merabsoni
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 418
წევრი No.: 51893
რეგისტრ.: 19-January 08
|
#25225146 · 30 Apr 2011, 12:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავტორი: ბექზა
რა დაჟინებით არ ვთმობთ იდეას რომ მოგვართმევენ თეთრ ორქიდეას. სხვაში ვიხილავთ ჩვენს იმ იდეალს, რომელიც რეალურს გახდის ირეალს. რა დაჟინებით ვეძებთ ნახევარს რომ ჩვენს ნახევარს მიესადაგოს. ვეძებთ სრულყოფილ ღმერთის ნახელავს, რომელიც მთლიანად აქცევს სამყაროს.
---------------------------------------------------------------------
რა მეტყველია შენი დუმილი, მაგ თვალთა კრთომა და ანკარება, უცებ გამიჩნდა მწველი სურვილი, რომ მოისმინო ეს აღსარება. მინდა მოგაგო შენ საზღაური, რამეთუ ბნელი შენ გამინათე. და სიყვარულის ეს სასწაული, როცა ამ ბნელში შენ დამინახე. ვხედავ კონტურებს თითქოს ღვთაების, თვალთა ოვალებს, ბაგეთა რკალებს. თვით აფროდიტას შენთან რა ეთქმის, ისიც კი მორცხვად დაგიხრის თვალებს. მოხვედი შენ და უფსკრულს ჩამხედე, სადაც ფიქრებიც გავდნენ ყორანებს. და მე ვიდექი ვით სარკოფაგი, რომელიც მახვილებს აცლის ხმოვანებს. შენ კი მოხვედი და გაანათე, სარკოფაგს დაამხე სრა პირამიდა. შენ ეს უკუნი მზით დაამარცხე, და ჩამჩურჩულე; -მეტი რა გინდა?... რამდენი ვაცალოთ გვირილას ფურცლები?... კი? თუ არა? გულს ცოდნა სწადია. თვალებსაც სცვივათ მლაშე კურცხლები, შენ ხარ იმედი რაც მაბადია. ნუთუ აქამდე ვერ ამოიკითხე, ჩემს ამ უბადრუკ თვალთა მზერაში? რომ შენ მიყვარხარ, ამოვიტვიფრე, შენ შეგეხორცე ბედისწერაში.
--------------------------------------------------------------
დრო გავა და მერე მიხვდები, რომ სილამაზე დროებითია. უწინ აგღმართეს ხოტბა-დიდებით, დღეს კი თქმულება თითქოს მითია. დღეს სილამაზის შემოგრჩა ლანდი, დღეს შენი ტრფობა არვის სწადია. და აღარა ჭრის ეგ შენი ფანდი, უკვე რამდენი წელიწადია. უწინ კი მეხოტბეთ გედგა არმია, უწინ გითხზავდნენ ტრფობის სონეტებს. უკვე რამდენი, რამდენი ხანია, გადაავიწყდი იმ შენს პოეტებს. მაშინ არ მწყალობდი, არც ახლა ველი, შენ არ გჯეროდა ფიცის სიმტკიცის. შენ მოგიძღვენი ცხოვრება ვრცელი, სხვამ სიყვარული ასე ვინ იცის?...
-----------------------------------------------------------
მაღალ ტატნობზე დგას ეკლესია, იქ ერთი მღვდელი აღავლენს წირვას. მას თავის ტკივილზე არც უკვნესია, ის თავის ყოფას ქვეყანას წირავს. მოსილი რწმენით და სასოებით, ის ცად მაღლდება უხილავ გზებით. საუბრობს უფალთან განმარტოებით, საუბრობს ცოცხლათა ტკივილის ხმებით. -უცნობი გზები შენსკენ სავალი, გოლგოთის გზაა იქნებ ნაცნობი? თუ არ ვიგემეთ ტანჯვა მრავალი, სული ვერ გახდება ისე ნაწრთობი? ნუთუ ცხოვრება ეს ის ცეცხლია, რომელშიც უკვდავი სული იწრთობა? ნუთუ ცხოვრება ჯოჯოხეთია, რომელიც ასე ძნელად ითმობა? -უკვდავ სიცოცხლის მოგეცათ მადლი, გზაც აირჩით, თქვენი ნებაა. თუ კი ჯოჯოხეთს ცხოვრებას ადრით, იცოდეთ; ჩემი გზა მოთმინებაა.
