merpi69
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 523
წევრი No.: 17554
რეგისტრ.: 22-February 06
|
#5676661 · 23 May 2007, 15:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და ზიგზაგებით. და ზიგზაგებით ტიტანური გამარჯვებისკენ, და კოსმოსური ფარდების მიღმა. და აღმართული ხელებით მზისკენ, მიიწევს წინ-წინ მიზანი წმინდა. მიზანი ციდან ამომავალი, სურვილი ზღვითაც დაუოკელი. წინ გვიდევს ხატად ვით სული წმინდა, ერის შვილი და ერის მშობელი... ==============================
დღეს... *** დღეს არაფერი დამიწერია. დღეს არაფერი დამიწერია, გესმის?! დღეს ვერ მეახლენ დრო და მუზები, დღეს არ მომესმა ჩურჩული ლექსის. და თითქოს კალამიც გაჩერდა ყინვით, და გათოშილმა ხელებს რა ვუყო, რა ძნელად იმკი მოსავალს სიბრძნით. მარცხი და ცრემლი გათანგულს სიცხით ვერას შეგმატებს... ხელებს რა ვუყო, ცრემლებს რა ვუყო, სევდას რა ვუყო?!... ვინმეს ადარდებს?!.. ო, ძნელად იმკი მოსავალს მეთქი, მაგრამ ვერ ვიკლავ შიმშილს, ვერ ვმალავ ლტოლვას... ნუთუ ვინმესგან რამეს ველოდი, ვინმე იტყოდა საქებარ სიტყვას, და ამ სიტყვებში მე მოველოდი ხსნასა და იმედს. დღეს მხოლოდ თავი ადარდებს ყველას, პოეტებს - მზერა ბნელი თვალებით. ვეღარ გამოხვალ რაგინდ ეცადო, სიღატაკიდან შენი ძალებით... დღეს არაფერი დამიწერია, არც-არაფერი დამიწერია გესმის!?
- მერფი -
=============================== ეს ცხოვრება სოფელია *** ეს ცხოვრება სოფელია, მართლა წუთის სოფელი.
მზე კი მიდის თავის გზაზე დედამიწის მშობელი.
მას მიჰყვება თან სიცოცხლე ჩანასახის სადარი.
ნეტა მზეო მაცოდინა შენი დედა სად არი?!
ეს სამყარო ჩემი ჭვრეტით უსასრულოდ დიდია,
დროის უვალ ბილიკებში სადღაც ბეწვის ხიდია,
დიდი გზაა გასავლელი გული ითვლის წამ-წამებს,
სულ რამდენი დილა მერგო მოლოდინი მაწამებს.
ულევია ვარსკვლავეთის უნაპირო ზღვები,
სადღაც ძლიერ დავიბენი, ამერია გზები.
ისევ მიწას ვეჭიდები, მე ვარ მიწის შვილი,
ცას შევცქერი გაოცებით როგორც დედას ჩვილი.
მიდის მზე და საოცნებო თან მიჰყვება მზერა,
დროს კი ითვლის გამალებით ჩემი გულის ძგერა.
- მერფი - * * * ======================== ეს მე ვარ. *** ეს მე ვარ თავად ეს დედამიწა, მზისა და მიწის ცოცხალ ნაწილი. სულის ჩამდგმელი ნარევი გრძნობით, მისგან შობილი მას შევერწყმები. მე მტკივა მისი ტკივილი ჩუმი, ჩემი ცრემლები აპკურებს მდელოს. შენ ვერ შეისმენ იმ ერთ სიმართლეს, რომელიც გასდევს მთელ სამლოცველოს. შენ სუნთქავ ჰაერს, ჩემი სულიდან ამოსულს ოდეს.. შენ მართმევ სივრცეს და გინდა გქონდეს, მაგრამ შენც და მეც ერთი ვართ მიწის. იქ დაბლა, მიწის ქვედა წიაღში, ჩვენ შევერწყებით მოლეკულებად. და დაბადებულ ახალ სამყაროს, მოვევლინებით სულ სხვა სულებად. ანდა კოსმოსურ ძალის სხივებად, გამრჭოლი ველის მზის ენერგია, წალეკავს სიცოცხლის გამოვლინებას, და დამთავრდება ცის ელეგია... ეს მევარ, თავად ეს დედამიწა, და გევედრები ნუ დამაობლებ!
- მერფი - * * * ================ ფიქრებში... *** ფიქრებში დაღლილს ხელოვნებაზე, ჩამძინებოდა ლაღად და თბილად. მესიზმრა ისევ ზღაპრული სივრცე, ვიღაც მღეროდა საოცრად ტკბილად. მე ამ სიმღერებს, ღამის ფერიებს, სიცოცხლის ფასად დავესესხები. ვიმღერებ მისთვის, რომ კვლავ ვიმღერო, და სიყვარულით დავიფერფლები. ალბათ სამყარო შეიცვლის ფერებს, და განთიადი კვლავ გაიმარჯვებს, მივანდობ გრძნობებს მე ჩემს სიმღერებს, მე სიმღერები არ მიღალატებს.
