Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(99)
« პირველი
...
42
43
[44]
45
46
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საკუთარი მოთხრობები
, ყველა რაღაცას წერს:) უბრალოდ იქნებ მოათავსოთ თქვენი ნაშრომები აქ და მერე თუ გინდათ განვიხილოთ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SuperVisor
Super Crazy Member
ჯგუფი: Moderators
SuperVisor
Super Crazy Member
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7710
წევრი No.: 910
რეგისტრ.: 4-May 02
#577768
· 29 Jul 2004, 14:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიჩინიო
--------------------
Edit Signature
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
საბუნია
Down Is The New Up
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
საბუნია
Down Is The New Up
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03
#577772
· 29 Jul 2004, 14:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიჩინიო
SuperVisor
კაცს რეპი უნდა და ...! თორე მაგენი რომ ჯობია მეც კი ვიცი
--------------------
Hello I am Simon, the smart one!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
programist
Free Spaces
ჯგუფი: Members
programist
Free Spaces
ჯგუფი: Members
წერილები: 3266
წევრი No.: 4549
რეგისტრ.: 12-March 04
#577874
· 29 Jul 2004, 14:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ ერთხელ მეც მომივიდა მუზა და აი ესეც
-------------------------------------------
եէհսճֆըտկս
--------------------------------------
դ
էիդկֆկսկ դսճ սֆճքհս սֆկճհ
սֆհ սֆճ սֆկլֆըր ճսֆհքոր սճֆհքոր
սֆքհ հքճսհֆքոր պպւխէ սնլքպկֆս ոսիքու
ս ֆոր սֆքճւպշ ւճհքու րլկսպ սճքպւճրկսդֆք
ջճսպդֆճ սճդֆիքւխպէճ սպիքճպւր սճքպւր սսճջ
սլդքհպ սպճքւլւէէէպէ սճֆկդսէ սդճպւճ սդճթսդքճ
-----------------------------------------
THE END
---------------
ჰა როგორია არი დონეეე
--------------------
არც იფიქრო!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
საბუნია
Down Is The New Up
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
საბუნია
Down Is The New Up
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03
#577999
· 29 Jul 2004, 15:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
programist
მდააა! რთული შემთხვევაა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
[L]0R[D]
WCG07 Champ
ჯგუფი: Members
[L]0R[D]
WCG07 Champ
ჯგუფი: Members
წერილები: 2356
წევრი No.: 5727
რეგისტრ.: 15-July 04
#578028
· 29 Jul 2004, 16:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საბუნია
ისევ ჩემები ჯობია არა ? :ლოლ:
არა ლექსენს და ბედინას არ ვუსმენ : 2Pაც, ჩოოლიო,
D12 და რავი .. ამათზე მომდის მუზა.. და ისე რეპერობა სულაც არ მინდა .. პროსტა ასე გამომდის რა.... მუზა მომდის რეპებზე...
ისე მე აირონ მეიდენსაც ვუსმენ და მეტალიკასაც მარა ლექსებს ვწერ რეპზე...
--------------------
esc what
esc.ge )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
humanoidi
ერმონიული
ჯგუფი: Moderators
humanoidi
ერმონიული
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38052
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04
#578245
· 29 Jul 2004, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ავი ფანტასმაგორია
დღეს დილით, როდესაც ტელევიზორში "ემთივიზე"-ზე ახალ კლიპებს ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ ისინი უკვე მოძველდა. ძალიან სექსუალური, ნახევრადშიშველი მომღერალი ქალი ძველმოდური მომეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რიტმებზე მღეროდა და უკანალსაც ტაქტში იქნევდა. ტელევიზორის ეკრანს ფერები მოვაშორე და ცხადად ვიგრძენი, რომ ეს ახალთახალი სიმღერა უკვე ძველ ჰიტად იქცა და უცნაური ნოსტალგიაც კი მომეძალა. ამ მომხიბვლელი, სექსუალური მომღერალი ქალის ღია ნაცრისფერ თვალებში სევდა ამოვიკითხე.
როდესაც ეკრანზე მეორე არანაკლებ ენერგიული ახალი სიმღერა გაეძრო, იგივე შეგრძნება დამრჩა. გამოსახულება გავაფერადე, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს კლიპი ისედაც შავ-თეთრი ყოფილა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღევანდელი მომღერლები ამ ახალ ჰიტებში რაღაცას ემშვიდობებოდნენ.
ფანტაზია დავძაბე, თვალები დავხუჭე და დროში 50 წლით წინ გადავინაცვლე. როდესაც თვალები გავახილე გამახსენდა, რომ 50 წლის წინ რაღაც მოხდა. ტელევიზორი ისევ "მტვ"-ის უჩვენებდა. საათნახევრის განმავლობაში ეკრანისთვის თვალი არ მომიწყვეტია და გავოცდი. ასეთი სიმშვიდე სიმღერებში არც კი მახსოვდა თუ არსებობდა. ქალები კვლავ ლამაზები იყვნენ, მაგრამ აღარ ჰქონდათ გაშიშვლებული სხეულის პიკანტური ნაწილები. ისინი წყნარი, არავნებიანი სახეებით აუღელვებლად უმღეროდნენ თავიანთ სატრფოებს. მსგავსად იქცეოდნენ მკაცრ სტილში ჩაცმული ბიჭებიც. სადღა იყო ხმაურიანი მუსიკა, ელექტროგიტარები?
ფანჟარასთან მივედი, გადავიხედე და თვალში არაბუნებრივი სიმშვიდე მეცა. ლარივით გაჭიმულ პროსპექტზე უხმაუროდ დაჰქროდნენ ალბათ მზის ენერგიაზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა მსუბუქი მანქანები და მინიბუსები. ცაში კი კოხტა პლანერები დანარნარებდნენ.
შენობიდან ქუჩაში გამოვედი. პირველივე შემხვედრმა მამკაცმა შლაპა მოიხადა და თავი დამიკრა. შეცბუნებულმა თავის დაკვრითვე ვუპასუხე. თითოეული შემხვედრი თბილისელი: ქართველი, ებრაელი, სომეხი თუ რუსი მიღიმოდა. მოკრძალებულად ჩაცმული ლამაზი გოგონები თავაზიანად მესალმებოდნენ. ავნერვიულდი რა ხდება მეთქი და გამახსენდა, რომ სიგარეტი შინ დამრჩა. დიდ გასტრონომში შევედი სიგარეტს ვიყიდი მეთქი, მაგრამ "რა სიგარეტი, რის სიგარეტი? ასეთი რამ არც კი გამიგიაო" – მომიგო 17-ოდე წლის პირზე ღიმილმფინარე გამყიდველმა გოგონამ. აქ კი უკვე სერიოზულად ავღელდი და ხმამაღალი გინება დავიწყე. ყველა გაკვირვებული შემომცქეროდა თითქოს მათთვის გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობდი. წესრიგის დარღვევისათვის ორმა გაღიმებულმა, მაგრამ მუტრუკმა პოლიციელმა გარეთ გამომაცილა და გზა მშვიდობისა მისურვა.
გულის გადასაყოლებლად კინოთეატრში შევედი. ბატიბუტი და რატომღაც მწვანე ფერის "კოკა-კოლა" უფასოდ ავიღე და შუა რიგებში მოხერხებულად დავჟექი. საშინლად მოსაწყენი ფილმი ვნახე შეყვარებულებზე, თუმცა დარბაზში ანშლაგი იყო. კინოსურათი ქართულ ენაზე გადიოდა და მთელი ფილმის განმავლობაში მიჟნურები რაღაც გულისამრევად ამაღლებულ გრძნობებზე საუბრობდნენ. ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ დასცდენიათ, ჩხუბსა და ალიაქოთზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. იმ დროს, როდესაც მთავარი გმირები საკურთხევლის წინ იდგნენ და ჟვარს იწერდნენ, კინოთეატრის დარბაზში ჩემს გვერდით მჟდომი ქალები და გოგონები ატირდნენ. ქორწინების შემდეგაც კი ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ, უფრო მეტიც, არც კი გაკარებიან ერთმანეთს. ფილმის მიწურულს კი ისინი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში მივიდნენ და ქერა გოგონა შეუკვეთეს. როდესაც ბედნიერი ქმარი მეუღლეს ლოყაზე ნაზად ეამბორა, დარბაზში ისეთი ქვითინი ატყდა, კინაღამ გული ამერია.
თავი ცუდად ვიგრძენი. ამდენი დაღრეჟილი მშვიდობიანი და თავაზიანი ადამიანის დანახვას წყობიდან გამოვყავდი. სახლისკენ წამოვედი და 50 წლის წინანდელ თბილისზე ვოცნებობდი. ჩემი ყურადღება გრანდიოზულმა სარეკლამო დაფამ მიიპყრო, სადაც უზარმაზარი ასოებით ეწერა: "მსოფლიოს მოქალაქეებო, გილოცავთ საერთაშორისო ტერორიზმზე გამარჟვების 50 წლისთავს"! აი, თურმე რა დაემართა ამ ხალხს – გავიფიქრე ჩემთვის და ირგვლივ მიმოვიხედე, სადაც საოცარი სიმშვიდე იყო გამეფებული. ქუჩებში აღარავინ არღვევს წესრიგს, აღარ სვამენ, აღარ ეწევიან. უკვე მომწყინდა აბსოლუტური ჰარმონია. ჩემს დაწყევლილ, მაგრამ ამავე დროს დალოცვილ არაადამიანურ დროში მომინდა დაბრუნება.
როდესაც დავბრუნდი, სული მოვითქვი და სიგარეტიც გავაბოლე. ოღონდ მითხარით ჩემს აქ არ ყოფნაში ოსამა ხომ არ დაუჭერიათ?
--------------------
Stay forever young,
Before paradise lost and innocence gone.
© Madness
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
taso
პაწაწუნა
ჯგუფი: Members
taso
პაწაწუნა
ჯგუფი: Members
წერილები: 2488
წევრი No.: 2060
რეგისტრ.: 14-April 03
#578353
· 29 Jul 2004, 20:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან, ძალიან ბევრები გიწერიათ უჩემოდ, ამეებს გადავავორდებ და ისე წავიკითხავ, რო მივიცლი მერე... მჯერა, რომ კარგი რამეებია, ეხლა კი ჩემი პატარა მოთხრობაც მოსულა, სულ ცინცხალია დღეს დავამთავრე, სამსჯავროზე (და სხვათაშორის ყველაზე ობიექტურზე) გამომაქ, ისე რომ არცერთ მეგობარს არ წაუკითხია...
ნინო
ar vici ram SemSala im weliwads, magram jer kidev daumoukideblobas SeuCvevelma metad mkacri nabiji gadavdgi... Tumca asaki srulebiTac miwyobda imasi xels,rom rom Semeqmna Cemi damoukidebeli cxovreba cxovreba, da sakuTari mSoblebis ojaxs mikedlebulma damewyo amisaTvis zrunva, magram mainc arasodes ar gamiwiravs Tavi “martoobisTvis” (anu rogorc Cemi mSoblebi ambobdnen xolme)...
mokled, Cemi mdgomareobis gamo, yovelTvis mizidavda martooba da didi xvewnisa da Cemi dauzogavi SromiT movipove ufleba imisi, ro institutis damTavreba(romelic aucileblad warCinebuli unda yofiliyo) aRmeniSna marto... sadme dasasveneblad wasuls....
es Cemi gadawyvetileba iyo....
mokled ase iyo Tu ise dasasveneblad martom wavedi... megobris rCeviT ki aTdRiani sagzuri sairmisken aviRe.. Tan maSin, swavlisagan gamowveulma, uazro Wamis racionma kuWi da naRveli erTbaSad damiziana, da mkurnalobaSic CameTvleboda es dasveneba.. ase rom, daaxloebiT agvistos pirveli Tu ori iqneboda, roca aq sicxisagan iTangeboda yvelaferi, da ufro did sicxeSi, kerZod ki samgzavro avtobusSi Cavjeqi, da daaxloebiT 4 saaTi mainc movandome daniSnulebis adgilze miRwevas....
wesiT araferi ar unda gamkvirveboda, radgan araerTxel damisvenia, da mravalgerovnebasac arasdros vuCiodi, magram am imereTis mxaris kurortma, romelizedac fexi pirvelad medga metad gamakvirva... imiT ki ara ro raime ucnauroba Wirda, aramed imiT, rom metad kopwia da patara rom iyo....
ase iyo Tu ise Tvali da goneba saRamomde ukve SeeCvia imas, rom aq mxolod erTi kafe, erTi gasarTobi, da erTic kino iyo, Tumca TavianT saxelebs ufro zereled Tu amarTlebdnen....
