ჩემი და რემარკის ურთიერთობა დიდიხნის წინ დაიწყო,
დაახლოებით 13 წლის ვიყავი.
ჯერ ,,ნასესხები სიცოცხლე" წავიკითხე, მერე ,,სამი მეგობარი", მერე ,,ჟამი სიცოცხლისა..." და ა.შ.
პირველი წიგნის წაკითხვის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ არ იყო ჩემი მწერალი.
წიგნები, რომელზეც მამთქნარებს ხოლმე და რომლის ფინალის წარმოდგენაც შემიძლია,
აპრიორი, არ იწვევს ჩემს აღფრთოვანებას.
მახსოვს იმ ფაქტით, რომ რემარკი არ მომეწონა ჯერ ჩემი მეგობარი აღშფოთდა, რომელიც რემარკის ,,სამი მეგობრით" იყო აღტაცებული,
შემდეგ ლიტ.-რის მასწავლებელი.
არცერთს ესმოდა როგორ შემეძლო არ მომწონებოდა ეს ,,გენიალური ნაწარმოები",
უფრო შორს წავედი და ერთ-ერთ ფორუმზე ჩემი აზრი დავაფიქსირე.
მაშინ რომელიღაც ფორუმზე(მგონი interes.ge, თუ რაღაც მსგავსი ერქვა) ვპოსტავდი.
რემარკის თემაში დავწერე, რომ დიდი ვერაფერი მწერალია,
ერთმა ბალზაკის ასაკის ქალბატონმა ჯერ ასაკი მკითხა
და შემდეგ დამარიგა, რომ ჩემი ასაკის შესაფერისი წიგნები წამეკითხა (მერე მარკესის თემაში, საერთოდ ყურის აწევის მცდელობები ჰქონდა).
ამ იუზერის გამოხტომის შემდეგ არავის ვარიგებ ჭკუას, არც რამის წაკითხვას ვურჩევ... გემოვნებას გააჩნია.
ახლა, ამ ამბიდან, კაი ხანია გასული და რემარკის გადაკთხვა გადავწყვიტე. ყველას ერთ შანსს ვაძლევ ხოლმე.
ჰოდა, დავრწმუნდი იმაში, რომ ბავშვობაში უფრო ლოიალური ვიყავი.
ერთი პაპსა, მელოდრამატული მწერალია, თინეიჯერულ ასაკში რომ უნდა წაიკითხო,
მსოფლიოს სევდით აღივსო და მერე ვენები იჭრა მაგარი წიგნიაო.