- მერფი -
======================================= *** გზა... კავშირი... კოსმოსი... ერა... გამალებული ბოროტი მზერა. დაღვრილი სისხლით დაბერილი ბაქტერიები, დახეთქილი არტერიები და გულის ძგერა... ...ვერ დათმეს მაინც მიზანი მისი, პასუხად ერგოთ მათ ბედისწერა... დამძღარან სისხლით დახეთქილი ბაქტერიები. ვერ დათმეს ვერა, ვერ დათმეს ვერა... ...და გაწირვები ათასნაირი... არეულია მიწა და წამი. ქვევით უფრსკული, ზევით აირი, და დასხივება უფეროდ _ მყარი. ... ვერ დათმეს ვერა, ვერ დათმეს ვერა... გზა... კავშირი... კოსმოსი... ერა!..
- მერფი - * * * ==================== იალკიალი... *** ღამეა, დანისლულ ღრუბლებს დაუფარავს ციურ ალაგი. და მთვარე ცდილობს გაანათოს მიწა უჩუმრად. მომაგონდება ყრმა ბავშვობის ჩუმი არაკი, მომაგონდება ყრმა ბავშვობა და ჩემთვის ვდუმვარ. იალკიალი. შორეული ვარცკვლავები გამოჩნდებიან. ეჰ ნეტა ზარი მაინც ჩამოჰკრავდეს სულის შემძვრელი. ნისლისფერია არემარე, წლები მიდიან. მწამს სიყვარულის, ( საფუძველი მადლის შემცველი.) იალკიალი - გაზაფხულის გამოღვიძება. იალკიალი - შეუცნობის შეცნობის ჟამი. შეჩერდი წამო... მწამს... ვევედრები... იალკიალი - შორეული ვარსკვლავები გამოჩნდებიან!
- მერფი - * * * =========== იესო. *** შენ ხარ ვენახი უდაბნოში აყვავებული, და შენს მტევნებში ჩახლართულა ვაზის გენია. შენ ხარ სასმისი უკვდავებით განსხვავებული, და შენს გარეშე სიყვარულიც არაფერია. შენ აიტანე რაც ვერ ზიდა კაცობრიობამ, რომ უდაბურშიც გაეხარა ვაზის უჭკნობ ნერგს. შენი ნაყოფი მარადი და სიყვარულია, დიდება შენდა სახიერო, დიდება ღმერთს!
- მერფი - * * * ------------- იმავ ტურფა გრძნობით. *** იმავ ტურფა გრძნობით შენებრ მოვისწრაფი, იმავ ტურფა გრძნობით, ცრემლი სადღაა?! ლოცვა მომენატრა, ცოდვით ჩავიფალი, ჩაკარგულ მიზანს ჩაჰყვა უნიჭობა. ცრემლი სადღაა?.. ცრემლები გამშრალა. სანთელს შევალიე მთელი ენერგია. ლოცვა მომენატრა, ლოცვაც დამავიწყდა, ალბათ გადამიტანს ცივი ელეგია. დაკარგულ მიზანს იმავ ტურფა გრძნობით, მძიმედ დაუქსელავს სქელი ლაბირინთი. ცრემლები სადღაა, შენებრ მოვისწრაფი, ცრემლები სადღაა?.. ბრძენთა უნიჭობა. ცრემლები გამქრალა, ცრემლები გარდასულა. და მაინც ცრემლები და ისევ ცრემლები... იმავ ტურფა გრძნობით შენებრ მოვისწრაფი, იმავ ტურფა გრძნობით, ცრემლი სადღაა?! ლოცვა მომენატრა, ცოდვით ჩავიფალი, ჩაკარგულ მიზანს ჩაჰყვა უნიჭობა.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\ იმპროვიზაცია. *** ბახის ჭკუა მომცა, მოცარტის სიფაქიზე, შოპენის მელოდია,' ჩემი შემოქმედი... ერთად შეკრებილი, სულში გაჟღენთილი, ქართულ ქარაგმებით ცაში აფრენილი ნატვრად ამიღია. რწმენად შემიკვრია მათი სატკივარი... შენ კი გალაქტიონ რითმებს გესესხები, შენგან მითხოვია, ჩუმი ჰარმონია. ტკბილი მელოდია ცრემლად დამდენია, რითმი "ნიკორწმინდა"-ვ შენგან დამრჩენია. მასზე ამიგია ჩემი სტრიქონები... ნეტა გამიგებენ? ნეტა მიხვდებიან? ვინმე გაიგონებს ისე როგორც მინდა?! ვინმე აიტაცებს წმინდა სალოცავად... ისმის უკვდავების მეცხრე სიმფონია... ღმერთო სალოცავი ქვეყნად რამდენია! ერთად შეკრებილი ცრემლის დამდენია. ცრემლის დამდენია ჩუმი უკვდავებაც, მისი სიყვარულიც ცრემლის დამდენია.
პ.ს.
რწმენამ თუ ააგო ქვისგნ ჰარმონია, და შიგ გამოჰკვეთა ერის სული წმინდა. დიდი უკვდავების წმინდა სადიდებლად, მაქვს მკერდს მიბჯენილი ქნარი როგორც მინდა!