Cems nomerSi zustad ar maxsovx, magram xusTas raRac nomeri rom iyo vici, ratomRac sami sawoli idga. albaT yvelagan ase iyo. sawuwuno araferi iyo, 20laris pirobaze Tavisi Wamianad yvelaferi sakmarisi iyo.. Tan kide aq xom ubralod ar visvenebdi Tan unda memkurnala... saWmlis win ki, (rogorc Sinidan wamosvlisas damariges) eqim konsultants mivmarTe, da amixsna Tu romeli nomeri wyali rodis unda damelia... ase iyo Tu ise, saRamos roca ukve SimSilis grZnoba mewvia, da 2nomeri wyalic ukve daleuli mqonda sasadilosken gavwie... sasadilom ver vityvi didad momxibla meTqi, magram imdenad kmayofili viyavi imiT, rom sruliad martom wamovedi, saxeze mudamjams Rimili mexata.... katleti da piure megemriela, pirvelad es gemo SimSilis grZnobas mivabrale, magram mere rogorc aRmoCnda marTlac gemrieli yofila.
aqve pirvel dResve Sevxvdi, Tornikes.
ukve, SimSilis grZnoba dakargulma, wamovdeqi, (darCenili wvniani aRarc SemiWamia) da mxrebgamarTulma, sasadilos erTi Tavidan meore bolosken sadac gasasvleli kari meguleboda mxrebgamarTulma gauyevi... mivdiodi amayad: “aba SemomxedeT erTi, marto var aq, sakmaod damoukidebeli var meTqi” , rom uceb aqeT iqeT xalxis TvalierebaSi garTulma win momavali mamakaci ver SevamSnie da Sevetake... aSkarad mivxvdi saxe siwiTlisgan rogor damewva, Tavi davxare da bodiSi movixade... arauSavso ki gavigone, magram goneba axla sxva rameze gadavitane, kacis ukan axalgazrda (yovelSemTxvevaSi pirvel mamakacTan SedarebiT) kaci idga da iRimeboda... me sircxvilisagan alewilma, orive, xeliT nela mivwie da ise gavagrZele gza... amis gamo parkSi gasvlas ar vapirebdi vaiTu is kaci Semxvda Tqo, magram rom maxsendeboda, misi Tanamdevari, ratomRac qaluri jinis gamoucnobeli surviliT ufro da ufro mindeboda gareT gasvla... nafsi gavtexe da gareT gasvla gadavwyvite... im sarkis nawyvetSi romelic kedelze karis gverze ekida gavixede... siwiTle marTlia gadamsvloda, magram namgzavri saxe arc Tu ise kargad gamoiyureboda... Sxapis miReba ver movaxerxe, rogorc aRmoCnda, iq am siamovnebas nomerSive ver miiRebdi, me ki gareT mowesrigebuli gasvla mindoda.... sportuli Sarvali jinsiT Sevcvale, xolo, zemoT Savi kofta Cavicvi... saerTod Savi feri yvela sxva danarCenze metad mixdeba... mere saxe Zalian mkrTalad mivixat-movixate, ise rom arc ki memCneoda, telefons xeli davavle, da parkSi wavedi im imediT ro sadme Camovjdebodi da vifiqrebdi imaze razc mindoda, ise rom amaSi xels veravin SemiSlida. rogorc aRmoCnda, agvistos Tve sairmisTvis sezonis piki yofila, albaT amitomac versad vipove Camosajdomic ki.... xalxiT gavsili iyo yvelaferi, erTobodnen, TamaSobdnen, mzesumziras akmatunebdnen, Woraobdnen da mokled dasvenebis idealur pirobebs iqmnidnen... me ki pirvelad damwyda guli imaSi, rom erTi megobari, Tundac eka, rom ar wamoviyvane, sxva Tu araferi viWoravebdiT mainc... marto viyavi, da megona yvela me miyurebda, da maTvalierebda.... rac iyo iyo... mainc aravin micnobs Tqo, mindorze moyolebul moajirze Camovjeqi da axal nayid mzesumziras daqucmaceba davuwye... telefonze viRacam, damireka... vuTxari Cemi mdgomareoba... maxsovs isic vuTxari imdeni xalxia parkSi dasajdomi ver vipove Tqo... Tan irgvliv mimovixede, im imedi exla mainc egeb gaaTavisuflda adgili meTqi, magram amaod... ise Tumca ratom amaod? gverdiT skamze is axalgazrda biWi ijda diliT rom Sevxvdi, da aSkarad me miyurebda.... telefonze laparakisas Sevatyve rom mismenda Turme, cota ar iyos gavbrazdi, magram roca miTxra, modi Cems skamze xom sakmao adgilia imisTvis rom dajdeo, ukve gadavifiqre gabrazeba....
ase, iyo Tu ise, mokle gasaubrebiT man Cemze bevri veraferi gaarkvia, me ki SevZeli imis gageba, rom Turme hyolia mxolod erTi da, romelic mamasTan cxovrobda TiTon ki dedasTan, rogorc TiTon Tqva mama arc arsodes unaxavs... aSkarad ucnaurad momeCvena es, gakvirveba ki saxeze SemamCnia da RimiliT miTxra... deda qmarTan gaSorebulia, da Cemi da imitom cxovrobs iq, rom is marTlac misi Svilia me ki arao, me dedaCemis meore qmris Svili var, romelic Cem dabadebamde avtoavariaSi moyvao... mokled ar vici ratom mesaubra ise gulaxdilad, magram rogorc etyoboda, is didad ganicdida mis obol mdgomareobas. mokled isic gavige rom, sakmaod SemZlebuli yofila, romeliRac bankis raRac mowinave TanamSromelio Tu raRac amdagvari...
bindis Camowola sakmarisi iyo imisTvis ro davmSvidobebodi, miuxedavad imisa Tavi yvelaze magari, da yvelaze damoukidebeli megona, mainc amitana SiSma, am ucxos ras velaparakebi, ukve Ramea waval davwvebi Tqo... (marTalia Seyvarebuli manmade myavda, magram amasTan Sedarebid mas vendobodi... ase, rom masTan rogorc mamakacTan urTierToba maSinebda...) mokled daRliloba movimizeze da davemSvidobe... gacilebiT ar gagacilebo miTxra, (rogorc etyoboda qalebSi aSkarad kargad erkveoda da isic mixvda rom uars vtkicebdi) ... sigareti gaabola da mzera imis sapirispirod gaayola saiTkenac me mivdiodi....
Rame Tavi amtkivda da Zilic gamiWianurda.... marTali, rom vTqva, im dRes Tornikeze arc mifiqria wesierad, mxolod gzaSi is gavifiqre sasiamovno vinmea meTqi da morCa....
diliT CamZineboda, 10saaTiani sauzme da wyali raTqma unda Tadarigidan gamovtove... TerTmets gadacilebuli iqneboda, parkisken mTqnareba mTqnarebiT wavedi, im imediT, rom cotas movifxizlebdi da gamotovebul procedurebs avinazRaurebdi. marTalia sasadilo ukve aRar iqneboda, magram iq xom iyo patara kafe.... mokled parkis Sesasvlel xidze xidze gadavedi Tu ara, pirvelive skamze, jer kide gamoufxizlebelma, Camovjeqi da mTqnarebas movyevi.... muxlebze medo xelebi da Tavi ise mqonda am xelebSi Carguli, rom gamvlelebs ver vamCnevdi, Tumca aSkarad vigrZeni mzera, da nacnobi siluetis nabijebma gverdiT Camiara.
-dila mSvidobisa nino.....-momaZaxa Tornikem, romelsac etyoboda Wama gaeTavebina da saboloo proceduris, pirveli nomeri wylis dasalevad Wiqamomarjvebuli midioda...
-dila mSvidobisa-gavZaxe mec naZinari gabzaruli xmiT, mere mec avdeqi da wylis dasalevad gaveSure.... iq Cveulebrisameb rigi aRar idga da wyali Tavisuflad avavse.. mere xelebSua moviqcia, (wesia eseTi cota unda SeaTbo sxeulis temperaturiT), da isev wavedi skamisken, iq ki isev, wesisamebr, ylup-ylupobiT dauwye daleva... mSier kuWze ki mjave wylis daleva arc ise sasiamovnoa... axal dawyebuli mqonda wylis daleva, rom Tornike movida savse WiqiT da gverze momijda...
-ar gSia?-ise mkiTxa mgoni arc ki dauninaxivar namdvilad me viyavi Tu ara, brmasaviT intuicias endo
-Zalian!-davudasture me
-mere ratom ar iyavi sasadiloSi?
-daRlili viyavi da CameZina...
-xo ise mec eg vifiqre....
didxans siCume Camovarda... aSkarad gvesmoda erTmaneTis mier wylis ylup-ylupobiT dalevis xma...
-ramdenis wlis xar nino?
-22is. Sen?
-25is....ukve aRarcerTi ar vyofilvarT Tineijerebi..
-ise ki Zalian gvinda orives rom viyoT Tineijerebi....
-xo marTalia... ise ar dagimalav, me ki Sen ufro patara megone...
-xoo? ra kontrastia, me ki Sen ufro didi ...
orvem erTmaneTs gadavxedeT da gagveRima....
ar maxsovs, is wyeuli dRe iq asvlidan mexuTe iyo Tu romeli, Tumca, samudamod kvali ki datova Cem cxovrebaSi...
ar vici ratom da am biWs Zalian gauSinaurdi.... biZamisi, romelsac Tavi Tavidanve dajaxebiT davamaxsovre, Cems megobrad iqca... mokled, imdenad mivende rom erTxel Rame 12 saaTic ki iqneboda roca diskotekaze erTad gautieT... mokled mTeli is Rame “TavisuflebiT vtkbebodi “ ....
ar vici, ratom, rogor an risTvis, am SekiTxvebze veranairad ver gipasuxebT, miuxedavad imisa, rom mTeli Cemi im dRidan ganvlili cxovebis 18 weli magis pasuxebs veZeb, magram amaod...., zustad im dRes Sevwire Cemi qaliSviloba, da im dRidan iwyebs arsebobas Cemi “sircxvilic” rogorc mas uwodebdnen, Cemi patara Toko....
albaT dasalevis bralic iyo, Cemi martoobis bralic iyo, qalis im uWkuobis bralic iyo, romelsac yoveli “miyvarxar” SeuZlia daijeros...
Tornikem is Rame CemTan gaaTia, rogorc SemdegSi vixsenebdi, mgoni kartis saTamaSod avediT CemTan, mere ki tkivili da erTi Sekivleba maxsovs, romelmac Cem cxovrebas kredoT daudo gaWirvebis, damcirebisa da tkivilis arsi....
meore dResve Cavalage tansacmelebi... maxsovs Tornike meore dRes Semxvda diliT, amRvreuli Tvalebi qonda da “natkeni” xmiT mkiTxa:
,,-qaliSvili Tu iyavi ratom ar miTxari...”
“-xo, xo, viyavi, viyavi, da isev iseve damabrune”- meTqi, gavyvirodi derefanSi da Tan uazrod vtirodi....
maxosvs Tornikem Zlivs moaxerxa Cemi oTxad Cakecilis oTaSi Seyvana.... didxans vuwevdi winaaRmdegobas, ra sityvebi ar veZaxe sawyals, vcemdi umowyalod, is ki uxmod cdilobda Cem mogeriebasac da gaCumebasac...
bolos ki Zalac gamomelia, sawolze sunTqva gaxSirebuli mivegde, da Tornikes mier mowodebli wyaliT cota amovisunTqe, Torem albaT iqve gavTavdebodi....
iyo dapireba rom ese ar mimatovebda... mimxedavda... isic miTxra colad Tu ar mogiyvan gipatronebo... me ki Zalagamoclili usindiso da garewrs veZaxdi... aSkarad vxvdebodi isic ganicdida am ambavs, magram me cofmodebuls ukve sakuTari Tavi mecodeboda yvelaze metad... Tavi lika qavJaraZis gmirad, maritad warmomidga romelsac afurTxeben da amcireben... mokled, damcirebuli qalis kvalobaze yvelas SeeZleba gageba Tu rogor miWirda... miWirda ise rom gamosavals ver vpoulobdi....
davemuqre giCivleb meTqi, magram vgrZnobdi amas ver vizamdi, radgan gagikvirdebaT, magram me is ise miyvarda. amitom guls ver vatkendi....
ise moxda,rom im dResve davtove is wyeuli sastumro... faqtiurad uimedoT...mis laparaks yuri ar vugde, da arc ki mismenia....
mokled cxra Tve vatare imave saxel-gvaris bavSviT mucelSi, romelmac Cemi cxovreba satanjvelad aqcia, da am cxra Tvis, da ara marto, uamravi damcireba da dacinva avitane...
mSoblebma uari Tqve Cemze... miuxedavad saxlSi misvlisTanave gaiges Cemi mdgomareoba, da gamiges...(ZiriTadad Tavi gaupatiurebulad ganvacxade...) dampirdnen rom mainc mipovidnen iseT vinmes visac mimaTxovebdnen, mere mipoves kidec, is sawyali (ufro swored Zalian kargi) koba, ukve niSnobis gadaxdas vapirebdiT, Cem ubedur bedsac Sevegue, magram rogorc ki, mivxvdi rom muceli gamezarda, da es zrda srulebiTac ar iyo ubralod simsuqne uari vTqvi am maskaradze da Tavi martoxela dedad gamovacxade... Cems beds, ki Tavganwiruli siyvarulis ufro erqmeoda vidre ubedoba, radgan, kobam dampirda bavSvsac me vaRierebo, imdenad Sevecode, magram me ar davTanmxdi, misi gulisxmiereba borotad ar gamomiyenebia... mokled yvelam gaigo, rom me fexmZimed viyavi, da arc Svilis moSorebs vapirebdi, ziriTadad im mizeziT, rom pirveli aborti mere Svilianobas spobso, da ase, rom Seviqmeni martoxela dedad, martoxela, sazogadoebosagan gariyul dedad, romelmac yvelaferi aitana imisTvis rom Svili gamoezarda kargad....
