me_vici_rom_arefri_ar_vici
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 608
წევრი No.: 8591
რეგისტრ.: 4-February 05
|
#1126691 · 15 Mar 2005, 02:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რაღაცის წერა დავიწყე, მაინტერესებს თქვენი აზრი აქვს თუ არა საერთოდ გაგრძელებას აზრი, გაძლევბთ თუ არა რაღცანირ მუღამს და იკიტხება თუ არა, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნებოდა გასწორებული და გალაშინებული დამეგდო ეს ტექსტი მაგრამ ვერ ვითბენ და თქვენი აზრი მაინტერესებს, ბევრი შეცდომებია ძალიანნ, უბრალოდ დავწერე სწრაფად და მეტი არაფერი, თუ ივარგა გაგავრძელებ!
ეხლა ტელევიზორს უცქერდი გაბრწყინებული თვალებით, ველოდ ეხლა დაიწყება ეხლა დაიწყებათქო, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, რა უნდა დაწყებულიყო საერთოდ? ან რას ველოდი? ეგ მეთვითონაც არვიცი, და ალბათ მაგიტომაც არც არეფრი დაწყებულა და არც დამთავრებულა. თუმცა დაიწყო ერთი მხატვრული ფილმი რომელიც თავიდან ძალზედ დამაინტერესა მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, ანუ საათის ისარი რაც უფრო ბევრს მოძრაობდა მარჯვნიდან მარცხნივ, მით უფრო უინტერესო ხდებოდა ეს ფილმიც. შეიძლე არც ვამბობ სწორეს, მგონი ვცდები და ეხლა ვხდები რომ ძალზედ საინტერესო ფილმი იყო, რადგანაც ვერაფერს ვერ მივხდი საერთოდ რა ხდებოდა, და ინტერესი მქონდა გამეგო რაში იყო საქმე, მაგრამ თხუთმეტი ოცი წუთი რომ ფილმს უყურებ და ვერ მივხდები თუ რისი თქმა უნდა მის რეჟისორს ვფიქორბ უინტერესო ხდება ეს ყველაფერი, ასეა ჩემთვის თორემ ისე არსებობს ადამიანთა კატეგორიები რომელებსაც მასეთი კინოები უფრო იზიდავთ, საერთოდ რომ ვერ ხვდებიან ვერაფერს და ძალინ ბევრს რომ ფიქორბენ რა მოხდა და ბოლოს რაღაც დასკვნა გამოაქვთ, მაგრამ გავა დღეები და სადმე ბარში რომ იჯდებიან მეგობრებთან ერთად ან სახლში მშობლ;ებთან ერთად, ან სადმე სულერთია, და ჩამოვარდე კონკრეტულად იმ ფილმზე საუბარი რომელსაც თვითონ უყურა და ჰგონია რომ ყველაზე ჭკვიანია რადგანაც ყველაზე ბევრი ფიქრის მერე გამოიტანა რაღაც ბრძნული აზრი და უნდა რომ ეს თავისი აზრი გამოთქვას ამ საზოგადოების წინაშე და ხვდება რომ არ ყოფილა მისი დასკვნა მართალი რადგანაც ყველანი, სხვები სულ სხვა რაღაცას ჩაწვდნენ, და სულ სხვა რაღაც დეტალებს იხსენებენ იმ ფილმიდან. ამ მომენტში ის ვისაც ის უინტერესო ფილმი დაიინტერესა იმიტომ რომ შემდგომში ყველაზე ბრძენ ადამიანად ეგრძნო თავი ამ ფილმზე მოსაუბრეთაშორის