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\ * * * იმტვრევა ყველა ქვა, შედევრი, ნიმუში. წალეკავს დინება ყოველგვარ ქმნილებას. გახდება ყოველი ხატება საკვლევი, და შეკვეცილი პროგრესია დარჩება მუდამ... ბერი დამხობილა ლოცვად შემდგარი. გამრავლდით ოღონდაც, გამრავლდით ოღონდაც, ცხოვრების მიზანი, მიზანი მჭექარი... მუზები ვერ იტევს ყველა ქმნილებას, ფერი გადასდის წარსულ დიდებას. იმსხვრევა ტაძრები, შემუსრეს კოშკები, ცხოვრება მიჰყვება სხვა ახალ დინებას... რა არის უკვდავი? ვინ არის მედგარი! გამრავლდით ოღონდაც, გამრავლდით ოღონდაც, ცხოვრების მიზანი, მიზანი ეგ არი... იმტვრევა ყველა ქვა, შედევრი, ნიმუში. წალეკავს დინება ყოველგვარ ქმნილებას!
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\ ჯიხანჯირის ციხის თავზე. * * *
დახვეული გზები, ჩანგრეული კლდე. წვრილი ბილიკები, მინდორი და ტყე. სადღაც ლოდი მოწყდა, ისტორიის კვალი. უფრსკულებმა შთანთქა, ვერ ჩაუწვდა თვალი. ორბთა საბუდარზე დარჩა მოგონება. ერკინება ეთურთს, გრძნობა და გონება. თურმე ამ კლდის წვერზე სტრატეგოსი იჯდა. გადმოვჰყურებ სივრცეს და განჭვრეტით მინდა, რომ შევიგრძნო ის დრო... დახვეული გზები, დაბურული ტყე, წვრილი ბილიკები, ჩამავალი მზე!
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\ კაცობრიობა. * * * კაცობრიობა სამყაროს ღერძი და შემოქმედია, კაცობრიობა თავისუფლებას ეტრფის. ოდეს გამქრალი ვარსკვლავები მერე ჩნდებიან, ოდეს გამქრალი ვარცკვლავების ჩვენ მერე გვესმის... და ტიტანური ენერგია ცრემლებს ხმარდება, მიწვდება ოდეს ჩვენი სუნთქვა სამყაროს გრიალს? და გაქანება, და შეტევები, ვერ დაფარავენ გატანჯულთ ღრიალს... კაცობრიობა სამყაროს ელჩი და შემოქმედია, კაცობრიობა სამყაროს ეტრფის.
- მერფი - * * * *///////////////////
კალიები იებზე... * * * კალიები იებზე ხტუნვა-თამაშს აგრძელებს. დანამული მინდვრების აცრემლებულ სტიქიას შევატოვე ტკივილი. დავულოცე კალიებს ია-ვარდის საგები, სიცოცხლისთვის სახარად, სამოთხისთვის ნაგები. და რა დარჩა მიხვდებით. მე სიცოცხლის შვილი ვარ. ეხლა გვიან არის და ჩემთვის ჩუმად ვტირივარ. ის იები ძვირფასო, ჩემი გასახარია. კალიებით შეჭმული, აბა რა სახარია?!... კალიები იებზე ხტუნვა თამაშს აგრძელებს.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\\\\ * * * სანაგვეზე გადაყრილი სულები, დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით. ნეტავ ერთი აქეთ რას მემდურები, ღმერთს ევედრე ცრემლიანი თვალით. არ გინახავს? როგორ მოკლეს პატარა! ვერ გაბედე შეგეხედა მისთვის? იქნებ ისიც მხსნელი იყო ამ ქვეყნად, იქნებ ესეც შეგეკითხა ღვთისთვის. მოიშორე როგორც ცოდვის ნაყოფი, და საფლავიც არ არგუნე ბედად. ამის მერე დგეხარ მორალს ქადაგებ, თავი მოგაქ! (არ შემდგარო დედად.) ...
სანაგვეზე გადაყრილი სულები, დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით. - მერფი - * * * \\\\\\\\ კარი გავაღე დარია. ***
კარი გავაღე დარია, გარეთ მზე მოჩანს ცივი. ფოთოლმა ფერი იცვალა, ჩამოიცალა კივი. ცივა, ძლიერი ქარია, მზის ვეღარ გვათბობს სხივი, ნეტავ და რა გიხარია, მე შენს დაკარგვას ვჩივი. გარეთ გრიგალის ფერია, დაბრუნდი ჩემო ფერია.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\ კრედო... *** მუსიკის წერა ბუნებისგან უნდა ისწავლო, ფილოსოფია ცხოვრებისგან, ხატვა ზეცისგან. ათასგზის უნდა იწვა, იწვალო, უკვდავება თუ ბოლოს გეღირსა. უკვალი გზებით უნდა იარო, ბევრჯერ დაეცე, ბევრჯერ თავი უნდა დაიცა. ჯვარს უნდა გაცვან, უნდა დადნე, უნდა ეწამო, უნდა გაუძლო, მოითმინო, სიმწრის წამიც და უნდა იდგე ისე როგორც პირამიდები, რომელთა ყოფა ვერ შელახა დროის დინებამ. და თუ გაწამეს, დაგწვეს, მოგკლეს, ნუ შეშინდები, ისინი ხელს ვერ შეახებენ წმინდა ქმნილებას.