bevri rom ar gavagrZelo, erTaderTi Secodeba rac mSoblebisagan miviReb is iyo is rom bina, romelic Cem ojaxs ekuTvnda da romelSic ar vcxovrobdiT me damiTmes... cxovrebis rTul Saragzaze ki marto gamistumres, cremlnarevad , magram mainc simkacriT.... marTalia deda im martoobis xuT weliwadSi sul aTiodejer mainc iyo mosanaxuleblad mosulida, magram mSoblebis siTbo da mxardaWera, romelsac ase miCveuli viyavi Zalian maklda...
sazogadoebam Zlier ganmkicxa Cemi siyvarulis gamo... yvela iZaxda kobas gayoloda , ras gaigebda xalxi visi iyo eg bavSvio... kobam gamigo da mTeli im xnis ganmavlobaSi roca marto viyavi gverdiT medga da yuradRebas ar maklebda....icoda, rom miWirda, da es uazrod amwuxrebda mas... vgrZnobdi mis Separuli siyvarulis mzeras magram, icoda Cemi saboloo pasuxi, da misi siyvarulis samzeoze gamotanas arc apirebda....
momdevno xuTi weli rac gangebam momimzada Tokas dabadebis Semdeg, mxolod da mxolod tkviliani “siurprizebiT” iyo savse....
am xnis ganmavlobaSi bevri ram viswavle, sami Tvis fexmZime viyavi roca martoobaSi gamamweses, erTaderTi ki rac orsulobis ganmavlobaSi dedam damexmara es iyo rom Cumad Cemi megobris xeliT 500@ gamomigzavna.... miuxedavad misi Seuvali simkacrisa, mSobeli dedis mdgomareoba ar daviwyebia da imis miuxedavad, rom Cems gverdiT ar iyo, mas yvelaze axlos vgrZnobdi da vigulebdi CemTan... rogorc dedisgan gavige, mamac nerviulobisgan motexila da isic, magram Cem sircxvilze ufro Cems martoobasa da Cem gaWirvebas gaecamtverebina. maTi jer kide SemorCenili axalgazrduli silaRe, da vercxlisferi Tma, ukvalod gauqraT da bambis QqulasaviT TeTri gauxdaT orives Tmebi... ”-kidev kargi Cemma biWma coli adre moiyvana da Svilebic gaaCina, Torem, Sen martoobas ver gadavitandio,” –ityoda Turme deda....
ase, iyo Tu ise iyo, diplomiani, da isic, warCinebul diplomiani, inglisuris maswavlebeli viyavi, da Cemi SvilisTvis winaswar zrunva winaswar daviwye. amitomac moswavleebis momzadebas Seudeqi. saSineli toqsikuri orsuloba mqonda, da moswavleebis miRebac Zalian miWirda, momzadebisTvis Tavi ar daminebebia da arcerTi moswavle ar gamiSvia, da ase iyo Tu ise, mere sakmao fuli movagrove, yovelSemTxvevaSi roca Tornike daibada, 3Tvemde aRarcerTi moswavle ar mimiRia, xolo, eqvs Tvemde marto erTo cota dZviradRirebuli moswavle davitove... danarCen cxovrebas ki orsulobis droindeli Semonaxuli fulebiT vaxerxebdi.
imave periodSi marTalia daxmarebas mTavazobda koba, magram me uari ganvacxade, erTaderTi rasac davTanxmdi es is iyo rom mas Cemi Svili movanaTvline....
mokled, am xnis ganmavlobaSi imdeni Semomdioda rom Cem cicqnas arafers, vaklebdi.
mis dabadebamde winaswar vemzadebodi... bevri lamazi rame viyide misTvis, sagangebod movrTe misi axlad nayidi sawoli cisferi lentebiT, uamravi pawia windebi mouqsove, patara perangebi Seukere (es saqme gaWirvebam maswavla kargad)... am yvelaferTan imdeni Casacmeli da imdeni pampersi viyide rom SemdegSi TveobiT meyo.... mokled sakmaod kargad, movewyve... yidvasTan dakavSirebul rCevebs rogorc ki mivigebdi eqimisgad, damxmared, karis mezobeli, neli deida myavda. is didi siamovnebiT midioda bazarSi da moqonda Cemi patalasTvis sayideli nivTebi. (me cilebis gamo gareT ver gavdiodi, siaruli da dixans fexze dogma miWirda)..
Toka 6maiss, giorgoba dRes daibada, Tumca giorgi mxolod naTlobis saxelad davarqvia, saxeli ki mamis davutove. ,gvari ki ra Tqma unda Cemi hqonda. sul ragac 3kilo da rvaasi daibada. 52santimetrisa. janmrTeli da kargi znis bavSvi iyo. Tumca pirveli ormoci dRe saSinlad gamiWirda, radgan axalnamSobiarevi viyavi.
kide kai neli deida gverdiT myavda da mexmareboda. man Tavidanve gamigo. is gauTxovari iyo da amasTanave Svils danatrebuli, ase rom kargad SevewyveT erTmaneTs... mas ki Cemi marTla spetaki megobrobis sanacvlod dilaobiT Cemi namcecas dabana evaleboda... 40 dRe ase mexmareboda neli deida, Tumca ukve SeuZlod iyo da sul raRac or TveSi gardaicvla, misi erToTaxiani bina ki Cems Svils, da mis naTlul Tokas dautova. (man kobasTan erTad monaTla Cemi biWi)....
ar damaviwydeba is uZilo Rameebi, kidev kargi rZe mqnonda, Torem ar vici ra mSveleboda. jer saWmlis fuli unda mezebna, mere ki is unda mefiqra, rogogr momeswro imis keTeba ise rom erT xelSi atirebuli bavSvi mWeroda meoreTi ki gamekeTebina.
welze metisise gaxda rom erTxelac ar gamxdara avad....isedac kargi znis bavSvi iyo... isev vagrZelebdi moswavleebis migebas, radgan vicodi rom Segrovebuli fuli metad uxvavoa, da ramdenic ar unda gqondes yovelTvis Tu ar amate male gamoicleba...
cxovrebiT ver vityvi ise vcxovrobdi, rom gaWirvebuli merqmeoda. ara piriqiT, mec da Cemi patarac Cemi Sromis wyalobiT Zalian kargad Cacmulebi daviodiT.binac ki gavaremonte romelic neli deidam damitova, da axali damatebiTi wyaro gamiCnda.mokled is bina gavaqirave, orma studentma iqirava, da Cemi oTxi moswavlidan Semosul 200@s, kide asi dolari daemata. mokled sakmao Semosavali gvqonda, da Tven warmoidgineT manqanis sayidel fulsac ki vagrovebdi...
mokled, ase, iyo Tu ise Cemi pawua wamovzarde.... weliwadis da xuTi Tvis iqneboda, cota, rom gamicivda da erTaderTi rasac eqimi misi kargi janmrTelobis SesanarCuneblad gvTxovda es haeris gamocvla iyo....
arc mifiqria ise aviRe Cemi Sekowiwebuli fulebidan raRac 100@da sairmisken wavedi... am dros gio wlinaxevrisa iyo ukve... zafxulobiT moswavleebi ar myavda xolme da ase, rom isev agvistos TveSi (ar vici ratom ar vfiqrobdi am damTxvevaze, albaT bavSvis gamo, swored maSin gamouwera eqimma haeris gamocvla) wavedi sairmisken...
damTxvevebs Cems cxovrbaSi adgili arasodes hqonia, magram winaswar eseni, rom daemTxva, guli ukve merec ar migrZnobda kargs.
amjerad Sejaxebis gareSe, rogorc ki Sevedi sasadiloSi bavSviT xelSi, Tornike davinaxe...Tumca guli uazrod micemda, magram ar SemimCnevia, ise mivedi kuTvnil magidasTan, zurgiT davjeqi, Tumca aSkarad vgrZnobdi zurgs ukan uazrod mwvel, gamoxedvas, romelic TiTqos zurgs miwvavda.... male gavecale iqaurobas, mere ki bazrisken avige gezi sadac bavSvisTvis mawvnis yidva mindoda da amasTan erTad vinme iseTi qalis povna vinc yvela dRe or banka mawons momitanda... es Tokas savsebiT yofnida, radgan, miuxedavad imisa ,rom savsebiT didi iyo, Rame isev ZuZus wovda....
mokled, wyalze Zveleburad reJimSi veRar davdiodi namcecas gamo, mudam mas vtrialebdi Tavze, da yovelTvis TvalebSi Sevcicinebdi vaiTu rame ar gauWirdes Tqo. im dResve ,roca parkSi gasuli, Tokas mawons vaWmevdi, mamamisi momiaxlovda da gamarjobis gareSe daiwyo laparaki
“-adre Sens asakTan SedarebiT ufro patara meCvene, exla ki cxovrebisgan daRlil qals gavxar...”
yuradRebas ar mimiqcevia, iqve Cacucqul Tokas davavle xeli, ise, rom saTamamSo manqana, romelic xelSi eWira, gauvarda, da upasuxod davapire gacla.
rogorc ki Tokam iyvira “mbua” mindao, imwamsve Seageba manqana mamamisma, CemTan ki isev Seecada gamolaparakebas...
“-nu geSinia, nurc gamirbixar... gaTxovil, da miTumetese bavSvian qals ra unda dagiSao”o
“-ara var gaTxovili” meTqi mivaZaxe, Tokas xeli kidev ufro, magrad CavWide, (megona Tavi gaveci da sadacaa bavSvs wamarTmevda...)da aCqarebuli nabijebiT wavedi...
mere ise moxda, rom kidev gamomelaparaka, albaT meore Tu mesame dRes Tokasac dauaxlovda, mis danaxvaze luRluRebda da ucinoda... marTalia saSinlad vbrazobdi amaze, magram gulis kunWulSi mixaroda is, rom gamosalaparakebel sababs vipovidi. mainteresebda, rogor cxovrobda, moiyvana Tu ara coli, da iyo Tu ara im colisgan gaCenili Svilebis mama. swored erTerTi misi bavSvTan gaTamaSebis dros, gamomelaparaka me.
“-ar ginda vilaparakoT?”
“-minda”-miuxedavad yvelafrisa daveTanxme.
im patara TeTr kafeSi davjeqiT, da nayinis Wama-WamiT, ise, rom arc bavSvis garToba gvaviwydeboda, erTmaneTs bevri rame mouyeviT.
Tavidan miTxra, rom gauxarda bavSviT, rom daminaxa, mas egona, rom gavTxovdi, da dialogis dawyebisTanave swored amaze gamoxatva aRfrTovaneba. marTalia, me, is faqti, TiTqosda gaTxovili viyavi, vuaryavi, da isic vuTxari, rom martoxela deda viyavi, magram bavSvis Sesaxeb TiTqmis yvelaferi daumale, da metic. tyuilebi vuTxari. vuTxari, TiTqos, viRacam Sempirda colad mogiyvano, magram man mxolod is miiRo, Cemgan rac rogorc qalidan undoda meTqi, da wavida Tqo. me ki bavSvze uari im, mizeziT ar vTqvi, rom TiTqos gaTxovebis imedi davkarge da Tan kide is marto Cemi Svili iyo meTqi....
masze ki, is gavige, rom isev marto iyo, da arc Seyvarebuli yavda. TumcaRa dedamisi yveladRe tvins uburRavda, colis moyvanis gamo.
bevri araferi iseTi im aTdReSi ar momxdara, Cemi patara, mamas kargad SeeCvia, ufro metic, Tornikes iq deda da dedis Zma, isev is biZia axlda, da maTac Seayvara Tavi.
me Tornikes ukve sakmaod kargi urTierToba gvqonda, da miuxedavad imisa, rom is Cemi mTeli ubedurebis aTvlis wertilad iqca, mainc siyvarulma daZlia, da me aTi dRiT mainc SevZeli gamexada, Cemi Svilis mama, Cemi qmari.
Cven aT dReSi davtoveT iqauroba, da isini kidev iq darCnen, Tumca iqidan ise wamovedi, rom Cems misamarTze araferi miTqvia, marto Cemi telefonis nomeri icoda da morCa.
xSirad mirekavda xolme da gvkiTxulobda. isev vimeoreb mixaroda misi mokiTxvebi, magram goneba ar maZlevda uflbas, rom mas gaRimebuli davlaparakebodi. Cemi civi laparakis gamo ki dialogi faqtiurad mikiTxv-mokiTxviT mTavrdeboda da yurmils orive vdebdiT. Tumca ramodenimejer iyo aSkara SemoTavazeba imisa, rom CemTan Camosvla undoda. ra Tqma unda Cemi pasuxi ara iyo.