----------------------------------------------------------------
ნუ დარდიანობ, შეწყვიტე გლოვა, მომხდარს ვერ შეცვლის შენი ვაება. დღეს ნაღვლიანი გეტყობა თრთოლვა, და ცრემლებს სწირავ სევდის ღვთაებას. წამი წარსულის, ქცეული აწმყოდ, მომავლის წამში დაიდებს ბინას. შენ კი გარდასულ წამებს რომ არ თმობ, ვინ რას გიშველის? მითხარი, ვინ რას? სიცოცხლე გრძელდება, სიმრავლით წამთა, გზა გოლგოთისკენ ბევრჯერ შეუხვევს. როგორც იესო, მკვდრეთით რომ აღსდგა, შენც აღგადგინოს სთხოვე მეუფეს. და როცა წარსულს გაატან ცრემლებს, და თუ აწმყოშიც ცოცხლობ იმედით. უნდა დაშორდე გოდების კედელს, სიცოცხლით ტკბობით და მისი დიდებით.
------------------------------------------------------------------
გარდამავალი ფერებით დაგხატე, მე შენ დაგხატე შავი ფანქარით. მე შენს თვალებში რაღაც დავკარგე, ალბათ ოცნება ცრემლად გამდნარი. მე შენ დაგხატე ძუნწი ფერებით, ზამთრის ჩაგაცვი ფერები ლუწი. ზამთარში ვტკბები შენი მშვენებით, ასეთი გრძნობა არ მქონდა უწინ. თეთრზე შავად და შავზე თეთრად, მე შენი სახის ავაგე ტაძარი. იქ შენი სახე ანთია მკვეთრად, და ზამთარს ედება შენი ხანძარი. მე არ მჩვევია თითლიბაზობა, ვერ აგაჭრელებ მრავალ ფერებით. მე შენ დაგხატე, დიდი მადლობა, რომ მოგეფერე შენ ამ ხელებით.
------------------------------------------------------
ღამის ქალაქში სიმშვიდე სუფევს, სილუეტები ქუჩებში დადიან. დღეს ღამისთევა რამდენს მოუწევს... რამდენს ძილისთვის სულ არ სცალია. ლამპიონებმა ქუჩები დაიპყრეს, და დღის ხმაურიც მათ შუქს დანებდა. იქ სილუეტებმა რაღაც ვერ გაიყვეს, და იბრჭყვიალეს ბნელში დანებმა. ნაგავში ქექავს რაღაცას ძუკნა, დილით კი წინდებს უჭამდა პატრონს. ახლა კი ბომჟთან გაიყო ლუკმა, რომელიც უკვე არაფერს ნატრობს. იქ თავს იფასებს ქუჩის მეძავი, ის გულით ქალია, სხეულით კახპა. რა სიმშვიდეა, სულის შემძრავი, ღამის ქალაქი სიზმარში ჩამყვა.
-------------------------------------------------------
რა მელოდება? მითხარით მისნებო, მომავლის გახსენით დიდი კარიბჭე. მითხარით, მამცნეთ ბოშა ციგნებო, ეს თქვენი ბანქო რა ხვედრს მანიჭებს? მითხარი მკითხავო რატომ შეცბუნდი? ნუთუ მომავალს უჩემოდ ხედავ? ფართე თვალებით ბსკერზე შეცურდი და ნალექის თქმას ვეღარ მიბედავ. შენც მედიუმო მოუხმე სულებს, ნუთუ არავინ მოიცლის ჩემთვის? ბნელ ქიმერებით ეტლში შებმულებს, ჩემთან თუ მოაქვთ წერილი ღმერთის? ჰა ჩემი გული ბოშავ, ხელს გიწვდი, მითხარი ნაოჭთა გზები ხლართული. სიცოცხლის ხაზი სადამდე მიდის? რომელი გზაა ნებადართული? ყველანი სდუმხართ, ვერ მაიმედებთ, ვარსკვლავებს მიანდეთ ყველამ სათქმელი. ამდენ ვარსკვლავში მე ჩემსას ვეძებ, და ჩუმად ღვენთავს ბნელში სანთელი.
