humanoidi
ერმონიული

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38097
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04
|
#499455 · 6 Jun 2004, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი მეგობრის მოთხრობაა:
ტერეზა მილიონის ანგარიში
დოკუმენტური ტექსტი
მამა კამდენს თეთრი, ბუნჩულა, ამერიკული ფეხბურთის ბურთივით დიდი და ოვალური, ოდნავ წამოწითლებული პირისახე ჰქონდა ზედ დაკოსებული პატარა, კეთილი თვალებით. კარები მიკი მაუსივით პატარა და სასაცილო გარეგნობის თეთრ, მოტკეცილ შარვალში და კაშკაშა წითელ პერანგში გამოწყობილმა მოხუცმა ქალმა გააღო. _ უკაცრავად, ტეს, დილის მესა ცოტა დიდხანს გაგრძელდა და... _ მოუბოდიშა მამა კამდენმა და ხელი გულითადად ჩამოართვა. მოხუცს ტანში სასიამოვნო ჯრუანტელმა დაუარა. რა კარგი კაციაო, გაიფიქრა. _ არა უშავს, _ უთხრა მან და სახლში შეუძღვა. _ აი, აქეთ, მაგიდასთან დავსხდეთ, _ თქვა მან, მაგრამ მაგიდაზე დაყრილ ქაღალდის გორებს მოკრა თვალი, გუნება წაუხდა და გადიფიქრა. _ აღარ შემიძლია ამ ქაღალდების ატანა, _ წაილუღლუღა მან, _ აი აქ, ტახტზე ჩამოვჟდეთ, _ უზარმაზარი ტელეეკრანის წინ მდგარ დიდ ტყავის ტახტზე მიუთითა. _ როგორც შეყვარებულები, არა? _ იხუმრა მამა კამდენმა. _ ჰო, როგორც შეყვარებულები! გამხიარულდა მოხუცი, _ მადლობელი ვარ, რომ მოხვედით. _ რას ამბობთ, ეს ჩვენი ვალია. როგორ ხართ. ყველაფერი მითხარით! _ ეჰ, რა გითხრათ, მამაო კამდენ. რაც მაიკლი აღარ არის, რაღაა ჩემი ცხოვრება. მამა კამდენმა თვალები უხერხულად დახარა. _ ისე, ცუდი ცხოვრება არ გვქონია მე და მაიკლს. საინტერესოდ ვცხოვრობდით. ყოველი კვირის ბოლოს საყიდლებზე დავდიოდით. მთელ დღეს იქ ვატარებდით. მერე მოვიდოდით, მანქანა სავსე გვქონდა პროდუქტებით. პარკებს პირდაპირ იატაკზე ვყრიდით და ვიცინოდით. რას აღარ ვაკეთებდით-ხოლმე. ათას სისულელეს... ერთხელ ძველისძველი კადილაკი ვიყიდეთ. სულ შავი, სახურავი ახდილი ქონდა. რათ გვინდოდა ნეტა, მაგრამ მაინც ვიყიდეთ. ქუჩაში რომ გავიდოდით, ბავშვები ამოგვახტებოდნენ ხოლმე და ვიცინოდით. მერე ორი ათასად გავყიდეთ. სულელი ვარ, არ უნდა გამეყიდა. ჟერ ერთი, ორიათას ექვსასად გვქონდა ნაყიდი და ორიათას ხუთასად რატომ უნდა გამეყიდა. ეგეც არ იყოს, რომ შემენახა, ახლა ალბათ ოცი ათასად გავყიდდი, როგორც ანტიკვარს... ისე ორივე კარგ ფულს ვაკეთებდით, თუმცა მაგრადაც ვმუშაობდით. ჩემს სიცოცხლეში შვებულება არ ამიღია. ჩემი შემყურე, მაიკლიც აღარ გადიოდა –ხოლმე შვებულებაში. ბოლო ორმოცი წელი შაბათ-კვირასაც არ დაგვისვენია. აბა რა მექნა, ოვერტაიმებს* მიხდიდნენ და ამხელა გადასახადებს გადახდა ხომ უნდოდა. ამიტომ მაქვს ამხელა პენსია, თორემ ახლა ალბათ უკვე სადმე აყროლებულ ნერსინგ ჰოუმში ვიქნებოდი დაავადმყოფებული და პამპერსგამოუცვლელი... საშინელებაა, რაც იქ ხდება. საერთოდ არ გაქცევენ ყურადღებას. ერთხელ დავტოვე მაიკლი და ვინანე. საღამოს რომ მივედი, მშიერი და აქოთებული დამხვდა. მომვლელი კი ღიმილით მეუბნება, ყველაფერი