ალბათ, უმრავლესობას ვინც წიგნებს ვკითხულობთ გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც წიგნი წაგვიკითხავს და არ მოგვწონებია და შემდეგ ხელმეორედ წაკითხვისას აღმოვაჩენთ, რომ ძაან მაგარი წიგნი ყოფილია და იმდენად მაგარი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი წიგნი გამხდარა.
მე მაქვს ერთი დიდი მინუსი, როგორც მკითხველს: თუ თავიდან წიგნი არ მომეწონა ვკითხულობ სწრაფად (ზოგადად სწრაფად ვკითხულობ ხოლმე), ჰოდა მაგ სისწრაფეში ბევრი რამე მრჩება ყურადღების მიღმა. ეს ულისე თავის დროზე წავიკითხე ჯერ ქართულად და არ მომეწონა, თან არ ვიყავი მზად, რადგან მოდერნიზმის შესახებ ზედაპირული ცნობა მქონდა. შემდეგ რუსულად წავიკითხე და კომენტარების წყალობით და კიდე ჩემი წვალებით, ვაღიარე წიგნი და ჯოისი შემოქმედება, მაგრამ მოწონებით დიდად არც მაშინ მომეწონა. შემდეგ ინგლისურად ვცადე და სადღაც წავიტრაბახე ორიგინალში მაქვს წაკითხული-მეთქი, რაც სიცრუე იყო, რადგან 100 გვერდამდე ძლივს ავედი. რამდენიმე დღის წინ იყო დიდი ფასდაკლება ერთ-ერთ საიტზე და 30 წიგნი შევიძინე, მათ შორის ულისე და რადგანაც უმუშევარი ვარ ამ ეტაპზე და დრო თავსაყრელად მაქვს დავიწყე ინგლისურ ენაზე კითხვა.
იქედან გამომდინარე, რომ ინგლისურად სწრაფად ვერ ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი ინგლისური, ამ წიგნის წაკითხვა მომიწია სწორედ, რომ ნელა, უფრო სწორად ვკითხულობ. ჰოდა, აი, ახლა მიხვდი ამ წიგნი მუღამს. უკვე 300 გვერდი წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ, თან მხოლოდ ემოციურად არა, ინტელექტუალურადაც ძაან მოიტანა.
ძაან დიდი წიგნია, მართლა, აი ძაან და მხოლოდ ის არ არის ამ წიგნის ღირსება, რომ ლიტერატურაში და ზოგადად ხელოვნებაში რევოლუცია მოახდინა.
ასე აღწერო ადამიანების ცხოვრება დეტალურად, თან ისე, რომ მთელ კაცობრიობის ტყავში შეძვრე, მართლა დიდი ნიჭი სჭირდება და ასევე მონდომება და ნერვები.
ბოლოს მსურს ჩემი აღშფოთება გამოვხატო ქართულ თარგმანთან დაკავშირებით.
როგორც წინა პოსტში დავწერე თავისუფალი დრო ამ ეტაპზე თავსაყრელად მაქვს და აქედან გამომდინარე თარგმანს ვადარებ, ჰოდა მგონი ულიესს მთარგმნელი გარდაცვლილია, ამიტომ ვეცდები მაინც რბილად გავაკრიტიკო.
ვისაც წაკითხული გაქვთ გეცოდინებათ, რომ ჯოისი ერთ-ერთ თავში ინგლისური ლიტერატურის განვითარების სხვადასხვა ეტაპების მიხედვით ააგო და ბევრ დიდი მწერალს ბაძავს და პაროდიას აკეთებს, ჰოდა ჩვენს მთარგმნელს თურმე მართებულად არ მიაჩნია, რომ ეგ გაემეორებინა და შუშანიკის წამებიდან დაიწყო და ამოვიდა ბოლომდე.
აი, რატომ უნდა გააკეთო ასე ?!
ვინ გეკითხება შენ მართებულად რა მიგაჩნია ?
მთარგმნელმა მხოლოდ მაშინ უნდა შეიტანოს ცვლილება, როდესაც რაღაც სიტყვა საკუთარ ენაზე აზრის სწორად გადმოცემას ვერ ახერხებს.
მაგ ექსპერიმენტის ქართულ ვერსიას კიდე ვინმე მწერალი იზამდა თუ საჭირო გახდებოდა.