არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს

მეც მომწონს

რაც გამახსენდება დავწერ კიდე მის ლექსებს.
* * *
ლექსის წერა თუ დაიწყო ბიჭმა
ესე იგი შეაწუხა ნიჭმა
ესე იგი რომ არა თქვას ვერ ძლებს
ესე იგი თუ გაბედა შესძლებს

თენდება დილა, ვიფშვნიტავ თვალებს,
ჯერ კიდევ ბნელა...
ოთახში თბილა, ვიკრიბავ ძალებს
და ვდგები ნელა...
მერე კი ძალით ვუშველო რომ თავს,
მწყურია რადგან...
ნაბიჯით მალით მე ვტოვებ ოთახს
და ჩაის ვადგავ...
ერთ წამსაც არ ვდებ, გავცქერი ცისკარს,
რომ ელის მნათობს...
სიგარეტს ვანთებ, ვიხსენებ სიზმარს
და ეს მე მართობს...
მერე კი სანამ თენდება და მზე
ცის კიდეს ფერავს...
არ მახსოვს სხვა მე, ვეშვები სკამზე
და ვიწყებ წერას...

ეს მაინც არ მოგწონთ?