- მერფი - * * * //////////////////////// მე მჭირდებოდა... *** მე მჭირდებოდა შენი ალერსი, მე მჭირდებოდა ღიმილი შენი. შენ კი წახვედი... რომ იცოდე რა დროს წახვედი. მე მჭირდებოდა სიცხეში ჩრდილი, მე მჭირდებოდა წვიმაში დაცვა. შენ კი რა ჰქენი?!... ადექი მხოლოდ და შორს წახვედი. და ცრემლიანი სევდის ეკლები, რატომღაც ისევ შენკენ მეწევა. ვინ დაგეწევა, რა დაგეწევა. შენს უმეცრებას რით შეეწევა... მე მჭირდებოდა შენი ალერსი. მე მჭირდებოდა ღიმილი შენი.
- მერფი - * * * ////////// *** მე რომ პოეტი ვიყო, სულ შენზე ფიქრში დავილეოდი. მე რომ პოეტი ვიყო, ოცნების წვიმით ავიმღვრეოდი. ჩემო ტანჯულო მიწავ, სნეულს მალამოდ დაგეგებოდი.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\ მე შენს სიყვარულს... *** მე შენს სიყვარულს არსად არ ვმალავ, მაინც ცხოვრება თავსატეხია. მომაგონდები ძილში ამაღამ, და მთვარე ღამით, ცის მელოდია, ამ ჩემს ოცნებას შეალამაზებს. ფიქრებით ალბათ გავცდები ზეცას, წამებში შენთან მიგულე გრძნობით. დარჩენილ დღეებს, დღეები კვეცავს, და სული ტირის დაჭრილი ტრფობით. იმ პირველ ღამეს, სანთლების შუქზე, თვალებზე ცრემლი რად დაგდენია. რამდენი წელი გავიდა უცებ, და იმ ცრემლების განაჩენია: დავნატრი შენზე უძილო ღამეს, შენთან ვინატრებ მე ღამის თევას. მეხის გავარდნას ვადარებ წამებს, როგორც ადამი, დავეძებ ევას.
- მერფი - * * * ///////// მერე... *** მერე გამოჩნდება ვინმე, ვისაც უგალობებს გული. მერე გამოჩნდება გზები, მერე გამოჩნდება ფული. მერე დაივანებს სული, როცა დამეწყება დაღლა. მე კი ეხლა მინდა გრძნობა, ფრთების გაშლა მინდა ახლა.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\ მთვარის სონატა. ადგია მთვარე, გლობალური, მსოფლიო მიწას, და ელვარება იცრიცება ღამის წყვდიადში. იქ, ბობოქარი გრიალებენ პირამიდები, აქ, პომპეზური სიჩუმეა ამფითიატრში. და ანტიკური შეგონება ებრძვის ტექნიკას, გრიალებს სადღაც მოტორების მთელი არმია. დასცქერის მთვარე, გლობალური, ამ ეკლიქტიკას, ამოუცნობი, შეუცნობი, უცხო წამია.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\ მუზავ... *** მუზავ საიდან მოდიხარ, მოწრწი. ჩემს ცხოვრებაში შენ რა წილი გაქვს?! ბედნიერებას ქარწაღებული ფოთოლივით მოვშორდი, მოვწყდი. აღარც საამო მიზანი და ცხოვრებაც კი აწეწილი მაქვს. ბუნება თურმე პოეტად მზრდიდა, და ღვარძლით სავსე თასი მელოდა. ირგვლივ ათასი ლამაზი ფერი, გამარჯვებულის ოდას მღეროდა. სულში ორპირი გრიგალი ქროდა, და მით დროება ცრემლით მკვებავდა. ო, სიღატაკე იმ ლამაზ ფერებს, სულ ერთფეროვნად, შავად ღებავდა. აკიაფდება ცრემლებში სხივი, გაიფურჩქნება ეზოში ვარდი. გარდიარს ალბათ დროება ცივი, როგორც წყვდიადი და გულის დარდი... მუზავ, საიდან მოდიხარ, მოწრწი. გამოაყოლე ია და ვარდი.
