Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(41)
« პირველი
...
30
31
[32]
33
34
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ერნესტ ჰემინგუეი
, მოხუცი და ზღვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
watch_out_someone_is_in_the_room
Super Member
ჯგუფი: Registered
watch_out_someone_is_in_the_room
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 834
წევრი No.: 70346
რეგისტრ.: 4-September 08
#31566272
· 8 Jun 2012, 12:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აზაბოჩენი ბაბუა
30 აზაბოჩენი ბაბუა
დამარტყით, მაინც სტრესსგამძლე სკაფანდრი მაცვია.
This post has been edited by
watch_out_someone_is_in_the_room
on 8 Jun 2012, 12:26
--------------------
-------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Huckleberry Finn
#BrahimD10s
ჯგუფი: Members
Huckleberry Finn
#BrahimD10s
ჯგუფი: Members
წერილები: 16108
წევრი No.: 144071
რეგისტრ.: 8-March 12
#31566451
· 8 Jun 2012, 12:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
the world breaks everyone and afterword many are strong at the broken places,
but those who won't brake - it kills
ღერნიალური არაა ახლა?
შთამბეჭდავი მწერალია ერნესტა
მარტივი ენით
წერს
არ "მასტურბირებს" სხვა ბევრი მწერალივით
--------------------
"When you arrived you were almost a child and today you leave as one of our greatest Myth. Your legend will last forever as a beautiful love story between Benzema and Real Madrid"..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი
ჯგუფი: Members
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი
ჯგუფი: Members
წერილები: 7561
წევრი No.: 82728
რეგისტრ.: 18-January 09
#31617439
· 11 Jun 2012, 17:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
hemingway was a badass...
ბერეტტას მაღაზიაში მაგის ნაქონი თოფი დევს... დაკაწრული, დალაქავებული... მაგარი ნახმარი...
კაცური... კონდახზე ამოკაწრული, ერნესტ ჰემინგუეი
მაგით ნადირობდა აიდაჰოს მთებში... მთები უყვარდა ჩემსავით...
აი ერთგან რო წერს რა... უღელტეხილზე რო გადადის და შორს გამოჩდება ალპები და მანქანს რო გააჩერებს...
--------------------
ნიცშეანელი
John 14:19
Yet a little while and the world will see me no more, but you will see me. Because I live, you also will live.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#31632914
· 12 Jun 2012, 16:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"მშვიდობით იარაღო" წავიკითხე..
სევდიანი წიგნია
ფაქტიურად ავტობიოგრაფიაა..
QUOTE
ვაიმე, ისეთი საშინლად მოსაწყენი რომანია, ყოველი ბუჩქის, ყუმბარის გასროლის, წყლის ჭიქაში დასხმის, მათარიდან ღვინის ყლურწვის და სპაგეტის შესრუტვების აღწერამ დამღალა რააა..
მე ვიტყოდი რომ პირიქით.. არაფერი არ იყო ზედმეტი და მოსაწყენი..
ზუსტად დამანახა იტალიელების განწყობა ომის მიმართ.. და ზოგადად ის ფაქტი, რომ ორივე მსოფლიო ომში ლაჩარი ხალხის სახელი დატოვეს იტალიელებმა, ამ რომანმაც დაადასტურა...
This post has been edited by
Carver
on 12 Jun 2012, 17:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
წერილები: 77158
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10
#31643439
· 13 Jun 2012, 10:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არაფერი არ იყო ზედმეტი და მოსაწყენი
ზედმეტი საერტოდ არაფერი არ აქვს ხოლმე , როგორც წესი
--------------------
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve
........................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bebbera
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Bebbera
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3609
წევრი No.: 144836
რეგისტრ.: 19-March 12
#32674094
· 23 Aug 2012, 18:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ,გოლ.გე-ზე ვიპოვე ფილიპ კაუფმანის ფილმი ჰემინგუეი და გელჰორნი
ფილმი დიდი არაფერი,ჩვეულებრივი ჰოლივუდური ნაგავია კლაივ ოუვენით და ნიკოლ კიდმანით(არადა რეჟისორს მინიმუმ ერთი შედვერი აქვს გადაღებული(კუნდერას ეკრანიზაცია "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე")),თუმცა საინტერესო არის ბიოგრაფიულ პონტში,მარტა გელჰორნი ჰემინგუეის მეორე თუ მესამე ცოლი იყო,ესპანეთის სამოქალაქო ომის ამბებზეა(მანდ მარტო ის ვიცი რო იბრძოდა ბაბუ და რამდენიმე ღენიალური მოთხრობა მაგის),იჩითება ომების მაგარი ფოტოგრაფი რობერტ კაპა,თვითონც გელჰორნიც ომების ჟურნალისტი იყო და როგორც ვიცი ძალიან მხეცი,რაც ვიცი ამ ფილმში მოყვანილი ფაქტების უმეტესობა ნაღდია,საინტერესო არის ბაბუს მოყვარულებისთვის სანახავდ,მაგის ხასიათების და დვიჟენიის რაღაც მუღამები საკაიფოდ აქვს რეჟისორს გადმოცემული
ლინკი
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&det...%83%9C%E1%83%98
ბაბუ და გელჰორნი
აკა მორჩილაძეს საკაიფოდ უწერია ამ ამბებზე,ფილმის ნახვის მერე წასაკითხად გაასოწრებს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1.დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი ჰგონია.
მგონი მეც ასე ვიყავი.
მისი კარგა მოზრდილი სურათიც მქონდა, რომელიც მეცხრე საავადმყოფოს მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე, კრუგთან, როგორც მაშინ ამბობდნენ.
კრუგი იმ ადგილს იმიტომ ერქვა, რომ ოდესღაც ტრამვაი უხვევდა. ასე მითხრეს ძველმა ვაკელებმა, იქ თავდებოდაო.
მაგრამ ეს ჰემინგუეის არ ეხება. მიწისქვეშეთში უზარმაზარ ფოტოქაღალდებზე დაბეჭდილი ბუნდოვანი პლაკატები იყიდებოდა _ “ბიტლზი”, ხელიხელგადახვეული სიუზი კვატრო და კრის ნორმანი, “პინქ ფლოიდი”. ვერ იყო ღირსეული გამოსახულებები, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა ხოლმე. ჰოდა, ჰემნიგუეიც ამათში იყო.
