"თითის წვერებზე შემდგარა ღამე,
შავი სუდარა მიფარავს თვალებს,
ემშვიდობება წამები წამებს,
პირველი კოცნე დააჩნდათ ვარდებს.
დამღა ედება უსაზღვრო კლიტეს,
უხმო ნაბიჯი, ვშორდები სივრცეს,
თმების სურნელი გასცდება ტალღებს,
დრო აღარ იცდის , თვალები თვალებს!
..............................................................................
იქნებ ცვენს სცენას ეხდება ფარდა,
სხვები დუმილით ავსებენ დარბაზს,
მტვრიანი ქუჩა.... ნაცნობობი სადღაც,
ისევ ლოდინი . . . .
სიჩუმეს გავხარ.
ისევ ღამეა , ნაცნობ ფანჯარას
ცა დასტყობია ლურჯი ფერებით.
შენ ალბათ მოხვალ, გავხარ სიჩუმეს . . .
შენ ალბათ მოხვალ, დაგელოდები.
და ჩუმი მზერა, ხელს არ შემახებ,
თითქოს წუთები სადღაც აორთქლდნენ,
გული ყინულად გარდაქცეულა,
მაგრამ იფეთქებს აღსასრულამდე;
დინამიტივით გასერავს ჰაერს
აფეთქებული გრძნობების კონა,
სიზმარიც მიდის.... თავისებურად,
წამები წამებს.... თვალები ელავს.
არაფერს გკითხავ, გაშეშებული,
ვით ქანდაკებას ცრემლები მცვივა;
ყოველი ღამე ჩემთვის მოკლული
ჩაიფერფლება , აწვება დილას.
ხელი შემახე, ცივი და მწველი,
მომავლის შიში ჩვენთვის ფერფლია,
ამოდის მთვარე , ნათელი ფერი
ჩვენთვის წყვდიადი ზეცის ლანდია.
თითის წვერებზე შემდგარა ღამე,
შავი სუდარა მიფარავს თვალებს,
ემშვიდობება წამები წამებს,
ისევ წახვედი....... თენდება ღამე. "
* * *
ნახეეთ რააა...... მოგეწოონათ?



ლექსებს ვწერ ხოლმე, მაგრამ ამ ლექსის დაწერას 3 დღე მოვანდომე.. გრუზი ვიყავი და...