იმედ გაუცრუებული აღმოჩნდა, და მაინც გავა დრო ისევ გამოვა ეთერში ან კინო დარბაზებში ისეთივე უინტერესო ფილმი და ისევ წავა საყურებლად, რათა ის ბოღმა რომელიც წინა უინტერესო ფილმმა დაუტოვა მას გულში ამოიღოს, და იქნებ ამ ფილმში მაინც ჩაწვდეს რამეს, რათა შემდგომ დისკუსიაზე უკვე ყველაზე ჭკვიანი თვითონ აღმოჩნდეს. ალბათ ვინც ასე გააგრძელებს დიდხანს, ის ისე დაინტერესდება ამ გასაოცარი და მრავალფეროვანი ხელოვნებით რასაც ჰქვია კინო-ხელოვნება რომ არაა გამორიცხული კინო კრიტიკოსიც გახდეს. და სულაც რა საჭიროა ამდენი საუბარი ამაზე, უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს ცხოვრებაში, და სხვა თუ არაფერი უფრო საინტერესო მხატვრული ფილმები გამოდის ეკრანებზე. გარდა იმისა რომ ასეთი ფილმები არ მომწონს, არ მომწონს კიდევ ბევრი რამ. მაგალითად არ მომწონს როცა ადამიანები იტყუებინ, არ მომწონს როცა ადამიანები შურით არიან განწყობილი შენს მიმართ, და სხვა კიდევ ბევრი რამ. ბევრი ადამიანი ვერც მიხვდება ვინ არის შურიანი და ვინ არა, რადგანაც თუ მას არ ააქვს არაფერი ისეთი რაც შეიძლება სხვას შეშურდეს, ის არც არასდროს არავის შეშურდება, და აქედან გამნომდინარე ის ადამიანი რომელსაც არაფერი არ აქვს ისეთი რამაც შეიძლება ხალხი შეაშუროს, ვერც ვერასდროს გაიგებ თუ როგორeბი არიან შურიანი ადამიანები, და საერთოდ თუ ვინები არიან შურიანები. შურიანი ადამიანი შეიძლება ძალზედ ახლობელი ადამიანიც აღმოჩნდეს თქვენი, მაგრამ თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ შესაშური, მაშინ ტქვენ ვერც ვერასრდროს ვერ იგრძნობთ და ვერც დაიჯერებთ რომ თქვენი უახლოესი მეგობარი, ან ნათესავი, ან ოჯახის წევრი შურიანი ყოფილა. არ მიყვარს ბევრი ძილი რადგანაც ძალიან ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ, და სულ მინდა რომ ინტერესის არეში ვმოძრაობდე და მესმოდეს თუ რა ხდება აქა იქ, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი მძინავს. ალბათ იმიტომ რომ ძალიან გვიან ვიძინებ. გვიან იმიტომ ვიძინებ რომ არ მეძინება, და გვიანაც ზუსტად ამის გამო ვიღვიძებ რომ ძილი მეყოს. მეყოს რა? საჭმელია?! სულ არ მჭირდება ძილის საკმარისობა, უბრალოდ ძნელია ღამის ხუთ საათზე რომ დაიძინებ მერე დილის 8 საათზე გაიღვიძო, ეს ფაქტიურად იმის ტოლფასია რომ სულ არ დაიძინო, მაგრამ საერთოდ რომ არ დაიძინო უფრო გამოუძინარი იქნები ვიდრე სამი საათი მაინც რომ დაიძინო, ამიტომ გამოდის რომ რაც უფრო დიდ ხანს გეძინება მით უფრო ფხიზლად იქნები მთელი დღე. მაგრამ არც ასეა, თუ გვიან გაიღვიძებ, მე ეს გამოცდილი მაქვს უფრო გვიან გამოფხიზლდებით ვიდრე დილის რვა საათზე გაღვიძებული, მაგრამ მინიმუმ ოთხი საათი მაინც უნდა ჰქონდეთ წინა ღამეს თვალი დახუჭული.