Toka wamoizarda, da gaizarda problemebic, ukve ise iyo gacelqebuli, rom ori moswavlis mets ver audiodi, Tumca, ase iyo Tu ise manqana mainc viyide. marTalia, arc ise Zvirfasi iyo, magram, qalis, da isic martoxela qalis pirobaze “ford Ffiestas” ara uSavda ra.
meore zafxulsac sakmaod mozdili, TiTqmis sami wlis Cemi tlikina biWi win Cavisvi savarZelSi da axla ukve mamamisis TxovniT gavemgzavre sairmeSi, amjerad, man winaswar Tokas dabadebis DdReze gamogvigzavna sagzurebi. mipatijeba miviReT da agvistos cxel mzes gaveqeci. isev SevZeli iq mainc myoloda qmari, da albaT gagikvirdebodaT magram isic Tavs sruliad movaled grZnobda rom, me is ise momqceoda rogorc cols. egaa, rom, Tokaze arc ki fiqrobda mamoba efiqra, Tumca vatyobdi, rom aSkarad Zalian uyvarda. im dReebSi misma naTesavebma, romlebic iq isvenebdnen, gaiges Tokas arseboba, da Cemi Svilis uSualobis gamo, marTla gulwrfelad Seiyvares. oRond eg iyo, rom mec da Cem Svilsac, Tornikes deda gagvirboda, da saerTodac erTxelac ar mogvkarebia axlos. vxvdebodi raRac xdeboda, magram bolomde mainc vera.
ratomrac mjeroda, rom Tornikem dedamis yvelaferi uTxra Cemze, (marTalia arasodes uTqvams miyvarxaro, magram aSkarad vgrZnobdi amas) da alabaT amaze daiboRma Cemi Svilis bebia. (rogorc dResdReobiT irkveva, marTlac mase yofila. da kidev uaresic, Tornikes Cemze gaucxadebia colad unda moviyvanoo. mere raa, is sxvisi Svilia, me gavzrdi da Cemi iqnebao. amaze dedamis nerviuli stresisgan, wnevas daurtyams, da Caqceva miuRia, amitom mis mdgomareobazec fiqrobda da me verafers mandobda).
mokled, iqedan kmayofili davbrundi, magram Cemi mtkice gadawyvetilebas ar damirRvevia da Tokas Svilobaze araferi miTqvia. imaSi ki gamoutydi Seni siyvarulis gamo davarqvi eg saxeli meTqi.
mwerali namdvilad ara var, da amitom Cems cxovrebaze moyolil ambavs wvrilmanebiT ar avavseb, ubralod ZiriTad konturebs, anu rogorc eZaxian Cemi cxovrebis piars SegiqmniT Tqven TvalTaxedvaSi...
mokled, iq kargad gatarebuli 2kviris Semdeg saxlSi davbrundi, da isev gavagrZele saqmianoba. cxovrebaze ritmulad ayolilma ufro movindome , kidev ufro metad daviwye yvelaferze zrunva. adre ki Tu rames vakeTebdi, yvelafers Cems mier gakeTebuls mxolod ori sityva ewodeboda: “brZola arsebobisTvis”. exla ki stimuli cota meti mqonda, exla ukve vcdilobdi meti gamekeTebina, meti memuSava, meti SemZleboda. rom vyofiliyavi bednieri. roca ici, rom sxvas Wirdebi, da miTumetes Senc Tu gWirdeba is, met stimuls gaZlevs cxovrebisas. mokled seqtembridan gaormagebuli ZalebiT daviwye muSaoba. im weliwads ki Toka bavSvTa bagaSi mivabare da leqciebis kiTxva daviwye, Tumca anazRaureba sakmaod mqonda, ori moswavle isev myavda....
Tornike xSirad mirekavda, xSirad, gvelaparakeboda saaTobiT me da Tokas telefonze. ATumca mis SekiTxvas, romelic TandaTan ufro xSirdeboda sad cxovrobo, ufro da ufro gaurbodi, da pasuxs ar vcemdi. qalaqi Cemi Svilisgan icoda, konkretulad misamarTi ki me ar vuTxari. Tumca mTeli wlis ganmavlobaSi SexvedriT or-samjer vxdebodiT, xan sad da xan sad...
erTxelac ki, roca mkacrad mTxova misamarTi miTxari, menatrebi da movalo, me Cxubi davuwye, xom ici, rom ar getyvi meTqi. mokled magra viCxubeT, man Tavisi Tqva me Cemi:
“-ratom ar meunebi? dasasveneblad, rom gadixar me gyavar, da qalaqSi Tokas mamas ver galatob xom? asea ara? miTxari, rom masac xvdebi.... mjeroda, rom im kacma marTla mogatyua, isic mjeroda, rom Cemi erTguli iyavi, magram dRes samwuxarod simarTle mivxvdi”
me vusmendi gaSeSebuli da verafers veunebodi....ise ki agrZelebda...
“-xo, iqneb kidev gyavs vinme, manqana romelma giyida? ara mgonia eg SeniT sromis fasad geyida... ukve ise iqcevi, veRarafers gijereb”
uazrod vkankalebdi da vtirodi...
bolos ki veRar moviTmine da xmamaRla avyvirdi:
“-YToka Seni Svilia!!!! “ -lamis xmis CaxleCamde viyvire telefonSi
“-raaa???” -gaocebisagan iseTi xma miiRo, rom misi gakvirvebuli xmis gamo, Tvalwin warmomidga
“-ra da is, rom me Sen garda sxva aravin myolia. Seni Svilia!!!! Seniiii !!!”-
telefoni gavTiSe, da bavSvs damSvideba dauwye, romelic Cemi tirilisa da yvirilis gamo atirebuliyo TiTonac. Zvlivs davamSvide, me ki albaT erTi uamravi wamali davlie, rom egeb damZineboda...
im dRis mere telefoni TveobiT ar CamirTavs.. egdo tumboze ufunqciod, da yuradRebas maSin vaqcevdi, roca Toka waepotineboda da gadmogdebas lamobda....
erT dResac Cemi moswavles , anis vamecadinebdi, radgan SabaTi iyo da Toka baRSi ar iyo, Cem gverdiT binaSi mcxovreb gogonebs, romelsac bina Cemsgan hqondaT naqiravebi, vTxove, erTi saaTiT waeyvanaT da gaerToT.uari ar uTqvams, piriqiT gaixares. rogorc etyoba Tornike, rom waiyvanes kari aRar Camiketia, (principSi arc arasodes vketavdi) ise gavagrZeleT mecadineoba. Sua mecadineobis dros, fexis xma Semomesma, megona Toka moiyvanes, rogorc ician xolme, xandaxan, amoarbenineben xolme ezodan wylis dasalevad, an tualetisTvis, da gavZaxe:
“-Toka deda Sena xar?”
-“deda me...” –gamomZaxa, Tavisi Cveuli mokled pasuxiT...
oTaxSi Semobajbajda, Tan Tanmxlebi gogo, nana moyva. vkiTxe wyali undoda Tu ra, nanam ki miTxra, arcerTi ar unda ninoo, ubralod iq viRac nacnobi kaci naxa, da imaze gamokideba moidnomao...
veraferi, gavige.. arada Toka metad sxvanairi bavSvi iyo. aravisTan ise advilad ar mividoda, Tu kargad ar icnobda...Tan kide kacii... ver mivxvdi vin Seileba yofiliyo...
mivxvdi, nanam ver icno, amitom kiTxvas azri ar qonda da isev Tokas daxmarebis imedi mqonda...
“-deda vin dainaxe...? “
bavSvma ki imis magivrad, rom Cemsken moexeda, Tavi Semosasvleli karisken miebrunebia, da gaibadra
“-me daminaxa, iyo pasuxi,” - da oTaxSi gaRimebuli Tornike Semovida...
gogoebma aSkarad SemamCnies, rom feri mecvala da ufro metic Cemi moqmedebis gamo kidev ufro daibnen. mivardi giJiviT Tokas, xelSi aviyvane da Sevecade, rc Seileba Sors davmdgariyavi.
-gadi Cemi saxlidan! - brZanebis toniT vuTxari
man ki araferi ar miTxra, da Cemi moqmedebis sapirispirod skami gamoaCoCa magidis qvemodan da iqve Camojda, (TiTqos bolo laparakis dros ar gveCxubos ise iqceoda) mere ki mimoixeda da nanas da anas ise Sexeda, rom yvelam mivxvdiT zedmetad CaTvala.
amitomac me wavedio mogvaZaxa nanam da saswrafod gaixura karebi.
“-nino masw, mec waval!” – gaubedavad Tqva anim, da wignebis CanTaSi Calageba daiwyo.
“-ara ani ar waxval. Cven mecadineoba ar dagvimTavrebia. Sen ara magram es wava,” - da Tornikes gavxede.
“-mismine nino. me salaparakod movedi da ar mogcem uflebas uari miTxra Tan gamagdo” –rbili toniT miTxra man
“-me araferi maqvs salaprako! “
“-gaq, Tan Zalian bevri! da ufro metic, eg bavSvi Tu marTla Cemi Svilia dResve mogiwevs bargis Calageba da CemTan wamosvla... “
anim gaocebisagan piri daaRo..
“-rogor bedav! gadi Cemi saxlidan !” – es vTqvi Tu ara tirili amivarda.
“-Zalian GgTxovT mapatioT dRevandeli dRe. dRevandel mecadineobas aucileblad aginazRaurebs maswavlebeli, exla ki imedia ar miwyenT, rom GgTxovoT dagvtoveT meTqi” -axla anis miubrunda Tornike
“-ra Tqma unda ara...” –morcxvad Tqva anim, da Caulagebeli wignebis Calageba arc ufiqria ise Cqara mokida xeli yvelafers erTad da iqaurobas gaecala. me Zalac ar mqonda rom winaaRmdegoba gamewia. Toka Camovsvi da iqve skamze Camomjdarma avqviTindi. Toka sacodavi mzeriT miyurebda, Tmebze xels misvamda da rogorc yovelTvis xdeba xolme, isic CemTan erTad tiroda.
“-Cu deda cu...ala mova bua nu geSinia”- mamSvidebda Toka
karis mixurvis xma rogorc ki gaigona Tornikem wamodga. TokasTan mivida da gadakocna, mere ki me momiaxlovda, da didxans, didxans mkocna. tiroda isic. Cemi qcevebiT imasac mixvda, rom Toka marTla misi Svili iyo. mexveoda, da usityvod meficeboda siyvaruls. Toka gaocebuli idga ver garkveuliyo ra xdeboda. bolos ki movida. xeliT erTmaneTs dagvacila, mere ki jer erTs Sexeda mere meores. mxolod axlaRa gavixseneT misi arseboba. is iRimeboda da gagveRima Cvenc.
mTeli Rame vlaparakobdiT. Toka orsawolian loginSi SuaSi iwva. Cven ki gauTaveblad vlaprakobdiT. es iyo dRe mitevebis. dRe sayvedurebis. da ase Tu ise dRe dajerebis. dRe axsnisa da gagebis.
(mTeli sami Tve qalaqis sapasportoebSi dadioda da mkiTxulobda Turme, ai ese momagno )
kvira drec CvenTan erTad gaatara, yvelawuTas Tokas eZaxda: “mama modi aq!” “mama es ar gaakeToO”, mama ra giyido? “ da ase dausruleblad. Tokasac Tavvis mxriv siamovnebda es ucnauroba, gabadruli ugdebda rodis dauZaxebda kidev. mis cxovrebaSi, misi oTxi wlis cxovrebaSi pirvelad gaCnda termini “mama”...
meore dRes ki dagvtova, samsaxurSi unda wasuliyo, magram dampirda mogakiTxao. im dresac undoda Cveni pirdapir saxlSi wayvana, magram me ar davnebdi. jer garkvie dedasTan saqme Tqo....
bednierad vcxovrobdiT, magram me CemTvis is ki misTvis. dedam yvelanairad iuara Cems saxlSi SeSveba. ar minda eg quCis qalio. rogorc qalma, da rogorc biWi Svilis dedam me mas gauge da ase, rom wyenaze metma im tkivilma daisadgura CemSi, rac swored am gagebas axlda. anu isev marto cxovreba. Tumca Tornike TiTqmis yvela dRe CemTan da bavSvTan iyo. muSaoba amikrZala da miTxra, rom droa is tvirTi rac Sen ar unda getarebinao me vataroo, mokled xelis gulze gvatarebda. zustad misi dabadebis dre iyo, roca xeli movawereT da kanonier col-qmrad viqeciT.
erTi weli Tornike SuaSi iWreboda. Cven da dedamisi. . ase rom, mecodeboda Zalian. Tavismxriv ki sawyali qalic gawamda, SviliSvilic enatreboda da Svilic. marTalia garegnulad ar amJgavnebda, magram Tornikes mier moyolili ambavi ukve didi xnis dajerebuli qonda da maSin roca TokasTvis didi dabadebis dRis gadaxdas vapirebdiT damireka da patiebas mTxova. miTxra, rom vcdebodio da gTxov dabrundio. gavocdi misi didsulovnebiT.
zustad Tokas dabadebis dreze daviwereT me da Tornikem jvari. imdResve gavige, rom Turme 3Tvis fexmZime viyavi isev...
mokled caSi vfrinavdi....
marTalia qalbatonma mariamma, anu Cemma dedamTilma Tavidanve magrZnobina, rom marto imitom mimigo, rom misi Svili da SviliSvili undoda, rom yoloda saxlSi, magram me suliT ar gavtexilvar, da sanam Cemi patara mariami moevlineboda qveyanas, ukve movipove Cemi dedamTilis sruli ndoba. mere xSirad metyoda xolme, Tavi ise Semayvareo, rom Cemi mesame Svili mgonixaro... Tan imasac daamatebda rogor mcxvenia imis, rom droze ver mivxvdi amaso...
ra Tqma unda dedaCemi yovelTvis mekontaqteboda da Cems ambebs gebulobda xolme. telefonis iqedan yovelTvis mamxnevebda usayvarlesi monatrebuoli adamianis xma. menatrebodnen uazrod Cemi oaxis wevrebi, isini ki Cemi mariamis dabadebam Semomariga. mis sanaxavad Camosuli Cemi ojaxis wevrebi, rom davinaxe, sixarulisgan uazrod bevri vitire...
ar vici win kide ra gansacdeli melis, magram dRes me bednieri var, da xSirad vityvi, xolme, rom Rirs msxverplis gaReba bednierebisaTvis.... albaT RmerTi didi bednierebisaTvis mamzadebda da imitom vitanje imdeni Tqo....
ar vici ram mawerina amdeni, magram radganac davwere aRar movSli. dae, iyos dawerili da waikiTxon maT, visac bednierebisaTvis brZola ezarebaT, da ra Tqma unda ara marto maT.....
yvelaferi, ki Cemma Svilebma gamaxsena, Cemi biWi ukve 17 wliaa, wels skola daamTavra, Cemi mari ki meSvidesi gadavida....