კარგადაა, მაიკლი დღეს კარგი ბიჭი იყოო. შავი დღე ვაყარე, რა არის კარგად, მთელი დღე უპატრონოდ რომ აგდია_მეთქი? ნუ გეშინიათ, სუფთადააო. მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ვალდებულები ხართ დღეში სამჟერ აჭამოთ და დაბანოთ-მეთქი. არადა, გაგიჯდები, ისეთი ხელფასები აქვთ მაგ ექთნებს. დღეში ათას დოლარზე ნაკლები არცერთს არა აქვს. გგონია მოვერიდე, პირდაპირ მივახალე, ამდენ ფულს ხვეტავთ და განძრევაც არ გინდათ-მეთქი. თუ იცით მერე მაქედან სინამდვილეში რამდენს ვიღებთო. ძალიანაც კარგად ვიცი, ბუღალტერი ვარ-მეთქი. საბუღალტრო რომ დავამთავრე სთილუორქერს-ში მოვეწყვე. ჟერ ცოტას მიხდიდნენ, საათში 12 დოლარს, მაგრამ რომ ნახეს, რომ კარგად ვმუშაობდი, მთავარ ბუღალტრად გადამიყვანეს. 72 კაცი მებარა! მაგრად ვმუშაობდი და რაც მთავარია, სამართლიანი და კომპანიის ერთგული ვიყავი. ერთხელ მახსოვს ტელეფონზე კლიენტს ველაპარეკებოდი და ერთი ბიჭი შემომიჩნდა, გინდა თუ არა დამარეკინეო. თან თან რაღაც სისულელეებს მიყვებოდა და მეღლაბუცებოდა, მგონი მეკურკურებოდა. ერთხელ და ორჟერ არაფერი ვუთხარი, მაგრამ სულ რომ თავს გავიდა, უფროსთან შევედი და ვუთხარი, მნიშვნელოვან კლიენტს ველაპარაკები და ხელს მიშლის, კომპანიას ფულს აკარგვინებს-მეთქი. გააგდეს ის საწყალი. თუმცა მე რა უნდა მექნა, რაც იყო, ის ვთქვი. თავიდან დღეში ასი დოლარი მქონდა, მაგრამ მერე იმდენი ვქენი, ორას დოლარამდე გამიზარდეს. ხუთ დღეში ათასს მაძლევდნენ. მაიკლი მშენებლობის ბიზნესში იყო. ერთი წამით მოსვენება არ იცოდა, სულ სამუშაოში იყო ჩაფლული. ხანდახან შეკვეთებს სხვა ქალაქებში აძლევდნენ და ორი-სამი თვე სახლში ვერ მოდიოდა. მთელი ცხოვრება ასე შრომაში გავატარეთ, სანამ ეს უბედური ავარია არ მოუვიდა. ამის შემდეგ დაეწყო ყველაფერი. ხან სახლის გასაღები ავიწყდებოდა, ხანაც გარაჯის ჩაკეტვა, მაგრამ ეს ხომ ყველას მოსდის. მეც მავიწყდება-ხოლმე გასაღები, მაგრამ სრულ ჭკუაზე ვარ, არც ალცჰაიმერი მაქვს და არც არაფერი, მაგრამ თავიდან ექიმს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ახლახანს, 3 წლის წინ მითხრა, ალცჰაიმერი აქვს და არაფერი ეშველებაო, არადა ათი წლის წინ დაეწყო, იმ ავარიის მერე. არაფერი მომიკლია, მომვლელი ავიყვანე და ინვალიდის ეტლით დაგვყავდა ყველგან. . . . . დოლარი დამიჟდა. წესით უფასოდ ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, მაგრამ ამ ჟგუფს არ ეკუთვნისო. პირველი მომვლელი ჟონ ჰალი იყო, მაღალი, მხარბეჭიანი, 700 დოლარი მომთხოვა, დამოუკიდებელი იყო, თავისი თავის დაცვა არ ეშლებოდა და არც არაფერი გამოეპარებოდა. კაი გაიძვერაც იყო, ექიმი ვარო, გაიძახოდა, სინამდვილეში ვეტერინარი იყო. არაფერს აკეთებდა, დაჟდებოდა და მთელი დღე ტელევიზორს უყურებდა. რას მიჩერებიხარ მაგ ყუთს-მეთქი, რომ ვეტყოდი, აბა, რა ვქნა, მაიკლს სძინავს და სიზმარშიც ხომ არ ჩავყვებიო. ჟონი ჰალის მერე პიტერი მოვიყვანე. ევროპელი იყო. ხუთას სამოც დოლარს იღებდა და ყველაფერსაც აკეთებდა, სახლს