- მერფი - * * * ///// *** მზე ჩაწურულა ვაზში, აჩქერებულა ღვინო. სანამ სიცოცხლე გვიდუღს, გულო არ მოიწყინო. ისიც გვეყოფა როცა, დადგება შავი ნისლი. სულში შემოვა სუსხი, გაგვეყინება სისხლი. ეხლა გაიტან ლელო, ლეწე სალეწი პური. რომ მერე იდღეგრძელო, დაივანობო სული.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\\\ მზე დამიბნელდა იმ დღეს! *** მზე დამიბნელდა იმ დღეს, ვიცი რომ შენ ეს სულ არ გადარდებს. მე მივეძალე ფიქრებს, და ქარი მარტო ქრის და ფარფატებს. და ქარი მარტო მიყვება ამბავს, მიყვება ცივად და სუსხიანად. ალბათ გავატან ამ წყეულ ზამთარს, ალბათ გავატან კვლავ სევდიანად. შენ გაიხარე, შენ იდღეგრძელე, ღმერთმა დაგხედოს მადლის თვალებით. მე დავიკარგე, ან ვიკარგები. ჩემთვის რეკავენ გლოვის ზარები. - მერფი - * * * \\\\\\\\\\ ნაცრისფერი მასა... *** ნაცრისფერი მასა, სტანდარტები, შტამპი! და ცოცხალი, მაგრამ ნაცრისფერი გროვა... სხივი კოსმოსური, გაცვეთილი ფრესკა. მხოლოდ წვიმა ცრემლის, გადარეცხავს ცოდვებს. წაიკითხავს ვიღაც ჩემს გარითმულ ბოდვებს. იტყვის: რა უნდოდა? რისთვის გაიხარჯა? ქაღალდი და გრძნობა, უქმად დაიხარჯა. დაედება წიგნებს, ნაცრიცფერი მტვერი. დაუოკელ გრძნობებს შთანთქავს, როგორც მტერი. მერე ისევ მოვა, ნაცრისფერი გროვა. ყველაფერი ისევ სულ თავიდან მოვა... ნაცრისფერი მასა, სტანდარტები, შტამპი!
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\ ნოოსფერო. *** ნოოსფერო, ნოოსფერო, მიდის წლები, მიდის ერა. და გრიალში დაწურული ეპოქების გადამღერა. ლურჯ სხივებში დაბურული, გონებისთვის დახურული, უთქმელი და უსიმღერო, ნოოსფერო, ნოოსფერო. კვდომა, ჭვრეტა, გაზაფხული. დასაწყისის დასასრული. თეთრი სახე, სახე წმინდა, დედამიწით ასახული. ზოგან კვდომა, ზოგან ფეთქვა, და სამყარო უსასრული. უთქმელი და უსიმღერო, ნოოსფერო... ნოოსფერო!
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\ ნოსტალგია *** და ამ სამყაროს, და ამ იმედებს, გამოუთქმელი ტკივილი ახლავს. რომ ატმოსფეროს დაბანგულს ხიბლით, სევდა წარსულზე ფიქრებში აკლავს. ეს დალუსმული ლამპიონები, ღამის წყვდიადში უკუნს ებრძვიან. მე დავიღალე მსოფლიო ფიქრით, და ნოსტალგია შემომეჩვია. სადღაც ჭადრები ჩუმად შრიალებს, სადღაც ზარები სხვა ხმაზე რეკავს. მიხმობს მსოფლიოს ციდა კუნჭული, იქ ვენატრები, სამშობლოს, დედას.
- მერფი - * * * ///////////// ო, ღმერთო... *** ო, ღმერთო, თურმე რა ცოტა უნდა ადამიანს ამ ქვეყანაზე. მთელი ცხოვრება შემიწირავს ამაღლებული, უკვდავებით შემოსილი შემოქმედისთვის! ძვირფას წუთებში მახსენდება ჭეშმარიტება, რომ, ქვეყნად გავჩნდი შეუცნობი ერთის გულისთვის. თაბრუ მეხვევა და მაცდური ამაოება რას არ გაკადრებს, რას არ მოგთხოვს, რას არ გაატან... ყველაზე ძვირფასს, წუთება ვნატრობ რომ გამეფანტნენ, და საოცნებო გაზაფხულიც რომ გამიფრინდა. კიდევ ერთს ვნატრობ, თუკი სიკვდილი თან წამლეკავს როგორც უსუსურს, ნუ დაუჯერებ ყალბ ცრემლს და სევდას. კაცობრიობამ უკეთ იცის თვითონ რაცა სურს.
- მერფი - * * * ////// ოცნების მუსიკა... **** ოცნების მუსიკა, ლექსები, ორგია, ოცნების მუსიკა - შენ რა "გეორგია" ?! არ ვიცი რა მინდა, ანდა რას დავეძებ, ამ ქვეყნად მიზანი იცვლება წამებში. დაღლილი, მშიერი, აზროვნებ სხვაგვარად. დაღლილი, მშიერი, შესცქერი თვალებში, ლუკმის მოლოდინით აღსავსე, ცხოვრებას... ოცნების მუსიკა, ლექსები, ორგია, ოცნების მუსიკა... ... შევცქერი თვალებში. ვერ გეტყვი რა მინდა, ვიქცევი სხვაგვარად. ოცნების მუსიკა... ... ხვევნა და ალერსი. ლექსები, ორგია - შენ რა "გეორგია"
- მერფი - * * * ////// ოჰ, საქართველოვ! ( ეძღვნება ნოდარ დუმბაძის ხსოვნას.)