მგონი მეცხრე კლასში ვიყიდე.
ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰემინგუეის ყველაზე გავრცელებული ფოტო, რომლისთვისაც პერანგის ზედა ღილები და საყელო რეტუშით შეესწორებინათ.
ჰემინგუეის ხელი ჩამოედო რაღაცაზე და სევდიანი ღიმილით უყურებდა ობიექტივს. რახან სრულიად განუმეორებელი გამოხედვა ქონდა, ჰემინგუეი ძალიან პოპულარული იყო.
ამ ფოტოს ბავშვობიდან ვიცნობდი: ასეთი სერიის წიგნაკი გვქონდა: ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკა და ყდაზე ყოველთვის მწერლების ფოტოები იყო. ერთი მოთხრობა და ფოტო. ჰოდა, გვქონდა “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, ზედ კი ეს ფოტო, რომელიც მერე გადიდებული ვიყიდე. ოღონდ წიგნაკის ყდაზე მას კუბოკრული პერანგი ეცვა, გადიდებულზე კი _ უფერო; ანუ იქაც რეტუში იყო.
ახლა, როცა ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ და ის სურათიც სადღაც გაქრა, რატომღაც მგონია, რომ სურათი ჰემინგუეის წიგნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ის იერი გაკითხებდა. თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია სურათებზე. სულ სხვანაირი, ვიდრე სინამდვილეში იყო.
თუმცა, აქვე უნდა გა#####დე, რომ “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” ეგრეც ვერ წავიკითხე, ვერც მაშინ (ალბათ იმიტომ, რომ 13-14 წლის ვიყავი და ძალიან მოსაწყენი და ბუნდოვანი რამ იყო ჩემთვის, თუ იმას გამოვაკლებთ, რომ მოქმედება აფრიკაში ხდება) და ვერც მერე.
ამ წიგნს ჯადოსნური ეპიგრაფი აქვს. სრულიად გადასარევი. არც ვიცი სხვა წიგნი, ასეთი მაგარი ეპიგრაფი რომ ჰქონდეს. მერე რომ ვცდილობდი “კილიმანჯაროს” წაკითხვას, მეჩვენებოდა, რომ ეპიგრაფი ბევრად ჯობია თვითონ წიგნს. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო, მაგრამ მაინც ვეღარ წავიკითხე. ეგებ იმიტომ, რომ ჰემინგუეის კითხვა ისე აღარ მიყვარდა, როგორც ოცი წლის წინათ.
არის ასეთი სულელური ფილმი “კილიმანჯაროს” მიხედვით, თვითონ ჰემინგუეისაც არ მოსწონდა: გრეგორი პეკი თამაშობს. იქ ესპანეთის ომის ამბებიცაა ჩამატებული.
ის ფილმი რომ ვნახე, მერე კიდევ ვცდილობდი “კილიმანჯაროს” წაკითხვას და მაინც არაფერი გამომივიდა.
ერთი დრო იყო და ჰემინგუეის ნაწერებით ვცხოვრობდი და მეგონა, რომ იმ ნაწერებში ვიყავი და ცხოვრებაც ისეთია, როგორც იმათში იყო აღწერილი. მეტს არც არაფერს ვკითხულობდი და რახან რაღაცეების წერა მინდოდა, მეგონა, რომ მასზე უკეთ ამას ვერავინ ახერხებდა. საერთოდ, ახლაც მგონია, რომ ჰემინგუეიმ უამრავი რამ შეცვალა ნაწერში. ოღონდ ისე მოხდა, რომ რომანები მოსაწყენი გამოუვიდა, მოთხრობები კი, მგონი, მსოფლიოში საუკეთესო.
ასევე მგონია, რომ მოთხრობას, ნოველასაც რომ ეტყვიან, მან აზრი დაუკარგა. უფრო სწორად, მის სერიოზულად წერას, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, კაცმა ისეთი სერიოზულობით დაწეროს მოთხრობა, როგორც ამას ჰემინგუეი ახერხებდა. არ გამოუვა და მორჩა. თუ მის გამოთვლებს და წერის მანერას გაჰყვება, ეს უბრალოდ გამეორება იქნება და მორჩა.
სხვანაირად კი ისეთი არ გამოვა.
როგორ ვთქვა, არ ვიცი, ამ ჭკვიანურ ლაპარაკებში მოვისუსტებ. გვერდების იმ მოცულობაზე, ჰემინგუეის მოთხრობა რომაა განფენილი, შეუძლებელია სხვამ იმდენი დატიოს, რამდენსაც ის ტევდა. ჩვენს ბავშვობაში მოარულ ფანტასმაგორიებს შორის, ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ იაპონელებმა თითის სიგრძე ბოთლი გააკეთეს, რომელშიც სამი ლიტრი ეტევაო. აი, რაღაც ასეთია. თვითონაც რომ ლაპარაკობდა, აისბერგიო. დღეს ცოტა უბრალო შედარებად ჩანს, მაგრამ მაინც, ეგრეა და მორჩა.
სხვა ვერავინ შეძლებს ასეთი ნოველების წერას. ეს კაცი დილის ექვს საათზე დგებოდა და ფეხზე მდგომი წერდა საწოლ ოთახში, მაღალ მერხთან, ფანქრით ხელში.
ითვლიდა და ხაზავდა. თუ თავი მოვაბი, მერე დავწერ, როგორ წარმომიდგენია მისი სამოთხრობე მუშაობა.
2. ჰემინგუეის პირველი მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, ისეთი იყო, რომ ავტორს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემმა კაი ამხანაგმა გამოაძვრინა წიგნი გაკვეთილზე.
მოთხრობის წაკითხვის არსი ერთადერთი იყო _ იქ აღწერილი ეროტიკული სცენა. მოთხრობას ერქვა “იქ, მიჩიგანში”, “უ ნას ვ მიჩიგანე,” “აფ ინ მიჩიგან” და თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი მოთხრობა, რომელიც ცხოვრებაში გამოუქვეყნეს ჰემინგუეის.
მოთხრობამ მოულოდნელად ვიღაცის აღმოჩენით მოიპოვა პოპულარობა ჩვენს კლასში და ზოგიერთები იმასაც კი ეშმაკობდნენ, რომ ცდილობდნენ, გოგოებისთვის წაეკითხინებინათ.
ამ მოთხრობიდან რაც მახსოვს, სიცივეა, მიჩიგანის ტბის პირად რომ დგას. გოგოს მგონი ლიზი ჰქვია, ბიჭს კი _ მჭედელი ჯიმი, ან რამე სხვა. იქ მათი სექსია აღწერილი.
გოგოსთვის ეს პირველია. ეს არის მთელი მოთხრობა. ახლა რომ ვფიქრდები, კიდევ რა მახსოვს, პირველ რიგში რაღაცნაირი სისველე მაგონდება, ნესტი, თუ რაღაც ასეთი, ფიცრები და ის, რომ შემთვრალ ჯიმს თმა გასწეწოდა. საუცხოოდ დაწერილი მოთხრობაა, ოღონდ ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეროტიკა _ თუ ფოტოებს და სასწაულით ხელში მოხვედრილ ჟურნალს, ან იატაკქვეშა ფოტოებს არ ჩავთვლით, იძებნებოდა თვით “დეკამერონსა” და “დიდოსტატის მარჯვენაში”, ასევე, ნებისმიერი ფილმის ნებისმიერ კადრში _ რავი, ყველგან. ამიტომ, დიდად არ ვთვლი, რომ ეს ჩემი ნამდვილი ნაცნობობა იყო ჰემინგუეისთან. თანაც, მოთხრობა ეროტიკის დასამახსოვრებლად ძალიან პირქუში იყო და გოგოც წარმოუდგენლად საცოდავი; ანუ, ავტორმა თავისი საქმე გააკეთა და იმან აბა, რა იცოდა, როცა ანასტას მიქოიანთან ერთად არაყს სვამდა, რომ სამხრეთ საბჭოეთში (და ეგებ სხვაგანაც) მისი პირველი მოთხრობა ეროტიკულ შთაგონებათა წყარო შეიქნებოდა ყმაწვილთა შორის.
ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო “ჰარი მორგანი”. ცალხელა შკიპერის ამბავი, კი უესტსა და ჰავანას შორის რომ დაცურავს, კონტრაბანდისტებთან, რევოლუციონერებთან, ემიგრანტებთან ერთად, და შინ ცოლი და სამი ქალიშვილი რომ ჰყავს.
აქვე უნდა გა#####დე, რომ ეს არის ჰემინგუეის ერთადერთი რომანი, რომელიც თავიდან ბოლომდე და იმავდროულად, ბევრჯერ წამიკითხავს და თან, ფურცლები არ გამომიტოვებია.
მაგრა მომწონდა “მშვიდობით, იარაღო”, მაგრამ იქაც კი გამომიტოვებია რაღაცეები. “ფიესტაზე” აღარაფერს ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს ჩემს სასახელოდ არაფერს ამბობს, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ “ვის უხმობს ზარში” ყველაზე მეტი გამომიტოვებია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კომუნისტების დროს ეს წიგნი კუპიურებით იყო გამოცემული, შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, არც წამიკითხავს.)))))))
ახლა მინდა გა#####დე, რომ ჰემინგუეის ომისშემდგომი წიგნებიდან ყველაზე უფრო “მარადიული დღესასწაული” მომწონს. ბოლო დროს არქივში ნაპოვნი “სამოთხის ბაღი” ვერ დავამთავრე, “მდინარის გაღმა, ხეთა ჩრდილებში” ორ საღამოს მომევლინა სატანჯველად, ხოლო “სახიფათო ზაფხული” მაინც უბრალო ჟურნალისტური წიგნი მგონია, ისევე როგორც “აფრიკის მწვანე ქედები”, რომელიც ამას მირჩევნია.
მოკლედ, ამის წამკითხველი იტყვის, რომ თუკი რამე მეჯავრება ქვეყნად, ჰემინგუეის რიმანებია.
ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალია და თუ ვეღარ ვკითხულობ, უფრო ჩემი ბრალი უნდა იყოს, ვიდრე მისი. მიზეზები არ მიძებნია. მოსაწყენობა _ იოლი სიტყვაა.
ის კი ზუსტად ვიცი, რატომ ვკითხულობ “ჰარი მორგანს” ხშირად (ოღონდაც მწერლის და მისი ქალის ამბების გამოტოვებით): იმიტომ, რომ ამბავი მომწონს და ისიც, რომ რაღაცნაირად, მგონი, ჰემინგუეისთვის სრულიად მოუწესრიგებლადაა დაწერილი.
ოღონდაც, ეს სულ არაფერს ნიშნავს, რადგან ჰემინგუეის მოთხრობებზე არაფერი მითქვამს.
თავიდან “ნიკ ადამსის მოთხრობებს” ვკითხულობდი, ისევ მიჩიგანურ ამბებს. იმათში ყველაზე მაგარი ჩემთვის “ათი ინდიელი” იყო: როცა ნიკს მამა უამბობს, რომ მისი ინდიელი მიჯნური, პრუდი ვიღაცასთან დაინახა ტყეში.
ისე დახვეწილად უამბობს, ისე დგას გზაში, სხვადასხვა ადგილას ათი მთვრალი ინდიელი… ჰემინგუეის დედა არ უყვარდა. მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით, მერე თვითონაც _ სანადირო თოფით. ნიკის მოთხრობებში ყველგან მამაა. როცა თვრამეტი წლის ხარ და ათასი პრობლემა გაქვს, ხშირად თავი ნიკი ადამსი გგონია. თუ, რა თქმა უნდა, კითხულობ მის ამბებს. თან, მგონი, წარმოიდგენ კიდეც, რომ ბარე ორმოცი წლის ჰემინგუეი ხარ და ეს ყველაფერი დაწერე. თან ისიც გგონია, რომ ეს ყველაფერი გაიარე, რაღაც ამის მსგავსი შენც გემართება.
ნიკი ადამსის ამბებში არაფერი ისეთი არ არის, თვრამეტი წლის ბიჭისთვის უცნობი რომ იყოს, ოღონდაც, რას ნიშნავს ეს ამბები _ თვრამეტი წლის ბიჭი გვიანღა ხვდება. იმ დროს კი, როცა კითხულობს, თავგადასავლებშია გახვეული: სვამს კიდეც, უარესებსაც სჩადის ხოლმე და, რა თქმა უნდა, გოგოს ეძებს. იქ, ჰემინგუეის ბიჭს პირველი გოგო ჰყავს აღწერილი: ეს ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას, თუმცა, ალაბთ, ყოველ კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასეთი რამ, მგონი, არც ჯეკ ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნაც ისეთებს, სულ ქალებზე რომ წერენ. გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ მოფიქრებია. საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში ძალიან მაგრად ერკვეოდა.
