damokidebuliთუ არ მეშლება, „ჯინსების თაობა“ უფრო გვიანდელი უნდა იყოს.
იმ პერიოდში თაბუკაშვილის „სველი იასამანი“ იყო #1 - ყველა სპექტაკლზე ანშლაგი!
ეხლა დავფიქრდი და: შეიძლება უკმარისობის გრძნობა იმის გამო დამიტოვა „ფალიაშვილის
ძაღლებმა“, რომ ქვეცნობიერად „იასამანს“ შევადარე.
არ ვიცი
* * *
narmonanaგიო არის #1 მესვეტე ქართულ პრესაში! და არა მარტო სპორტულ პრესაში.
შეიძლება არ გესმოდეს ფეხბურთი, მაგრამ ისე გემრიელად წერს, რომ, შეგიყვარდება.
ვისაც 90-იანების სარბიელი ახსოვს, ყოველთვის სვეტებს იხსენებს.
საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ სარბიელში გიოს სვეტი ერთი თვით
სამ სვეტად გადაკეთდა. აბა ის იყო თუ იყო - იმდენი საინტერესო ისტორია წავიკითხე!
იმავე პერიოდში გიო ჟურნალ „რინგიდან“ თარგმნიდა წერილებს რუბრიკით:
„მაიკლ ბერკოვიცის რჩეული საკრივო ფურცლები“. კრივი არ მიყვარს, ნაკლებად მაინტერესებს,
მაგრამ იმ წერილებს თავიდან ბოლომდე ვღეჭავდი. თუ ერთს მაინც წაიკითხავთ,
მიმიხვდებით რატომაც - სხვებისგან გამორჩეული წერის მანერა, ძალიან ლამაზი ქართული...
მოკლედ, რა თემაც არ უნდა იყოს, სიამოვნებით ვკითხულობ.
მისი ბევრი წიგნი და წერილი მომწონს, ზოგი ძალიან მიყვარს, მთავარი კი ჩემთვის ისაა, რომ
გიო არასდროს დაშვებულა რაღაც ზღვარს ქვემოთ. ანუ: მისი ცუდი ან უინტერესო წერილი/წიგნი
არ მახსენდება
- აქეთ ერთი ჩემი მეგობარი მოდის და ვითომ, ჩვენ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ... (c) ”გიორგობისთვე”
- პანიკას არ აყვეთ, ბატონო ვასო! (c) ”ცისფერი მთები”
- ვოეე, ჯულიო, შე ჩემა! (c) ”სამოსელი პირველი”