შეიძლება გავკადნირდე და შემოგიერთდეთ??? ძალიან მიყვარს პოეზია და მეც რაღაცას ვჯღაპნი რა

გავივლი ჩუმი ნაბიჯით უიმედობის ქალაქს,
გაპატიებდი ყველაფერს, ვერ გაპატიებ ღალატს
სადღაც კვდებიან ვარდები და ვარსკვლავებიც ქრება
არ მავიწყდება იმ ღამის შენი წყეული ვნება
თავდავიწყების სიგიჟემ გადამიკეტა გზები
შენით ვიყავი ცოცხალი ახალა შენგანვე ვკვდები
მეგონა მხოლოდ მე მწვავდა შენი ხელების სითბო
მესიზმრებოდი შავებში და მე მტიროდი ვითომ
შენზე ფიქრებში ვწამობდი შენით ვხვდებოდი აისს
ვითვლიდი დღეებს გარდასულს ველოდებოდი გაისს
ბოლოს ეჭვების ფესვები ღრმად გაიშალა ბოღმამ
იქ გაწყდა ჩემი სიზმარი და სიამაყეც მოკვდა
სხვა ქალის მკერდზე გეძინა ეფერებოდი ჩუმად
გული მომპარე, გამძარცვე მე ვერ აღგიქვი ქურდად
შემოგწირავდი ყველაფერს გუშინაც, დღესაც, ხვალაც
გაპატიებდი ყველაფერს, ვერ გაპატიებ ღალატს!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by summert on 23 Apr 2010, 22:17
Улыбайтесь - шеф любит идиотов.
Начальник не всегда прав, но он всегда начальник.
Плодотворный обмен мнениями:
приходишь к начальнику со своим мнением, уходишь с его мнением.
Самый заразительный смех - у шефа!