SuperVisor
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7711
წევრი No.: 910
რეგისტრ.: 4-May 02
|
#320569 · 2 Jan 2004, 01:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მძიმე მეტალი ასწორებს ... :)
დაბადების დღე
საზიზღარ ხასიათზე ხარ ... ყველაფერი გაღიზიანებს, რა საზიზღობაა, ზიხარ ცარიელ, ჩაბნელებულ ოთახში და უაზრო აზრები არ გეშვებიან. უკვე მერამდენე თვეა შენს თავს ამაოდ ეკითხები - "რა გჭირს ?" . - "მოდი მომეხმარე" , - გეძახის დედა... - "მოვალ ეხლავე ", - პასუხობ :) . რაში უნდა მიეხმარო შენი თავისთვის ვერ მიგიხედია , გეცინება გულში. თორმეტს მხოლოდ წუთები აკლია, ხვალ ხომ შენი დაბადების დღეა, არანაირი რეაქცია, ცხოვრების ინტერესი გაქვს დაკარგული. საათი კი თავისთვის წიკწიკებს, პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას , სადღაც კი ერთ დროს სასიამოვნო მუსიკის ჰანგები ისმის.
. . . აი უკვე მერამდენე თვეა (იქნებ წელიც ?) უცხო ქალაქში დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვივით დაიარები ამ უკიდეგანო წუთისოფელში, и целий мир носит только 16 градаций серого, გაღიზიანებს მარშუტკის მძღოლი, რომელმაც ლამისაა კალთაში ჩაგისვას მორიგი 50 თეთრიანი , და გეზიზღება მათხოვარი , რომელსაც თავმოყვარეობის ნატამალიც არ შერჩენია. რატომ აღიქვამ ყველაფერს შავ თეთრ ფერებში? მემილიარდედ ეკითხები შენს თავს. იქნებ მძიმე ბავშვობა გქონდა ? - არა, ვროდე ბი ვსიო ბილა ნარმალნა. იქნებ მეგობრები, მშობლები, ახლობლები ვერ გიგებენ ? - თუმცა როდის გიგებდნენ რომ ახლა გაგიგონ, შენ ხომ შენს პრობლემებს ყოველთვის გულით დაატარებდი . ან ინებ ვინმე ახლობელი დაკარგე? - ზოგი მიდის და ზოგი მოდის, ასე რომ არაფერი არ იცვლება და ამ ორ მოვლენას შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა, ყოველ შემთხვევაში ბალანსი არ ირღვევა. ან იქნებ სულაც შეყვარებულმა მიგატოვა და ეგ გგრუზავს ;) , - მოგცლია რა, შეყვარებულმა დიდი ხნის წინ მიმატოვა, თანაც კი არ მიმატოვა დიდი ხნის წინ დავშორდით ერთმანეთს და ახლა უკვე გაცრეცილ მოგონებადაა ქცეული. მაშ რა არის მიზეზი , ყველაფერ ხომ აქვს თავისი მიზეზი? ან იქნებ არ აქვს ? მიდიხარ ქუჩაში და იღიმები, ისე , თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით. გხვდებიან ნაცნობები, გესალმებიან, გართმევენ ხელს დ შენ მათ უღიმი საპასუხოდ, სალამზე კი სალმით პასუხობ, წამის შემდეგ კი საერთოდ გავიწყდება მათი არსებობა. მიდიხარ სამსახურში, გეგებებიან თანამშრომლები, გიზიარებენ ახალ მიღწევებს , შექმნილ პრობლემებზე გიყვებიან, ზოგი ათას სისულელეზე გესაუბრება, შენც მექანიკურად აძლევ პასუხებს, მაგრამ მაინც ს უ ლ ე რ თ ი ა ეს ყველაფერი, უკევე დიდი ხანია ატარებ ნ ი ღ ა ბ ს , რომელსაც ვერავინ ამჩნევს, ეს ნიღაბი, თუ გნებავთ მასკა :D , კი სულ უფრო და უფრო გეტმასნება სახეზე, ტუჩებზე, თვალებზე , სუნთქვას გიშლის, სული გეხუთება ჰაერის უკმარისობას განიცდი , გინდა აიღო სკალპერი და ნაწილ-ნაწილ აითალო სახიდან ორგანული ნიღბის დამპალი ხორცის ნაფლეთები... * * * რეკს ტელეფონი... თითქოს სახეში სილა გაგაწნეს... -გისმენთ. -"ალო, გილოცავ დაბადების დღეს ( უხილავი ღიმილი :)" , მდა , უკვე თორმეტს გადაცდა, თუმცა ელოდი ამ ზარს მაგრამ მაინც მოულოდნელად გაისმა ... უცბად რომელიღაცა სიმღერის ნაწყვეტები ჩაგესმის: "დრო მიჰქრის უკან არ ბრუნდება" და უცებ მოდიხარ აზრზე, სასიამოვნო ხმის ბარიტონი შენს ყურთასმენას ზღვიდან მონაქროლი თბილი სიოსავით ელამუნება ). - რა ვიცი, გისურვებ ყოველივე საუკეთესოს, კარგს ... (ე.