რომ დილას მალე გამოფხიზლდეთ. ისე კარგი იქნებოდა თვალის დახუჭვა რომ შველოდეს ამ ყველაფერს, მაშინ უბრალდო თვალს დავხუჭავდი და ისე ვიფიქრებდი ყველაფერზე თანაც გამოვიდოდა რომ მძინავს, და დილით ჩიტივით ვიქნებოდი. ჩემი უძილობის მიზეზი ხომ ფიქრია, მაგრამ ხშირ შემთხევვაში არც ესაა დამნაშავე და უბრალოდ ფიქირა იმაზე თუ რამდენხანში დავწვე და რამდენხანში ვჭამო, და საერთოდ დავაწყო გეგემები, მაგრამ გეგმების დაწყობაც, თუნდაც უაზრო გეგმების დაწყობაც ხომ ფიქრია? გამოდის რომ სულ ვფიქორბ? არვიცი, ამას მოგვიანებიდ დავუბრუნდები, მანამდე კი სიტყვა ”დაგეგმვას” მინდა გამოვეკიდო, არ გეგონოთ ცოცხით ხელში მოვსდევ ამ სიტყვას, უბრალოდ ასეა, მიყვარს რაღაცეების დაგეგმვა, მაგრამ აარსდროს ბოლომდე არაფერს არ ვგეგმავ, სამაგიეროდ ვფიქორბ ამაზე და ვარიანტებს ვიტოვებ ცემ გონებაში თუ რა უნდა ვჭამო სანამ დავჯდები ჩემ საყვარელ კომპიუტერთან, ასე მაგალითად, ვვარაუდობ, თუ მაცივარში კიტრი იქნა კიტრს შევჭამ თუ ვაშლია ვაშლს მივირთმევ თუ ხორცი ან რამე იყო მაშინ იმას შევჭამ და რაღად მინდა ვაშლი ან კიტრი. მაგრამ კონკრეტულად არ ვგეგმავ რომ აი ეხლა ავდეგბი და აუცილებლად ვაშლს შევჭამ, რადგანაც ხომ შეიძლება რომ მაცივარში საერთოდ არ აღმოცნდეს ვაშლი, ან სულაც ვაშლზე უფრო სიანტყერესო რამე ვნახო და ის შევჩამო? მერე გამოვა რომ ცემი გემები დავარღვიე, რაც არ არის კარგი, ეს იმის ნიშანი იქნება რომ, თუ მე დავგეგმავ რომ ხვალ ოთახში ნათურა უნდა გამოვცვალო შეიძლება ეს ვერ შევძლო და გადავდო რამოდენიმე დღე შეიძლება თვეც და არაა გამორიცხული წელიც, ამიტომ ჩემი თავი უნდა ვაკონტროლო და ჯერ-ჯერობით ვაკონტროლებ კიდევ რომ ყველაფერი კონკრეტულად არ დავგემო რომ მერე ჩემ თავს არ ვაპატიო, და ნელ-ნელა ეს ყველაფეი უპასუხისმგებლობაში არ ჩამეთვალოს, თუნდაც მარტო ჩემტავთან. მე ხომ ყველაზე მეტ დროს ცემტავთან ერთად ვატარებ, როგორც სხვა ყველა ადამიანი, და ალბათ ამიტომაც ყველა ადამიანს თავისი თავი უყვარს, და ვისაც არ უყვრას, ალბათ მაინც სულელია, არ მიწყინოს არავინ. მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ ვცდებოდე, დარგანაც მე ხომ ოჯახი არ მყავს და მაგიტომ მგონია რომ ჩემი თავი მიყვარს ყველაზე ძალიან?! საშინელი დღე იყო, დილით გაოფლილმა