მაშაშადამე, ჩავუჯექი ელამ ფრანცისკანელთან ერთად 1547 წლის ბურგუნდიულს.
ეხლა გახურებულად რომ აღარა ვთქვა, ელამ ფრანცისკანელს ვეძახი სარტრს, იმიტომ რომ ფრანგიც არის და ელამიც. 1550 წლის ბურგუნდიული კი არის წიგნი "Being & nothingness", რომელიც კარგა ხანი იყო რიგში და როგორც იქნა რიგმა მოუწია. ეს წიგნი არც ელამია და არც ბურგუნდიული, ეს უბრალო აკვიატება მაქვენ. დიუმას გმირს, შიკოს და ძმა გორანფლოს უყვარდათ ეგ ღვინო და მე კიდე ეგენი მიყვარან.
ესეიგი უნდა ვთქვა რომ ჯერ ვარ მესამე (sic) გვერდზე. მაგრამ აღფრთოვანებისაგან захлёбываюсь. მიტო ვერ მოვითმენ რომ არ ვთქვა.
რაო ესეიგი: არსებობა არის მხოლოდ თვისებათა ერთობლიობა, totality of appearance. მაშასადამე იუზერჩიკებო, ისე აგიხდეთ ყველა სურვილები რაფერც მე ამ აზრს ვეოდებოდი.
კი!
კი!
კი!
ახლა ვისაც ზუსტი მეცნიერებები არ უყვართ ნუ ეწყინებათ და ანალოგიური მოსაზრებამდე ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა ვინც ჩაუჯდება მათემატიკას და განსაკუთრებით set theory-ს, სადაც რაიმე (სიმრავლე და ელემენტი) არსებობს მაშინათვე და მხოლოდ მაშინ თუ მის თვისებებს დაახასიათებ და ყველაფერი ამისაგან გამომდინარეობს. სხვათაშორის set theory იმავე პერიოდში შეიქმნა. და კვლავ სხვათაშორის, მხიარულ პიტიახშსაც დაუდია ამაში (being=totality of appearance) წილი.
კიდევ, მოსახერხებელია არსებულთა სამ გუნდად დაჯგუფება. ამ სისტემატიზაციისაგან პრინციპული არაფერი გამომდინარეობს, ყველანი არსებობის ამგვარ გააზრებაში ჯდება: სინამდვილე, ცნობიერებაში არსებული და ცნობიერებამდე (კონცეპტუალურად) არსებული.
კიდევ თუ არსებობა გამოვლინებათა ერთობლიობაა, სხვა კუთხით წარმოგვიდგება მთლიანობიდან საგნის, მაგალითად წიგნის გამოტანა და დამოუკიდებელ საგნად განხილვა. წიგნი რომელსაც კითხულობენ სხვა რაღაცაა, წიგნი რომელსაც არ კითხულობენ - სხვა. პირიქით, მაშინ არსებობა, თუ სრულფასოვნად (ამ დეფინიციით) გინდა გაიაზრო კვლავ ქმნის იგივე სურათს განუყოფელი სამყაროსი, როგორც ერთი დიდი დიფერენციალური განტოლებისა (არაზუსტი ხალხისათვის დიფ განტოლება არის რაღაცა, სადაც გაქვენ საყისი მდგომარეობა და განვითარების/მოძრაობის წესი, და ამით ყველაფერი, ყველანაირი მდგომარეობა ყველა დროში განისაზღვრება. ლეიბნიცის ოცნება).
ნებისმიერი აზრიც, სიტყვაც მეთოდია, ჩვენი ტვინის შეზღუდულობით ნაიძულევი. არსებობის ერთობლიობიდან რამდენიმე თვისებათა ამოგლეჯვა (და ამ ნაგლეჯს ვარქმევთ და ვარქმევთ საგანს) და რახან მათი ერთობლიობაში თვალის გადევნება არ შეგიძლია, აბსტრაქცია, სქემატიზაცია და აშ. და ეს დაჩეხვის პროცესი კარგად ხსნის შემეცნების შეზღუდულობას.
კიდევ საინტერესო ისაა, რომ ცნობიერება და სინამდვილე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს ამ შემთხვევაში. და სულ უფრო კომფორტული ვხვდები აზრთან, რომ ცნობიერებისათვის არსებობს მხოლოდ ერთი სინამდვილე, მაგრამ არსებობს ყველანაირი სინამდვილე და ცნობიერება. და როგორც ეხლა ამ ტექსტს აკაკუნებს რიჟა იუზერი, ისევე (მაგრამ რიჟა იუზერის შემეცნების და მისი პარა სინამდვილის მიღმა) სხვა გამოვლინებათა ერთობლიობა, რომელიც ამისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ იუზერი იქ ყვითელია. და ამგვარად არსებობს ყველანაირი სინამდვილე და მასში ყველანაირი ცნობიერება. ცოტა ფანტასტიურად კი ჟღერს, მაგრამ მეჩვენება რომ ეს ყველა კითხვებს ხსნის (სპობს) და მარტივიც ხდება ყველაფერი.
ცოტა სხვანაირად რომ ვთქვა: რიჟა იუზერის შემეცნებისათვის ყვითელიუზერიანი ერთობლიობა არაა სინამდვილე. ყვითელისათვის კი სიმეტრიულად - პირიქით. და ეს ორივე, მათ გარედან (მაგალითად მწვანესაგან [სვეტაფორი არ ავაწყე

] დანახული - "თანასწორია", ანუ არც ერთს არა აქვს რაღაც "სპეციფიური, უპირატესი" თვისება. მაგრამ ეს არ არის სუბიექტურ-იდეალისტური სურათი. ორივე შემთხვევაში არსებობს სინამდვილე, ობიექტური რეალობა.
იუზერჩიკებო, დუმილი არ იყოს, ხმა ამოიღეთ, რას ფიქრობთ ელამ ფრანცისკანელზე? ა?
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg
http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg