მადლობა დიდი

ზოგჯერ მიწის რყევა, ზოგჯერ ცის ღრიალი,
ზოგჯერ ვიწრო ხევი ან ველი ტრიალი,
ზოგჯერ შენი რისხვა, ზოგჯერ სინანული,
სივრცე მინდა სულ სხვა მოგცე, ფერთა წნული.
აგიტაცო მინდა ზოგჯერ ნათელ სკნელში,
გადაგკარგო მინდა დემონიურ ბნელში.
ლექსად მინდა გევნო, მარგალიტის სიტყვად,
მერე ეს სტროფები კლდეს ვაახლო სეტყვად.
ზოგჯერ ღამე მინდა, ღამე შენით შეშლის,
მერე გამთენიას ოქროს თასით გესლის
უმალ შესმა ტრფობით მილეული ბაგით,
ტკბობა ტკივილიანშერეული ბანგით.
დღე და ღამის ერთი წამის გასაყარზე,
თმით შეგეხო მინდა აღელვებულ მხარზე
და ეს წამი მინდა საუკუნეს გასცდეს,
საუკუნე ერთი წამის მონა გახდეს.
მერე თუნდაც დღენი ვშობო სიზმარეთის,
შენიდან შენამდე ჩასახლებულ ღმერთის
გადავიქცე ლოცვად, მილეული ჟამის
მქონდეს თვალისფერი და თითები ქარვის.
მერე თუნდაც, კარგო, დავიმარხო ცოცხლად,
მერე თუნდაც ჩემი ლექსი დარჩეს ობლად,
მერე თუნდაც სულმა მზის სხივი ვერ ჰპოვოს,
განვმზევდები, რადგან შენ მიყვარდი მხოლოდ!
This post has been edited by sibiLLa on 23 Jun 2010, 02:40