---------------------------------------------------------------
თვალი ვახილე დღეს ისევ დილით, -კვლავ ცოცხალი ვარ, -ვიფიქრე ჩუმად. სევდამ ჩამაცვა და დარდმა ღილით შემიკრა პერანგი კვლავ გამიზნულად. დილა გათენდა, გრძელდება ტრაური, ყოფნა არ ყოფნის ვისუნთქავ ფიქრებს. პანიკამ მოიცვა სულიც ხმაურით, და უნებურად უფრო ღრმად მითრევს. დილა გათენდა, მორიგი ფიქრი კვლავ იზმორება, და აპათია ნეტარს მთავაზობს სუიციდს. ყოფნიდან მანძილი არ ყოფნამდე გაიზომება, და დასაბუთებულს წარმომიდგენს ახალ ალგორითმს. დილა გათენდა შესაკრებთა გადანაცვლებით, და მარტივი ციფრივით ჩემს თავზე ვიყოფი. რა დააკლდება დილას ჩემი გარდაცვალებით?... ალბათ მომითხოვს ისევ როგორც ნიკოტინს. დილა გათენდა ერთმანეთზე შემოჩვეული, ჩვენ აღარ გვძალუძს უერთმანეთოდ. დილა გათენდა დალოცვილი თუ ძალზედ წყეული, უქმე დღეა, და დენთით მინდა გავერთო.
----------------------------------------------------------------------------
ოდესღაც მოვკვდი, დიდი ხნის წინათ... მთვარე მგლოვობდა ბაცი სხივებით. მარტო დარჩენილს, საფლავში მძინარს, მზე გვირაბს თხრიდა მკვეთრი ხილვებით. ეხლა ამ ქყვეყნად დრო მდუმარეა, აწმყოს სახელიც სხვაგვარად ითქმის. ნაპირზე მთვარე თვით სიზმარია, და როგორც ხომალდი ტალღებში მიცდის. საათის ისრებს დინება ქოქავს, და ნაცნობ გზასაც მთვარე მინათებს. ჩემი სხეული ცხადში კვლავ ბორგავს, დროის დინება მასთან მიმათრევს. მე უკვე არ ვიცი როდისღა მძინავს, დრო როდის ჩერდება ნავსაყუდელში. სიცოცხლეს ტალღა ისევ ჩაძირავს, ისევ გარიყავს ზეცის ღრუბლებში.
--------------------------------------------------------------------
მოვიპატიჟე სტუმრად ბახუსი, თასში დავუსხი დარდით ნამუსრი. ბედმა დაკარგა სინდის-ნამუსი, ისევ დაუშვა მწარე ლაფსუსი. თავს მიტრიალებს აზრთა გლობუსი, რთულია გარკვევა, ძნელია რებუსი, ჰოპლა და ქრებიან, ფოკუს-მოკუსი, დუელში მიწვევს ბნელი პოლუსი. გონებას წამლავს რაღაც ვირუსი, ნათურას ვერ ანთებს პლიუს-მინუსი, ისევ "ზერო", სხვამ მოხსნა ბონუსი. დუელში დავმარცხდი, დაეცა ტონუსი.
-----------------------------------------------------------------
ცხოვრება როგორც მხატვარი, როგორც მჭედელი ბედისა, მომავალს ძერწავს დასტურად, ჩემი ამ ქვეყნად ყოფნისა. არას ივიწყებს ჩემს ნაკვთებს, არას დააკლებს ქმნილებას. ყველა მანკსა და სიბეცეს ხატოვნად აღწერს დილემას. უმალ ერკვევა რა ხდება, ჩემს ბნელ უკუნეთ ფიქრებში, უმალ ამოხსნის მას რასაც მე ვერ ვიხილავ სიზმრებში. ეს განგებაა ან რისხვა, ჩემი კარმაა ბედისა. მუდამ ჭიდილი შავთეთრის. ფურცელზე ასოებისა.