Tokam didi xania icis yvelaferi. xolo...
dRes saRamos mariams vuyvebodi am yvelafers, da mere missive azri gaviTvaliswine da yvelaferi furcelze gadavitane.
Ramis 12 saaTze daviwye wera. exla ki aRmosavleTiT gariJraJi wamoiWima. ukve dilis Svidi saaTia. rvaze Cemi qmari samsaxurisTvis unda adges. me ki exla, am siwynareSi garkveviT mesmis, misi neli ritmuli sunTqva.....
პ.ს. იმედია გადავორდება არ შეგეზარებათ, ეგ საქმე იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის აკრეფა
--------------------
უნდა დავაშავო ! :chups:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
წერილები: 15652
წევრი No.: 3604
რეგისტრ.: 14-November 03
#578443
· 29 Jul 2004, 22:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
+-->
QUOTE
(
)
ძალიან, ძალიან ბევრები გიწერიათ უჩემოდ, ამეებს გადავავორდებ და ისე წავიკითხავ, რო მივიცლი მერე... მჯერა, რომ კარგი რამეებია, ეხლა კი ჩემი პატარა მოთხრობაც მოსულა, სულ ცინცხალია დღეს დავამთავრე, სამსჯავროზე (და სხვათაშორის ყველაზე ობიექტურზე) გამომაქ, ისე რომ არცერთ მეგობარს არ წაუკითხია...
ნინო
არ ვიცი რამ შემშალა იმ წელიწადს, მაგრამ ჟერ კიდევ დაუმოუკიდებლობას შეუჩვეველმა მეტად მკაცრი ნაბიჟი გადავდგი... თუმცა ასაკი სრულებითაც მიწყობდა იმასი ხელს,რომ რომ შემექმნა ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება ცხოვრება, და საკუთარი მშობლების ოჟახს მიკედლებულმა დამეწყო ამისათვის ზრუნვა, მაგრამ მაინც არასოდეს არ გამიწირავს თავი “მარტოობისთვის” (ანუ როგორც ჩემი მშობლები ამბობდნენ ხოლმე)...
მოკლედ, ჩემი მდგომარეობის გამო, ყოველთვის მიზიდავდა მარტოობა და დიდი ხვეწნისა და ჩემი დაუზოგავი შრომით მოვიპოვე უფლება იმისი, რო ინსტიტუტის დამთავრება(რომელიც აუცილებლად წარჩინებული უნდა ყოფილიყო) აღმენიშნა მარტო... სადმე დასასვენებლად წასულს....
ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო....
მოკლედ ასე იყო თუ ისე დასასვენებლად მარტომ წავედი... მეგობრის რჩევით კი ათდღიანი საგზური საირმისკენ ავიღე.. თან მაშინ, სწავლისაგან გამოწვეულმა, უაზრო ჭამის რაციონმა კუჭი და ნაღველი ერთბაშად დამიზიანა, და მკურნალობაშიც ჩამეთვლებოდა ეს დასვენება.. ასე რომ, დაახლოებით აგვისტოს პირველი თუ ორი იქნებოდა, როცა აქ სიცხისაგან ითანგებოდა ყველაფერი, და უფრო დიდ სიცხეში, კერძოდ კი სამგზავრო ავტობუსში ჩავჟექი, და დაახლოებით 4 საათი მაინც მოვანდომე დანიშნულების ადგილზე მიღწევას....
წესით არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა, რადგან არაერთხელ დამისვენია, და მრავალგეროვნებასაც არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ამ იმერეთის მხარის კურორტმა, რომელიზედაც ფეხი პირველად მედგა მეტად გამაკვირვა... იმით კი არა რო რაიმე უცნაურობა ჭირდა, არამედ იმით, რომ მეტად კოპწია და პატარა რომ იყო....
ასე იყო თუ ისე თვალი და გონება საღამომდე უკვე შეეჩვია იმას, რომ აქ მხოლოდ ერთი კაფე, ერთი გასართობი, და ერთიც კინო იყო, თუმცა თავიანთ სახელებს უფრო ზერელედ თუ ამართლებდნენ....
ჩემს ნომერში ზუსტად არ მახსოვხ, მაგრამ ხუსთას რაღაც ნომერი რომ იყო ვიცი, რატომღაც სამი საწოლი იდგა. ალბათ ყველაგან ასე იყო. საწუწუნო არაფერი იყო, 20ლარის პირობაზე თავისი ჭამიანად ყველაფერი საკმარისი იყო.. თან კიდე აქ ხომ უბრალოდ არ ვისვენებდი თან უნდა მემკურნალა... საჭმლის წინ კი, (როგორც შინიდან წამოსვლისას დამარიგეს) ექიმ კონსულტანტს მივმართე, და ამიხსნა თუ რომელი ნომერი წყალი როდის უნდა დამელია... ასე იყო თუ ისე, საღამოს როცა უკვე შიმშილის გრძნობა მეწვია, და 2ნომერი წყალიც უკვე დალეული მქონდა სასადილოსკენ გავწიე... სასადილომ ვერ ვიტყვი დიდად მომხიბლა მეთქი, მაგრამ იმდენად კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სრულიად მარტომ წამოვედი, სახეზე მუდამჟამს ღიმილი მეხატა.... კატლეტი და პიურე მეგემრიელა, პირველად ეს გემო შიმშილის გრძნობას მივაბრალე, მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა მართლაც გემრიელი ყოფილა.
აქვე პირველ დღესვე შევხვდი, თორნიკეს.
უკვე, შიმშილის გრძნობა დაკარგულმა, წამოვდექი, (დარჩენილი წვნიანი აღარც შემიჭამია) და მხრებგამართულმა, სასადილოს ერთი თავიდან მეორე ბოლოსკენ სადაც გასასვლელი კარი მეგულებოდა მხრებგამართულმა გაუყევი... მივდიოდი ამაყად: “აბა შემომხედეთ ერთი, მარტო ვარ აქ, საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ მეთქი” , რომ უცებ აქეთ იქეთ ხალხის თვალიერებაში გართულმა წინ მომავალი მამაკაცი ვერ შევამშნიე და შევეტაკე... აშკარად მივხვდი სახე სიწითლისგან როგორ დამეწვა, თავი დავხარე და ბოდიში მოვიხადე... არაუშავსო კი გავიგონე, მაგრამ გონება ახლა სხვა რამეზე გადავიტანე, კაცის უკან ახალგაზრდა (ყოველშემთხვევაში პირველ მამაკაცთან შედარებით) კაცი იდგა და იღიმებოდა... მე სირცხვილისაგან ალეწილმა, ორივე, ხელით ნელა მივწიე და ისე გავაგრძელე გზა... ამის გამო პარკში გასვლას არ ვაპირებდი ვაითუ ის კაცი შემხვდა თქო, მაგრამ რომ მახსენდებოდა, მისი თანამდევარი, რატომღაც ქალური ჟინის გამოუცნობელი სურვილით უფრო და უფრო მინდებოდა გარეთ გასვლა... ნაფსი გავტეხე და გარეთ გასვლა გადავწყვიტე... იმ სარკის ნაწყვეტში რომელიც კედელზე კარის გვერზე ეკიდა გავიხედე... სიწითლე მართლია გადამსვლოდა, მაგრამ ნამგზავრი სახე არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა... შხაპის მიღება ვერ მოვახერხე, როგორც აღმოჩნდა, იქ ამ სიამოვნებას ნომერშივე ვერ მიიღებდი, მე კი გარეთ მოწესრიგებული გასვლა მინდოდა.... სპორტული შარვალი ჟინსით შევცვალე, ხოლო, ზემოთ შავი კოფტა ჩავიცვი... საერთოდ შავი ფერი ყველა სხვა დანარჩენზე მეტად მიხდება... მერე სახე ძალიან მკრთალად მივიხატ-მოვიხატე, ისე რომ არც კი მემჩნეოდა, ტელეფონს ხელი დავავლე, და პარკში წავედი იმ იმედით რო სადმე ჩამოვჟდებოდი და ვიფიქრებდი იმაზე რაზც მინდოდა, ისე რომ ამაში ხელს ვერავინ შემიშლიდა. როგორც აღმოჩნდა, აგვისტოს თვე საირმისთვის სეზონის პიკი ყოფილა, ალბათ ამიტომაც ვერსად ვიპოვე ჩამოსაჟდომიც კი.... ხალხით გავსილი იყო ყველაფერი, ერთობოდნენ, თამაშობდნენ, მზესუმზირას აკმატუნებდნენ, ჭორაობდნენ და მოკლედ დასვენების იდეალურ პირობებს იქმნიდნენ... მე კი პირველად დამწყდა გული იმაში, რომ ერთი მეგობარი, თუნდაც ეკა, რომ არ წამოვიყვანე, სხვა თუ არაფერი ვიჭორავებდით მაინც... მარტო ვიყავი, და მეგონა ყველა მე მიყურებდა, და მათვალიერებდა.... რაც იყო იყო... მაინც არავინ მიცნობს თქო, მინდორზე მოყოლებულ მოაჟირზე ჩამოვჟექი და ახალ ნაყიდ მზესუმზირას დაქუცმაცება დავუწყე... ტელეფონზე ვიღაცამ, დამირეკა... ვუთხარი ჩემი მდგომარეობა... მახსოვს ისიც ვუთხარი იმდენი ხალხია პარკში დასაჟდომი ვერ ვიპოვე თქო... თან ირგვლივ მიმოვიხედე, იმ იმედი ეხლა მაინც ეგებ გაათავისუფლდა ადგილი მეთქი, მაგრამ ამაოდ... ისე თუმცა რატომ ამაოდ? გვერდით სკამზე ის ახალგაზრდა ბიჭი იჟდა დილით რომ შევხვდი, და აშკარად მე მიყურებდა.... ტელეფონზე ლაპარაკისას შევატყვე რომ მისმენდა თურმე, ცოტა არ იყოს გავბრაზდი, მაგრამ როცა მითხრა, მოდი ჩემს სკამზე ხომ საკმაო ადგილია იმისთვის რომ დაჟდეო, უკვე გადავიფიქრე გაბრაზება....
ასე, იყო თუ ისე, მოკლე გასაუბრებით მან ჩემზე ბევრი ვერაფერი გაარკვია, მე კი შევძელი იმის გაგება, რომ თურმე ჰყოლია მხოლოდ ერთი და, რომელიც მამასთან ცხოვრობდა თითონ კი დედასთან, როგორც თითონ თქვა მამა არც არსოდეს უნახავს... აშკარად უცნაურად მომეჩვენა ეს, გაკვირვება კი სახეზე შემამჩნია და ღიმილით მითხრა... დედა ქმართან გაშორებულია, და ჩემი და იმიტომ ცხოვრობს იქ, რომ ის მართლაც მისი შვილია მე კი არაო, მე დედაჩემის მეორე ქმრის შვილი ვარ, რომელიც ჩემ დაბადებამდე ავტოავარიაში მოყვაო... მოკლედ არ ვიცი რატომ მესაუბრა ისე გულახდილად, მაგრამ როგორც ეტყობოდა, ის დიდად განიცდიდა მის ობოლ მდგომარეობას. მოკლედ ისიც გავიგე რომ, საკმაოდ შემძლებული ყოფილა, რომელიღაც ბანკის რაღაც მოწინავე თანამშრომელიო თუ რაღაც ამდაგვარი...
ბინდის ჩამოწოლა საკმარისი იყო იმისთვის რო დავმშვიდობებოდი, მიუხედავად იმისა თავი ყველაზე მაგარი, და ყველაზე დამოუკიდებელი მეგონა, მაინც ამიტანა შიშმა, ამ უცხოს რას ველაპარაკები, უკვე ღამეა წავალ დავწვები თქო... (მართალია შეყვარებული მანმადე მყავდა, მაგრამ ამასთან შედარებიდ მას ვენდობოდი... ასე, რომ მასთან როგორც მამაკაცთან ურთიერთობა მაშინებდა...) მოკლედ დაღლილობა მოვიმიზეზე და დავემშვიდობე... გაცილებით არ გაგაცილებო მითხრა, (როგორც ეტყობოდა ქალებში აშკარად კარგად ერკვეოდა და ისიც მიხვდა რომ უარს ვტკიცებდი) ... სიგარეტი გააბოლა და მზერა იმის საპირისპიროდ გააყოლა საითკენაც მე მივდიოდი....
ღამე თავი ამტკივდა და ძილიც გამიჭიანურდა.... მართალი, რომ ვთქვა, იმ დღეს თორნიკეზე არც მიფიქრია წესიერად, მხოლოდ გზაში ის გავიფიქრე სასიამოვნო ვინმეა მეთქი და მორჩა....
