SuperVisorAnonimous@ServerJustAMinuteმადლობთ.
* * *
"ო, როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით!"
(ეს მარკესს ეკუთვნის)
თუკი მამაზეციერმა ერთი წამით დაივიწყა ის, რომ ჩვრის ტიკინა თოჯინა ვარ და მაჩუქა ცოტაოდენი სიცოცხლე, ალბათ ვერ ვიტყოდი ყველაფერ იმას, რასაც ვფიქრობ. უფრო მეტს ვიფიქრებდი იმაზე, თუ რას ვლაპარაკობ. საგნებს შევაფასებდი არა მათი ღირებულების, არამედ მათი მნიშვნელობის მიხედვით. დავიძინებდი ნაკლებს, ვიოცნებებდი მეტს, იმ აზრით, რომ ყოველი წუთი დახუჭული თვალებით - ეს სინათლის დაკარგული 60 წამია.
ვივლიდი მაშინ, როდესაც სხვები სიარულისგან თავს იკავებენ. გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც სხვებს სძინავთ. მოვუსმენდი, როდესაც სხვები ლაპარაკობენ. ო, როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით!
მამაზეციერს ცოტაოდენი სიცოცხლე რომ მოეცა, ჩავიცვამდი უბრალოდ, წამოვდგებოდი მზის პირველ სხივთან ერთად, არამხოლოდ სხეულით, არამედ სულიერად გაშიშვლებული.
ღმერთო ჩემო, რომ მქონებოდა გული, სიძულვილს ყინულში დავატყვევებდი და დავიცდიდი, ვიდრე მზე გამოჩნდებოდა. დავხატავდი მხოლოდ ვარსკვლავების გამოჩენის შემდეგ ისევე, როგორც ვან გოგი. ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე და სერრას სიმღერა იქნებოდა ჩემი მთვარის სერენადა. განვბანდი ვარდებს საკუთარ ცრემლებში, რათა მეწვნია მათი ეკლების სიმწარე და მათი ფოთლების ალისფერი კოცნა.
ღმერთო ჩემო, ნეტავ კიდევ მქონდეს ცოტაოდენი სიცოცხლე! დღეს არ გავაცდენდი, რომ არ მეთქვა საყვარელი ადამიანებისათვის, თუ როგორ მიყვარან ისინი. მე ვიცხოვრებდი სიყვარულით სიყვარულთან. დავუმტკიცებდი ადამიანებს, როგორ ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ბერდებიან, თითქოს სიყვარული ქრება. ამ დროს პირიქით, ისინი ბერდებიან იმიტომ, რომ აღარ უყვარდებათ.
ბავშვს ფრთებს შევასხამდი, მაგრამ მან თვითონ უნდა ისწავლოს ფრენა. ხანდაზმულებს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი მოდის არა სიბერით, არამედ მივიწყებით და მიუსაფრობით. ო, რამდენს ვისწავლიდი თქვენგან, ხალხო! მე გავიგე, რომ ყველას უნდა ცხოვრება მწვერვალზე, მაგრამ იმას კი ვერ ხვდება, რომ ნამდვილი ბედნიერება მას დაღმართზე დაშვებისას ელოდება. მე მივხვდი, როდესაც ჩვილი პირველად მამის თითს ჩაბღუჯავს თავის პაწაწინა ხელის მუშტში, ის მას სამუდამოდ იჭერს. მე მივხვდი, რომ ადამიანს უფლება აქვს ზემოდან უყურებდეს კაცს მხოლოდ მაშინ, როდესაც სურს მიეხმაროს და ფეხზე წამოაყენოს.
ო, რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაინც ცოტაა სარგებელი, იმიტომ, რომ როცა ყველაფერ ამით ჩემი ზანდუკი გავავსე, საუბედუროდ, ვკვდები.
(ეს მარკესმა დაწერა მას შემდეგ, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს . Guinevere)
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა, რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, თუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, თორემ მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.
გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", "მაპატიე", "მიყვარხარ", "მინდიხარ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცი.
თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა. ახლა სწორედ ეს მომენტია.
* * *
ეს უკვე მარკესს აღარ ეკუთვნის.
მე შენ მიყვარხარ! ჩემი სულის განთიადი ხარ!
უშენოდ ღმერთმა ნუ მაცოცხლოს ჩემო ოცნებავ!
მადლობელი ვარ, ამ დიდი გრძნობის მადლობელი ვარ!
მადლობელი ვარ, რომ მაზიარე ამ საოცრებას.
შენზე ფიქრები არ მტოვებენ არც ერთი წამით,
ჩემს ოცნებებში მხოლოდ შენ ხარ ჩემო იმედო,
აღარ მასვენებს მონატრება დღისით და ღამით,
განშორებისთვის არასოდეს არ გამომეტო.
თორემ მოვკვდები, ვერ ვიცოცხლებ უშენოდ ვერა,
ჩემი სიცოცხლის შინაარსი, აზრი შენა ხარ!
არა, უშენოდ ჩემი გული ხომ შეწყვეტს ძგერას,
შენ ჩემი სულის იმედი ხარ! მე შენ მიყვარხარ!
* * *
: Возможно в этом мире ты всего лишь человек, но для кого-то ты – весь мир! . .
markesi.
Возможно в этом мире ты всего лишь человек, но для кого-то ты – весь мир! . .