psyxo
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5875
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04
|
#1226700 · 8 Apr 2005, 02:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შრიფტი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1 * * * word - ქართული არ ჩაიტვირთა. * * * თუ დაგაინტერესებთ საკითხი რა სარგებლობა მოაქვს ნათესაობას , ამ თემატიკას გავხსნით ცალკე. თან ნაწარმოები დაკორექტირდება (შრიფტის შესაბამისობაში) და დაემატება განსაკუთრებული თავი : "შენ საერთოდ ხმა არ ამოგეღება ნათესაობაში........................." (ჟ=ჯ -ს)
შესავალი თავის მოტყუების მრავალფეროვან ფორმა-საშუალებებს შორის, რაც ადამიანს დასაბამიდან დღემდე მოუგონია, ნათესაობა ეს არის გაგება-ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური ილუზია, რომელიც მრავალი ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებას ხშირად გულისდამამძიმებელ ნოტად გასდევს. როგორც ცნობილია, დასაბამიდან ადამიანს ჰყავს ერთადერთი შემქმნელი მამა-უფალი, ნათესავიც და მასწავლებელიც. მას შემდეგ რაც ადმმა და ევამ შესცოდეს თავის ჭეშმარიტ ნათესავს, რის გამოც ისინი გაძევებულ იქნენ სამოთხიდან, ადამის მოდგმა დღემდე სიზიფის შრომით აშენებს მიწიერ სამოთხეს, ეგზოტიკური სანათესაო საბინადროებით, რომელშიც, როგორც სარკეში, იგი უყურებს და ტკბება საკუთარი ღირსშესანიშნაობის ხატით. Eს ხატი ფაქტიურად ის ეკრანია, რომლის ანარეკლშიც ადამიანი ავთდაყირა ხედავს მთელს სამყაროს და ღმერთს. Mარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანი მყუდროდ, თბილად ზის სარკის Fანჟრებიან ლამაზად მორთულ ოთახში, უყურებს ფანჟრებში არეკლილ საკუთარი ბინის მორთულობას და ჰგონია, რომ უმზერს სახლს გარეთ პეიზაჯს. ბუნებრივად ისმის კითხვა - საიდან, რატომ და როგორ იქმნება ეს ხატი?! Aმ წარმოდგენა-ხატის მოთხოვნილებას ადამიანში განაპირობებს ღმერთთან პირისპირ, მარტოდ დგომის შიში. ისტორიული შიში, რომლის საფუძველზეც აღმოცენდა ნათესავური ჟიგარო-ენერგეტიკა თავისი სინტაქს-მუნათით. Nათესავური გარემოცვა ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ მისი თითოეული წევრი საკუთარ თავს აცნობიერებდეს იმ ღირსშესანიშნაობით, რომელიც მას დაავალდებულებს ცხოვრების ბოლომდე ამ ზრუნვის საფასურად ემსახუროს თავის სანათესავო მოდGმის ღირსშესანიშნაობას. Aქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი-სანათესავო, ზოგადად მოიცავს სალაპარაკო ენაში სხვადასხვა სახელით ხმარებულ ჟიგრული გაგების ყველავაირ იმ ტიპის კოალიციას, რომელიც თავის საარსებო გაგება-ადათის თარგზე აზომბირებს თითოეულ მის წევრს. Qვემოთმოყვანილი პუბლიკაცია-~ნათესაოსოფიის საფუძვლები~ ეძღვნება ნათესავური კაბალის იმ ძირითადი პრინციპებისა და წესების განხილვას, რომლებიც უხსოვარი დროიდან დაწყებული დღემდე, შენიღბული თუ ცხადი სახით, ნორმატიულ ადამიანთა ცხოვრების ძირითად მეტაპროგრამებად რჩებიან.