დილით ჩამძინებოდა, 10საათიანი საუზმე და წყალი რათქმა უნდა თადარიგიდან გამოვტოვე... თერთმეტს გადაცილებული იქნებოდა, პარკისკენ მთქნარება მთქნარებით წავედი, იმ იმედით, რომ ცოტას მოვიფხიზლებდი და გამოტოვებულ პროცედურებს ავინაზღაურებდი. მართალია სასადილო უკვე აღარ იქნებოდა, მაგრამ იქ ხომ იყო პატარა კაფე.... მოკლედ პარკის შესასვლელ ხიდზე ხიდზე გადავედი თუ არა, პირველივე სკამზე, ჟერ კიდე გამოუფხიზლებელმა, ჩამოვჟექი და მთქნარებას მოვყევი.... მუხლებზე მედო ხელები და თავი ისე მქონდა ამ ხელებში ჩარგული, რომ გამვლელებს ვერ ვამჩნევდი, თუმცა აშკარად ვიგრძენი მზერა, და ნაცნობი სილუეტის ნაბიჟებმა გვერდით ჩამიარა.
-დილა მშვიდობისა ნინო.....-მომაძახა თორნიკემ, რომელსაც ეტყობოდა ჭამა გაეთავებინა და საბოლოო პროცედურის, პირველი ნომერი წყლის დასალევად ჭიქამომარჟვებული მიდიოდა...
-დილა მშვიდობისა-გავძახე მეც ნაძინარი გაბზარული ხმით, მერე მეც ავდექი და წყლის დასალევად გავეშურე.... იქ ჩვეულებრისამებ რიგი აღარ იდგა და წყალი თავისუფლად ავავსე.. მერე ხელებშუა მოვიქცია, (წესია ესეთი ცოტა უნდა შეათბო სხეულის ტემპერატურით), და ისევ წავედი სკამისკენ, იქ კი ისევ, წესისამებრ, ყლუპ-ყლუპობით დაუწყე დალევა... მშიერ კუჭზე კი მჟავე წყლის დალევა არც ისე სასიამოვნოა... ახალ დაწყებული მქონდა წყლის დალევა, რომ თორნიკე მოვიდა სავსე ჭიქით და გვერზე მომიჟდა...
-არ გშია?-ისე მკითხა მგონი არც კი დაუნინახივარ ნამდვილად მე ვიყავი თუ არა, ბრმასავით ინტუიციას ენდო
-ძალიან!-დავუდასტურე მე
-მერე რატომ არ იყავი სასადილოში?
-დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა...
-ხო ისე მეც ეგ ვიფიქრე....
დიდხანს სიჩუმე ჩამოვარდა... აშკარად გვესმოდა ერთმანეთის მიერ წყლის ყლუპ-ყლუპობით დალევის ხმა...
-რამდენის წლის ხარ ნინო?
-22ის. შენ?
-25ის....უკვე აღარცერთი არ ვყოფილვართ თინეიჟერები..
-ისე კი ძალიან გვინდა ორივეს რომ ვიყოთ თინეიჟერები....
-ხო მართალია... ისე არ დაგიმალავ, მე კი შენ უფრო პატარა მეგონე...
-ხოო? რა კონტრასტია, მე კი შენ უფრო დიდი ...
ორვემ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეღიმა....
არ მახსოვს, ის წყეული დღე იქ ასვლიდან მეხუთე იყო თუ რომელი, თუმცა, სამუდამოდ კვალი კი დატოვა ჩემ ცხოვრებაში...
არ ვიცი რატომ და ამ ბიჭს ძალიან გაუშინაურდი.... ბიძამისი, რომელსაც თავი თავიდანვე დაჟახებით დავამახსოვრე, ჩემს მეგობრად იქცა... მოკლედ, იმდენად მივენდე რომ ერთხელ ღამე 12 საათიც კი იქნებოდა როცა დისკოტეკაზე ერთად გაუტიეთ... მოკლედ მთელი ის ღამე “თავისუფლებით ვტკბებოდი “ ....
არ ვიცი, რატომ, როგორ ან რისთვის, ამ შეკითხვებზე ვერანაირად ვერ გიპასუხებთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი იმ დღიდან განვლილი ცხოვების 18 წელი მაგის პასუხებს ვეძებ, მაგრამ ამაოდ...., ზუსტად იმ დღეს შევწირე ჩემი ქალიშვილობა, და იმ დღიდან იწყებს არსებობას ჩემი “სირცხვილიც” როგორც მას უწოდებდნენ, ჩემი პატარა თოკო....
ალბათ დასალევის ბრალიც იყო, ჩემი მარტოობის ბრალიც იყო, ქალის იმ უჭკუობის ბრალიც იყო, რომელსაც ყოველი “მიყვარხარ” შეუძლია დაიჟეროს...
თორნიკემ ის ღამე ჩემთან გაათია, როგორც შემდეგში ვიხსენებდი, მგონი კარტის სათამაშოდ ავედით ჩემთან, მერე კი ტკივილი და ერთი შეკივლება მახსოვს, რომელმაც ჩემ ცხოვრებას კრედოთ დაუდო გაჭირვების, დამცირებისა და ტკივილის არსი....
მეორე დღესვე ჩავალაგე ტანსაცმელები... მახსოვს თორნიკე მეორე დღეს შემხვდა დილით, ამღვრეული თვალები ქონდა და “ნატკენი” ხმით მკითხა:
,,-ქალიშვილი თუ იყავი რატომ არ მითხარი...”
“-ხო, ხო, ვიყავი, ვიყავი, და ისევ ისევე დამაბრუნე”- მეთქი, გავყვიროდი დერეფანში და თან უაზროდ ვტიროდი....
მახოსვს თორნიკემ ძლივს მოახერხა ჩემი ოთხად ჩაკეცილის ოთაში შეყვანა.... დიდხანს ვუწევდი წინააღმდეგობას, რა სიტყვები არ ვეძახე საწყალს, ვცემდი უმოწყალოდ, ის კი უხმოდ ცდილობდა ჩემ მოგერიებასაც და გაჩუმებასაც...
ბოლოს კი ძალაც გამომელია, საწოლზე სუნთქვა გახშირებული მივეგდე, და თორნიკეს მიერ მოწოდებლი წყალით ცოტა ამოვისუნთქე, თორემ ალბათ იქვე გავთავდებოდი....
იყო დაპირება რომ ესე არ მიმატოვებდა... მიმხედავდა... ისიც მითხრა ცოლად თუ არ მოგიყვან გიპატრონებო... მე კი ძალაგამოცლილი უსინდისო და გარეწრს ვეძახდი... აშკარად ვხვდებოდი ისიც განიცდიდა ამ ამბავს, მაგრამ მე ცოფმოდებულს უკვე საკუთარი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად... თავი ლიკა ქავჯარაძის გმირად, მარიტად წარმომიდგა რომელსაც აფურთხებენ და ამცირებენ... მოკლედ, დამცირებული ქალის კვალობაზე ყველას შეეძლება გაგება თუ როგორ მიჭირდა... მიჭირდა ისე რომ გამოსავალს ვერ ვპოულობდი....
დავემუქრე გიჩივლებ მეთქი, მაგრამ ვგრძნობდი ამას ვერ ვიზამდი, რადგან გაგიკვირდებათ, მაგრამ მე ის ისე მიყვარდა. ამიტომ გულს ვერ ვატკენდი....
ისე მოხდა,რომ იმ დღესვე დავტოვე ის წყეული სასტუმრო... ფაქტიურად უიმედოთ...მის ლაპარაკს ყური არ ვუგდე, და არც კი მისმენია....
მოკლედ ცხრა თვე ვატარე იმავე სახელ-გვარის ბავშვით მუცელში, რომელმაც ჩემი ცხოვრება სატანჟველად აქცია, და ამ ცხრა თვის, და არა მარტო, უამრავი დამცირება და დაცინვა ავიტანე...
მშობლებმა უარი თქვე ჩემზე... მიუხედავად სახლში მისვლისთანავე გაიგეს ჩემი მდგომარეობა, და გამიგეს...(ძირითადად თავი გაუპატიურებულად განვაცხადე...) დამპირდნენ რომ მაინც მიპოვიდნენ ისეთ ვინმეს ვისაც მიმათხოვებდნენ, მერე მიპოვეს კიდეც, ის საწყალი (უფრო სწორედ ძალიან კარგი) კობა, უკვე ნიშნობის გადახდას ვაპირებდით, ჩემ უბედურ ბედსაც შევეგუე, მაგრამ როგორც კი, მივხვდი რომ მუცელი გამეზარდა, და ეს ზრდა სრულებითაც არ იყო უბრალოდ სიმსუქნე უარი ვთქვი ამ მასკარადზე და თავი მარტოხელა დედად გამოვაცხადე... ჩემს ბედს, კი თავგანწირული სიყვარულის უფრო ერქმეოდა ვიდრე უბედობა, რადგან, კობამ დამპირდა ბავშვსაც მე ვაღიერებო, იმდენად შევეცოდე, მაგრამ მე არ დავთანმხდი, მისი გულისხმიერება ბოროტად არ გამომიყენებია... მოკლედ ყველამ გაიგო, რომ მე ფეხმძიმედ ვიყავი, და არც შვილის მოშორებს ვაპირებდი, ზირითადად იმ მიზეზით, რომ პირველი აბორტი მერე შვილიანობას სპობსო, და ასე, რომ შევიქმენი მარტოხელა დედად, მარტოხელა, საზოგადოებოსაგან გარიყულ დედად, რომელმაც ყველაფერი აიტანა იმისთვის რომ შვილი გამოეზარდა კარგად....
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთადერთი შეცოდება რაც მშობლებისაგან მივიღებ ის იყო ის რომ ბინა, რომელიც ჩემ ოჟახს ეკუთვნდა და რომელშიც არ ვცხოვრობდით მე დამითმეს... ცხოვრების რთულ შარაგზაზე კი მარტო გამისტუმრეს, ცრემლნარევად , მაგრამ მაინც სიმკაცრით.... მართალია დედა იმ მარტოობის ხუთ წელიწადში სულ ათიოდეჟერ მაინც იყო მოსანახულებლად მოსულიდა, მაგრამ მშობლების სითბო და მხარდაჭერა, რომელსაც ასე მიჩვეული ვიყავი ძალიან მაკლდა...
საზოგადოებამ ძლიერ განმკიცხა ჩემი სიყვარულის გამო... ყველა იძახდა კობას გაყოლოდა , რას გაიგებდა ხალხი ვისი იყო ეგ ბავშვიო... კობამ გამიგო და მთელი იმ ხნის განმავლობაში როცა მარტო ვიყავი გვერდით მედგა და ყურადღებას არ მაკლებდა....იცოდა, რომ მიჭირდა, და ეს უაზროდ ამწუხრებდა მას... ვგრძნობდი მის შეპარული სიყვარულის მზერას მაგრამ, იცოდა ჩემი საბოლოო პასუხი, და მისი სიყვარულის სამზეოზე გამოტანას არც აპირებდა....
მომდევნო ხუთი წელი რაც განგებამ მომიმზადა თოკას დაბადების შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ტკვილიანი “სიურპრიზებით” იყო სავსე....
ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი როცა მარტოობაში გამამწესეს, ერთადერთი კი რაც ორსულობის განმავლობაში დედამ დამეხმარა ეს იყო რომ ჩუმად ჩემი მეგობრის ხელით 500@ გამომიგზავნა.... მიუხედავად მისი შეუვალი სიმკაცრისა, მშობელი დედის მდგომარეობა არ დავიწყებია და იმის მიუხედავად, რომ ჩემს გვერდით არ იყო, მას ყველაზე ახლოს ვგრძნობდი და ვიგულებდი ჩემთან... როგორც დედისგან გავიგე, მამაც ნერვიულობისგან მოტეხილა და ისიც, მაგრამ ჩემ სირცხვილზე უფრო ჩემს მარტოობასა და ჩემ გაჭირვებას გაეცამტვერებინა. მათი ჟერ კიდე შემორჩენილი ახალგაზრდული სილაღე, და ვერცხლისფერი თმა, უკვალოდ გაუქრათ და ბამბის Qქულასავით თეთრი გაუხდათ ორივეს თმები... ”-კიდევ კარგი ჩემმა ბიჭმა ცოლი ადრე მოიყვანა და შვილებიც გააჩინა, თორემ, შენ მარტოობას ვერ გადავიტანდიო,” –იტყოდა თურმე დედა....
ასე, იყო თუ ისე იყო, დიპლომიანი, და ისიც, წარჩინებულ დიპლომიანი, ინგლისურის მასწავლებელი ვიყავი, და ჩემი შვილისთვის წინასწარ ზრუნვა წინასწარ დავიწყე. ამიტომაც მოსწავლეების მომზადებას შეუდექი. საშინელი ტოქსიკური ორსულობა მქონდა, და მოსწავლეების მიღებაც ძალიან მიჭირდა, მომზადებისთვის თავი არ დამინებებია და არცერთი მოსწავლე არ გამიშვია, და ასე იყო თუ ისე, მერე საკმაო ფული მოვაგროვე, ყოველშემთხვევაში როცა თორნიკე დაიბადა, 3თვემდე აღარცერთი მოსწავლე არ მიმიღია, ხოლო, ექვს თვემდე მარტო ერთო ცოტა დძვირადღირებული მოსწავლე დავიტოვე... დანარჩენ ცხოვრებას კი ორსულობის დროინდელი შემონახული ფულებით ვახერხებდი.
იმავე პერიოდში მართალია დახმარებას მთავაზობდა კობა, მაგრამ მე უარი განვაცხადე, ერთადერთი რასაც დავთანხმდი ეს ის იყო რომ მას ჩემი შვილი მოვანათვლინე....
მოკლედ, ამ ხნის განმავლობაში იმდენი შემომდიოდა რომ ჩემ ციცქნას არაფერს, ვაკლებდი.