გავიღვიძე, წამოვხტი ლოგინიდან და აბაზანაში გავეშურე,შესვლისთანავე სარკეში ჩახედვა მინდოდა მაგრამ ბნელოდა რადგანაცა შუქი არ იყო, და სანთელი კი ჩამქვრალი იყო, რომ ამენთო ასანთი უნდა მდებოდა ჯიბეში, და ჯიბე სად მქონდა? მე ხომ ლოგინიდან წამოვხტი?! მივედი ონკანთან და ცივი წყალი მოვუშვი, აბა ცხელი სად იყო?! მერე თავი დავხარე და ოთხმოცდაათ გრადუსსზე დავატრიალე, რათა ონკანის ბოლო ჩემ ტუჩებთან ყოფილიყო, რომ გამეღოი ტუცები და დიდი სისწრაფიდ ზემოდან ქვემოდ მომავალი წყალი დამელია. აბაზანიდან გამოსულმა, უცხო ხალხი შევნიშნე სამზარეულოში, არ შევიმჩნიე, თანაც არ მეცვა, და ასე ხომ არ გავიდოდი, და წმოვედი ისევ ჩემთან და გავაგრძელე ძილი. ცოტა ხანში მამაჩემის ხმა მომესმა, გაიღვიძეოოო, ყვიროდა. მე თან მეღიმებოდა, სიზმარი მეგონა, თან შეშინებული სახე მქონდა, იქ, სიზმარში. უცბად გამოპვედი, და ვხედავ, ჩვენი სახლი იწვის. იწვის მაგრამ რა იწევის, მიაქ იქაურობა, უკვე ისეთი შთაბეჭდილებაა რომ სახლი დამწვარია, თანაც ხის, საკუთარი. მე შოკში ვარ, სიბნელეა, სიწითლე, სუნი, ბუღი, სიცხე, სიმარტოვე, სიკვდილი, ყველაფერი ცუდი იმ მომენტში რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობდა იმ ოთახში იყო რომელშიც მე და მამაჩემი ავღმოჩნდით, უცბად მამაჩემა თითქოს გულით იგრძშნო რაღაცო და გავარდა შემოსასვლელში, ტან მეძახის დროზე, დროზეო, მე კიდე შოკში ვარ, გაშეშებული ვუყურებ ამ ყველაფერს და ვერ ვხდები რა ხდება, ვ ერ ვაანალიზებ თუ სად ვარ, მამაჩემი კი ყვირის, დროზე! დროზე! დროზე! მე ნელ-ნელა რეალობას ვუბრუნდები და გმოვდივარ ჰოლში სადაც უკვე ამ დროისთვის დიდ ცეცხლია გაჩაღებული და გასავლელ კარებთან მისვლის შანსი არაა! თანაც ყველაფერს ხელს ის უშლიდა რომ მეორე სართულზე ვიყავით. არ მიყვარს მაღალი სართულები, სულ სადაც არ უნდა ვიყო ვცდილობ პირველ სართულზე მეძინოს,ღამე კოშმარები მაწუხებს, ზოგისთვის კოშმარი ფრედი კრუგერია, ზოგისთვის წყალია კოშმარი ჩემთვის კი ის დღე მტელი ჩემი ოჯახი ჩვენ საკუტარ სახლში რომ ამოიხოცა, და მე გადავრჩი, ნეტავ რატომ გადავრჩი? სულ ამას ვეკითხები ჩემ თავს მაგრამ პასუხი არ არსებობს, განა იმიტომ არ ვეკითხები ამას ჩემთავს რომ პასუხი არვიციი?! და პასუხი თუ არვიცი ჩემი თავი აბა ამ შეკითხვას პასუხს როგორ გასცემს? ვერ გასცემს! მერე ღმერთს ვეკითხები მაგრამ ღმერთი ჩვენგან შორს არის, ის ხომ ცაშია ჩვენ მიწაზე. სულ მარტო დავრჩი არავინ არ მყავდა, ეხლა ვიწყებდი ცხოვრებას, გარდა იმისა რომ ოჯახი დავკარგე, ისიც