----------------------------------------------------------
რა გულუბრყვილო, რა უდარდელი, რა ყალბ ოცნებად სიცოცხლე ქრება. აქ სასწაულებს უკვე არ ველი, აქ ოცნებები აღარ ახდება. ხან კოშმარი და ხან უძილობა, ხან ლანდი მდევნის განრისხებული. ან დარდი მომკლავს, ან გულგრილობა, ან მანია მძლევს განდიდებული.
--------------------------------------------------------------------
-თბილი ხარ, დიდი გაქვს გული, -მამკობს და მაქებს მორიგი ბაგე. კეკლუცად მიხმობს მზერა მაცდური, -ახლოს ნუ მოხვალ, შორიდან მაქე... -სიყვარულს გავცემ, ვეთაყვანები, ხარბად იღებენ ქათინაურებს. ასე მაცდური მიმზერს თვალები, მათ ვერ გავუგე, ან ვინ გაუგებს?... -ახლოს ნუ მოხვალ, ნუ მთხოვ მაგიერს, სიყვარულს ნუ მთხოვ, ასე სჯობია. -ასე მაცდური ვნება მაგიჟებს, მათ სიყვარული ასე სცოდნიათ.
------------------------------------------------------
გზა საოცარი მიწას შერთვია, საიქიოდან სააქაოში. გასაოცარი ჩემში ღმერთია, ჩემში შობილი ამ სამყაროში. პილიგრიმივით სულმა იარა, სხეულში შესახლდა განდეგილივით. მიწამ სხეული გამიზიარა, და დრომ ამაო გულისტკივილი. რადგან რა არის წუთისოფელი, და ბორკილებით გზები ნავალი. დაძონძილ სხეულში არ ჩანს ყოველი, ჩემი ბედი და თავგადასავალი. მხოლოდ სულია მასში დასვრილი, ის ბოროტებამ ბევრჯერ დაღარა. ამ სინანულით განვვლე მანძილი, და სულსაც გაუჩნდა ფრთებში ჭაღარა.
------------------------------------------------------------
ლამაზ სულებს არ ეხებათ დროის ცვლა და დაბლა ვარდნა. შენც ასეთი ლამაზი ხარ, დარჩი მუდამ ახალგაზრდა! დრო გადის და უფრო გიცნობ, გხედავ მრავალ ფერებით. დრო გადის და ჩემს გულს იბყრობ, შინაგანი მშვენებით. ალამაზებ შენ ჩემს ფიქრებს და სხვას არ გთხოვ ამის გარდა; მინდა იყო როგორიც ხარ, დარჩი მუდამ ახალგაზრდა! სახით მშვიდი ქერუბიმი, ტანით გავხარ ანგელოსს. სიმშვიდეს მგვრის ეგ ღიმილი, მსგავსი არსად არსებობს.
---------------------------------------------------------------
ასოები, სიტყვები, წერტილი და მძიმე, ფრაზები და თემები, შთამაგონეთ ვინმემ! აზრები და ფიქრები, ბნელი კატაკომბები... ქაოსი და შფოთვები, "მე" და ანგელოზები. ვულგარული პოზები. ქალები და ბოზები. ბალახი და ფოთლები, ბოთლები და ლოთები, პოემების სტროფები, მიჯნურების კოცნები. მშვიდობა და ომები, მდიდრები და მონები. ათეისტი ბრმები, მოძალადე მღვდლები. ტაძრად სათნო ცხვრები, გარეთ მხეცნი, მგლები. ბაზრობები ტაძარში, და ხატები კეისრის. ბრმა ტყვიები ნაკურთხი, სადღაც მალე გაისვრის.
-------------------------------------------------
დაღლილი სულით კვლავაც მივრბივარ, და ნაწრთობი სხეულის ამაყი განწყობა სულ არ დაეძებს ხორცის ბინადარს, კვლავ უნდა ლხენა და გზაზე გართობა. ყურს აღარ ვუგდებ სულის ძახილებს, სული სდის ხორცს და ოფლად მედება. უნდა გავჩერდე ვიდრე მამხილეს, უნდა ვაცადო სულსაც ქმედება. სულს მივაბარე სხეული, ხორცი, და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დაღლა. მეყო გართობა! მე უკვე მოვრჩი! მსურს ზევით! ზევით! მაღლა და მაღლა!
