zukitovarshechNikalasმიხარია რომ თქვენნაირი ხალხი კითხულობს ჩემ ლექსს და კეთილი კრიტიკისთვის მადლობთ. რამოდენიმე დღით მივდივარ და მინდა ეს თემა გაგრძელდეს დაწერეთ რა ბერი ლექსები

მეც რამოდენიმეს დაგიტოვებთ
შიში?
რად მინდა შიში როცა ღამე ასე ახლოა
როცა სიცოცხლის უკვდავების ხუნდება ფერი
ფიქრი?
ფიქრი რად მინდა როცა წყდება გზის ბილიკები
უბრალოდ ვწევარ სიამაყით და სიკვდილს ველი
ჩემი წარსული ამაღზევებს ალბათ ზეცამდე
როცა ზეციდან გადმოხედვა ასე შორია
იქნებ გამაკრან სირცხვილის ჯვარს ოღონდ იცოდეთ
არ დაიჯეროთ გევედრებით, მონაგონია
მე გავუყვები უკან კლდეებს ვნახავ რაც იყო
შევხედავ ჩემს თავს ალბათ როგორც მხედავდნენ სხვები
ალბათ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, ცოტას ვინანებ
მაგრამ ხომ ხედავთ გვიანია, მე უკვე ვკვდები
კუბო არ მინდა ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში
შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი
შუბლზე მაკოცეთ, მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო
მიწა არ მინდა დამაყარეთ ცრემლები წრფელი
და როცა უკვე მივბარდები იმ ქვეყნის ქარებს
ისე რომ თქვენმა კივილმაც კი ვერ შემაჩეროს
მე კი ვიცოცხლებ და ვიცოცხლებ იცით სადამდე?
როდესაც ვინმე უკანასკნელად ახსენებს თეოს!
თეო მე ვარ

ისევ ფიქრები წამოიშალნენ
დღემ შეიფერა შავი მანტია
როგორ მჯეროდეს შენი სიტყვების
ეს ხომ უბრალოდ ჩანახატია
წარსულმა ფრთები მომწყვიტა ცოდვილს
და დამანარცხა ძირს დამნაშავედ
ვხედავ საკუთარ ცოდვებს და ვფიქრობ
ნეტა შენთან მე რა დავაშავე
გამყიდა ბედმა როგორც ნათელი
ჩამძირა მასში შავმა ჭაობმა
სხვებმა დამინთეს წმინდა სანთელი
შენ კი ჩამთვალე არარაობად
სადღაც ხეს ბოლო ფოთოლი მოწყდა
უკან მომტირის ჩემი წარსული
ვერ შეგიცვნია სანთელთა ლოცვა
ვერ შეგიცვნია შენ სიყვარული
უკვე დამმარხა ფიქრმა აისად
ალტერნატივით არ დავყრი ფარხმალს
მოსულიყავი წელს ან გაისად
მოსულიყავი გუშინ ან შარშან
ჰა უკვე გაქრა მარტი მაისად
ხმალი მივაგდე გაღუნულ ფართან
ვერ მოხვალ ჩემთან წელს ან გაისად
უკვე დამკარგე გუშინ და შარშან
პატალა გოგო მიმატოვეს და გული მატკინეს ხოდა ეს დავწერე

დროებიიით
This post has been edited by summert on 27 Apr 2010, 11:50