konkretulaშენც დაწერე შენები და შეგიფასებენ
მოეწონებათ
ვიცი

თუ არ მოეწონებათ არც მაგაზე იჯავრო მარა კარგი ლექსები გაქვს
აქაც იყო ზოგიერთი კარგი ლექსი
საერთოდაც ძალიან კარგია რო წერთ ....
/////////////////////
წამოდი ერთად დავარღვიოთ მეშვიდე მცნება,
და ძველებურად თავაღებულ ვნებას მივეცეთ,
ქალაქში სადაც ხალხი თეთრშიც სიბნელეს ხედავს
ჩვენში როგორღა დაინახავს იგი სიკეთეს?
თხელი თითებით ძველებურად დაგითვლი ნეკნებს,
უკვე თენდება და საათზეც ექვსზე მეტია.
ჩვენი ცოდვების ანგელოზმა სცადა წაღება,
და რა თქმა უნდა, რომ მას ფრთებზე არ დაეტია...
© konkretula
This post has been edited by nadusa on 21 May 2010, 04:17