ჯერ საქართველოს გული გაჩერდა, მერე დაიწყო ძგერა ძლიერი. მერე წამოსკდა ღვარად და ცოფად, თავისუფლების გრძნობა მშიერი. იგი დღეს ჩვენთან ჩაიმუხლებდა, გულში ფარულად იგრძნობდა ტკივილს. და სევდას ცრემლით გაიყუჩებდა, არ მოჰყვებოდა უაზრო ჩივილს... ოხ, საქართველოვ, ვენახი ხარ, ვაზი ანკარა. როდესაც კაცი შენს მადლს იღებს, მუხლს იყრის მისთვის. თუ ზევითა ხარ, ცის კამარაზე, შეგევედრება ხელებაპყრობით. ლოცვას წააგავს ვაზის კურთხევა. ლოცვა მადლია საქართველოსთვის.
1989 წელი/ აპრილი - მერფი - * * * /////////// ორმაგი აკოსტრიხი ე-მ-ანუელა სიყვარულის ორგიებს აწყობს. კ-ე-კლუცი ქალი, უტიფარი ტრფობის ასული. ა-რ დანახული სიყვარულის სევდიან აწმყოს, ა-რ გაგონილი ტრაგედია თავზე დასტირის. ბ-ედის ბორბალი საუკუნო კიბეებს აწყობს. ი-ისფერ სხივებს დაუსერავს წმინდა მანდილი!
- მერფი - * * * //////// ორმაგი კვადრატული აკოსტრიხი. *** მ-აინც ე-ლოდი რ-აღაც ა-ხალს ბ-ავშვურო ი-ავ, ე-ს გაბუტული უგრძნობობაც თამაშს მაგონებს. რ-ა დავაშავე, რომ შენს გვერდით წლები არ ვიყავ, ა-რ გიცნობ მითხარ და დავიწყებას გადამაყოლე. ბ-ინდისფერ ფიქრებს მივცემივარ ვნება დაღვრილი, ი-ა იაზე, სიყვარულზე გრძნობა დაღლილი.
- მერფი - * * * //// მტკვარს. ოჰ, მტკვარო, მტკვარო, მღვრიევ და წყნარო. რამდენი ცრემლი ჩაახშე ჩუმად. რამდენი ცოდვა დაფარე ქვეყნად, და მაინც მდგარო, მკვრივ კალაპოტში მღვრიედ შემდგარო... ოჰ, მტკვარო, მტკვარო. - მერფი - * * * \\\\\\\\ ქარი მიათრევს ღრუბლებს. *** ქარი მიათრევს ღრუბლებს, ცრემლად იკვრება ცა. ჩუმად მიითვლის წუთებს, ამ წუთისოფლის გზა! ზარი გოდებდა თითქოს, იყო ცრემლების ზღვა. გული ითვლიდა წამებს, მეტი რა გინდა სხვა.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\ ქარი ქარგავდა... ** ქარი ქარგავდა საოცარ რითმებს, და დამეზარა მასთან კამათი. მე მივეძალე გულსაკლავ ფიქრებს, ვერას გავიგე ღმერთო ამათი. ქარი უსტვენდა, ქარი კვნესოდა. სარკმელი მისგან თრთოდა ეული, მე სხვებზე უფრო ქარის მესმოდა, არ მასვენებდა სევდა წყეული. როგორც დამწყვრეულ ჯინს ენატრება, ამოხეთქოს და დახსნას ხუნდები. ისემც ნათელი მზე მენატრება, უსაქმურებით ვკვდები, ვდუნდები. და ქარის სტვენა, ქარის ძახილი, ჩემი სულიდან ამოძახილი. ეკვეთებიან უძრავ კონტურებს, ეკვეთებიან როგორც მახვილი. ქარი ქარგავდა საოცარ რითმებს, და დამეზარა მასთან კამათი. ანდა რას უზამს ობოლი ფიქრებს, წუთისოფელი არის ამათი.
- მერფი - * * * //////// რად დაიბადე... *** რად დაიბადე მომაკვდავი როგორც ყოველი, რად მოგისია ბედისწერამ ლეგა ცხოველი. ზეცისკენ გვიხმობს სიონი და სვეტიცხოველი, უსმინე ზარებს და დაიხსომე, ხან ბედისწერა ცდება. შენ საქართველოს დედოფლობა შეგშვენდებოდა! და გული მწყდება, რად დაიბადე მომაკვდავი როგორც ყოველი. - მერფი * * * \\\\\\\\\\\\ რამდენი დღე... *** რამდენი დღე ჩამოვწერე, ჩემი სიზარმაცით. რამდენი დღე გავატარე, უქმი სიმამაცით. დროსთან შერკინება ვის გაუგონია. ზარები გვიხმობს, მოვა აღსასრული, როცა სხეულს გაეყრება ჩემი მძიმე სული. ალბათ მაშინ კადრი უკან დაბრუნდება, თვალწინ გაიელვებს წლების ისტორია. მოდგმა მოდგმას მისდევს, კაცი ცხონდა კაცით. რამდენი დღე ჩამოვწერე ჩემი სიზარმაცით.
- მერფი - * * * \\\\\\\\ რარიგ ძნელია... *** რარიგ ძნელია არ დაივიწყო შენ ეს წუთები, წლები გაირბენს, გულს მოსწოლია მძიმე ფიქრები. ვინ იცის ბედი სად მიმუხთლებს სად დაბინდდება, იქნებ დღესა ვარ და ხვალიდან აღარ ვიქნები. ჩემი მიზანი უფრო რთულია ვიდრე ცხოვრება, და ამ ყველაფერს ერთი სიცოცხლე სულ მთლად სჭირდება. დახედე ამ ლექსს როცა მძიმე დრო დაგიდგება, თუმცა ბოლომდე რომ გამიგო გაგიჭირდება.