ალაგებდა, ჭურჭელს რეცხავდა, ხალიჩები გარეთ გაჰქონდა და წმენდდა. თუ რამე გაფუჭდებოდა, შეაკეთებდა. მაიკლი რომ ყვირილს დაიწყებდა, გინდ ღამის 4 საათი ყოფილიყო, წამოვარდებოდა და მიხედავდა. ტელევიზორს სულ არ უყურებდა, მაგრამ სულ წიგნებს კითხულობდა. სულ სიგარეტის წევაში იყო. ამდენს იმიტომ ვეწევი, რომ ბავშვები მენატრებაო. ექვს თვეში წავიდა. იმის ნაცვლად ლი მოვიყვანე. ესეც ევროპელია და ესეც დღედაღამე წიგნებს კითხულობს. საერთოდ რაღაც უცნაურები არიან ეს ევროპელები. სულ რაღაც სისულელეებს იძახის. იმ დღეს მითხრა, ღმერთს მდიდრები არ უყვარსო. აბა, ვინ უყვარს-მეთქი. ინდიელებიო, იმიტომ რომ ოქროს არ ეკარებოდნენო. მაგდენ წიგნს რომ კითხულობ თავი სისულელეებით იმიტომ გაქვს გამოტენილი-მეთქი. მაგის თავის ტკივილიც და უძილობაც სულ წიგნების ბრალია., მაგრამ არ სჟერა. პირიქით, უძილობის ბრალია ყველაფერიო, ამბობს. აღარაფერს ვეუბნები, რაც უნდა ის უქნია. სულ რაღაცას წერს ხოლმე თავისთვის. პიტერი ამბობდა ეკლესიების რესტავრატორი ვიყავიო, ხელფასს არ მიხდიდნენ და მაინც ვმუშაობდიო. არ ვიცი რაში სჭირდებოდა ამის თქმა. ეს ლი კი სულ წერს და წერს, რაღაცას ვთარგმნიო, რამდენს გიხდიან-მეთქი. ადრე მიხდიდნენ და შემიწყვიტესო. აბა, რაღატომ აკეთებ-მეთქი. ისე, ჩემთვისო. რომ შემატყო რომ არ დავუჟერე, ასე მითხრა, მინდა ეს წიგნი ჩემს ენაზეც იყოს თარგმნილიო. მომატყუა, ეგონა სხვა სამუშაოს კეთებას დავუშლიდი. მერე კიდევ რამოდენიმეჟერ ვკითხე, მინდოდა გამომეტეხა. ხან რას იგონებდა, ხან რას, ფორმაში რომ ვიყო იმიტომ ვწერო., რომ არ მომწყინდესო და რა ვიცი რას აღარ ამბობდა. კარგა ხანს არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ამას წინათ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ისე, კაი ფულს დააგროვებ, ცალკე ჩემი 500 დალარი და ცალკე იმ თარგმნის ფული-მეთქი. კიდევ არ გჟერაო, გაეცინა, ეგონა უკვე დავიწყებული მექნებოდა. არა-მეთქი. ჰო, კარგი, რახან გინდა გეტყვი, რომ ფულს მიხდიანო, როგორც იქნა გამოვტეხე. ისე, საქმეს კარგად აკეთებს პიტერივით, მაგრამ ტყუილებიც პიტერივით უყვარს. ეტყობა ყველა ევროპელი ასეთია. თან ისეთ ტყუილებს იტყვიან, ვერ გაიგებ რაში სჭირდებათ. იმისი არ იყოს, იმ დღეს, დაღლილი მოვედი მაღაზიიდან, და ჩამეძინა. ჰოდა დრო იხელთა და მთელი დღე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული. საღამოს ბობმა დამირეკა, ჩემმა ძმიშვილმა და მთელი დღე გირეკავ და დაკავებააო. ლის რომ ვუსაყვედურე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, დღეს ტელეფონს საერთოდ არ მივკარებივარო. ჩემი ტელეფონი იმახსოვრებს, რამდენი ხანია ნალაპარაკები. ამოვიწერე და ვაჩვენე, აი, სამჟერ დაგირეკავს და სამივეჟერ საათზე მეტხანს გილაპარაკია მეთქი. მაინც არ გატყდა, მაგ ტელეფონს რაღაცა ჭირსო. არაფერიც არ ჭირს-მეთქი. შენ ტელეფონების უფრო გჟერა თუ ადამიანებისო. როგორც შენ ვერ დაგაჟერებ ახლა, რომ ყველაზე ცუდ ქვეყანაში ცხოვრობ, ისე ვერც მე დამაჟერებ, რომ ტელეფონზე