Soso<Barjakuzu>აი ინებე

ორი წლის წინათ ერთად ვიყავით,
ორი წლის შემდეგ ხიდი ჩაინგრა,
ამ ხიდზე თურმე ბზარი ყოფილა
ბზარი, რომელიც სიყვარულს წყვეტდა.
იმ ხიდთან მისვლა აღარ მიცდია,
ხიდმა დამღუპა ხშირად მითქვია,
დავდივარ კენტად ქარბუქში, თოვლში,
ჩემი გათბობა არც გიფიქრია.
ნუთუ ერთხელაც ვერ მომინატრე
ვერ გაიხსენე წარსული სითბო,
ნუთუ ერთხელაც ვერ მაპატიებ
და შენ იმ გრძნობებს ვერ დაიბრუნებ.
ორი წლის წინათ ერთად ვიყავით
და ჩვენ იმ გრძნობებს ვერ გავუფრთხილდით,
გვეგონა ქარი ვერ წაგვაქცევდა
და ჩვენს სყვარულს ვერ წაგვართმევდა.
მაგრამ უძლურნი ვყოფილვართ ორნი
და ეს გრძნობები წალეკა ქარმა,
წალეკა ისე სულმოუთქმელად
ვით შემოდგომამ ფოთოლთა ცვენა.
არა, არ მინდა ამ ხიდთან ჩავლა
მე მეშინია მისი წარსულის,
ღმერთო შემინდე და მაპატიე
არ დამიბრუნო მძიმე წარსული.
მოგონებებმა ძილი წამართვეს,
ღამეა ჩემი თავშესაფარი,
მე ვეღარ ვუძლებ ტკივილს, სიმწარეს
და შემოდგომის უცოდველ ფიქრებს.
ახლა კი მარტო ვრჩები ფიქრებთან,
ვღებულობ კალამს, ფურცელს პატარას.
უშენოდ სანთელს ვეღარ ანვანთებ
ორპირი ქარი ჩამიქრობს ალბათ.
დრო კი რომ მქონდეს მოვირბენ ქუჩებს,
შენი სახლის წინ ავანთებ სანთლებს,
მე არაფერი არ მინდა შენგან
ოღონდ წარსულზე დავხუჭავ თავლებს.
ახლა კი მოვალ სასუფეველთან,
მუხლებს მოვიდრეკ საკურთხეველთან,
მაგრამ რად მინდა შენს მზერას კლავაც
რომ ვერ გავუძლო სასუფეველთან.
ორი წლის წინათ ერთად ვიყავით,
ორი წლის შემდეგ ხიდი ჩაინგრა.
ამ ხიდზე თურმე ბზარი ყოფილა
ბზარი, რომელიც წარსულსა გმობდა. . .