ვიგრძენი რომ სულ მარტო დავრჩი. არც სახლი, არც მანქანა, არც ტანსაცმელი, არც ფული, არც არანაირი საბუთი, უბრალოდ შავად გამურული ერთი პატარა ბიჭი ვიდექი ჩემი სახლის წინ, და მეცვა წითელ წერტუილებიანი შიდა საცვალი, და თეთრი ბრეტელიანი მაიკა, რომელიც მე ასე ძლიერ მიყვარს. რა უნდა მექნა? აბა წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციაში თავი, ღმერთმა დაგიფაროდ ყველაფერ ასეთისაგან, მაგრამ მე 16 წლის ბიჭს რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახის იმედათ იყო, უცბად რჩება სულ სულ მარტო, ტავის საცვალებთან ერთჱდა, და რა უნდა ქნას? ალბათ ეხლა იტრყვით, რა არის §ატესავი, ვინმე ახლობელი ამხანაგი, მეზობელი არ გყავოს? მყავდა, კი სწორედაც რომ მყავდა, და სანამ ეს ამბავი მოხდებოდა მეგონა რომ ყველაზე კარგი ახლობლები ნათესავები და მეგობრები მე მყავდა და ეს ასე არ ღამოჩნდა, საერთოდ ძალიან ძ§ელია, ცხოვრებაში რაღაც რომ გგონია რომ ასეა, როცა ამაში დარწმუნებული ხარ ათასერთი პროცენტით, და გასაჭირში ცავარდნილი ხვდები უცბად რომ ეს მთლიანად ბლეფია, ტქვენ წარმოიდგინედ რამდენს სწავლობს ადამიანი ცხოპვრების ამ მომენტებში, მართალია ამას ვერ წარმოიდგნეთ, ეს უნდა გამოიცადოს, მაგრამ ტქვენ ამას არ გფისურვებთ, და დამიჯერეთ ეს თქვენ მტერსაც არ უსურვოთ არასდროს. ქლაქის მთავრობამ ეს ამბავი გაიგო თუ არა მოვარდა, მამაჩემი ხომ ერთერთი თანამდებობის პირი იყო, ეხლა არ დავასახელებ როპმელი, ამას ეხლა აზრი აღარ აქვს, უკვე, მე ხომ მაინც ვხდები. მითხრეს წამოდი, ჩვენთან იცხოვრეო, სახელმწიფო, საერთო საცხოვრებლებში გაგიშვებთო, თუ რაღაც ასეთი შემომტავაზეს, მაშინ ამაზე საერთოდ არ ვფიქორბდი, და მ,ართალი გითხრად საერთოდ არც ვრელავდი, უარი ვუთხარი და წამოვედი. აი ასე ტიტველი წამოვედი, და ქუცაში დავდიოდი, არ მცხვედონა იმიტომ რომ მაინც ვერავინ მიცნობდა, სახე სულ შავი მქონდა მურისგან. დავდიოდი მაგრამ სად და რატომ ეს მე არვიცოდი, ტქვენ ალბათ ფიქორბჱთ აბა ვინ ციოდააო, მაგრამ ნუთუ ასეთი უგულო ხართ ეს რომ იფიქროდ, არამგონია, ამის მკითხველი ასეთი უგულო არ იქნება, მაგრამ იქნებ ვინმეს შეეშალა წიგნი და ისეთმა უგულომ დაიწყო ამის კითხვა რომ მართლაც ფიქრობს ნეტა ვინ იცის სად მიდის, თუ თვითონ არაო?! მაშინ ბოდიში, მაპატიეთ, მაგრამ მაინც, არ გირჩევდით ამ წიგნის წაკითხავს, ტქვენ ხომ სხვა კატეგორიას მიეკუთვნიბეით?! აი ისერთს, მთავრობის წარმომადგენლები როგორებიც იყვნენ, ჩვენ დამწვარ სახლთან როცა მოვიდნენ. ბებია