ტ.ც.) - დიდი მადლობა (მაინც რა არის კარგი, და რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი? :), ცდილობ არ შეიმჩნიო შემი მომენტალურად აფექტური მდგომარეობა. წყდება, იმსხვრევა ფოლადისაგან ჩამოქნილი ერთ დროს უწყვეტი ფიქრის ჯაჭვი, და წვეტიანი , უხეში ნამსხვრევები აზროვნების სულში იფანტება. - * * * - იცი? მოდი მერე დაგირეკავ, შენს საქმებს მიხედე... ( ხვდება სადღაც გულის სიღრმეში... შენც მადლობელი ხარ სადღაც გულის სიღრმეში) - ოკ, ეგრე აჯობებს. - ღამე მშვიდობისა, გამიცინე ერთი და არ მოიწყინო :) - კარგი კარგი , :) გპირდები, ღამე მშვიდობისა... არ მოიწყინო, ა რ მ ო ი წ ყ ი ნ ო, ა რ მ ო ი წ ყ ი ნ ო . . . მაინც რაა ეს მოწყენა , ა ? ხო , სად გაჩერდი ? მასკის ათლაზე, აითალე მერე, მნიღბის გარეშე ხომ ვერ შეძლებ ცხოვრებას !? გაწყვეტილი ჯაჭვი წამიერად მთლიანდება, ნეტავ ცხოვრებაშიც ხდებოდეს სასწაულები. - "რას ინატრებდი", ეკითხები შენს თავს, - "ალბათ ბედნიერებას", (ორჭოფული პასუხი)..., -"მერედა იცი რა არის ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ?! იქნებ ხარ ბედნიერი და ვერც ხვდები ამას ?! " , რას იზამ, ჩამჭრელი კითხვაა. * * * ათვალიერებ რამოდენიმე წლის წინანდელ სურათებს და მზერას ერთ-ერთ მათგანზე ამახვილებს, შენ ამ სურათში გშურს შენი თავის, საიდანაც ბედნიერი სახით გიყურებს შენი წარსული, - "განა იმდენი რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში რომ წარსულს მისტირი ?", ცინიკურად ეკითხები შენს თავს, -"არაფერი მნიშვნელოვანი, იყო მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისათვის და ბუნების კანონებით თამაში, იყო სიყვარული, სიძულვილი, მტრობა, მეგობრობა, სიკვდილი, დაბადება, მკვლელობა, ღალატი - არაფერი განსაკუთრებული" , უბრალოდ მაშინ გქონდა რ წ მ ე ნ ა და მიზანი, შემდეგ კი რწმენა გარდისახა ილუზიაში და ეს უკანასკნელი საპნის ბუშტივით გასკდა, ის ცალ ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანებიც კი, ვისიც ოდესმე გწამდა, თავისდაუნებურად გეხმარებოდნენ ამაში, შედეგად კი შენთვის ფრიად არასასურველი დასკვნა გააკეთე: "იყიდი ყველაფერს სიყვარულის ჩათვლით, მაგრამ ბედნიერებას ვერ იყიდი, სიყვარული კი სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას " - - -
- "მართლა გიყვარდი ოდესმე" , გულუბრყვილოდ დასმული შეკითხვა -" კი შენწარმოიდგინე " , - დამცინავი პასუხი -"ახლა?" - გულუბრყვილოდ დასმული შეკითხვის გაგრძელება :) -"ახლა აღარ, გრძნობების ნატამალი აღარ შემრჩა საერთოდ არავის მიმართ" -"მაშინ არც გყვარებივარ არასდროს" - აკეთებს ის თავისთვის სასიხარულო, დამამშვიდებელ და სასურველ დასკვნას და იღიმება :).