ვილაპარაკეო. ტელეფონი ზუსტად იწერს ყველაფერს-მეთქი. ჰოდა, ნუ მიყვირიხარ, ეგ ყოფილა ადამიანი და მაგას უყვირეო, მომაძახა და გარეთ გავარდა. ბავშვივითაა, ყველაფერი წყინს. იმ დღის არ იყოს, ვხედავ, ერბოკვერცხს სამი კვერცხით აკეთებს. გავბრაზდი. ვეუბნები, ვის გაუგონია ერბოკვერცხი სამი კვერცხით-მეთქი. აბა რამდენი უნდაო. ერთი, ან ორი-მეთქი. თანაც ერბოკვერცხს ბეკონის გარეშე ვინ აკეთებს-მეთქი. მე არ მინდა ბეკონი, ჩვეულებრივი ერბოკვერცხი მინდაო. ჩვეულებრივი ერბოკვერცხი ბეკონითაა და ეგ კი, რასაც შენ აკეთებ, ნაგავია-მეთქი. სულაც აღარ მშიაო და გავარდა გარეთ. ეგეთ სცენებს მიწყობს ხოლმე, მაგრამ მაინც მოვარჟულე. ერბოკვერცხის გაკეთებაც ვასწავლე და სირიალის ჭამაც. მაგრამ მაიკლს მაინც კარგად უვლიდა, სანამ ცოცხალი იყო. უკვე ორი თვეა, რაც მაიკლი აღარ არის, მაგრამ მაინც არ გავუშვი. მარტო ყოფნის კი არ მეშინია, თვალის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და მანამდე მჭირდება. თანაც ამხელა სახლში რა ვაკეთო. დიდი სახლია ერთი კაცისთვის. ზემოთ მარტო ორი საძინებელია. დანარჩენი ღია, შემინული ჭერია. ქვემოთ ცხრა ოთახია. სახლი ორას ორმოცი ათასი დამიჟდა, მაგრამ ერთი ორმოცდაათი ათასი კიდევ დავახარჟე: იატაკები სულ გამოვცვალე, ახალი ლინოლეუმები დავაგე. მარტო დარაბები ხუთი ათასი დამიჟდა. სამი სააბაზანო ოთახი გავაკეთე _ ორი ქვემოთ, ერთიც ზემოთ. ერთი ოცი ათასიც ახალი ავეჟი დამიჟდა. ახალი ტელევიზორებიც ვიყიდე. კაბელი შემოვაყვანინე, ხუთასი არხი მაქვს. ტექნიკაც შევიძინე _ ვიდეო, სიდი, დივიდი და ყველაფერი. აქ რომ გადმოვედით ორი წლის წინ, მაიკლი ჟერ კიდევ ფეხზე იდგა. მთელი ცხოვრება ამ სახლს შევწირე... მანამდე უილიამსტოუნში ვცხოვრობდით. ის სახლი უფრო პატარა იყო. პირველ სართულზე ხუთი ოთახი იყო, მეორეზე ოთხი. ასოცი ათასად გავყიდე. კიდევ ერთი სახლი გვქონდა ატლანტიკ-სიტიში. ოცი წლის წინ გადავაგდე. გადაგდებაა, აბა რა არის, სულ ოცი ათასად გავყიდე. ზედ ოკეანის პირზე იყო. ახლა ის სახლი ნახევარი მილიონი ღირს. შევცდი, არ უნდა გამეყიდა, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდი. მაიკლის მერე ჩემი ძმა, რიჩარდიც წავიდა. ზუსტად ერთ კვირაში. თერთმეტი და-ძმიდან მარტო მე დავრჩი. მე ვუვლიდი იმ საწყალსაც, მოხუცებულთა სახლში იყო. მარტო მე მივდიოდი ხოლმე. რომ გარდაიცვალა, იმ დღეს ლესლიმ დარეკა, ჩემი ძმის, რეიმონდის შვილმა, უნდა მივიდე სანახავადო. მე ვუთხარი, მაიკლი გადაყოლილი იყო შენზე და იმის სანახავად არ მოსულხარ და რაღა რიჩარდზე გადაირიე-მეთქი. მართლა გადაყოლილი იყო მაიკლი მაგაზე. შაბათ-კვირას ძაღლს გვიტოვებდა და ჩვენ ვუვლიდით. ერთხელ მაიკლმა მთელი დარაბები თავისი ხელით გამოუცვალა. მაიკლი რომ მოკვდა, ერთხელაც არ გამოჩენილა, არც დაურეკავს. არც ჟერი მოსულა, არადა გადაყოლილები ვიყავით მაგაზე მე და მაიკლი. მაგის შვილებს ისე არ გავუშვებდი, ათდოლარიანი არ ჩამედო ჟიბეში. ხანდახან ოცდოლარიანსაც ვჩუქნიდი, როცა ათდოლარიანი არ მქონდა.