ადრე გარდამეცვალა, ერთ მყავდა, მეორე საერთოდ არც მინდა მისი ისტორიის მოყოლა, თორემ ის კიდევ ახალ წიგნს დამაწერიონებს, იმნდენ რამე სმიყვებოდენ მასსზე. ბაბუა ცოცხალია, მაგრამ თვითონ ტავის პენსიაზე ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად, და იმ ძმის ცოლის პირველი შვიილი უგზავნით ცოტა ფულს რომ ტავი სეინახონ, სახლი პატარაა მაგრამ კარგ ადგილას, პირველ რიგში იქ უნდა მივსულიყავი, სხვა გზა არ მქონდა, იქ დარჩენას არც არასდროს არ ვიფიქრევბდი უბრალოდ, ცოტას შევჭამდი და იქნებ ტანსაცნმელიო მაინც გამომეცვალა, მაგრამ ვისი? ბაბუაჩემის ანდაც თავისი ძმის ტანსაცმელს ხომ არ მოვირგებდი?! ესეც ერთი დიდ პროიბლემა იყო. მისული არ ვიყავი, ისე წამოვედი, იცით რატომ? აი ბაბუები გაითვალისწინედ, რომ ბერდებით, ”სკლეროზი” ნუ გემართებათ, თუმცა ეს რა თჱქვენი ბრალია, გემართებათ და გემართებათ, ამას ხომ ტქვენ ვერ გააკონტროლებთ ეს ხომ ღმერთისგაანაა მონიუჭებული, რომ ასე უნდა იყოს?! წამ,ოვედი, ვერ გამიხსენეს, არვიცი შეიძლება სულაც მომატყუეს, ალბათ, არა გამორიცხული, ეს მამაჩემის მამა, და ძალკიან იშვიათად ნბახულობდა ხოლმე თვითონაც, ცოტა ფულიდ ეხმარებოდა, და ეგ იყო სულ. მეც წელიწადში ერთხელ თუ გაუვლიდი, აღდგომაზე როცა ბებიაჩემის სასაფლაოდან მასთან მივდიოდით ხოლმე სახლში ტრადიციისდა მიხედვით. აი სულ ეგ იყო. მეორე გზა იყო დარჩენილი დედაჩემის შორეულ ნათესავებთან წავსულიყავი, მაგრამ იქაც არ მივედი, საერთოდ არაფერი არ მინდოდა, მზად ვიყავი თავი მომეკლა,. მაგრამ არა! ეს არ შეიზლება მე ქრისტიანი ადამიანი ვარ და ეს ქრისტიანს არ ეკადრებოდა. დავხეტიალობდი, ასე მტელი ორი დღე და ღამე ქუჩაში, ძალინ მომშივდა მეორე დღეს და ერთერთ ქალაქის მდიდრულ უბანში გავედი, იქ სულ ან აქაური მილიონერები ცხოვრობენ ან უცხოეთიდან ჩამოსული თეთრ ულვაშა ბიძიები. ამ უბანს ადვილად მივაგენი. უამრავი სახლი იყო, ადრე აქ ერთხელ თუ ორჯერ ვყოფიკლვარ ისიც შემთხევვბიდ გავლიდ, ეხლა კი ვდგევარ აქ და ველოდები იქნებ ვინმემ შემიპატიჟოს თავის სახლში შეცოდების მიზნიდ, მაგრამ მეტი არა ჩემი მტერი, მე ასეთი შავი გამურული ქვედა საცვალში ვდგევარ და ვინმე მოვა ჩემთან და წამოპ შვილო დაგეხმარებიუო მეტყვის? არა, მოვიწმინდე სახე, გავისწორე ჩემი რიჭა ხუჭუჭა თმებიო, და ერთერთ სდახლის კარს მივადექი, იმის მოლოდინი რომ ზარს დავრეკავდი და ვირაც მილიონერი თავისის სამოტხის კარებს ფართო გულით გამიღებდა და მეტყოდა, მობრზანდით ჩვენ რით შეგვიძლია გემსახუროდო!
|