მთელი ცხოვრება მათთან მარცხდებოდა, მაგრამ ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა მათზე. “ვის უხმობს ზარში” ერთი ადგილია, უმაგრესი. წეღან რო ეროტიკულ სცენას ვიხსენებდი მიჩიგანიდან, ის არაფერია ამასთან შედარებით. სრულიად არაფერი. იქ, უბრალოდ, დიალოგია. “ჰარი მორგანში” ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია, ჰარის ცოლი ვერ ითმენს))))))), აქ კი, გაქანებულ ომში… რა ვიცი, უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს ადგილი ჯობია.
მე მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები.
3. ყველაფერ იმაში, რაც ჰემინგუეის დაუწერია, ჩემი პირველი უსაყვარლესი ნაწერია მოთხრობა “ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება”. იმის მერე _ “მკვლელები” და “მარადიული დღესასწაული”, მაგრამ ამაზე ახლა არ მოვყვები.
“ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება” არის უსასტიკესი, უსაშინლესი, უმძიმესი ამბავი კაცზე, რომელიც ბედნიერების წამს მოკვდა. თუ თავისუფლების წამს. თუ მაშინ, როცა იფიქრა, რომ ღირსებამ არ მიატოვა.
“მოხუცსა და ზღვაში” ჰემინგუეი წერდა, კაცი დამარცხებისთვის არ დაბადებულა, შეგიძლია მოსპო, მაგრამ ვერ დაამარცხებო. მაკომბერი კი ოცი წლით ადრინდელია. მგონი ოცით, ჰო.
ახლა ამ მოთხრობის შინაარსის მოყოლა სისულელეა.
უბრალოდ, პირველად რომ წავიკითხე, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მოთხრობების წერას აზრი არა აქვს.
აქა-იქ წამიკითხავს, რომ ჰემინგუეის სიუჟეტების პრობლემა ჰქონდა.
მგონი უფრო ბოლო 15-20 წელიწადს.
ეს მოთხრობა კი იმ დროისაა, როცა ის ყველაზე კარგად წერდა.
მერე და მერე, სულ ვფიქრობდი, როგორ მოიფიქრა მან ასეთი დასასრული, როცა ქალი გაისვრის და თავის კაცს დააჭედებს შუბლში. რა თქმა უნდა, თავიდანვე იცოდა. საერთოდ, როგორ იგონებდა ასეთ მოთხრობებს?
ტორეროებზე რომ არის კიდევ, “50 ათასი” ჰქვია და კიდევ სხვებიც. უბრალოდ, ეს “მაკომბერი” ძვალსა და რბილში ატანს. არის კიდევ ერთი ეგეთი მოთხრობა, “სამდღიანი უამინდობა”, “კატა წვიმაში” და კიდევ “თეთრი სპილოების მსგავსი მთები” და კიდევ _ “ბატონი და ქალბატონი ელიოტი” და ამ ნაწერებში ყველაფერი ქალზე და კაცზეა. ერთგან უშვილობა, მეორეგან შვილის მოლოდინი, მესამეგან სასტუმროს ოთახი, მეოთხეგან კი, მაკომბერის ამბავში _ ტყვია შუბლში. არანაირი რომანტიკა და სირბილე ამ მოთხრობებში არ არის.
კი არა, ისიც მეეჭვება, რომ მის საომარ და სანადირო თავგადასავლებში არის რაიმე რომანტიკა. ის ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი, რომელიც დილიდან ნელ-ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო მოთხრობები რაღაცით გავს ჯოისის “დუბლინელებს” და ტურგენევის “მონადირის ჩანაწერებს”. მაგრამ მისი კაცები ხშირად რაღაცით გვანან ჯეკ ლონდონის კაცებს. მგონი ბედისწერის ამბავში, ხოლო ნიკი ადამსი უღიმილო ტომ სოიერი თუ იქნება. ეს რომანტიკა კი რატომ ვახსენე, ვერ მივხვდი: თითქოს ჩვეულებრივ ამბებშიც კი დამალულია დიდი თავგადასავალი.
ასეთი გამოდის ჰემინგუეის მოთხრობები. დიდი დრამების, დიდი ტრაგედიების სიჩუმით თხრობა. ფაქტიურად, სიჩუმით. იმიტომ, რომ მან ყველაზე უბრალო ინსტრუმენტები აირჩია და ისინი ხელიდან აღარ გაუგდია.
რომანებში ეს რატომღაც იკარგება. ალბათ იმიტომ, რომ რომანი სქელია, მოთხრობა კი თხელი. საერთოდ, რომანებიც მოთხრობებია. თუკი რამ არის იქ კარგი, გადასარევი მოთხრობა იქნებოდა, ოღონდ რახან რომანშია მოქცეული და ტერიტორიის პრობლემა აღარ აქვს, იჩაგრება.
“მაკომბერი” კიდევ… _ ეგ მე მგონი მაგ კაცის ცხოვრებაა.
უფრო სწორად, კოშმარი, რომელიც ქალებში გახლართულ ჰემინგუეის ეწვევოდა ხოლმე.
ცოლი სულ ოთხი ჰყავდა, მანამდე აგნესა ფონ კიროვსკი, ბოლოს კი ადრიანა ივანჩიჩი უყვარდა. ჯავრობდა და ნერვიულობდა. მგონია, რომ ბევრ კოშმარულ რამეს ფიქრობდა. ფრენსის მაკომბერიც ერთი ასეთი კოშმარია. ოღონდ კოშმარი რომ დრამად გადააქციო, ძალიან მაგარი მწერალი უნდა იყო. ჰოდა, ჰემინგუეი იყო ის მწერალი, რომელსაც ედგარ პოს მსგავსი ამბები მოსდიოდა თავში.
პო ბრწყინვალედ წერდა.
მის მოთხრობებში მათემატიკაცაა, ისევე, როგორც ჰემინგუეის მოთხრობებში, მაგრამ პოს მოთხრობებში იქაური დახვეწილი კოშმარების მიუხედავად, არ არის ტრაგედიის შეგრძნება; ანუ ის, რაც ასე მაგარია პოსავე ლექსებში. ჰემინგუეისთან კი არის, ოღონდ კოშმარს რომანტიკული იერი დაკარგული აქვს და ყოფით ამბადაა ქცეული. ასე რომ მივყვე, გავაჭრელებ და ძალიან შორს წავალთ.