მის დაბადებამდე წინასწარ ვემზადებოდი... ბევრი ლამაზი რამე ვიყიდე მისთვის, საგანგებოდ მოვრთე მისი ახლად ნაყიდი საწოლი ცისფერი ლენტებით, უამრავი პაწია წინდები მოუქსოვე, პატარა პერანგები შეუკერე (ეს საქმე გაჭირვებამ მასწავლა კარგად)... ამ ყველაფერთან იმდენი ჩასაცმელი და იმდენი პამპერსი ვიყიდე რომ შემდეგში თვეობით მეყო.... მოკლედ საკმაოდ კარგად, მოვეწყვე... ყიდვასთან დაკავშირებულ რჩევებს როგორც კი მივიგებდი ექიმისგად, დამხმარედ, კარის მეზობელი, ნელი დეიდა მყავდა. ის დიდი სიამოვნებით მიდიოდა ბაზარში და მოქონდა ჩემი პატალასთვის საყიდელი ნივთები. (მე ცილების გამო გარეთ ვერ გავდიოდი, სიარული და დიხანს ფეხზე დოგმა მიჭირდა)..
თოკა 6მაისს, გიორგობა დღეს დაიბადა, თუმცა გიორგი მხოლოდ ნათლობის სახელად დავარქვია, სახელი კი მამის დავუტოვე. ,გვარი კი რა თქმა უნდა ჩემი ჰქონდა. სულ რაგაც 3კილო და რვაასი დაიბადა. 52სანტიმეტრისა. ჟანმრთელი და კარგი ზნის ბავშვი იყო. თუმცა პირველი ორმოცი დღე საშინლად გამიჭირდა, რადგან ახალნამშობიარევი ვიყავი.
კიდე კაი ნელი დეიდა გვერდით მყავდა და მეხმარებოდა. მან თავიდანვე გამიგო. ის გაუთხოვარი იყო და ამასთანავე შვილს დანატრებული, ასე რომ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს... მას კი ჩემი მართლა სპეტაკი მეგობრობის სანაცვლოდ დილაობით ჩემი ნამცეცას დაბანა ევალებოდა... 40 დღე ასე მეხმარებოდა ნელი დეიდა, თუმცა უკვე შეუძლოდ იყო და სულ რაღაც ორ თვეში გარდაიცვლა, მისი ერთოთახიანი ბინა კი ჩემს შვილს, და მის ნათლულ თოკას დაუტოვა. (მან კობასთან ერთად მონათლა ჩემი ბიჭი)....
არ დამავიწყდება ის უძილო ღამეები, კიდევ კარგი რძე მქნონდა, თორემ არ ვიცი რა მშველებოდა. ჟერ საჭმლის ფული უნდა მეზებნა, მერე კი ის უნდა მეფიქრა, როგოგრ მომესწრო იმის კეთება ისე რომ ერთ ხელში ატირებული ბავშვი მჭეროდა მეორეთი კი გამეკეთებინა.
წელზე მეტისისე გახდა რომ ერთხელაც არ გამხდარა ავად....ისედაც კარგი ზნის ბავშვი იყო... ისევ ვაგრძელებდი მოსწავლეების მიგებას, რადგან ვიცოდი რომ შეგროვებული ფული მეტად უხვავოა, და რამდენიც არ უნდა გქონდეს ყოველთვის თუ არ ამატე მალე გამოიცლება...
ცხოვრებით ვერ ვიტყვი ისე ვცხოვრობდი, რომ გაჭირვებული მერქმეოდა. არა პირიქით, მეც და ჩემი პატარაც ჩემი შრომის წყალობით ძალიან კარგად ჩაცმულები დავიოდით.ბინაც კი გავარემონტე რომელიც ნელი დეიდამ დამიტოვა, და ახალი დამატებითი წყარო გამიჩნდა.მოკლედ ის ბინა გავაქირავე, ორმა სტუდენტმა იქირავა, და ჩემი ოთხი მოსწავლიდან შემოსულ 200@ს, კიდე ასი დოლარი დაემატა. მოკლედ საკმაო შემოსავალი გვქონდა, და თვენ წარმოიდგინეთ მანქანის საყიდელ ფულსაც კი ვაგროვებდი...
მოკლედ, ასე, იყო თუ ისე ჩემი პაწუა წამოვზარდე.... წელიწადის და ხუთი თვის იქნებოდა, ცოტა, რომ გამიცივდა და ერთადერთი რასაც ექიმი მისი კარგი ჟანმრთელობის შესანარჩუნებლად გვთხოვდა ეს ჰაერის გამოცვლა იყო....
არც მიფიქრია ისე ავიღე ჩემი შეკოწიწებული ფულებიდან რაღაც 100@და საირმისკენ წავედი... ამ დროს გიო წლინახევრისა იყო უკვე... ზაფხულობით მოსწავლეები არ მყავდა ხოლმე და ასე, რომ ისევ აგვისტოს თვეში (არ ვიცი რატომ არ ვფიქრობდი ამ დამთხვევაზე, ალბათ ბავშვის გამო, სწორედ მაშინ გამოუწერა ექიმმა ჰაერის გამოცვლა) წავედი საირმისკენ...
დამთხვევებს ჩემს ცხოვრბაში ადგილი არასოდეს ჰქონია, მაგრამ წინასწარ ესენი, რომ დაემთხვა, გული უკვე მერეც არ მიგრძნობდა კარგს.
ამჟერად შეჟახების გარეშე, როგორც კი შევედი სასადილოში ბავშვით ხელში, თორნიკე დავინახე...თუმცა გული უაზროდ მიცემდა, მაგრამ არ შემიმჩნევია, ისე მივედი კუთვნილ მაგიდასთან, ზურგით დავჟექი, თუმცა აშკარად ვგრძნობდი ზურგს უკან უაზროდ მწველ, გამოხედვას, რომელიც თითქოს ზურგს მიწვავდა.... მალე გავეცალე იქაურობას, მერე კი ბაზრისკენ ავიგე გეზი სადაც ბავშვისთვის მაწვნის ყიდვა მინდოდა და ამასთან ერთად ვინმე ისეთი ქალის პოვნა ვინც ყველა დღე ორ ბანკა მაწონს მომიტანდა... ეს თოკას სავსებით ყოფნიდა, რადგან, მიუხედავად იმისა ,რომ სავსებით დიდი იყო, ღამე ისევ ძუძუს წოვდა....
მოკლედ, წყალზე ძველებურად რეჯიმში ვეღარ დავდიოდი ნამცეცას გამო, მუდამ მას ვტრიალებდი თავზე, და ყოველთვის თვალებში შევციცინებდი ვაითუ რამე არ გაუჭირდეს თქო. იმ დღესვე ,როცა პარკში გასული, თოკას მაწონს ვაჭმევდი, მამამისი მომიახლოვდა და გამარჟობის გარეშე დაიწყო ლაპარაკი
“-ადრე შენს ასაკთან შედარებით უფრო პატარა მეჩვენე, ეხლა კი ცხოვრებისგან დაღლილ ქალს გავხარ...”
ყურადღებას არ მიმიქცევია, იქვე ჩაცუცქულ თოკას დავავლე ხელი, ისე, რომ სათამამშო მანქანა, რომელიც ხელში ეჭირა, გაუვარდა, და უპასუხოდ დავაპირე გაცლა.
როგორც კი თოკამ იყვირა “მბუა” მინდაო, იმწამსვე შეაგება მანქანა მამამისმა, ჩემთან კი ისევ შეეცადა გამოლაპარაკებას...
“-ნუ გეშინია, ნურც გამირბიხარ... გათხოვილ, და მითუმეტესე ბავშვიან ქალს რა უნდა დაგიშაო”ო
“-არა ვარ გათხოვილი” მეთქი მივაძახე, თოკას ხელი კიდევ უფრო, მაგრად ჩავჭიდე, (მეგონა თავი გავეცი და სადაცაა ბავშვს წამართმევდა...)და აჩქარებული ნაბიჟებით წავედი...
მერე ისე მოხდა, რომ კიდევ გამომელაპარაკა, ალბათ მეორე თუ მესამე დღეს თოკასაც დაუახლოვდა, მის დანახვაზე ლუღლუღებდა და უცინოდა... მართალია საშინლად ვბრაზობდი ამაზე, მაგრამ გულის კუნჭულში მიხაროდა ის, რომ გამოსალაპარაკებელ საბაბს ვიპოვიდი. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა, მოიყვანა თუ არა ცოლი, და იყო თუ არა იმ ცოლისგან გაჩენილი შვილების მამა. სწორედ ერთერთი მისი ბავშვთან გათამაშების დროს, გამომელაპარაკა მე.
“-არ გინდა ვილაპარაკოთ?”
“-მინდა”-მიუხედავად ყველაფრისა დავეთანხმე.
იმ პატარა თეთრ კაფეში დავჟექით, და ნაყინის ჭამა-ჭამით, ისე, რომ არც ბავშვის გართობა გვავიწყდებოდა, ერთმანეთს ბევრი რამე მოუყევით.
თავიდან მითხრა, რომ გაუხარდა ბავშვით, რომ დამინახა, მას ეგონა, რომ გავთხოვდი, და დიალოგის დაწყებისთანავე სწორედ ამაზე გამოხატვა აღფრთოვანება. მართალია, მე, ის ფაქტი, თითქოსდა გათხოვილი ვიყავი, ვუარყავი, და ისიც ვუთხარი, რომ მარტოხელა დედა ვიყავი, მაგრამ ბავშვის შესახებ თითქმის ყველაფერი დაუმალე, და მეტიც. ტყუილები ვუთხარი. ვუთხარი, თითქოს, ვიღაცამ შემპირდა ცოლად მოგიყვანო, მაგრამ მან მხოლოდ ის მიიღო, ჩემგან რაც როგორც ქალიდან უნდოდა მეთქი, და წავიდა თქო. მე კი ბავშვზე უარი იმ, მიზეზით არ ვთქვი, რომ თითქოს გათხოვების იმედი დავკარგე და თან კიდე ის მარტო ჩემი შვილი იყო მეთქი....
მასზე კი, ის გავიგე, რომ ისევ მარტო იყო, და არც შეყვარებული ყავდა. თუმცაღა დედამისი ყველადღე ტვინს უბურღავდა, ცოლის მოყვანის გამო.
ბევრი არაფერი ისეთი იმ ათდღეში არ მომხდარა, ჩემი პატარა, მამას კარგად შეეჩვია, უფრო მეტიც, თორნიკეს იქ დედა და დედის ძმა, ისევ ის ბიძია ახლდა, და მათაც შეაყვარა თავი.
მე თორნიკეს უკვე საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა, და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მთელი უბედურების ათვლის წერტილად იქცა, მაინც სიყვარულმა დაძლია, და მე ათი დღით მაინც შევძელი გამეხადა, ჩემი შვილის მამა, ჩემი ქმარი.
ჩვენ ათ დღეში დავტოვეთ იქაურობა, და ისინი კიდევ იქ დარჩნენ, თუმცა იქიდან ისე წამოვედი, რომ ჩემს მისამართზე არაფერი მითქვია, მარტო ჩემი ტელეფონის ნომერი იცოდა და მორჩა.
ხშირად მირეკავდა ხოლმე და გვკითხულობდა. ისევ ვიმეორებ მიხაროდა მისი მოკითხვები, მაგრამ გონება არ მაძლევდა უფლბას, რომ მას გაღიმებული დავლაპარაკებოდი. ჩემი ცივი ლაპარაკის გამო კი დიალოგი ფაქტიურად მიკითხვ-მოკითხვით მთავრდებოდა და ყურმილს ორივე ვდებდით. თუმცა რამოდენიმეჟერ იყო აშკარა შემოთავაზება იმისა, რომ ჩემთან ჩამოსვლა უნდოდა. რა თქმა უნდა ჩემი პასუხი არა იყო.
თოკა წამოიზარდა, და გაიზარდა პრობლემებიც, უკვე ისე იყო გაცელქებული, რომ ორი მოსწავლის მეტს ვერ აუდიოდი, თუმცა, ასე იყო თუ ისე მანქანა მაინც ვიყიდე. მართალია, არც ისე ძვირფასი იყო, მაგრამ, ქალის, და ისიც მარტოხელა ქალის პირობაზე “ფორდ Fფიესტას” არა უშავდა რა.
მეორე ზაფხულსაც საკმაოდ მოზდილი, თითქმის სამი წლის ჩემი ტლიკინა ბიჭი წინ ჩავისვი სავარძელში და ახლა უკვე მამამისის თხოვნით გავემგზავრე საირმეში, ამჟერად, მან წინასწარ თოკას დაბადების Dდღეზე გამოგვიგზავნა საგზურები. მიპატიჟება მივიღეთ და აგვისტოს ცხელ მზეს გავექეცი. ისევ შევძელი იქ მაინც მყოლოდა ქმარი, და ალბათ გაგიკვირდებოდათ მაგრამ ისიც თავს სრულიად მოვალედ გრძნობდა რომ, მე ის ისე მომქცეოდა როგორც ცოლს. ეგაა, რომ, თოკაზე არც კი ფიქრობდა მამობა ეფიქრა, თუმცა ვატყობდი, რომ აშკარად ძალიან უყვარდა. იმ დღეებში მისმა ნათესავებმა, რომლებიც იქ ისვენებდნენ, გაიგეს თოკას არსებობა, და ჩემი შვილის უშუალობის გამო, მართლა გულწრფელად შეიყვარეს. ოღონდ ეგ იყო, რომ მეც და ჩემ შვილსაც, თორნიკეს დედა გაგვირბოდა, და საერთოდაც ერთხელაც არ მოგვკარებია ახლოს. ვხვდებოდი რაღაც ხდებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა.
