეჰ, სად ეჩქარებათ სულის ფიანდაზებს?
ნათხოვნ ღიმილებში მუქი ფერებია
სევდამ ემოცია ერთობ ამოსწია....
თუკი დაიკიდებ გულზე "წითელ" ბაფთებს
ღმერთი არ შეგინდობს, თავს არ განაცვალებს!...
ეჰ, ეს ღრუბელია, შავად ფერმიხდილი,
ფიქრი შემოვიდა დარდად შებინდილი...
წითელ ფიანდაზებს ზარი დაურეკვათ
ორი ოცნებიდან ოთხი გაურეკავთ...
ფიქრზე დაფიფქილი ფიფქი მენატრება
ყინულს ლოდად აწევს შავი მარმარილო…
მიდი, აიტანე ცამდე ემოცია
თვალი გააყოლე ცისფერ ჰერაკლიონს!!!!…
მუქად შეფიფქულა თოვლის თეთრი გუნდა
აღარ მეჩქარება, გულს სულ სხვა რამ უნდა!!!
"სითეთრე ანუ თეთრი..."
თეთრი თრთოლვა, თეთრი კრთომა,
დღეს თეთრია ყველაფერი,
თეთრი ფიფქი თეთრად იწვის
ცისგვამია თეთრისფერი.
ნაცნობია თეთრი ფერი,
ნაცნობია ვით ეს ფიფქი
ხელის გულზე იწვის თეთრად
მარტოობას ებრძვის თითქმის.
დაიტოვა თეთრი ფიფქი,
ცის ფერშია როგორც სიო
დაემგვანა თეთრ ღამურას
აღარ უნდა ალბათ ღვინო.
თეთრ ბაღშია ალბათ წვეთი
იბრძვის თეთრი ვითა ღმერთი,
ხან მოთეთრო ხანაც თეთრი
ფერთა კრთომას ებრძვის მტრედი.
დღეს ისევ გაშავდა სამი მარმარილო
დღეს ისევ გაშავდა სამი მარმარილო,
თეთრი მარმარილო სადღაც მიიმალა,
შავმა სიკაშკაშემ ისევ თვალი მომჭრა,
ისევ მარტო დავრჩით სული, ქვა და ტილო.
სული საშავეთში მუქად გადაბარგდა,
მხოლოდ იქ იპოვა სახლი სათავისო,
ქვა, რომ აიჩემა, მუქად დახატული
ფორმით დაემსგავსა სულის შავბნელ ტილოს.
ფიქრი-ფიქრზე მოდის, ალბათ სათავისოდ,
ღმერთმა შეიწყნარა უფრო მეტს არ ითხოვს,
სული დაიტანჯა ამდენ მდუმარებით,
მხოლოდ იმან უწყის: - შავმა მარმარილომ.....
"რიფი უპირო"
შენ არცკი იცი ეს ცხოვრება რა რიგ რთულია,
მწვანე ბალახიც კი იქცევა ქვევრზე უძიროდ,
ყველაზე ღრმაა მაგ თვალებში ეს ემოცია
და დახატული მარჯნისფერი "რიფი უპირო..."
მაგ თვალებშია დიდი ფერი, თეთრი ქათქათა,
მაგ თვალებშია დიდი სევდა, დიდი, უძირო...
მაშ დაიხატე შიგ მაგ გულში შენი ანდაზა,
მაგ შავ სითეთრეს მოანატრე ფერი უმწიკვლო...
ძეგლი ხარ, ძეგლი! - მდგარი ჩემს წინ უემოციოდ,
ქარი გიბერავს, წვიმა გაწვიმს და თოვლი გათოვს,
ემოციებში იკარგება ჩემი რითმები,
ოღონდ მე არ მსურს ვიყო შენი შავი ფიქრები...
--------------------
The epopey of the Western civilization begun in the Helade...Rome makes them grow up... The middles age consolidate them and Renaissance makes their personality...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3555
წევრი No.: 49190
რეგისტრ.: 13-December 07
#13714467
· 5 May 2009, 21:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
***
ისეთი რწმენით მოვდივრ შენსკენ,
არ გმიცრუებ, ალბათ, იმედებს.
ბედნიერებავ, დიდხანს გელოდე
და ახლა ჩემთვის გამოგიმეტს.
თუ კიდევ დამრჩა შენთვის ადგილი
გულში, სად მხოლოდ ცრემლი ნთხეულა,
სულის დათმობა არის ადვილი,
როცა ტკივილით გდალეულა.
მაგრამ ჩივილიც არის ადვილი,
თუ მოქმედების არ შეგწევს ძალა...
თუ კიდევ დამრჩა შენთვის ადგილი...
ბედნიერებავ, დაგიტევ განა?!