ნეტა გამეშვა, აღარ წამომაძახებდა, შენი გულისთვის სამსახური დავკარგეო. მაიკლი რომ მოკვდა, ჩვენმა აგენტმა,* მისიმ მაშინვე სხვა სამსახური უშოვა, მაგრამ მე ვუთხარი, ჟერ აქ მჭირდება მეთქი და დავიტოვე. რა ვიცოდი, ორ თვეში ხელს თუ მომტეხავდა. . . ჰო, ხელი მომტეხა, ”ჰოუმ დიპო”_ში მივდიოდით, ფოცხი უნდა გვეყიდა. მანქანა გარაჯიდან გამოიყვანა და მელოდებდა. მანქანას მივუახლოვდი, უცებ ადგილიდან მოსწყვიტა, არ ვიცი რა ჭირი ეტაკა. მეც, არ ვიცი რამ მაიძულა, რატომღაც მანქანის სახელურს ჩავჭიდე ხელი. ჰოდა გამიტაცა და ძირს დამაგდო. ისე შემეშინდა, ვიფიქრე, ვკვდები-მეთქი. ლიმ მანქანა გააჩერა, გადმოხტა და მომვარდა. მომწდი თავიდან-მეთქი, დავუყვირე, მაგრამ რომ შევხედე, რა დღეში იყო, შეშინებული და დაბნეული რომ აქეთ-იქით აწყდებოდა, შემეცოდა და დავუძახე. ფეხზე წამომაყენა და სახლში შემიყვანა. იმ დღეს აღარსად წავსულვარ. ყველაფერი მტკიოდა. მეორე დღეს 4 ივლისი იყო და ექიმთან მარტო მესამე დღეს წავედით. ჩემს ექიმს რომ დავურეკე, ასე მითხრა, რახან მანქანაა საქმეში ჩარეული, იძულებული ვიქნები, პოლიციას შევატყობინო, ამიტომ თუ გინდა მაგ ბიჭს პრობლემები არ შეექმნეს, სხვა ექიმთან მიდი და უთხარი, ვითომ დაეციო. შემეცოდა ლი. პოლიციას რომ ეს ამბავი გაეგო, ქვეყნიდან გააგდებდნენ. ავდექი და სხვა ექიმთან წავედი. ლის ძალიან გაუხარდა. სულ მადლობები მიხადა. არასოდეს დაგივიწყებო! არ დამივიწყა კი არა, ორ კვირაში აღარ ახსოვდა. აქედან რომ მიდიოდა, სხვა სამსახურში რატომღაც დახასიათება მოსთხოვეს. მე ჩემს ადვოკატს დავურეკე. იმან მითხრა, არავითარ შემთხვევაში არავის დახასიათება არ მისცე, რა იცი, რა ხდება და პასუხისმგებლობას შენს თავზე ნუ აიღებო. ლის რომ ეს ვუთხარი, ეწყინა, სამსახურს მაკარგვინებო. ორი დღე დაღვრემილი დადიოდა და მოკლე პასუხებს მაძლევდა. მერე იყო და მაგის მეგობარმა, დენიელმა დაურეკა და შენთვის სამსახური მაქვს, ორშაბათს მოვალ და წაგიყვანო, უთხრა. მე ვუთხარი, ორშაბათს სასამართლოში მაქვს საქმე და ექიმთანაც მისასვლელი ვარ, შენ თუ წახვედი, ვინღა წამიყვანს-მეთქი. კარგი, ჟერ შენ წაგიყვან სადაც გინდა და მერე წავალო. ორშაბათს დილით სასამართლოში უცებ გადაწყვიტეს საქმე. ას ოცი დოლარის ჟარიმა მომიხსნეს. ექიმმაც მალე გამომიშვა. ლი მეუბნება, რაკი ყველაფერი მოიმთავრე, მე დენიელს დავურეკე სასამართლოდან და ახლა სახლთან გველოდება, რომ წამიყვანოსო. რომ მოვედით, დენიელი მართლაც გარეთ იდგა. გავმწარდი, ეს ორი ღლაპი ასე მასხრად რომ მიგდებდა. ვეუბნები, ვერ გაგიშვებ, საყიდლებზე ვარ წასასვლლელი და კიდევ დამჭირდები-მეთქი. დენიელი ამბობს, ახლავე თუ არ წავიყვანე, იმ სამუშაოზე სხვას აიყვანენო. ჩემს გარდა ყველაფერს ანგარიშს უწევთ და ყველაფერს ბოლო წუთას მეუბნებით, მაგრამ ამჟერად არ გაგივათ-მეთქი. თუ ახლა წახვალთ, პოლიციაში დავრეკავ და ავარიაზე მთელ სიმართლეს ვეტყვი-მეთქი. ეს კი გადავამლაშე. ვერსად დავრეკავდი, რადგან პოლიცია იმასაც გაიგებდა, ტურისტს რომ არალეგალურად ვამუშავებ სახლში და მტრისას, ისე დამაჟარიმებდა. სადაც გინდა დარეკეთ, მე თქვენთვის მანქანა არ დამირტყამს, თვითონ დაეტაკეთ გვერდიდან გიჯივითო. ვნახოთ, ვის დაუჟერებენ მეთქი. ამაზე გატყდა. ერთხანს ჩუმად იდგა, მერე უცებ ხვეწნა დამიწყო. ახლა რომ ეს სამუშაო დავკარგო, მერე თვეობით უმუშევრად უნდა ვიჟდე, ამასობაში ვიზა გამითავდება და უფულოდ მომიწევს ჩემს ქვეყანაში წასვლაო. მთელი ერთი წლის