bob115კი, არაუშავს, ნამდვილად არავის არაფერს დაუშლი იმით, თუკი შენთვის დაწერ ლექსებს და მერე ამ ლექსებს იმას წაუკითხავ, ვისთვისაც მათ წერ

))
* * *
ყანდაარელი ათი მკვდარიყანდაარში ისევ აფეთქდა წუხელ მანქანა
მე ეს ამბავი დილით შევიტყვე:
დაღუპულია ხუთი ქალი, ორი ბავშვი და სამიც კაცი.
ეს უბრალოდ სტატისტიკაა, მშრალი ციფრები,
ისევე როგორც - თუ შეიძლება ამიწონეთ კილო კაკალი...
დილას არწევდა ორ აკვანს ერთად აი ის მკვდარი
მეორე მკვდარი კითხულობდა ყურანს ძილის წინ
მესამე მკვდარი ამზადებდა სადილს ხვალისთვის
კერზძე დაკლებულ ორ წიწაკას შეეწირა მეოთხე მკვდარი
გახლეჩილ გულზე უწვენია დედას ბავშვი
ისევე როგორც იარაზე უებარი რაღაც მალამო - მეხუთე და მეექვსე მკვდარი
მეშვიდე მკვდარი დასანიშნად ემზადებოდა,
ფარჩა-აბრეშუმს პირდებოდა დილით საცოლეს.
მერვე მკვდარი სულ ახლახანს დაბადებულა,
იმისი დედა, მეცხრე მკვდარი არსად არა ჩანს
მეათე მკვდარი, ორი წუთით გამოვიდა თურმე სახლიდან
ცას შეჰყურებდა, იწვიმებს თუ მზე იქნებაო
მეთერთმეტე მკვდარს ტერორისტად იხსენიებენ
წელზე შემოკრულ კილო ტროტილს დაუფლეთია...
ქალი იყოო? მგონი კაციო - ჭორები დადის
მკვდრებს აგროვებენ, ჭორებთან ერთად ავღანელები
და ეს უკვე ტრადიციაა, ჩვეული რიტმი:
ორ საათში სისხლის გუბეს ააორთქლებენ
მზის ჩასვლამდე თავიანთ მკვდრებსაც დამარხავენ
ხვალ დილისათვის ბოლო ცრემლებს ჩამოიწმენდენ
და მომავალ ტერაქტამდე ალაჰს შესთხოვენ:
გადაურჩინოს დარჩენილი ნათესავები...
ყანდაარში ისევ აფეთქდა წუხელ მანქანა
მე ეს ”ნიუსი” ახლა შევიტყვე
ვთარგმნე, დავწერე და მოვუყევი ჩემს დილის მსმენელს
როგორ დახოცა კილო ტროტილმა ხუთი ქალი, ორი ბავში და სამიც კაცი...
რა ადვილია აქციო ამბად სხვისი სიკვდილი...
* * *
ჩემი საშო შენი სახლიაჩემი საშო შენი სახლია - მყუდრო, ამბობ - თბილიცო.
მოსიარულე სახლი შენი - ჩემი საშო
როგორც ქოხი ქათმის ფეხებზე
დადის ქალაქში - პურს ყიდულობს მაღაზიაში, გაზიან სასმელს,
ფერად ბოსტნეულს, ხილს ორ-სამ კილოს, ორას გრამ ქიშმიშს, ხორცს - იშვიათად.
სახლი შენი-საშო ჩემი ქათმის ფეხება
დადის ქუჩაში და ისე უვლის ხალხს გვერდს, თითქოს ისიც, ერთი რიგითი, გამვლელი იყოს, ყურსასმენებით მოსიარულე.
სახლი შენი - ჩემი საშო, ვიტრინებთან ხშირად ჩერდება
ქათმის ფეხებზე აწოწილი, წარმოდგენებში იზომებს კაბებს,
ფერად ფეხსაცმელს, ჭრელ-ჭრელ ჩანთებს, მძიმე საყურეს, თვლებიან ბეჭედს
და მერამდენედ დაპირდება საკუთარ თავს, რომ
ამ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს
დაღლილს, დაქანცულს
მხოლოდ მაშინ გაგიღებს კარს
თუკი სანაცვლოდ, მძივს უყიდი
კაბას უყიდი
ან თუნდაც, აი იმ თეთრ აბაჟურს,
გუშინ წინ დიდ ხანს რომ უტრიალე.
ჩემი საშო - შენი სახლი ითვლის საათებს უკანა თვლით
რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი
სამუშაო საათები უკვე დასრულდა
ჩემი პატრონი, მშვიდი სვლით მოუყვება სახლის ნაცნობ გზას
არც აკაკუნებს, არც შემოსვლის ნებას თხოულობს
შემოაღებს კარს, იქვე მიყრის წითელ ბოტასებს...
და ჩემი კაბა ისევ უცხო მანეკენს მოსავს
ჩემი ბეჭედი ხვალ შეხვდება ვინმე უცხოელს
აბაჟური კი გაუნათებს ოთახს სულ სხვა წყვილს - სადღაც იქით, ქუჩის გადაღმა, ყოველ ღამე ბლუზს რომ უსმენენ...
ეგ არაფერი,
რაც მთავარია ახლა სახლში ხარ
ეგ არაფერი
რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ...
...ჩხაკ-ჩხუკ...
გამოგიმწყვდიე!