აი ეს ადრე დავწერე და ეხლა პატარა ცენზურაში გატარებულს გთავაზობთ

გრამატიკის აზრზე არ ვარ, ასე რომ შემინდეთ

-----------------------------
სოცუზრუნველყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი მომიახლოვდა, ხელი მხარზე გადამხვია და ყურში მთელი ძალით ჩამყვირა:
-შენ იცი რატომ ვაწვალებთ ხალხს ?
მე გაოგნებულმა ვუპასუხე
-არა... - და მან წყნარად განაგრძო, თითქოს რაღაც ინტიმურ თემაზე მესაუბრებოდა.
-ეხლავე აგიხსნი. ჯერ დავიწყოთ წყლიდან - წყალი H2O. არსებობისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. მატემატიკა ! გარდა იმისა რომ წყალს სვამს ადამიანი, აგრეთვე იყენებს სხეულის განბანვაში, სარეცხის რეცხვაში, საჭმლის დამზადებაში და ასე შემდეგ, მაგრამ ერთად ერთი პრინციპული მნიშვნელობა რომელიც წყალს შეესაბამება არის - ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი პირობა. და!.. არა საკმარისი. ეხლა მეორე - საკანალიზაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება ადამიანის სხეულიდან გამოყოფილი ფეკალური მასების გასატანად არსებული ადგილიდან.
ჩვენ ჩემო კარგო და კეთილო ადამიანო, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტად, უნდა ვეცადოთ რომ ადამიანებმა წყლით გაკეთებული საჭმელი კი არ ჭამონ, არამედ თავიანთი შარდით გაკეთებული. თან როგორც მოგეხსენებათ შარდი მარილებს შეიცავს და ეს დიასახლისს ააცილებს ზედმეტ ხარჯებს.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ საშუალო მათემატიკაა შვილო ჩემო, შენ უმაღლესი მათემატიკა არ გისწავლია როგორც ვამჩნევ.
ჩვენ უნდა შევძლოთ იმდენი, რომ ხალხმა თავიანთ შარდთან ერთად განავალიც ჭამოს! დამიჯერეთ ახალგაზრდავ, ეს ერთად ერთი გამოსავალია ჩვენი ზნედაცემული და მორალურად დაბინძურებული ერის განსაწმენდათ, აი რა არის უმაღლესი მათემატიკა !!!
სამწუხაროდ ერთეულებს თუ ესმით ეს საგანი ძირისეულად, მაგრამ დამიჯერეთ ახალგაზრდავ, ჩვენ იმდენს მივაღწევთ, რომ წყალთან ერთად ელ.ენერგიასაც გავთიშავთ და გაზსაც ! თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ: რა ბედნიერება იქნება ადამიანებისთვის სიბნელეში ჯდომა და საკუთარ მძღნერში ცურვა !
ეს ხომ სამოთხეა !!!
სოცუზრუნველყოფის თანამშრომელმა ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და სწრაფი ნაბიჯით გამშორდა.
ცოტა ხანი გაოგნებული ვიდექი და ვერ ვამჩნევდი გამვლელების ირონიას. შემდეგ გამოვფხიზლდი და სანამ სახლამდე მივიდოდი სულ იმაზე ვფიქრობდი რას დავუდექი იმ გიჟს და ვუსმინე მეთქი... ხალხის დასაცინი გავხდი...
მივედი სახლში, პალტო გავიხადე, ფეხსაცმელები გავიძრე და აბაზანაში რომ შევედი მაშინღა აღმოვაჩინე, რომ წყალი არ მოდიოდა...
მივიხედ მოვიხედე და გამახსენდა წინასწარ წყლით ავსებული ბოთლები...