თიკო
***
გნა ბევრი მაქვს ბედნიერი დღე,
უშენოდ წამიც, წამი არ არი...
სულში დათოვეს შენზე ფიქრებმა
მთაში ჩამოწვა ცივი ზამთარი...
ოცნებას ფერი გაუსხვაფერდა,
წარსულში დარჩა ცრემლი მართალი.
განა ბევრია ბედნიერი დღე?
უშენოდ ფქრი, ფიქრიც არ არი.
1998წ.
***
ყველასთვის სხვაგვარად თენდება,
ზოგისთვის საერთოდ არა...
ყველსთვის ოცნება არ ხდება,
ზოგს მარტო ტკივილი დაჰყვა.
ჩემი გზა შენს ბილიკს ეყრება,
დამრჩება მრტოდენ დაღლა.
ზოგისთვის სხვაგვარად თენდება,
ზოგისთვის საერთოდ არა.
1998 წ.
ლია დემეტრაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
World_Of_Echoes
Member
ჯგუფი: Registered
World_Of_Echoes
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 51049
რეგისტრ.: 9-January 08
#13848930
· 15 May 2009, 01:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://daisymari.blogspot.com/
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06
#13849689
· 15 May 2009, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
* * * * -ის შემდეგ
მე ვერ ვაგინებ,
ლამაზ ვაგინებს!
--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Levana_brzeni
შენი ბოღმა brzeni
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Levana_brzeni
შენი ბოღმა brzeni
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2568
წევრი No.: 72877
რეგისტრ.: 30-October 08
#13849705
· 15 May 2009, 02:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგრი
ლექსს არაუშავს, მაგრამ კონტექსტი აშკარად აგერია, რადგან ეს ლექსი
QUOTE
* * * *
-ის მოლოდინში არის უფრო აქტუალური.
--------------------
ლევანჩო, ნებისყოფაააა! (C)გაიოზა
ვითამასოთ : )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06
#13849717
· 15 May 2009, 02:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Levana_brzeni
QUOTE
ლექსს არაუშავს, მაგრამ კონტექსტი აშკარად აგერია, რადგან ეს ლექსი QUOTE * * * * -ის მოლოდინში არის უფრო აქტუალური.
როცა დაიწერა ის დაერქვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Levana_brzeni
შენი ბოღმა brzeni
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Levana_brzeni
შენი ბოღმა brzeni
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2568
წევრი No.: 72877
რეგისტრ.: 30-October 08
#13849780
· 15 May 2009, 02:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგრი
QUOTE
ლექსს არაუშავს, მაგრამ კონტექსტი აშკარად აგერია, რადგან ეს ლექსი QUOTE * * * * -ის მოლოდინში არის უფრო აქტუალური.
როცა დაიწერა ის დაერქვა.
ვა, პარადოქსია
This post has been edited by
Levana_brzeni
on 15 May 2009, 02:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qariqris
red
ჯგუფი: Registered
qariqris
red
ჯგუფი: Registered
წერილები: 122
წევრი No.: 86384
რეგისტრ.: 10-March 09
#13859159
· 15 May 2009, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დედო
გამომწვარ თვალებში
გამომქრალ ბუხრებს
როგორც შეცდომებს
თავიდან ვიცილებ
და დასაჭერად პეპლების ბადით
დავსდევ სიცივეს
როცა მზერის შიგნით
ღმერთებს შევეყრები
მიყვარს ის თვალები
მერე ბედნიერი
მზერით ნამთვრალევი
ხესთან მოკუნტული ვიმალები.
მიყვარს ის თვალები.
მსურს ვერ შეამჩნიონ ჩემი გავარდნობა
ჩემზე უმცროსებმა
უფროსებმა
როცა გამიღიმეს უთვალებოდ
სულში გაფერმკრთალდა ჩუმი ნდობა
(როგორც მოყინვისას ფერი ყვავილების )
მიყვარს ნავარდობა
საწყალ ჯამბაზებში
როცა მოიბანენ ნიღბებს სიცილისას
ფოთლებს შეესევა თეთრი ობობები
ბაღებს მოხატავენ ფერადი ნაჭრებით
აკრავენ აფიშებს:
ბავშვების თვალებს ყიდიან ვაჭრები
როცა მზერის შიგნით
უფსკრულში ჩავრჩები
მზარავს ის თვალები
და მზიან ფარჩებით
ვიფარებ რიდეს
ჩემი თვალებიც რომ არ შერჩეს უფსკრულის კიდეს
ისევ მოკუნტული
ხესთან ვიმალები
და როგორც ბავშვი
სიჩუმეს ვირჩევ.