რატომრაც მჟეროდა, რომ თორნიკემ დედამის ყველაფერი უთხრა ჩემზე, (მართალია არასოდეს უთქვამს მიყვარხარო, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი ამას) და ალაბათ ამაზე დაიბოღმა ჩემი შვილის ბებია. (როგორც დღესდღეობით ირკვევა, მართლაც მასე ყოფილა. და კიდევ უარესიც, თორნიკეს ჩემზე გაუცხადებია ცოლად უნდა მოვიყვანოო. მერე რაა, ის სხვისი შვილია, მე გავზრდი და ჩემი იქნებაო. ამაზე დედამის ნერვიული სტრესისგან, წნევას დაურტყამს, და ჩაქცევა მიუღია, ამიტომ მის მდგომარეობაზეც ფიქრობდა და მე ვერაფერს მანდობდა).
მოკლედ, იქედან კმაყოფილი დავბრუნდი, მაგრამ ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებას არ დამირღვევია და თოკას შვილობაზე არაფერი მითქვია. იმაში კი გამოუტყდი შენი სიყვარულის გამო დავარქვი ეგ სახელი მეთქი.
მწერალი ნამდვილად არა ვარ, და ამიტომ ჩემს ცხოვრებაზე მოყოლილ ამბავს წვრილმანებით არ ავავსებ, უბრალოდ ძირითად კონტურებს, ანუ როგორც ეძახიან ჩემი ცხოვრების პიარს შეგიქმნით თქვენ თვალთახედვაში...
მოკლედ, იქ კარგად გატარებული 2კვირის შემდეგ სახლში დავბრუნდი, და ისევ გავაგრძელე საქმიანობა. ცხოვრებაზე რიტმულად აყოლილმა უფრო მოვინდომე , კიდევ უფრო მეტად დავიწყე ყველაფერზე ზრუნვა. ადრე კი თუ რამეს ვაკეთებდი, ყველაფერს ჩემს მიერ გაკეთებულს მხოლოდ ორი სიტყვა ეწოდებოდა: “ბრძოლა არსებობისთვის”. ეხლა კი სტიმული ცოტა მეტი მქონდა, ეხლა უკვე ვცდილობდი მეტი გამეკეთებინა, მეტი მემუშავა, მეტი შემძლებოდა. რომ ვყოფილიყავი ბედნიერი. როცა იცი, რომ სხვას ჭირდები, და მითუმეტეს შენც თუ გჭირდება ის, მეტ სტიმულს გაძლევს ცხოვრებისას. მოკლედ სექტემბრიდან გაორმაგებული ძალებით დავიწყე მუშაობა. იმ წელიწადს კი თოკა ბავშვთა ბაგაში მივაბარე და ლექციების კითხვა დავიწყე, თუმცა ანაზღაურება საკმაოდ მქონდა, ორი მოსწავლე ისევ მყავდა....
თორნიკე ხშირად მირეკავდა, ხშირად, გველაპარაკებოდა საათობით მე და თოკას ტელეფონზე. Aთუმცა მის შეკითხვას, რომელიც თანდათან უფრო ხშირდებოდა სად ცხოვრობო, უფრო და უფრო გაურბოდი, და პასუხს არ ვცემდი. ქალაქი ჩემი შვილისგან იცოდა, კონკრეტულად მისამართი კი მე არ ვუთხარი. თუმცა მთელი წლის განმავლობაში შეხვედრით ორ-სამჟერ ვხდებოდით, ხან სად და ხან სად...
ერთხელაც კი, როცა მკაცრად მთხოვა მისამართი მითხარი, მენატრები და მოვალო, მე ჩხუბი დავუწყე, ხომ იცი,
This post has been edited by
NEO
on 29 Jul 2004, 22:22
--------------------
LiveForum Firefox - https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/liveforum/
LiveForum Chrome - https://chrome.google.com/webstore/detail/liveforum/ndgkajmambbiknophepokfnnangenaab
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
წერილები: 15652
წევრი No.: 3604
რეგისტრ.: 14-November 03
#578464
· 29 Jul 2004, 22:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
taso
abg--->აბგ
-ზე დაკლიკე და გადაგითარგმნის
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
miunhauzen
Crazy Member
ჯგუფი: Members
miunhauzen
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3536
წევრი No.: 2833
რეგისტრ.: 8-October 03
#578790
· 30 Jul 2004, 09:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხო თქვენ მწერლები ხართ, ყოველ შემთხვევაში არანაკლებ დღევანდელი "მწერლების" დონის... ასე რომ წიგენი უნდა გამოუშვათ:D
--------------------
Regards,
Baron Karl Fridrikh Ieronim fon Miunhauzen
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blear_witch
black cat
ჯგუფი: Members
blear_witch
black cat
ჯგუფი: Members
წერილები: 5674
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04
#579814
· 30 Jul 2004, 18:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
[L]0R[D]
ვინ გიტხრა რო არ მომწონს?
--------------------
Digital Dreams Photographer
Да быть тебе узником моих воспоминании и шептать камням ненакриченное..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
taso
პაწაწუნა
ჯგუფი: Members
taso
პაწაწუნა
ჯგუფი: Members
წერილები: 2488
წევრი No.: 2060
რეგისტრ.: 14-April 03
#579953
· 30 Jul 2004, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
abg--->აბგ -ზე დაკლიკე და გადაგითარგმნის
ოკი მასე ვიზამ
* * *

ერთხელაც კი, როცა მკაცრად მთხოვა მისამართი მითხარი, მენატრები და
This post has been edited by
taso
on 30 Jul 2004, 20:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
white
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
white
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 31411
წევრი No.: 2318
რეგისტრ.: 17-June 03
#580486
· 31 Jul 2004, 13:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
taso
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
humanoidi
ერმონიული
ჯგუფი: Moderators
humanoidi
ერმონიული
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38052
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04
#580791
· 31 Jul 2004, 22:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პარანოია
შეშლილი თვალებით წარსულისკენ, მაცივრისკენ ვიხედებით, სადაც ჩვენი საერთო დიდება ჩაყინულა. მაცივრის კარს ფრთხილად ვაღებ, საყინულეში შენახული, პოლიეთილენის პარკში გახვეული წარსულის დიდება გამომაქვს, გაცხელებულ ტაფაზე ვდებ და ვალხობ. გამლხვალი დიდება ჩემს თვალწინ იხრწნება და საშინელი სუნი ასდის. ფანჟარას ვაღებ და აქოთებულ სუნს გარეთ ვუშვებ. ხეებს ფოთლები ცვივა და ყველანი რესპირატორებით დადიან.
საცხოვრებელი კორპუსის ფანჟრიდან ახლადტანაქოჩრილ მაღალ ალვის ხეს ვხედავ. (ალვის ხე ამაყ და ლამაზ ქალს მაგონებს). ვაკვირდები ორ პატარა ტოტს შორის მოქცეულ პატარა, დაძარღვულ მწვანე ფოთოლს. მოპირისპირე კორპუსის ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან ვიღაც გოგონა იცქირება. (მას ალვის ხე ამაყ და ძლიერ კაცს აგონებს). გონებაში იარაღს ვისვრი.
ა) ნასროლი ტყვია ფოთოლს ხვდება და შუაში ხვრეტს;
ბ) ნასროლი ტყვია სცდება პატარა ფოთოლს და ხის მერქანს აზიანებს;
გ) ნასროლი ტყვია სცდება პატარა ფოთოლს, ხის ტოტს და მოპირისპირე კორპუსის ერთ-ერთი ბინის ფანჟრისკენ მიფრინავს.
ვგრძნობ, რომ მკერდიდან, გულის მხარეს სისხლი მომდის და პერანგს მისველებს... გამოვერკვიე. მოპირისპირე კორპუსიდან ლამაზმა გოგონამ გამიღიმა. ახალგაზრდა მწვანე ფოთოლი კი ალვის ხის ტოტს სწყდება და ფარფატით ძირს ეშვება.
შენ, ჩემო მეგობარო, ახლოს, გვერდით დგახარ, ეწევი და იღიმები. რუდიმენტებიან-ატავიზმებიან როკ-პოეტს ჰგავხარ და ეს გსიამოვნებს. ამბიცია რატომღაც საოცრად გამახინჯებს. სისხლდენა გრძელდება, ტკივილს ვერ ვგრძნობ, პირიქით, ჭრილობიდან თითქოს კეთილსურნელოვანი წითელი შვება იღვრება. მოპირისპირე კორპუსის ფანჯრიდან ახლა ვიღაც მოხუცი დედაბერი იცქირება და პირზე რესპირატორს იკეთებს.
შენ ტაფასთან მიდიხარ და გახრწნილ დიდებას ცინიკურად დასცქერი, მერე გაზეთში ახვევ და მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ინახავ. მისი მეორე განყოფილებიდან რესპირატორს იღებ და ცხვირ-პირზე ირგებ. ხმამაღლა იცინი და დაუმშვიდობებლად სახლიდან გადიხარ. მძულს შენი სიცილი და შენი მახინჯი როკი.
სარკეში ვიხედები და გაფერმკრთალებულ სახეს უაზროდ მივჩერებივარ. თეთრი, შავჰალსტუხიანი პერანგი სულ გაწითლებულა სისხლისგან. თავში მუსიკის ხმა მესმის, თითქოს სადღაც უზარმაზარ გამოქვაბულში ვარ. თვალებზე ბინდი მეკრება და გარჩევით ვეღარაფერს ვხედავ თეთრი, ტკივილამდე სასიამოვნო კაშკაშა სინათლის გარდა. "რა სასიამოვნო ყოფილა სიკვდილი" – ვფიქრობ და მიხარია, რომ შემიძლია ფეხზე მდგარი მოვკვდე. მუსიკის ხმა ძლიერდება: "Ambition makes you like very ugly" – ჩამესმის უცხო ენაზე ყურში. არ ვტირი.
გავდივარ და ვფიქრობ მეგობარზე, რომელმაც ჩემი გვამადქცევის პროცესით ისარგებლა და თავხედურად გამქურდა. ის, როგორც ჭეშმარიტი როკ-პოეტი, წარსულის დიდებაზე აუცილებლად სულელურ სიმღერას დაწერს, ცხვირს კიდევ უფრო მაღლა აწევს და საკუთარი ამბიციებით დაკმაყოფილებული პატრიოტულ ცრემლებსაც დააღვარღვარებს. ჩვენი საერთო დიდება ახლა მასთანაა, მართალია, გაფარჩაკებული, გახრწნილი და აყროლებული, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს. პირიქით, ახლა ალბათ სადისტური სიამაყით დასცქერის სახეზე რესპირატორ-აფარებული და მახინჯი მუზების მოფრენას ელოდება.
საკუთარ თავს ვეღარ ვგრძნობ, ვკარგავ შეგრძნებებს. სისუსტე დაუფლებია ჩემს სხეულს და მიწისკენ, ამ შემთხვევაში იატაკისკენ დასაცემად მექაჩება. იქნებ უკვე დავეცი კიდეც, ვეღარაფერს ვგრძნობ ჩამყაყებული, აქოთებული ჰაერის გარდა. სუფთა ჰაერი მინდა. ჩვენი საერთო დიდების დედაც... მხოლოდ ჰაერი მწყურია. თვალებს ვხუჭავ ან იქნებ ვახელ კიდეც. ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თვალებსაც ვერ ვგრძნობ. ჩემი სული სხეულს ტოვებს და უგონო, გვამადქცეულ სხეულს ზემოდან დასცქერის. გამოღებული ფანჟრიდან ხასხასა ჰაერი შემოდის და გარეთ გასაფრენად მიწვევს.
უკვე ქუჩაში ვარ, უფრო სწორედ ქუჩის თავზე მივფრინავ და ქალაქის მახინჯ კორპუსებს ზემოდან დავცქერი. ქალაქი უკაცრიელია და საშინელი. ასფალტი ხიდან ჩამოცვენილი ფოთლებითაა სავსე. კორპუსების ფანჯრებს მიღმა რესპირატორიანი მოქალაქენი ტელევიზორებს უყურებდნენ. ჩემი მეგობარი ალბათ ახალ სიმღერას მღერის მუსიკალურ ტელევიზიაში.
ქალაქის გარეუბანში ერთ უშნო ადგილას სულიერს მოვკარი თვალი, რომელიც ახლადდარგულ ნერგს რწყავდა. ძირს დავეშვი და დავინახე პატარა ბიჭუნა, რომელსაც ხელში სარწყავი ეჭირა და გულმოდგინედ უსხამდა წყალს უფოთლო მომავლის ნერგს, ჩვენს საერთო ცოცხალ დიდებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
taso
პაწაწუნა
ჯგუფი: Members
taso
პაწაწუნა
ჯგუფი: Members
წერილები: 2488
წევრი No.: 2060
რეგისტრ.: 14-April 03
#581158
· 1 Aug 2004, 14:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
white
გაიხარე...
შენ დას კი მოკითხვა უთხარი
პ.ს. ფორუმელებს ჩემი მოთხრობის სიდიდე აშინებთ და არავის არ წაუკითხია მაგის გამო
This post has been edited by
taso
on 1 Aug 2004, 14:50
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(99)
« პირველი
...
42
43
[44]
45
46
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0747 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.