ისე კიდევ, რაღაც მომენტში, განსაკუთრებით ბიჭობაში, ის შენი ასაკის ტკივილების და განცდების კონსპექტს გაწვდის. ოღონდ მაშინ არ იცი, რომ სამყარო ამას იქითაც არსებობს.
4. საიდან იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?
თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი ოცდაათ წელიწადს რომ მიუახლოვდები.
მგონი, ნაბოკოვი ამბობდა, ჰემინგუეი საყმაწვილო ლიტერატურააო. არ ვიცი, იმან ეგრე იცოდა ხოლმე თქმა, ისე გამოსდიოდა, მარტო მე ვიცი სწორად წერაო.
მაგას მოვეშვათ.
საბჭოთა კავშირში ხო როგორ იყო?
საინტერესო ადამიანების პორტრეტები მითებით იყო სავსე. მით უმეტეს, თუ მაინცდამაინც ინტელექტუალი არ იყავი და იმაზე უკეთესი წიგნები არ გქონდა, რაც სხვას.
ახლა გავიხსენებ, რა ვიცოდი ჰემინგუეის შესახებ.
მონადირე, მოკრივე, ყველა ომში პირველი გარბოდა, პირველ მსოფლიოში მძიმედ დაიჭრა, მერე ნობელის პრემიის მისაღებად თავისი ძმაკაცი, კოხიმარელი მეთევზეები წაიყვანა, მერე თავი მოიკლა.
კიდევ რა? არც მახსოვს.
ზოგჯერ ესპანეთის ომის ქრონიკაში გამოაჩენდნენ კომუნისტები და მორჩა. მაგრამ იქ იმდენად უცხო იყო, რომ სახესაც ვერ დაიმახსოვრებდი, პოლ რობსონთან ერთად ახსენებდნენ.
ამ ამბებიდან მართალი თითქმის არცერთი არ იყო; ანუ, იყო მთლიანი ტყუილები და ნაწილობრივიც. ნობელის პრემიის ასაღებად ჰემინგუეი საერთოდ არ წასულა. კოხიმარელი მეთევზე კი პრეს-კონფერენციაზე გამოიყვანა, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა, მწერალს ჩემი თავგადასავალი არ მოუპარავსო.
დაჭრით მართლა დაიჭრა, მთელი ორასი ნამსხვრევი ჰქონდა ფეხში, მაგრამ არა ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ სიმშვიდეში მოწინააღმდეგის მხარეს ინტერესისთვის გაისროლა და ამას უაზრო ბრძოლის დაწყება მოჰყვა. ის სანიტარულ ბატალიონში იყო და იმ დღეს მგონი პირველად მივიდა ფრონტის ხაზზე.
მონადირე და მეთევზე მართლაც კარგი ყოფილა, ასე ამბობენ. თუმცა, არ მგონია, რომ ომების დროს ადამიანებს ხოცავდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ლონდონში მყოფმა, მეორე ფრონტის გახსნის წინ, მთვრალმა ფეხი მოიტეხა და მესამე ცოლმა, მაგარმა ჟურნალისტმა მარტა გელჰორნმა სასტიკად დასცინა, როგორც მეომარს.
მერე ანდრე მალროსთან მოუხდა ჩხუბი (მალრო მაგრა იბრძოდა და რაღაცეები მგონი იმანაც შეახსენა) ერთ-ერთი ფრანგული სასტუმროს ნომერში, რის შემდეგაც მისი ძმაკაცი, შოტლანდიელი სერჟანტი მალროს მისაღების ნებართვას სთხოვდა.
ეს უარყოფითები უფრო უყვართ, თუმცა, სადაც იყო, პატიოსნად იყო და ბევრი კარგიც გაუკეთებია, დაჭრილების მოვლით დაწყებული, იახტით კარიბის ზღვაში გერმანელთა სუბმარინების ძებნით დამთავრებული.
მე ძალიან შევშფოთდი, როცა ახალგაზრდა ჰემინგუეის ფოტო ვნახე პირველად, ბორის გრიბანოვის წიგნში. სწორედ იმ დროის, როცა ის საუკეთესო მოთხრობებს წერდა. ერთი ჩამრგვალებული, ულვაშიანი ჯეილი, გადაკვანწილი თმებით, არაფრით არ გავდა იმ ადრე დაბერებულ, წარმოუდგენელი მომხიბვლელობით სავსე კაცს, რომელიც კუბაზე ფეხშიშველა დატანტალებდა, შორტებსა და ჩაღეღილ პერანგში გამოწყობილი. საერთოდ, მგონი, რაც უფრო ბერდებოდა, ჰემინგუეი მეტს და მეტს ფიქრობდა თავის გარეგნობაზე: ნერვიულობდა თმაზე, რომელიც გასცვივდა და ის უკნიდან ჰქონდა წამოფარებული.
ისე კი ამ ორ სურათს შორის საერთო მაინც იყო _ თვალები. ზუსტად ისე, როგორც “მოხუცი და ზღვაში” დაწერა, მოხუცს ყველაფერი ბერული ჰქონდა, გარდა თვალებისაო. ამ წიგნს რომ წერდა, ორმოცდაათი წლის იქნებოდა და უკვე მოხუცს ჰგავდა. ეს ის დრო იყო, როცა სასმელს ჩაის ფინჯნებში ისხამდა, რადგან დღის განმავლობაში ნორმირებული ჰქონდა და ამ ფინჯნებით ატყუებდა თავის ბოლო ცოლს, მერის.
ჰო, როდის იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?
მგონი მაშინ, როცა მოთხრობების ყველაფერი იცი და მის რომანებზე გადახვალ.
რომანები კარგია, მაგრამ მათსა და მოთხრობებს შორის ერთი სხვაობაა:
ისეთი რომანებია, რომ შეგიძლია გადადო და დიდხანს არ დაუბრუნდე, ხშირად კი ეს დიდხანს სამუდამოდ გამოდის, მერე კი აღარც მოთხრობებს უბრუნდები. ისინი ზეპირად იცი და სიახლის შეგრძნება დაკარგული გაქვს.