-----------------------------------------------------------------
კვალ-და-კვალ დამსდევს სევდის აჩრდილი. დაწყევლილი ვარ და დათარსული. მას არ აფერხებს დრო და მანძილი, მუდამ წინ მხვდება ჩემი წარსული. აწმყოსაც სითბოს აცლის განგება, წარსულის სიო ქრიშხლად მატყდება. მეტყვით:- გესიზმრა, ესე არ ხდება... -მაგრამ ეს ციკლი ჩემთან არ წყდება. ჟამთასვლა ჩემთან ასე ტრიალებს, და მუდამ იწვევს აზრთა ცვალებას. ისევ სიოა... ფოთლები შრიალებს, და ისევ ვნატრობ გარდაცვალებას.
--------------------------------------------------------------
უმოძრაო, მდინარე სისხლის, პულსი დუმდება, დედდება მიმიკა. აგონიაა სიკვდილმისჯილის, გველმა დაგესლა, გააქილიკა. უმოწყალო, სისხლის სიცივე, შავ-თეთრი ტონით მას ეხატება. პულსი გველივით ყელზე სისინებს, ის კი უარყოფს, ის ხომ არ კვდება. სხეულზე ძარღვები სუსტად პულსირებს, სიკვდილის სუნი იგრძნეს სვავებმაც. მის მიმიკაში შიში მუსირებს, გაფიცვა მოუწყვეს მისმა მკლავებმაც. უფერო ბინდი გონებას ყინავს, სული სამოსელ სხეულს განაგდებს. მის ცივ სახეზე მიმიკას სძინავს, სული მის სხეულს აგარ განაგებს.
-------------------------------------------------------------------------
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი, მდინარეს გავატან დაგროვილ დარდებს, მე ყველა გრძნობას ატომად დავშლი, სასუქად დავუყრი მეწამულ ვარდებს. ვარდებს დაკრიფავს მთვრალი პოეტი, სურნელით მოიხმობს დაკარგულ მუზას, ის ზღვაში გასვლას აღარ მოელის, ღვინოში ჩაუშვებს მეწამულ ღუზას.
-------------------------------------------------------------------------------
მგონი ვიცვლები და ვიბადები, მალე შევიძენ მე ახალ ფორმას. თითქოს იღვიძებს ჩემში ნოტები და ქმნის სულ ახალ მეტამორფოზას. როგორც ჭია პეპლად ქცეული, რეინკარნაცია მიზნად მქონია. ვარსკვლავთა მტვრისგან გამოვა სული, და ფრთებს შეისხავს მელანქოლია.
--------------------------------------------------------------------
ნება დავკარგე თავისუფალი, განთიადს ნეტა ვისთან უყურებს... წავიდა, დამტოვა ჭირისუფალი, ინერციითღა გული გუგუნებს. თან გაიყოლა თავისი ყოფა, და უფრო ხშირად მინდება თამბაქო. დანებება მე მქონდა მიზნად, მიხვდა და მყისვე თვითონ დამასწრო. ჩვევა დამჩემდა გაუგებარი, სიტყვებს და რითმებს ვეპოტინები. ნება დავკარგე გაუტეხარი, და მუზას მყისვე ვემორჩილები.
-----------------------------------------------------------------
ბავშვობიდან ვარ წარმოშობით, ემიგრანტი ვარ ეხლა სხვა ყოფის. მომენატრა ჩემო სამშობლო, იქ დაბრუნების ძალა არ მყოფნის. თითქოს დამსაჯეს ყოფაქცევისთვის, კვლავ ობლად ვდგევარ, ვტირი კუთხეში. ბავშვობიდან ვარ წარმოშობით, თუნდაც იერი მქონდეს უხეში.