შემდეგ კი შენდამი სხვისი ყურით მოთრეული მისგან მონასმენი ფრაზები - "ეხ, რა სულელი ვიყავი ..." და ს კ დ ე ბ ა მ ო რ ი გ ი ს ა პ ნ ი ს ბ უ შ ტ ი ც : "თუკი შეიძლება გულით გიყვარდეს ერთხელ, შემდეგ მოვა მეორე სიყვარული, მესამე ... მეასე. რატომაც არა ? ზოგი იქნება წუთიერი, ზოგიც - წლობით გაგრძელდება და მათ შორის არსებითი სხვაობა არ იქნება, ვისთვის წამი საუკუნეა და ვისთვის საუკუნეა წამი "
დღეს შენი დაბადების დღეა :) , შენთვის გეცინება, დაბადების დღე, დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე , დაიბადე ამ რამოდენიმე წლის წინ და რა მერე ? წახვალ რამოდენიმე წლის მერე, აწმყოში კი დგახარ და რაღაც სისულელეებს ჯღაბნი, უკვე დიდი ხანია რაც საკუთარ თავს დასცინი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. მომენტალურად ბრაზდები საკუთარ თავზე, დგები ფეხზე და სარკისკენ მიდიხარ. საკუთარ თავს თვალებში შესცქერიხარ და თითქოს უცხო ადამიანს უყურებ, "რა გინდა ?"- უსვამ გესლიან შეკითხვას, ის კი დგას და უემოციო სახით შემოგცქერის. "რა გინდა , გესმიიიიიიის რა, და საერთოდ ვინ ხარ , რას წარმოადგენ, რა დაგკარგვია ან რას დაეძებ? გეკითხები და მიპასუხე ! ! !" ... და ისევ დუმილი და გესლიანი ღიმილი... ...ისმის წკარუნი და სარკის ნამსხვრევები იატაკზე იფანტება, ორეული და მისი საკრასტული ღიმილი მომენტალურად ქრება, ფიქრის ჯაჭვის ნაფლეთები სივრცეში მეტეორის ნამსხვრევებივით იფანტება და დგახარ უმიზეზოდ და უაზროდ გაღიმებული, გახარებული ... ვერ ხარ ხო იცი :) - "რა მოხდა , რა ხმა იყო? " ოთახში შემორბის შეშინებული დედა ... - "არაფერი, სარკე გამიტყდა, ხვალ-ზეგ ახალს მოვიტან " - "კარგი ეგ არაფერი, შენი ჭირიც წაუღია, მოდი მოგილოცო დაბადების დღე" ...
* * *
დილით კვლავ ამოვა ცივი მზე , და ვარსკვლავები ცის თაღიდან მოხსნიან ლამპიონებს, მთვარეც დაეშვება თავის სავანეში და დილის ნიავი ახალი დღის მობრძანებას გამცნობს და შენ შენდაუნებურად გაჰყვები ცხოვრების დინებას დაფიქრებული და უკვე მერამდენედ დაუსვამ შეკითხვას საკუთარ თავს : - " ნუთუ შეიძლება ადამიანმა ცხოვრების მიზნად ცხოვრების მიზნის ძიება დაისახოს ?! ... " - " ალბათ შეიძლება ... "
--------------------
Edit Signature
|