- მერფი - * * * //////// რექვიემი. ( ეძღვნება ვოლფრანგ ამადეი მოცარტს.)
დაბზარულ ტაძარს, გაჟღენთილს წვიმით, თითქოს ცრემლები დიოდა ჩუმი. იყო სიცივე და უკვდავება... იყო სიცივე და თბილი გულით ისმოდა მესა! კვდებოდა ერთი... სიცოცხლისათვის. რჩებოდნენ სხვები. ქრებოდა იგი. და გამუდმებით წვიმდა და წვიმდა... ................................................................................ პ.ს. მარგალიტები არასოდეს იკარგებიან, მარგალიტები საუკუნოდ იქარგებიან. ისინი სადღაც ჩვენს გარეშე იბადებიან, და ჩვენს გარეშე სამომავლოდ იმალებიან.
- მერფი - * * * /// როცა თვალები ... *** როცა თვალები აგევსება განცხრომის სხივით, როცა უჩემოდ წამით მაინც თავს ლაღად იგრძნობ, როცა თავიდან მომიშორებ ღიმილით ცივით, არარაობა გამარჯვების წამებს ზეიმობს. არარაობა გამარჯვების წუთებს ზეიმობს, ზეიმობს დარდი, დაღვენთილი როგორც სანთელი, ჩაიკარგები საუკუნოდ ცხოვრება იგი, ჩაიკარგება სიყვარულით მთვრალი ქართველი. შენთან მიგულე როცა ვარდი ჩუმად დაჭკნება, და მაშინაც კი როცა სიკვდილს დაელოდები. ეს შენი მზერა საუკუნოდ ჩემთან დარჩება. დაგელოდები, გელოდები და გელოდები. - მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\\\\\\\\ ნატვრა. რთული რითმების თამაში, ცაზე ცხრათვალა მზე. ეზოში ვარდი აყვავდა, და აღზევება ზე. ფოთლებში ქარი თამაშობს, ათას ფერების ზღვა. ნეტავი ჩემთან იყო და, მეტი არ მინდა სხვა.
- მერფი - * * * /////////////////// რუსთველს... ზარი გოდებდა, იყო გლოვა გარდაუვალი. ქარი გოდებდა, ქარი უტყვი, მუდამ მდუმარი. ქალი გოდებდა დაჰკიოდა მწუხრის დარაბებს, მიემგზავრება როსტევანი აღქმულ არაბეთს... სად მოისროლა ბედისწერამ შენი სავალი, სად გაგითხარა უკვდავების წმინდა სამარი. არარა დაგვრჩა შესადარი შენი დიდების, გაბრწყინებულო უკუნიდან უკუნისემდის. საქართველოში ბავშვმაც ისიც შენი სახელი, იდუმალებით მოცულია თუმცა სათქმელი. იციან მხოლოდ ჩაქრა უცხო მოყმის სადარი, და განისვენებს იერუსალიმს სიბრძნის სარდალი. ზარი გოდებდა, იყო ჟამი გარდაუვალი. დროის დინებამ გადახლართა გზები უკვალი. გოდებდა ქარი, დასტიროდა უცხო საფლავებს, მიემგზავრება როსტევანი აღქმულ არაბეთს.
- მერფი - * * * \\\\\\\\\\\\\ სადაც მთავრდება ცის კიდე. ****
სადაც მთავრდება ცის კიდე, შენი დიდება იწყება. სამი სანთელი ვიყიდე, ვინატრე თავდავიწყება. ცოტა რამ რწმენა მიბოძე და შემოქმედის სახელი, ამ სათხოვარით მოვედი, ჩავწვი პირველი სანთელი. როგორ მაკლია ნუგეში, ბნელად მექცია ნათელი, გთხოვ მაცხოვარო შემცვალე, იწვის მეორე სანთელი. როცა მთავარი ფულია და სიყვარული გაყიდეს, როცა იესო ურისტანს გოლგოთის ჯვარზე გაკიდეს. მეც ეკალ ბარდში გავები, სულის სიმშვიდე მჭირდება, ნუ მიმატოვებ უფალო, უშენოდ გამიჭირდება. შენ გამაჩინე ამ ქვეყნად, შენით ვარ თუ ვარ ქართველი, ქვეყნიერება დალოცე, აი მესამე სანთელი. სამი სანთელი ვიყიდე, ვინატრე თავდავიწყება, სადაც მთავრდება ცის კიდე, შენი დიდება იწყება. - მერფი - * * * \\\\\\\ სამადლობელი. მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ, რომ ვერ გამიგეთ. რომ ჩემს ტკივილს გზა მიეცით ნაკადულებად. თქვენ თუმცა ხვედრი, მძიმე, უსამართლოდ მახედ დამიგეთ, ვერ დაგიგულებთ ბატონებო დაკარგულებად. არ მემეტებით ბატონებო დასაკარგავად, თუმც თქვენ ეცადეთ ჩემი გულის განადგურებას. რადგან ჩემს გულში სიმარტოვემ დაისადგურა, ალბათ ეს არის ჩემი ბედის დასადგურება. ჩუმად მიჰქრიან სევდიანი ცრემლის ფრაზები, და სიყვარული ჩაიქცევა შორ მოლოდინში. მადლობელი ვარ რომ არავის არ გებრალებით, ეულად ვშფოთავ გათოშილი ამ პირქუშ ძილში. მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ, რომ ვერ გამიგეთ. მტკივა, ტკივილით დადუღდება ბალღამი სისხლში.