--------------------------------------------------------------
ხანდახან მინდა ვიტირო, ვიტირო ხმამაღლა, მქუხარედ. გული დარდისგან დავცალო, ცრემლი დავღვარო მწუხარე. რომ მთლად დავცალო ნაღველი და სულიც შევამსუბუქო. სიზმრები დარდისგან ნაგვემი, ფერებით მოვაჩუქურთმო.
---------------------------------------------------------
ხის ნაფოტია ჩემი ხომალდი, ენთუზიაზმით ტალღებს მივაპობ, ჰორიზონტს მიღმა ცაა ლაჟვარდი, და ამ ზვირთებთან ჭიდილი მართობს. ვერას დამაკლებს მძლავრი ცუნამი, მე ამ ტალღებში ვისწავლე ფრენა, ფრთებად გავშალე მე იალქანი, ქარიშხალია დღეს ჩემი რწმენა.
--------------------------------------------------------
მივეჯაჭვე მთელი რწმენით, ათი მცნების მთაზე, საცდუნებლად დამესივნენ დემონები თავზე. ათი ცოდვა, ათი მახე, ათ დემონად აისახნენ, განცხრომას და ფუფუნებას, მთავაზობდნენ ნაირსახეს. -ცრუ ღმერთია, მიგატოვა, შენზე ჩვენ ვიზრუნებთო, -არ მოგაკლებთ ბარაქას, და გაძღომას მშიერსო. -არც სამოსი მოგაკლდება, არც სახლ-კარი ხნიერსო, -ჩვენ დაგიხსნით ჯაჭვებისგან, მიატოვე იესო. თავს მესხმიან ყოველდღე, სუსტ ადგილებს ეძებენ, ციხე მუდამ ალყაშია, მუდამ რწმენას უტევენ. არ ვნებდები, თავს არ დავთმობ, არ ვერგები დემონებს, ჩემს კარიბჭეს გავამაგრებ, ხმები ვერ დამიმონებს. იყო დრო, ბრმა ვიყავი, ხმებმა გამაბრუესო, უბრძოლველად ვმარცხდებოდი, რწმენა შემირყიესო. ღმერთმა ხელი გამიწოდა, სხვებმა ჩაიქნიესო, მხოლოდ მასთან ვარ ძლიერი, ის ერთია, იესო...
-------------------------------------------------------------------------
ვინ იცის?... იქნებ ახლოა გზის დასასრული... ვინ იცის?... იქნებ ეს გზა არ სრულდება... ისევ ჩემს გზაზე მხვდება უფსკრული, და ეს გზა მყისვე უკან ბრუნდება. ვინ იცის?... იქნებ ახლოა დღის აღსასრული... ვინ იცის?... იქნებ ეს დღე არ ღამდება... ისევ გამათბობს მზე გაბადრული, და ეს მზეც მალე გზას დაადნება... ვინ იცის?... იქნებ ახლოა ჟამი ნატრული... ვინ იცის?... იქნებ ეს ჟამი არც დგება... ისევ ჩემს ცაზე ჩნდება უფსკრული, სადაც მზე და გზა ერთად ვარდება...
---------------------------------------------------------------
ნუთუ სულ არ მოგეცი, რაც კი გრძნობა გამაჩნდა? რაც ითხოვე მიიღე და არაფერი არ დამრჩა. სიყვარული შენთან არა, არ გამოდის ფარული, სიყვარული შენ გცოდნია, არაორდინალური. ნატვრა შენი ყველა ახდა, ახდა ოპტიმალურად, მოვედი და შეგიყვარე, მყვარობ უნიკალურად. ეხლა შორს ვარ, მომენატრე, გნატრობ ჩუმად, ფარულად, ვიცი ჩუმად რომ შენც მნატრობ, არაორდინალურად.
