რა კარგია წყნარი ღამე
როცა არ ისმის არავის ხმა
უშენობა არის მწარე
რატომ არ გიყვარვარ მითხარი რა?
სიყვარულს ხომ ძალა არ აქ
ის ხომ გულსაც მაინც ჩაგრავს
მე ხომ დიდი გული დამაქ
რომ სიყვარულს იქვე მარხავს
....................
კაცობა მაქ სულით დამაქ
და ვაფასებ გამგებ კაცსა
მაგრამ ფული ჯერ მე არ მაქ
არ დავზდევარ მე ჯერ სხვასა
მთავარია მქონდეს ძმობა
სიყვარული და ერთობა
არ დავკარგო არვის ნდობა
და ვისწავლო სხვასთან დგომა
ბევრს არ ვევასები მაგრამ მკიდია
ბევრთან ძმაკაცობა დიდი შიშია
მაგრამ ცხოვრება ხომ ჩემთვის დიდია
და ყოველი დღეც უკვე მშვიდია
ქუჩაში დგომა მე არ მიზიდავს
უბრალო ბიჭი ვარ ჩემ თავზე ვზრუნავ
კაი ბიჭობა არასდროს მიხიბლავს
და ყველაფერზე ჩემითვე ვბრუნავ
ბევრთან რთულია ძმობის შეფიცვა
და ერთად ყოფნა დიდი გაგება
არ მეკადრება სხვისი შერაცვა
არ მეკადრება სიტყვის მატება
სხვისი აზრებიც მოსასმენია
ეგებ ცრუ ვარ და დამნაშავეც
სხვისი სიტყვები განა ძველია
მე ჯერ არავარ მობლატავეც
სიკვდილი ჩემთვის სანატრელია
მე მიჭირს დანახვა რეალობისა
შენი ღიმილი საყვარელია
ვერ მოგცემ სიტყვას მეგობრობისა
მგონი გავგიჟდი მთლად ავირიე
მე ხომ ცუდათ ვარ ვერავინ ხვდება
ამ ყველაფრისგან მთლად დავირიე
ეს ჩემი გული არასდროს ხმება
ყველა მეუბნება რომ დაგივიწყებ
მე ჯერ არ მეჯრა ეს მართლა მოხდეს
მგონი შეცდომაა რომ არ გივიწყებ
ეს სიყვარული ოდესმე მოკვდეს
მე ჯერ ბავშვი ვარ ბევრს ხომ ვერ ვხვდები
მგონი არ ვიცი რას მიზამს სიყვარული
ისევ ჩამბზუის მე სხვისი ხმები
და არც მიჩნდება სინანული
.....................................
ცხოვრებაში მე ბევრს ვისწავლი
ჯერ ხომ ადრეა ჩემთვის ყველაფერი
მე ხომ ერთ ალალი ვიყავი
ჯერ ვერ ვისწავლე მე ვერაფერი
....................
ლექსის წერა წარმატებაა?
მე ვფიქრობ რომ გატაცებაა
ეს ხომ ცხოვრების განმარტებაა
ბოლოს კი ჩემი წარმატებაა
................................
ნუ მინდა რომ ბევრ ლექსი დავწერო და გამოვთქვა ჩემი აზრები ცხოვრებაზე და ჩემ თავზეც რაღათქმაუნდა ყველას მინდა რომ დიდი მადლობა ვუთხრა ჩემი ლექსების წაკითხვისთვის ნუ შეიძლება ბევრს არ მოეწონა და სულელურად თვლის ამ ყველაფერს მაგრამ მე გული არ მწყდება და არც არასდროს დამწყდება უბრალოდ ყველას თავისი აზრი აქვს და ყველამ უნდა გამოვთქვათ ჩვენ ჩვენი აზრი!
მე არ ვიცი ლექსის წერას როდის დავამთავრებ ნუ რაღათქმაუნდა არც მინდა რომ დავამთავრო და ამ ფორუმზე მიტომ განვათავსე ჩემი ლექსები რომ აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ბევრიც კითხულობს ამ ყველაფერს
გამგები გაიგებს თუ რას ვწერ და რისთვის ვწერ ეს ჩემი ლექსები რაც კი სიყვარულზეა ყველა ერთ ანგელოზზე მაქვს დაწერილი და ველი ამ ანგელოზის მოფრენას მაგრამ ჯერჯერობით ვერ სრულ;დება ჩემი ოცნება.დიდი მადლობა ფორუმის ადმინისტრაციას რომ თემა არ დახურა და გამიგო!!!
ფოტოზე მე ვარ და მინდა რომ ყველა იმ ადამიანმა მომწეროს ვინც დაინტერესდა ჩემი ლექსებით
* * *
This post has been edited by zukitovarshech on 18 Aug 2010, 03:01
მიმაგრებული სურათი