მაგრამ ამასთან ერთად, ჰემინგუეის არწაკითხვა იქედანაც შეიძლება დაიწყოს, როცა მისი ცხოვრების შესახებ წიგნების ფურცვლას იწყებ.
ჩვეულებრივ, ეს იმის შემდეგ ხდება, როცა მისი მოთხრობები უკვე ზეპირად იცი და აღარც ცხრამეტი წლისა ხარ.
სიმართლე რომ ვთქვა, ჰემინგუეის შესახებ ოთხი წიგნი მაქვს წაკითხული. აქედან ორი _ რუსების დაწერილი. ერთი გრიბანოვის, ბიოგრაფია, მეორე პაპოროვის “ჰემინგუეი კუბაზე”. პაპოროვი ჟურნალისტად იყო კუბაზე და წიგნი კარგია. რა ვიცი, მე მომწონს. იქ ბევრი ისეთი ამბავია, სხვაგან რომ ვერ შეხვდები და მთელი წიგნი ჰემინგუეის მსახურების და კუბაზე დარჩენილი მისი ძმაკაცების მოგონებებითაა სავსე.
წიგნი კეთილგანწყობილია, ამბები დამაფიქრებელი და მძიმე.
მოკლედ, ამ წიგნის წაკითხვისას მიხვდები, რომ მას მძიმე ცხოვრება და რაღაც სისულელეებით შეჭმული ხასიათი ჰქონდა, საკუთარ თავთან გამკლავებას კი ძალიან იშვიათად ახერხებდა. ასევე, აქედან ამოიცნობ, რომ ბრძენიც არ იყო და მის შესახებ დაწერილ ყოველ სტრიქონს საშინლად განიცდიდა.
ბოლო ათ წელიწადს ის იშვიათად ერეოდა რამეს, თვით საკუთარ წიგნებსაც კი.
ხოლო თუ გინდათ, რომ ის საბოლოოდ განადგურებული და გაბურთავებული იხილოთ, ენტონი ბერჯესი უნდა წაიკითხოთ.
მე რაც ვიცი, ბერჯესს ორი წიგნი აქვს ჰემინგუეიზე, ერთი _ “ერნესტ ჰემინგუეის სამაყარო”, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ქართულადაც გამოვიდა, ოდნავ გრძელი სათაურით. ამ ქართულ წიგნზე ჰემინგუეის ფოტოა, რომელშიაც ის ფიდელ კასტორს ჰგავს, იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰემი, კუბელთათვის კი პაპა, გრძელი წვერით დაიარებოდა და არც მოხუცურად გათეთრებული ჰქონდა.
ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მარტა გელჰორნთან მოუხდა უვარგისობა.
მარტა მაგარი ამერიკელი ჟურნალისტი იყო, მგონი ახლახანს გარდაიცვალა. ის შიგნიდან იცნობდა პაპას და ხშირად დასცინოდა კიდეც, განსაკუთრებით ბოლო დროს. როცა ჰემინგუეიმ ლონდონში ჩააკითხა, ამბავიც იქ მოხდა. ადრე კიდევ, ჰემი მარტას მეგობარ მაგარ-მაგარ და ელიტურ ჟურნალისტებთან სმას ვერ იტანდა და იმათთან ლაპარაკსაც.
მას სმა სხვა ხალხში უყვარდა. ჰოდა, მარტასთან ჩხუბ-ჩხუბში გადაეყარა მერის. მერის მშობლებს ის არ მოსწონდათ.
მას ლოთის და მაწანწალა კაცის სახელი ჰქონდა, ამერიკულ გაზეთებს თუ გაადევნებდი თვალს. მარტას ის არ დანანებია. უზარმაზარი ხორცის ნაჭერი, რომელსაც სპირტის სუნი უდის. ერთ ფილმში ასეთი ფრაზაც კია, ხანდახან მაინც დაიბანეო.
მისი ბიოგრაფია უცნობი და მომხიბვლელი იყო. სინამდვილეში კი არ არსებობდა იმ სახით, როგორითაც ნებისმიერ, მისი წიგნებით აღფრთოვანებულ კაცს შეეძლო წარმოედგინა და პრობლემაც აქვე იწყებოდა.
მე, პირადად, ძალიან ვბრაზობდი, როცა ერთი-ორი ჭკვიანი უფროსი რაღაც ამნაირს იტყოდა, გაბერილი და გაბუქულიაო, თვითონ ბევრი არაფერი საერთო აქვს იმასთან, რასაც ამბობენ და ბევრად უსუსური და რთული კაციაო.
აბა, ჩვენ რა ვიცოდით…
ჰო, ამასობაში კიდევ, ბერჯესისი მეორე წიგნი: “ჰემინგუეი”, რომელიც მის პირად ცხოვრებას აღწერს.
ბერჯესს იუმორი აქვს. მას დაცინვაც ეხერხება. ცინიკურობაც გამოუვა. ტიპიური ინგლისური რამეები ბიოგრაფიული წიგნისთვის. წიგნი ქართულად არ არის, არც რუსულად, მგონი. იქ ჰემინგუეი უბედური, მდაბალი, სახელს, ტრაბახს გამოკიდებული და საცოდავია. მერე ძნელია “ვის უხმობს ზარის” კითხვა.
ომის შემდეგ, ჰემინგუეიმ ამერიკული მედალი დაიწუნა, უფრო მაღალი ჯილდო მერგებოდაო, ოღონდ მაინც მიიღო.
საერთოდ, ჰემინგუეის დრამატულ ამბებში და მის შინაგან სიმძიმეებში, რომელთაც საგულდაგულოდ მალავდა (ვინ არ დამალავს) მთავარი ის იყო, მას წარმოედგინა, რომ რაღაც უნდა დაემტკიცებინა.
როგორც ნაწერებში, ასევე ცხოვრებაში. პრობლემა მაშინ იწყებოდა, როცა ორივე უჭირდა _ წერაც და ცხოვრებაც. ცხოვრება სულ უბრალო რამეთა გამო წაუხდებოდა ხოლმე, წერა კი უფრო და უფრო გავდა სატანჯველს. წერაში სისხარტე დაკარგა. ბევრს მუშაობდა, მაგრამ ყველაფერი მოსაწყენი და ტლანქი ჩანდა. ცხოვრებაში სიმშვიდე რომც მოეპოვებინა, წერა მაინც არ გამოსდიოდა.