- მერფი - * * * \\\ სევდამ დამიმონა. *** სევდამ დამიმონა ისევ, ისევ სევდიანი ვრჩები. გული გადვუშალე ფიქრებს, მიხმობა ნისლიანი გზები. მიხმობს ნისლიანი გზები, მაგრამ სად მიმიყვანს ნეტავ? სევდამ დამიმონა ისევ, ისევ დამიმონა სევდამ.
- მერფი - * * * /// შავი ნათება. წყვდიადში ჩუმად, იდუმალებით, დრო მიძაგძაგებს, მიემართება. სამ კედელს შუა, მძიმე თვალებით, ვზივარ და მიხმობს შავი ნათება. და სივრცე წამით კარგავს მაშტაბებს, უსასრულობის ფოკუსში ხვდება. დრო კი მიდის და დრო მიძაგძაგებს, ამოუცნობი წუთები დგება. მერე კი ძლიერ გუგუნებს ველი, თანდათან სივრცე იწვის და დნება. ან სადღაც მძიმედ ჩხაკუნებს მთვლელი, ან მეც არ ვიცი რა მემართება.
- მერფი - * * * /// ჭიუხის წვერზე... *** ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს, ქარი ღმუილით უმღერის მესას. ბედის ბორბალი ხან წაღმა მხარეს, ხანდა უკუღმა შიგ გულში მკვესავს... შიგ გულში მცრის და სევდით მევსება, მე ხომ ათასჯერ მეტი შემეძლო. არ დამაცალეს იციან მთებმა. არ დამაცალეს, ვის შევევედრო. ღმერთი კვლავ ჩემგან იმას მოითხოვს, რისთვისაც თვითონ ჯვარზე აღმართეს. შენ მაინც იცი სიმართლე ღმერთო, შენ მაინც იცი რა დღე დამმართეს!.. ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს, ქარი ღმუილით უთხრობდა მესას. ვიცი სტიქია არ მაპატიებს, უაზრო ჩივილს, უაზრო კვნესას. და მოსამართლე, დროის დინება, ობიექტურად გამასამართლებს.
- მერფი - * * * \\\ თუ ვარ პოეტი. *** თუ ვარ პოეტი, ამ პოეზიას შენ გიმადლოდე უნდა. მანამდე გული, გრძნობა დაცლილი, წლების მანძილზე დუმდა. ჩემი ცრემლებით ტბა შემოქმედის, შენით დავიდგი ახლოს. გემი მჭირდება, თუნდაც ქაღალდის, ხელი რომ არვინ ახლოს. ოცნების ფურცელებზე ავაგებ ანკესს, და გადავაგდებ ტბაში. იქნებ და ოქროს თევზს ღვთიურ წყალობით წამოეგოსო ყბაში. მერე სამ ნატვრას, როცა ვინატრებ ჯინი ამიხდენს იმ ტბის. უბრალოდ სიტყვებს აღარ ვიტყვი და ძალა მექნება სიტყვის. მექნება ნანატრი ოცნების ხილი, და სანატრელი მექნება მუდამ. თუ პოეტი ვარ, ამ პოეზიას, შენ გიმადლოდე უნდა.
- მერფი - * * * \\\ უსახურობის ქართა ტრიალში...
*** უსახურობის ქართა ტრიალში, დაჟამულ ხავსთა კორიანტელში, მე შევიცანი თავისუფლება. არა ისეთი როგორც ყოველი, არა ისეთი როგორც ამაო, არამედ წმინდა წმინდათა შორის. მე ვერ მივენდე ვერც ადამიანს, ვერც წუთისოფლის მუხთალ ცხოვრებას, ერთი, ( ბუნება) მაწვდიდა საზრდოს. და მე მომესმა ყრუ მაჯისცემა, როგორ გაბმულდ, მძიმედ ტოკავდა, ჯერ არნახული უბედურება. კაცობრიობას კვლავ სისხლისღვრა მსხვერპლად მოჰყავდა!
უსახურობის ქართა ტრიალში, დაჟამულ ხავსთა კორიანტელში...
მე შევიცანი თავისუფლება!
- მერფი - * * * \\\ ვედრება. *** რაც მიწერია, რაც მიმღერია, რაც მიფიქრია, რაც მინატრია, რასაც ვითხოვ, რასაც ვლოცულობ. რაც მოვისმინე, რაც ვ
This post has been edited by merpi69 on 23 May 2007, 16:32
|