მოდილიანის
მესალმება
ლანდოდან ლანდი
დავეძებ თვალებს
დასახატად რომ გამოდგება
ვათვალიერებ უთვალებო
ხალხების რიგებს
მოდილიანი მოდგება და იმას მარიგებს
რომ ვირებსა აქვთ
დასახატი
თვალები მაგრამ
თვალების შიგნით
ღმერთის ნაცვლად
კენგურუს
ვნახავ.
დავბორიალებთ
მე და დედო
ქალაქის ბაღში
და როცა ჩემი
ციცქნა ხელი
მის ხელზე მედო
შევხედე თვალებს
მის ხელებზე
ღმერთებით სავსეს
იღიმის დედო
ცეკვა-ცეკვით მიაპობს რიგებს
და მონუსხული
მის როკვაში მარტო ერთს ვიგებ:
ცეკვასაცა აქვს თვალები
თურმე
ხალხში ზის ვიღაც
პურის ფასად
პორტრეტებს ხატავს
ქაღალდზე ნახატს
კმაყოფილი
დახატავს
ატანს
გამაყრუებლად ბაღის კარი
მუდამ ჭრიჭინებს
და დასახატად შეკრებილი უზღვავი ხალხი
მოჰგავს ჭრიჭინებს
ფეხისწვერებზე
ფრთხილად ცეკვავს პატარა დედო
და როცა ჩემი ციცქნა ხელი მის ხელზე მედო
ბევრი რამ ვნახე
და ღიმილი მეც გადამედო
ბაღში კი
ვიღაც
თეთრ ფურცელზე
ხაზით მკრთალებით
პორტრეტებს ხატავს
ვირის თვალებით.
ქრისტეს (რედაქტირება)
2008.01.11
------------------------------------------------
დამენახო, მინდა
დამენახო, იქნებ
უშენობა სტკივათ
სულში სტალაქტიტებს
რა ვქნა, ჩემი ნეკნები
კანში რომ ვერ ეტევა
შენი სუნთქვის სიშორე
მამცნო ძუძუს კერტებმა
მოდი, ჩემი ლოცვების
ამოგიგებ საბანს
მოდი, როგორც მაშინ
ცრემლით ფეხებს დაგბან
ეს ხრიოკი აღმართი
ავირბინოთ ერთად
შენს გაშოლტილ ზურგზე
დავითვალოთ ხალები
ანდა, დამალობანა ვითამაშოთ ამ ბაღში
ოღონდ
უნდა ვიცოდე
სადმე რომ მემალები
დამენახო, მინდა
დამენახო, იქნებ
ესპანელო
ქართველო
ნანკინელო ქრისტევ.
ჩემი კანის სინორჩე
ვერ მოვიდა ზეცამდე
სუნთქვის უკმარისობა
მაპატიო,ეცადე.
მე გავედი შინიდან
მე დავტოვე ბინა
დღეს შორიდან ვუცქერ
სხვის დაორთქლილ მინას.
დამენახო, მინდა
დამენახო, იქნებ
და შინიდან გასულს
როგორც იქ, იმ ასულს
ჩამჩურჩულო ასე:
ტალი ტაკუ
ტალი ტაკუ
გოგონავ, აღსდექ!
This post has been edited by
qariqris
on 15 May 2009, 20:46
--------------------
I know Jesus loves me
Maybe just a little bit more
I fall down on my knees every Sunday
At Zerelda Lee's candy store
Well it's got to be a chocolate Jesus
Make me feel good inside
Got to be a chocolate Jesus
Keep me satisfied
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Topo
El Topo
ჯგუფი: Members
El Topo
El Topo
ჯგუფი: Members
წერილები: 2249
წევრი No.: 63150
რეგისტრ.: 1-June 08
#13859253
· 15 May 2009, 20:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჟამი სიშლეგისა და ჟამი სინანულისა
შემინდე ქრისტე!
ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი - ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა. და მეც გაგყიდე!
შემინდე ქრისტე!
ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა. და მეც გამოვუძეხ რაზმს შენსკენ!
შემინდე ქრისტე!
ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავი იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა. და მეც გეამბორე!
შემინდე ქრისტე!
ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო და გაჭირვება დამიძმობილდა. და მე მშიერმა გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე!
შემინდე ქრისტე!
ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდა მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი _ საკუთარი შვილის შიმშილს ვეღავ გავუძელ და გაცვი ჯვარზე!
შემინდე ქრისტე!
ეს მე ვაჭამე ლომებს და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამწვდილნი. ვეღარ გავუძელ. და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები!
მაინც დუმხარ?
მაინც გიყვარვარ?
მაინც მოელი ჩემგან სინანულს?
და გეუბნები: შემინდე ქრისტე!
El Topo
This post has been edited by
El Topo
on 15 May 2009, 20:54
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(73)
« პირველი
...
18
19
[20]
21
22
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0348 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.