მის ცხოვრებაში სიახლე აღარ იყო: ნადირობა აფრიკაში, სმა ჰავანაში და ახალი რა? ადრიანა რომ შეუყვარდა, ხვდებოდა, რომ მერის ვეღარ მოშორდებოდა. ჯერ ორმოცდაათისაც არ იყო, მაგრამ უკვე მოხუცი, რომელიც გრძნობს, რომ ვეღარაფერს შეცვლის.
და უცებ, ამას მოჰყვა “მოხუცი და ზღვა”. მაინც მოახერხა. ჟურნალმა “ლაიფმა” დაბეჭდა. ტირაჟი მთელ კვირას იზრდებოდა. უცებ ნობელის პრემია მიიღო. მაგრამ ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა.
მგონი მას უნდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველას ერთად ეთქვა, რომ ის არა მხოლოდ დიდი მწერალია, არამედ მამაცი და სრულიად განუმეორებელი ადამიანი. ის დონ კიხოტი ნამდვილად არ იყო, თუმცა მხეცებთან გალიაში ნამდვილად შესულა.
ეს ჰავანაში მოხდა.
ცირკის გაქნილმა იმპრესარიომ მისი გვარი აფიშას დააწერა, რათა წარმოდგენა გადაერჩინა. მხეცების მომთვინიერებელი ავად გახდა. სისულელე იყო, მაგრამ იმპრესარიო მის ვაჟკაცობას გაეთამაშა და ცოლის პროტესტის მიუხედავად, ჰემინგუეი გალიაში შევიდა და ვეფხვები ახტუნავა. ეს მართლა გამაოგნებელი ამბავია სამოცს მიტანებული კაცისგან. მას სწორედ ეს უნდოდა.
მეტიც უნდოდა, მას უნდოდა ბელადი ყოფილიყო:
ერთხელ, აფრიკიდან დაბრუნებულმა, თავის მეგობარს უამბო, რომ ერთ იქაურ ტომში ვაჟკაცების შეჯიბრში გაიმარჯვა, რითაც ტომის ბელადის ქალიშვილი დაიმსახურა და ამ ქალისგან ახლა ბიჭი შეეძინა, რომელიც ტომის ბელადი გახდება.
ჰო, ამ მეგობარს რაღაც ძვირფასი დანა გაატანა აფრიკაში, ეს ჩემს შვილს გამოადგება, ბელადი რომ გახდებაო.
კაცი გაოგნებული იყო: რის ტომის ბელადი, რა ქალი, რომელი შვილი…
უფრო სწორად კი მეგობარი ექიმი იყო და ყველაფერს მიხვდა. დანა თვითონ შეინახა და პაპასაც აღარაფერი უკითხავს.
ასეთი ამბავი უამრავია.
მისი ფრაზა _ კაცს არა აქვს ლოგინში სიკვდილის უფლება: ან ბრძოლაში, ანდა ტყვია შუბლში, _ ვაჟკაცობის აუცილებლობის დამტკიცებას გულისხმობს.
მისი თვითმკვლელობა ელექტროშოკით ნამკურნალევი მძიმე ავადმყოფის საქციელი იყო. მაგრამ მან ამით ის დაამტკიცა, რის გამოძერწვასაც ბოლო ოც წელიწადს ცდილობდა: რომ ვაჟკაცი იყო.
არ ვიცი, ამბობენ, ბოლოს დევნის შიში ჰქონდაო, ფედერალური ბიუროს აგენტები ელანდებოდაო, ვეღარ გაუძლო და ამიტომაც მოიკლა თავიო.
თუ ასეა, ეს უბედურებაც ისევე გამოუვიდა, როგორც წიგნები და ცხოვრება. თავი მოიკლა და ეს მის სიმამაცეს უჩვენებდა, ღრმა მიზეზები კი სხვა იყო. თვითონ გასროლა და მისი აისბერგი ერთმანეთს არაფრით გავდნენ.
არ ვიცი.
ისიც არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ეს ამბები მის ვეღარწაკითხვაზე, მაგრამ როგორღაც მისი ცხოვრება ცხადი ხდება. მგონი, არც ვიცი სხვა მწერალი, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ამდენი რომ წამეკითხოს და მესმოდეს. ალბათ ამის ბრალიცაა. ძალიან ცხადად ადარებ მის წიგნებსა და ცხოვრებას. ცხოვრებას კი ისეთი თვისება აქვს, რომ წიგნებს გააფერმკრთალებს ხოლმე.
ეს რომ მარკიზ დე სადი ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა: რასაც წერდა, იმას ცხოვრობდა და რასაც ცხოვრობდა, იმას წერდა. მაგრამ ეს ჰემინგუეია. ის ცდილობდა ეცხოვრა ისე, როგორც ესმოდა და რაღაც აკლდა, წიგნებში ეს რაღაც შუბლით გაჰქონდა, ცხოვრებაში კი ნაკლებად. ჰოდა, გასაჭირიც ეს იყო.
მერე წიგნებშიც გაუჭირდა.
5. წაკითხვა-არწაკითხვა… ვერწაკითხვა… საერთოდ ერთია, როცა ცოცხალ მწერალს კითხულობ და მეორე, როცა ძველს. ეს სისულელეა. იმიტომ, რომ არ იცი, როდის მიუბრუნდები და როდის შეძლებ ჰემინგუეის ხელახლა წაკითხვას.
ეგებ უცებ ისევ დაგიახლოვდეს, სწორედ იმ დროში, რომელიც წინ გაქვს, და რომელიც მის ერთ მოთხრობაშია აღწერილი _ დაუძლურებული მწერალი რომ ძლივსღა დაჩოჩავს სახლში.
ჰემინგუეი ამბობდა, რომ ცხოვრება ტრაგედიაა, რადგან მისი ავი ბოლო თავიდანვეა ცნობილი. სიკვდილზე ყურადღების გამახვილება მისთვის ჩვეული რამ იყო. სიკვდილთან შეხვედრა, მგონი, საერთოდაც უმნიშვნელოვანესი რამ.
“მკვლელებში” არის სრულიად გასაგიჟებელი ადგილი, როცა შვედი მოკრივე ოლე ანდერსონი სახლში წევს, კედლისკენ გადაბრუნებული და მკვლელებს _ ელს და მაქსს ელოდება. ნიკი აფრთხილებს, გეძებენო. ის კი წევს და ელოდება.