-------------------------------------------------------------------------
გაჩერდი, გაჩერდი... შეინარჩუნე ღირსება, გაჩერდი, ნუ ფეთქავ, გაჩერდი, ხომ ხედავ, არ ღირს თვითგვემად. გაჩერდი, შეწყვიტე გუგუნი, შენ უკვე შენი იბრძოლე. გაჩერდი, ნუ ფეთქავ, გეყოფა, რაც კი შეგეძლო იღონე. გაჩერდი, ნუ ფეთქავ, გაჩერდი, რად გიღირს? რაღად ირსჯები? გაჩერდი, გესმის?! გაჩერდი! შენ უკვე არავის სჭირდები... გაჩერდი! ხმა! კრინტი არ დასძრა! მეყოფა რაც შენ გისმინე. ბოლთას ნუღარ სცემ, არ გინდა, ისედაც ბევრი გითმინე... გუგუნებ მაინც, გუგუნებ, ცხოვრებას ხურდას უბრუნებ, რუტინას არ წყვეტ, ჩურჩულებ, და შორს სინათლეს უყურებ.
------------------------------------------------------------ Knocking on Heavens Door (Bob Dylan ჩემებური თარგმანი)
მომხსენი დედა ეს მძიმე ტვირთი, დამძიმდა ჯვარი, ვეღარ ვატარებ. თვალს მიბნელდება, ეშვება ბინდი, და ვუკაკუნებ სამოთხის კარებს. დაბლა დააგდე დედა ეს თოფიც, აღარ გავისვრი, ხელს ვერ ვაკარებ. ჩემსკენ მოწევს ღრუბლები შფოთვით, და ვუკაკუნებ სამოთხის კარებს.
------------------------------------------------------------------
სიცოცხლე მოსჩქეფს, ჩემს ირგვლივ ხარობს, მეკი ქვის ლოდად გზად ვეღობები. ოდნავ მასველებს, გზას განაგრძობს, მე მის დინებას არ ვემონები. მაინც გამომხრავს, წამლეკავს ქვიშად, მაინც გამჟღინთავს სიცოცხლის ცრემლით. სანაპიროზე გამშლის ნატიფად, სადაც გარდაცვლილს სიცოცხლე მელის.
-------------------------------------------------------------------
გესროლე რითმით მე კომპლიმენტი, სიო დავთესე... გაგიცანი... გადის ხანი... როგორც სტიქიამ, მოიხმე შენ ოქსიგენი, და დამატეხე, მომამკევინე მე ქარიშხალი. მინდვრებად გიძღვნიდი ქათინაურებს, ხარბად კრეფდი და გვირგვინად წნავდი. შენ ჩემს ღვთაებად ქალი გაკურთხე, თუმცა მომაკვდავ გვირილას ჰგავდი. შენმა ღიმილმა მაქცია მე ბარბაროსი, შენ ვერ მოგხიბლა ჩემმა ცხოვრებამ. შენს ხიბლთან უძლურია ეს ავგაროზი, ვერც მან დამიცვა და ვერც გონებამ. მლაშე ტალღები ღაწვებს ასკდება, ზღვის გემი გეგონე, როცა ვარ ტივი. გვიანღა მიხვდი ჩემში რაც ხდება, სიყვარულს დაარქვი გრძნობა მარტივი. შაქარყინულად მიმირთვი, მლოკე, და უგემურად ჩემში კლავ ხალასს. მლაშე წვეთები მიკაწრავს ლოყებს, შენ ჩემში ხედავდი თურმე მასხარას. დამგმე, გამთელე, გამაჯანდაბე, გზა დამილოცე მოუსავლეთში. შენ, დედოფალმა გამაჯამბაზე, დამამარილე სევდის ნალექში. მორიგი ფიტული შემატე კედელს, ტრიუმფის დამადე თაღი დიდების. გამოფიტული გიწვდი ამ ხელებს, და იმედი მაქვს, დამიბრუნდები.
-----------------------------------------------------------------------
ამ ცხოვრების გადავლახე ერთი ეტაპი, სხვა ცხოვრებათა დამსდევს ზმანება. ჩვილი ბავშვი ვარ თითქოს სპეტაკი, კვლავ მელის გზა და ტანჯვა-წამება. ცელქი ვიყავი ალბათ, ცუდი მოწაფე, ვერ გავიზარდე და ვერ დავბრძენდი. ამ სიცოცხლეში თუ მოვკრეფ მოსაკრეპს, ჩავთვლი რომ მოვხუცდი, უკვე დავბერდი. გზას დავადგები ახლად შობილი, და როცა ამ გზაზე გადამეყრები. გამახსენდები ზღაპრად თხრობილი, რომ შენ მიყვარდი გადამეტებით. რომ შენ მიყვარდი ცხადად, მალულად, რომ შემიყვარდი მთელი ცხოვრებით. აღარ გინატრებ ვნებით და არც ფარულად,.. თუმცა ყოველთვის მემახსოვრები.