წვალება წყალში ჩამეყრებაო. ცხოვრებას ნუ გამიმწარებო და ეგეთები. შენ რომ ხელი მომტეხე, კარგი იყო-მეთქი? ეგ შემთხვევით მოხდა და ახლა შურისძიებით რა შეიცვლებაო. შურისძიება კი არა, ელემენტარული პატივისცემა მჭირდება-მეთქი. მოკლედ, არ გავუშვი. მეყო ყველას თავხედობის ატანა. რაც მაიკლს ალსჰაიმერი დაემართა, იმის მერე ყველა დაიკარგა ნელ-ნელა. არადა, ყველაზე გადაყოლილი ვიყავი. მარტო ბობ ბივერი აკითხავდა ბოლომდე. თავის შვილთან, სკოტთან ერთად მოდიოდა-ხოლმე, მაგრამ მაგაზეც ნაწყენი ვარ. ჟერ ერთი, მაიკლს მასხრად იგდებდნენ. როგორც სულელს, ისე უღიმოდნენ. მაიკლს კი გონება არასოდეს დაუკარგავს, მარტო მახსოვრობა და მეტყველება წაერთვა, ჭკუით კი სრულ ჭკუაზე იყო. თუ რამე არ უნდოდა, ვერაფრით ჰოს ვერ ათქმევინებდი. ერთხელ ლის დიდხანს ყავდა გარეთ და რომ დაბრუნდნენ მთელი წინადადება თქვა. “ხელები გაყინული მაქვს!” ზუსტად ასე თქვა. ეგენი კიდევ მოვიდოდნენ და “ჰეი ბიჭო, მაიკლ!” ან “კაცურ კაცს ვახლავარ!” ან “აბა კაცები, კაცური კაცები!..” რაღაც ეგეთებს ეუბნებოდნენ და სულელებივით იკრიჭებოდნენ. მოკლედ, მასხრად იგდებდნენ, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. ხომ მოდიოდნენ მაინც. თანაც ყველაფერში მეხმარებოდნენ. ნათურებს ცვლიდნენ, სარდაფს მალაგებინებდნენ და რა ვიცი, თუ რამე იყო სახლში გასაკეთებელი, მაგათ ვეძახდი. ოც დოლარს ვაძლევდი საათში ბობსაც და სკოტსაც. რაც მაიკლი მოკვდა, ეგენიც აღარ გამოჩენილან. მეც არ ვურეკავ. თუ დარეკავენ, თვითონ დარეკონ.
მოხუცი გაჩუმდა და თავი ჩაღუნა. მამა კამდენმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ტერეზამ ისევ ასწია თავი და საყვედურით სავსე თვალები შეავლო. _ ყველაზე ნაწყენი ვარ. აგერ რიტა, ჩემი მეგობარი. მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით, ახლა კი არაფრად მაგდებს. იცის, რომ როზანასთან ნაჩხუბარი ვარ, მაგრამ იმასაც ემეგობრება და მეც. არადა, მაგაზეც სულ გადამკვდარი ვიყავი, სულ რაღაცას ვჩუქნიდი. შარშანწინ ფეხი რომ მოვიტეხე და მანქანით მაღაზიაში მატარებდა, თითო წაყვანაში ოთხმოც დოლარს ვუხდიდი. ეგ კიდევ სულ წუწუნებდა, ბენზინი არ მყოფნისო. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, საკმარის ფულს გაძლევ იმისთვის, რომ ბენზინი ჩაასხა-მეთქი. გაჩუმდა და იმის მერე ხმა აღარ ამოუღია. თვითონ ვითომ მეხმარება, მაგრამ ამ დროს თავის საქმეს იკეთებს. იმ დღეს რაღაც თოჟინები მაყიდინა, თითო ოც დოლარად. ერთ კვირაში კი წამოცდა, ჩემს შვილიშვილს დაავალეს სკოლაში იმ თოჟინების გაყიდვაო. ოთხი ცალი მაყიდინა. რა ჟანდაბად მინდოდა. ისევ ვინმეს უნდა ვაჩუქო. ნეიდინს ვაჩუქებ. სამაგიეროდ ფოლადის დრაკონს მომცემს. მაგას მაინც ერთი ცალი აქვს, ჩემს კოლექციას კი მოუხდება. წამით ჩაფიქრდა. _ ეჰ, მამაო კამდენ, მთელი ცხოვრება ყველაზე გადაყოლილი ვარ და ყველა მე მძარცვავს. გარაჯში რომ მაიკლის ღვინოები იყო, თითქმის სულ დაცლილია. მუშები რომ მოდიან, ისე არ წავლენ, ერთი მაინც არ გაქრეს. ვერავის დავაბრალებ, მაგრამ ერთზე მაქვს ეჭვი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ მაგას მიაქვს. რაღაცნაირია, არ მომწონს. სხვები სულ მეკითხებიან, ტეს, შეიძლება კოკა-კოლა ავიღოთო, ეგ კიდევ მოვა, პირდაპირ გამოაღებს მაცივარს და ისე აიღებს, არც შეგეკითხება. საჭმელზეც არასოდეს უარს არ იტყვის. ყველა მუშას უთქვამს უარი ერთხელ მაინც. ეგ კიდევ, სენდვიჩს რომ შესთავაზებ, ყოველთვის