marimari11თინეიჯერობისას წავიკითხე და ვერ ვიხსენებ რა ემოცია დამიტოვა.
თან ის პერიოდი იყო მაშინ მარკესის ფრაზებს რომ იწერდა ყველა და ,,აუცილებლად უნდა წაგეკითხა".
ესეთი მასთრიდებისთვის ცოტა უარყოფითი დამოკიდებულება მიჩნდება ხოლმე,
თუმცა რომ ვიხსნებ უარყოფითი ემოცია არ დაუტოვებია.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ აღარ მახსოვს.
მაშინ ასეთივე მასთრიდი იყო ,,სამოსელი პირველი", შეიძლება ახლაცაა, აღარ დავკვირვებივარ.
ის კი მახსოვს, რომ ჩემი დამრიგებლის საყვარელი წიგნი იყო, რომ ვკითხავდით რაზეა წიგნი, გვპასუხობდა - ყველაფერზეო
მხოლოდ ორ წიგნზე გვპასუხობდა ამას- ,,სამოსელზე" და ,,მარტოობის ასს წელიწადზე".
მარკესი კი წავიკითხე, მაგრამ დოჩანაშვილის ეს შედევრი ჯერაც შეუცნობლად დარჩა ჩემთვის.
ისე, ,,პოლკოვნიკს არავინ სწერს" იმ პერიოდში წავიკითხე და ახლაც მომწონს ის მოთხრობა.
ალბათ, ესაა.
თან ქარულად წავიკითხე მაშინ. რუსულად რასაც ვკითხულობ, ყოველთვის უკეთესად მამახსოვრდება
ახლა, რუსული გამოცემა მაქვს, მიმზიდველი ყდით და ვფიქრობ წაკითხვას.

ე.ი. ჩემზე აქტიური და საინტერესო ბავშვობა და თინეიჯერობა გქონდა.
ჰეჰ, რა დრო იყო, მიზნად მქონდა ყველა წიგნი წამეკითხა რაც ჩემი ოთახის ბიბლიოთეკაში იყო, სადღაც 300-მდე კი იყო.
მივდგებოდი ხოლმე საბჭოთა რომანებს, პარმენ ლორიას, ბრონისლავ ნუშიჩს, კალმენ მიქსათს და ვკითხულობდი
ეჰ, რამდენი მაკულატურა მაქვს წაკითხული, მას შემდეგ, რაც მომწყვიტეს კიკეთის ველებს.