-------------------------------------------------------------
დიდ ოთახში ვარ მარტო, ეული, ფიქრებს ვებრძვი და ვიგერიებ. საკუთართავთან გამომწყვდეული, უსუსურობას ვაცნობიერებ. აქა-იქ მიყრილი ნივთები ოთახში, დაკარგულ აზრების ნაგავთა ხროვა. კვლავ მენატრება ის დრო ამ სახლში, კედლებში სითბო, და გარეთ თოვა. სიცივე ატანს მკერდში, გულს ყინავს, და ცივ ფიქრებთან მამარტოოვებს. აზრდაკარგულ გრძნობებს დამცინავს, გული იკიდებს სისხლის ლოლოებს.
-----------------------------------------------------------------
მირეკავს ღრუბლებს ციური მწყემსი, ცვალებადია დღეს უღრუბლო ზეცა. სადღაც შორიდან გრუხუნი მესმის, ან იქნებ ჩემს სულში სიმშვიდე ჭექავს. სადღაცა ზღვაა უსაზღვროდ მშვიდი, სადღაცა უდაბნოს წარღვნა წალეკავს, კვლავ გაიხარებს რასაც მკვდრად ვთვლიდი, და სიყვარული ჩემს გულს დამეწყრავს.
--------------------------------------------------------------
ქალაქის ნათებამ დაცხრილა ღამე... ვერა, ვერ ავნო, ისევ ღამეა... ღამეს ფარად აქვს ქათქათა მთვარე, უძლეველია მთვარე, დღეს ის სავსეა... დაღლილი ბრძოლით ქალაქი ქრება, წყნარდება ყიჟინა ლამპიონების. მთვარის სხივებში იძინებს ყველა, თითქოს ვიქეცით მთვარის მონები. ვინც დაიძინა ვუსურვებ მშვიდ ძილს, ზოგი კი გაჰყვა დაისს ცხენებით. არ ნებდებიან უკუნეთ სიკვდილს, მთვარეს ებრძვიან ღამის თენებით.
---------------------------------------------------------
მივდივარ გზაზე, მივდივარ მარტო, წინ სიშორეა, უკან წუხილი. მივდივარ რადგან ნოტები მიხმობს, და სიმფონია ჭექა-ქუხილის. წინ სიშორეა, წინ ზღვაა დიდი, წინ ამორძალი ქიმერებია, მივდივარ სადაც ცა და ხმელეთი ამომავალ მზეს ეგებებიან.
------------------------------------------------------------------
ღამეა ახლა სხვა იმედების, ჩუმი ნატვრების წყდება სიმები. სადღაც დღე არის, მზეა ედემის, სადღაც გალობენ სერაფიმები. ღამეა ახლა უკუნ ფერების, თითქოს სიბნელე სხეულშიც ატანს. მაგრამ ხმა მესმის სერაფიმების, ჩუმად არწევენ იმედის აკვანს.
-------------------------------------------------------
როგორც ნაპირს მიმოქცევა, ტალღა-ტალღად სევდა მახრჩობს,. და მღრღნელ ფიქრთა შემოღწევა, თითო ისარს დამღად მარჭობს. აქ ნადირობს მუდამ სევდა, დაგეშილი ფიქრებით. მან ხომ იცის ჩემი სვე და, გზას მოიკვლევს სიზმრებით. მან შემუსრა სამშვინველი და ჩემს აზრთა გალავანი. უდაბნოში იწელება ფიქრთა ტლანქი ქარავანი. თან მოჰყვება გრძელ ქარავანს მაგიური გრძნობა, განცდა. რომ ეს გზა ჰგავს დიდ მასკარადს, და ოაზისს ეს გზა აცდა.
---------------------------------------------------------
|