ჟიგაროფაქტორი და მუნათმეტყველება
შემდგომი თვალსაჩინოებისათვის შემოვიტან რამოდენიმე აუცილებელ განმარტებას: 1. ნათესავური კოალიცია - ეს არის ღირსშესანიშნაობის ფიქციით გაერთიანებული და ურთიერთტანჟვით დასაქმებულ ადამიანთა ერთობა, 2. ჟიგარი-არის პარაზიტული სულიერი ორგანო, რომელიც ფორმირდება თავისუფლების დათრგუნვის აღზრდით, და რაც შემდგომში ემსახურება ნათესავური კოალიციის მიერ პიროვნების შეგნებულ დაკაბალებას. 3. მუნათი- ფაქტიურად ეს არის, ჟიგარმეტყველების ფორმა-სინტაქსი, რომლის საშუალებითაც ხდება ჟიგრის პარაზიტული ენერგიების ურთიერთგაცვლა, მაგ.: ღვარძლი, ბოღმა, წუწუნი, საყვედური, დავალდებულება და ყვედრება-წამოძახილი. 4. დათრგუნული თავისუფლების სამყაროში, ანუ სანათესაოში, ისევე როგორც ფიზიკაში, საუცხოოდ ზუსტად სრულდება ენერგიის მუდმივობის კანონი: თუ ჟიგარს განვიხილავთ პოტენციურ ენერგიად, მაშინ მუნათი იქნება მისი კინეტიკური გამოვლინება, მათი ჟამი კი იქნება მუდმივი სიდიდე, რომლის მატარებელიცაა ჟიგარდამწვარი და მუნათმოუბარი გაფუჭებული ადამიანი. Aმრიგად, საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ: ჟიგარი არსებობს , როგორც წიაღი, რომელშიაც თავისუფლება უნდა დაიწვას, ანუ ~ჟიგარი უნდა დაიწოს~, ხოლო მუნათი - საშუალებაა, რამაც ~ჟიგარი უნდა დაწოს~. სანათესაო-საძმო კოალიციებში თავმოყრილ ინდივიდებს შორის, როგორც წესი, გამოირჩევიან ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად გამოკვეთილი აქვთ ერთ-ერთი სახის ენერგიის სიჭარბე და მისი გამოსხივება-შთანთქმის უნარი. ინდივიდს, რომელსაც ყოველთვის უფრო ეწვის ჟიგარი ვიდრე სხვას უწვავს მას, ეწოდება - ჟიგროიდი. ხოლო ის, ვინც დღენიადაგ სხვისი ჟიგრის დაწვაშია დახელოვნებული ეწოდება - მუნათოიდი.
5. ჟიგაროფაქტორი - არის მუდმივი ჰალუცინაცია იმისა, რომ სამყარო არის ჟიგარი, საიდანაც ყოველდღიურად უნდა გერგებოდეს ყაურმის მუქთი ულუფა.
6. მუნათოპატია - მუდმივი პრეტენზია ღმერთთან - იყოს იგი ისეთი, რომ როცა დაგჭირდება ჟიბიდან ამოიღO, გამოიყენო და ისევ ჟიბეში შეინახო.
Nნათესაოსოფიური აქსიომები სტრუქტურა და ფუნქციები:
1) ნათესაობა არის მამა-პაპეულ ბიოგრაფიათა ფიქციამობილე. 2) Nნათესავი თავის ნათესავს ყველაზე კარგად ქელეხის სადღეგრძელოში იხსენიებს. 3) Nნათესავი მარტო იმიტომ მაინც მოვა შენს დაკრძალვაზე, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ თვითონ ცოცხალია. 4) Nნათესაობის ძირითადი Fფუნქციაა ის, რომ მისი თითოეული წევრი, თავისი დაბადებით, შესაძლებლობებით, და ბედნიერებით მუდმივად ვალDებული იყოს სანათესაოსთან. თეორემა: გახსოვდეს! თუ თავი ბედნიერად იგრძენი და გულწრფელად გაუმხილე ნათესავს, იგი ან თვითონ გაუბედურდება, ან შეეცდება ისე დაგამუნათოს, რომ გერჩივნება თავი ისევ უბედურად იგრძნო. 5) Nნათესავი, მეგობრისაგან განსხვავებით, ყოველთვის ცდილობს გიწყალობოს ვიდრე დაგეხმაროს. შედეგი: კარგი ნათესავი შეიძლება გახდეს მეგობარი, რაც პირიქით შეუძლებელია. 6) Yყოველი ნათესავი ცდილობს ნათესავური ვალდებულებები მხოლოდ სხვას აკისრებინოს. 7) Nნათესავთა საჭორიკნო აღმაფრენა, პირდაპირპროპორციულია მათი ოჟახური სკანდალებისა და განქორწინებებისა. 8) Nნათესავის ლოგიკით, თუ შენი ცოლი მის ცოლზე მომხიბლავია, სამაგიეროდ მისი ცოლი აუცილებლად შენს ცოლზე ჭკვიანი და პატიოსანი იქნება. 