გართმევს. ასეა, ყველა წაგლეჟვაზეა. ბეწვის ქურქი ხომ მოიპარეს სარდაფიდან. დღემდე არ ვიცი, ვინ წაიღო. ხუთი ათასი მქონდა მიცემული. თანაც პარიზიდან იყო გამოწერილი. დაზღვევის ხალხს რომ ვუთხარი, მოვიდნენ, მთელი სარდაფი გადააქოთეს, ყუთებით ტანსაცმელი ამოიტანეს და გარეთ გაიტანეს. მანქანაში აწყობდნენ. სულზე მივუსწარი. რას შვებით-მეთქი. ძველია, უნდა გადავყაროთო. ძველი კი არა სულ უხმარია-მეთქი, უკან შემოვატანინე. წაღება უნდოდათ. ვითომ გადაყრიდნენ, სინამდვილეში კი გაყიდნენ. ბობ ბივერის ბიჭსაც, სკოტსაც გარაჯიდან ინსტრუმენტები მიაქვს და ყიდის. მოეწონება თუ არა რამე, იმწუთას მამამისს ეძახის: “მამა, ამაზე რას იტყვი?” მერე კი მიაქვს და უკან აღარ აბრუნებს. არა, ცუდი ბიჭი არაა. რემონტების ბიზნესშია. ხანდახან მილიონიანი შეკვეთებიც აქვს... ჩემი ძმის, რიჩარდის სახლი უნდა გავარემონტებინო და გავყიდო. მილიონებიდან სხვა აღარაა დარჩენილი, მე კი რათ მინდა ორი ამხელა სახლი, მაგრამ თუ არ გაარემონტე, კარგად არ გაიყიდება. ორას ორმოცდაათზე მეტს ვერ დაადებ, თანაც გადმოფორმება რვა ათასი მიჟდება. გუშინ ვიყავი სწორედ ჩემს იურისტთან. სიცოცხლეშივე რომ გადმოეფორმებინა, ამდენი აღარ დაჟდებოდაო. მოკლედ, ყველა წაგლეჟვაზეა. მაიკლის დაკრძალვა ოცდარვა ათასი დამიჟდა. გავიხედე და ერთ კვირაში რიჩარდი აღაარაა. ეგეც შენი თოთხმეტი ათასი. ახლა მაიკლის საფლავის ქვა იკითხე. ეგეც კიდევ თექვსმეტი ათასი. მაიკლის პენსია ხომ მომაკლდა. თითქოს ჟინაზე, თვალი გამიხდა საოპერაციო! მართალია, დაზღვევა იხდის, მაგრამ მერე ფასებს ისე აწევენ, მტრისას! არადა, უნდა გემეკეთებინა, სულ ვეღარ ვხედავდი. იმდენი საქმე დამიგროვდა. სამი წლის ჩეკები თავიდან მაქვს გადასაწერი. მანქანასაც ვეღარ ვატარებდი იძულებული ვუყავი, ლისთვის ხელფასი მეხადა. არადა ჩემი სამი ათასი ყველაფერს ხომ ვერ გაწვდება. ბანკის ფულს არ მინდა ხელი ვახლო. რა იცი რა ხდება, თანაც პროცენტები ემატება. ბანკიც მე მატყუებს. მთელი ჩემი ფული ამოუღიათ ფულის ბაზრიდან და ცხრა თვე გაყინული ქონიათ. მე კი არ ვიცოდი. თანაც მე, უმაღლესი კლასის ბუღალტერს რაღაც ზღაპრებს მიყვებიან. თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს დავას...
_ მამაო კამდენ! – ტერეზას ხმაში თითქოს მუდარა გაისმა, _ თერთმეტი და-ძმა ვიყავით და და მარტო მე დავრჩი. სულ მარტო!.. ძმიშვილებიდან არავის ვახსოვარ. ზოგი სად ცხოვრობს, ზოგი სად. არც მიცნობენ. ერთი ბობი მირეკავს ორ თვეში ერთხელ და ისიც ათ წუთს ძლივს გაიმეტებს-ხოლმე. მაგას ვუტოვებ ყველაფერს. ერთი მაიკლი მყავდა, იმას ვუყვარდი მხოლოდ და ისიც დავკარგე. ხელიდან გამომეცალა. კბილებით მეჭირა მისი თავი, ბოლომდე ფარ-ხმალი არ დამიყრია. დამხმარეები კი მყავდა, მაგრამ მე თვითონ ვუვლიდი, მე ვწმენდდი და ვბანდი, მე ვურეცხავდი. ბოლო ორი წელი აღარც ჭამა შეეძლო და აღარც ლაპარაკი. მხოლოდ კი-ს ან არა-ს თუ იტყოდა, ოღონდ ეს კი არასოდეს ეშლებოდა _ თუ უნდოდა რამე, კიო, გეტყოდა, თუ არ უნდოდა _ არაო. თუ გაბრაზდებოდა, ხმას ვერ ამოაღებინებდი. ხომ ასეთ დღეში იყო, მაგრამ ზოგჟერ ისე გულიანად გაიცინებდა, ასე მეგონა ისევ ახალგაზრდები ვართ-მეთქი. ლამაზი სიცილი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს სულ დაძაბუნდა., ფეხზეც ვეღარ დგებოდა, მთელი დღე ეტლში იჟდა მოწყვეტილი და ერთ წერტილს იყო მიშტერებული, ან მოუსვენრად იყო, წრიალებდა და მე მეძახდა. ბოლომდე ვახსოვდი და ჩემი იმედი ჰქონდა. დღეში