გამარჯობა ყველას
არ დავიზარე და ეს თემა პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე გადავიკითხე
და არც ამ გრძელი პოსტის დაწერა დავიზარე
თითქმის გამიკვირდა, რომ პულში პირველი ადგილი ფალიაშვილს უკავია
სწორად გამიგეთ, გემოვნებაზე არ გედავებით, მაგრამ "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" გიოს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაწარმოებია და პულში ასე რომ ჩამოიტოვა "წიგნი", "შენი თავგადასავალი", თუნდაც "უდაბნოს გლახები" და თუნდაც მაკულატურული და ბულვარული "აგვისტოს პასეანსი", მიუთითებს ორ რამეზე _ ერთი, რომ უწიგნური ერი ვართ და მეორე, რომ რადიო-ტელე რეკლამის გარეშე ბევრს აკა მორჩილაძე გაგონილიც არ ექნებოდა, არათუ წაკითხული და დარწმუნებული ვარ, წაკითხვამდე აუბზუებდა ხცვირს. ყველაზე იოლი ხომ იმის დაწუნებაა, რისიც არაფერი გაგეგება. პრინციპში ეს ორი მიზეზი ერთი და იგივეა
თითქმის გამიკვირდა-მეთქი... ასეთ ქვეყანაში, სადაც ნომერ პირველ პროზაიკოსად და რომანის "მამად" კოწია ითვლება, გასაკვირი ისაა, კიდევ როგორ ჩნდება წერის სურვილი.
ამბობთ, რომ სულ წყალია და წაკითვის მერე თავში არაფერი გრჩებათ? "ფალიაშვილიდან" იყო ნაწყვეტი მოყვანილი... ეგეთ ნაწყვეტს ყველა მაგის წიგნიდან მოგიყვანთ სამ-ოთხს მაინც. "აგვისტოს პასეანსში" რომ აღწერს იგოეთის გადასახვევს, ეგეც თუ არ დაგრჩათ გონებაში და მაშინ . . .
"ვენერას სიზმარიც" წყალია???!!! ღვინის გემო არ გცოდნიათ. მაგ წიგნში ისეთი ტიპაჟებია აღწერილი და ისე ნატურალურად, რომ ვერცერთი ქართველი მწერალი ვერ დაგიხატავთ ასე ბუნებრივად და მკაფიოდ ქართველი გლეხის სახეს. ვიღაც ძალით მითითხნილი პერსონაჟები და ზვამბაიას მაგვარი ვითომ მაგარი ხალხი კი არა, ნამდვილი ქართველებია აღწერილი, მათი ზნე და უზნეობა და არა ყალბი გმირები და "გმირები".
გიოს შეუძლია თანაბრად კარგად დაწეროს ქართლელი გლეხი, თბილისელი ბეზდელნიკი (რომელიც გინდა უბნელი _ ვერა, ვაკე, პლეხანოვი, საბურთალო...), მეტრაკე მხატვარი (რომელიც მისი ერთ-ერთი უძლიერესი პერსონაჟია, მაგრამ რატომღაც ყველამ გაატარა), უცხოეთში გადახვეწილი მარადი სტუდენტი, ინგლისელი ლიტერატორი, იამაიკელი დილერი (ჩვენებურად ბარიგა) ავლაბრელი რაჯა (უმაგრესი ტიპაჟი, ვაფშე ფანტასტიკა მასტი), სპარი მკურნალ-მსტოვარი, რუსი გენერალი, ქუთეისელი მაზავიკი და ნებისმიერი საინტერესო, გამოკვეთილი ხასიათის მქონე ადამიანი.
ეგ კაცი ჩემპიონია ტიპაჟების ძერწვაში (სხვა რამეშიც). იგივეა ჩვენს მწერლობაში, რაც დანელია კინემატოგრაფიაში. მაგრამ კარგ დამწერს კარგი წამკითხველიც და გამგებიც ხომ სჭირდება. ჩვენში კიდე ასეა რა _ სანამ ვიღაც გადამთიელი არ დაიჭერს მის ნაწერში ნიჭს და პროფესიონალიზმს, იქამდე ვერ გავშიფრავთ. მაინცდამაინც ინგლისურად, რუსულად და გერმანულად უნდა ითარგმნოს და იმათ გვითხრან, მაგარი ტალანტი გყავთო? ვიღაცამ უნდა დაგვიღეჭოს, ჩვენ რომ გადაყლაპვა შევძლოთ?