9) ნათესავური პატივისცემა არის ტარანი, რომელსაც თითოეული ნათესავი თავის სასარგებლოდ ითვლის. 10) Nნათესავური ჟიგარო-ეკონომიკა - ეს არის ტარანის თვლის და პატივისცემის დოლარის კურსით დამუნათების ტექნიკა. 11) Nნათესაოსოფიური ფიზიკა შეისწავლის საყვედურებით გულის დამძიმების კანონებს - მუნათთა აკუმულაციას და ბალისტიკას. 12) Nნათესაოსოფიური მეტეოროლოგია: თუ წვიმს, ნათესავს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მისთვის წვიმს, ხოლო თუ მზე ანათებს-მხოლოდ სხვისთვის ანათებს. 13) Nნათესავურ-ოპტიკური ანომალია: Nნათესავი საკუთარ ფერად ტელევიზორთან შეიძლება უცბად დალტონიკი გახდეს, თუ მოულოდნელად გაიგო, რომ სხვა ნათესავმა უკეთესი ტელევიზორი შეიძინა. 14) როცა Nნათესავი გეკითხება - როგორ ხარ, სინამდვილეში მას აინტერესებს რა და რამდენი გაქვს. 15) პაპათა და ბაბოთა არქიტექტურული ოცნება - უნდა აშენდეს ერთი უზარმაზარი სახლი, ერთი დიდი ოთახით, ერთი დიდი მაგიდით და ერთი დიდი საწოლით, სადაც მთელი ნათესაობა მოთავსდება, დასაქმდება და აითქვიფება ერთმანეთის, გრძნობაში, გაგებაში და სიყვარულის ამბავში. 16) Pპაპას შვილიშვილი ძლიერ იმიტომ უყვარს, რომ იგი საკუთარ შვილზე ჟავრის ამოყრის საუკეთესო საშუალებაა. 17) ჩასიძებული - არის მუდმივად დამუნათებული ნათესავი. 18) რძალი - ნათესავი, რომელმაც დედამთილის აზრით უზრდელია და უვიცი, ხოლო მამამთილის მზერით ყოველთვის მოკლე კაბა აცვია. 19) თუ შეცდები და შეძლებულ Nნათესავთან წახვალ ფულის სასესხებლად, მაშინ პურის ფულიც თან გაიყოლიე რათა იქით ასესხო, რადგან როგორც წესი, მას ესეც არ აღმოაჩნდება. 20) თუ გინდა ნათესავი რამეში დაარწმუნო, საუბრის ბოლოს უთხარი, რომ იგი მოატყუე. 21) შეძლებული ნათესავი ცდილობს გაჭირვებულ ნათესავს რჩევა დარიგებებით თავი იმდენად მოაბეზროს, რომ ამ უკანასკნელს რამის თხოვნაც მოერიდოს და თანაც მადლობელი დარჩეს მას. 22) შეძლებულ ნათესავს გადაუდებელი საქმეები ზუსტად მაშინ ახსენდება, როცა ღარიბი ნათესავი მასთან სტუმრობას დააპირებს. 23) სანამ ნათესავის ფიცს იწამებდე ბოლოს კარგად დააკვირდი, რათა გაკვირვებისაგან რეტი არ დაგესხას. შედეგები: ა)ნათესავმა საკუთარი თვითმფრინავიც რომ იყიდოს, თავს მაინც შეგაცოდებს, რომ იგი ვალით აქვს ნაყიდი. B) ჩიჩას აღმოჩენა, ქინდერ-ფუჟიქსის ფენომენი - არ გაგიკვირდეს თუ ნათესავმა გითხრა, რომ ~ქინდერში~ ნავთქურა ~ფუჟიქსი~ აღმოაჩინა. 24) ~სად დაიკარგე~- მუნათის პრინციპი: უნდა ჩანდე მხოლოდ მაშინ, როცა ნათესავს ჭირდები, ხოლო როცა იგი გჭირება, ისე უნდა იყო დაკარგული, რომ იგი სინდისის ქეჟვნამ არ შეაწუხოს. 25) Gგულშემატკივარი ნათესავი თავისი გულისტკივილით ცდილობს გული ისე დაგიმძიმოს, რომ შენი პრობლემების გარდა თავისი გულშემატკივრობაც სატკივრად გაგიხადოს. 26) Pპირში მთქმელი ნათესავია ის, ვინც ყოველთვის იმას გეუბნება პირში, რაც არ უნდა რომ მას უთხრან. 27) Nნათესავი თუ ხალხში გამოგიყვანს, იცოდე იგი აუცილებლად შეეცდება საყელო შენ ჩამოგაცვას, ხოლო ჟაჭვის ბოლო თვითონ დაიჭიროს.
This post has been edited by psyxo on 8 Apr 2005, 02:46
--------------------
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) ! http://izvestia.ru/news/541857
|