ერთი-ოცჟერ მაინც დამიძახებდა: სადა ხარ, ტეს? - ტესს თვალებზე ცრემლები მოადგა, ხელსაწმენდს დასწვდა და სახეზე აიფარა. ზოგჟერ გვერდით ვედექი და მაინც მეძახდა: ტეს, სადა ხარ, ტეს! ერთხელ კი, გარდაცვალებიდან ერთი დღით ადრე, სახეში შემომხედა და ტეს, სადა ხარო! დამიძახა – ტესს თვალები ამღვრეოდა, ცრემლების შეკავებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, - მე ვუთხარი, რა გაყვირებს, ვერ ხედავ, აქა ვარ-მეთქი, მაგრამ თითქოს არც გაუგია, მიყურებდა და - ტესი შეჩერდა, თითქოს გული შეუგუბდა, მერე კი უცებ სახეზე ხელები აიფარა და გულმდუღარედ ატირდა, - ღმერთო, თვალებში მიყურებდა და ტეს, სადა ხარ, ტეს, სადა ხარო გაიძახოდა! ტერეზა მთელ ხმაზე მოსთქვამდა, თან მაგიდიდან ახალ-ახალ ხელსაწმენდებს იღებდა და ცხელი ცრემლებით დასველებულ თვალებს იწმენდდა. მამა კამდენი ჩაფიქრებული იჟდა და თვალები იატაკზე დაეშტერებინა. მერე რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა და მხოლოდ ისღა მოიფიქრა, რომ თავისი ბუნჩულა ტორი დაადო მხარზე. ტერეზა გულამოსკვნილი ტიროდა და წამდაუწუმ თვალებს იწმენდდა, მაგრამ ნელ-ნელა ტირილს უკლო. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, რომესაც დროდადრო მისი ამოკვნესა არღვევდა. მამა კამდენს მოუსვენრობა ეტყობოდა. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერაფრით მოეფიქრებინა რითი დაეწყო. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა, ტერეზას მეორე ხელიც მხარზე დაადო, სახეში შეხედა და უთხრა: _ ყველაფერი ღმერთის ხელშია, ტეს! ჩვენ არ ვიცით რატომ ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს, ღმერთმა იცის, ვინ როდის წაიყვანოს. ჩვენ მხოლოდ უნდა გვწამდეს, რომ მან უკეთ იცის, რა ჟობია ჩვენთვის! _ ეჰ, მამაო კამდენ! ამოიოხრა ტერეზამ, - ვიცი, ვიცი. . . ყოველღამ ვლოცულობ, ღმერთს ველაპარაკები კიდეც, მაიკლი რომ კვდებოდა მაშინაც ვლოცულობდი. ლიც ლოცულობდა თავის ენაზე. ყველაზე დიდი სანთელი შემოიტანა და თავთან დაუნთო. მაიკლმა ხელზე ხელი მომიჭირა და არ მიშვებდა, თვალებით მთხოვდა, არ მიმატოვოო _ ტერეზას კვლავ ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. შეიმშრალა და თითქოს ამან დააწყნარაო, კვლავ განაგრძო _ იმის მერე სულ ვლოცულობ. სანამ ლი აქ იყო, როგორღაც ვძლებდი, ახლა კი... დილას რომ ვიღვიძებ და სამზარეულოში გავდივარ, ისეთი სიჩუმე დგას, გული მიღონდება. რომ არ გავგიჯდე, ფოსტას ვხსნი და მთელ ჟანქ მეილს* ვკითხულობ. მერე კაბინეტში შევდივარ და დავთრებს ვაწესრიგებ. მუშაობა მშველის, მაგრამ თვალები მალე მეღლება და ვისვენებ-ხოლმე. სამუშაოს გამოვერთვები თუ არა, სიჩუმისგან ისევ გული მეკუმშება. ტელევიზორს ვრთავ-ხოლმე და გვიანობამდე ვუყურებ. ხანდახან ჩამეძინება და ძილშიც გული მეკუმშება და მეწვის. შუაღამეზე გამეღვიძება, ტელევიზორს გამოვრთავ და და რომ არ გავგიჯდე, ლოცვას ვიწყებ. ყველა ლოცვა ზეპირად ვისწავლე. ვლოცულობ, ვლოცულობ და თითქოს ჩემს თავს გვერდიდან ვხედავ. ვხედავ, რომ მარტო ვარ, სულ მარტო ამოდენა სახლში და შუაღამეა. ვლოცულობ, მაგრამ მაინც მესმის, რომ სიჩუმეა სახლში, მე კიდევ არავინ მყავს ქვეყანაზე. სულ არავინ... ტირილი ამივარდება-ხოლმე და დილამდე ვერ ვჩერდები. საწოლში რომ ვწვები, მაშინაც ეს წყეული სიჩუმე მიდგას ყურებში და სულს მიხუთავს.
--------------------
Stay forever young, Before paradise lost and innocence gone. © Madness
|