"შინს" მოვიყვან მაგალითად _ ეგ ჯგუფი გერმანულ ნიადაგში რომ არ გაღვივებულიყო, ჩვენთან ვინ ოხერი შეამჩნევდა ერთი მუჭა გურმანების მეტი? მაგათ დაკრულზე იტყოდნენ, იდიოტობაა და მეტი არაფერიო, რეებს ბზუკუნობენო. უკეთეს შემთხვევაში "სუსტის" იარლიყს მიაკრავდნენ და ძირშივე მოთხრიდნენ თანამედროვე მუსიკის "მცოდნეები" და "დამფასებლები".
როდის დაგვიფასებია ქართველებს პროფესიონალიზმი. . .
შარშან მესამედ ვიყიდე "შენი თავგადასავალი", იმიტომ რომ ორჯერ გავათხოვე და დამიკარგეს. არ იფიქროთ, რომ ჯიბეები მასკდება. მართლა ძლიერი წიგნია, ვყიდულობ, ვკითხულობ, ვაგემოვნებ, ვიხსენებ, ვადარებ, ვაგინებ, გული მწყდება და საერთოდ პირველად რომ წავიკითხე, ერთი კვირა ღამე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მაგ წიგნში პირადად ჩემი ბავშბობა და ჯეელობაა აღწერილი და ყველა თქვენგანის, ვინაც სოციალისტურმა მანქანამ დაგამუშავათ. 20 წლის ჯეელები ვერ გაიგებთ (კარგიცაა), იმიტომ რომ თქვენთვის სკოლაში კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაში "ბიძია თომას ქოხის წაკითხვა" არ დაუძალებიათ და ტვინი "კრაზანათი" არ ამოულესიათ, მაგრამ 30-იოდ წლის ხალხიც თუ გულგრილად შეხვდა "შენს თავგადასავალს", ამ წიგნის ვერაღქმა უკვე გამრუდებული ფოკუსის ბრალი უნდა იყოს.
ფაქტი ერთია, საქართველოს მკითხველთა კასტას უჭირს მისი ნაწარმოების მიღება _ ერთი რომ მის ფურცლებზე ამაოდ ეძებს ყვითელი სენტიმენტებით გაჟღენთილი მოგონილი სიყვარულს პანტალონჩიკებს. მეორე მიზეზი მგონია უჩვეულო წერის მანერა _ ყველა მისი წიგნი შედგება ნაწყვეტებისგან, გინდაც ცალკეული სურათებისგან და ვისაც სკოლაში თავისუფალი თემა ოთხიანზე მაინც არ უწერია, მას წესით უნდა გაუჭირდეს ამ სურათებისგან ერთიანი ალბომის აკინძვა.
მაგრამ ასეთივე დანაწევრების გამო აზრად არავის მოსვლია ისევ და ისევ "მიმინოს" დაწუნება.
საბჭოთა იდეოლოგიის მიერ გაღმერთებული მწერლები ბოცვრებივით რომ წირავენ ჩვენს სულებს რევოლუციონერი ჩე გევარას ბომონს, ნუთუ ესეც არ ენიშნათ "შენი თავგადასავალის" დამწუნებელ დია პატივცემულ იუზერებს???
კიდევ ერთი: გიო არაფერს გიმტკიცებს, არ გეძალება და არ გაფრქვევს მორალს. ის ამბავს გიყვება და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, დაიჭერ თუ ვერა ამ ამბავში მორალსაც და ყველაფერ დანარჩენსაც. თუ მხოლოდ იუმორს და მსუბუქ სარკაზმს დაიჭერ, ესეც საქმეა
უკაცრავად, თავი შეგაწყინეთ და ბოდიშით თუ ვინმეს პოსტს კლანჭი გავკარი. არავის შეურაცყოფა არ მიფიქრია
...........................................................
ზდაროვა, გუდმენ, შე შავრაზმელო

იპოვე რამე სამსახური?