რატომ?
დაიღალა?
მოთხრობა ადრინდელია, მაგრამ ჰემინგუეი ადრიდანვე გრძნობდა დაღლას.
ისე კიდევ, თავის საუკეთესო წლებში ის ვირტუოზი გახლდათ.
წერის სისტემა, რომელიც მან მოიგონა, სრულიად უნივერსალურია, თუმცა ფასდაკარგული, რადგან სულ სხვა წიგნებში, სულ სხვა ავტორების ნაწერებში მისი არამოცნობა შეუძლებელია. იქ კი მათ ფასი არა აქვს.
ეს მთელი ჯადოა: კითხულობ რაღაც წიგნს და ჰოპ! უცებ თეთრი წვერი, ნაღველში ჩაფლული თვალები… _ აი, ეგ არი მისი სისტემა.
ასლების კეთებაზე კი
--------------------
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება@სააკაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
viegel
Crazy Member
ჯგუფი: Members
viegel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2859
წევრი No.: 125003
რეგისტრ.: 19-December 10
#32720502
· 27 Aug 2012, 00:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A Clean, Well-Lighted Place
It was very late and everyone had left the cafe except an old man who sat in the shadow the leaves of the tree made against the electric light. In the day time the street was dusty, but at night the dew settled the dust and the old man liked to sit late because he was deaf and now at night it was quiet and he felt the difference. The two waiters inside the cafe knew that the old man was a little drunk, and while he was a good client they knew that if he became too drunk he would leave without paying, so they kept watch on him.
"Last week he tried to commit suicide," one waiter said.
"Why?"
"He was in despair."
"What about?"
"Nothing."
"How do you know it was nothing?"
"He has plenty of money."
They sat together at a table that was close against the wall near the door of the cafe and looked at the terrace where the tableswere all empty except where the old man sat in the shadow of the leaves of the tree that moved slightly in the wind. A girl and a soldier went by in the street. The street light shone on the brass number on his collar. The girl wore no head covering and hurried beside him.
"The guard will pick him up," one waiter said.
"What does it matter if he gets what he's after?"
"He had better get off the street now. The guard will get him. They went by five minutes ago."
The old man sitting in the shadow rapped on his saucer with his glass. The younger waiter went over to him.
"What do you want?"
The old man looked at him. "Another brandy," he said.
"You'll be drunk," the waiter said. The old man looked at him. The waiter went away.
"He'll stay all night," he said to his colleague. "I'm sleepy now.I never get into bed before three o'clock. He should have killed himself last week."
The waiter took the brandy bottle and another saucer from thecounter inside the cafe and marched out to the old man's table. Heput down the saucer and poured the glass full of brandy.
"You should have killed yourself last week," he said to the deafman. The old man motioned with his finger. "A little more," hesaid. The waiter poured on into the glass so that the brandy slopped over and ran down the stem into the top saucer of the pile."Thank you," the old man said. The waiter took the bottle back inside the cafe. He sat down at the table with his colleague again.
"He's drunk now," he said.
"He's drunk every night."
"What did he want to kill himself for?"
"How should I know."
"How did he do it?"
"He hung himself with a rope."
"Who cut him down?"
"His niece."
"Why did they do it?"
"Fear for his soul."
"How much money has he got?" "He's got plenty."
"He must be eighty years old."
"Anyway I should say he was eighty."
"I wish he would go home. I never get to bed before three o'clock.What kind of hour is that to go to bed?"
"He stays up because he likes it."
"He's lonely. I'm not lonely. I have a wife waiting in bed for me."
"He had a wife once too."
"A wife would be no good to him now."
"You can't tell. He might be better with a wife."
"His niece looks after him. You said she cut him down."
"I know." "I wouldn't want to be that old. An old man is a nasty thing."
"Not always. This old man is clean. He drinks without spilling.Even now, drunk. Look at him."
"I don't want to look at him. I wish he would go home. He has no regard for those who must work."
The old man looked from his glass across the square, then over at the waiters.
"Another brandy," he said, pointing to his glass. The waiter who was in a hurry came over.
"Finished," he said, speaking with that omission of syntax stupid people employ when talking to drunken people or foreigners. "Nomore tonight. Close now."
"Another," said the old man.
"No. Finished." The waiter wiped the edge of the table with a towel and shook his head.
The old man stood up, slowly counted the saucers, took a leathercoin purse from his pocket and paid for the drinks, leaving half a peseta tip. The waiter watched him go down the street, a very oldman walking unsteadily but with dignity.
"Why didn't you let him stay and drink?" the unhurried waiter asked. They were putting up the shutters. "It is not half-past two."
"I want to go home to bed."
"What is an hour?"
"More to me than to him."
"An hour is the same."
"You talk like an old man yourself. He can buy a bottle and drinkat home."
"It's not the same."
"No, it is not," agreed the waiter with a wife. He did not wish to be unjust. He was only in a hurry.
"And you? You have no fear of going home before your usual hour?"
"Are you trying to insult me?"
"No, hombre, only to make a joke."
"No," the waiter who was in a hurry said, rising from pulling down the metal shutters. "I have confidence. I am all confidence."
"You have youth, confidence, and a job," the older waiter said."You have everything."
"And what do you lack?"
"Everything but work."
"You have everything I have."
"No. I have never had confidence and I am not young."
"Come on. Stop talking nonsense and lock up."
"I am of those who like to stay late at the cafe," the older waitersaid.
"With all those who do not want to go to bed. With all those who need a light for the night."
"I want to go home and into bed."
"We are of two different kinds," the older waiter said. He was now dressed to go home. "It is not only a question of youth and confidence although those things are very beautiful. Each night I am reluctant to close up because there may be some one who needs the cafe."
"Hombre, there are bodegas open all night long."
"You do not understand. This is a clean and pleasant cafe. It is well lighted. The light is very good and also, now, there are shadows of the leaves."
"Good night," said the younger waiter.
"Good night," the other said. Turning off the electric light he continued the conversation with himself, It was the light of course but it is necessary that the place be clean and pleasant. You do not want music. Certainly you do not want music. Nor can you stand before a bar with dignity although that is all that isprovided for these hours. What did he fear? It was not a fear ordread, It was a nothing that he knew too well. It was all anothing and a man was a nothing too. It was only that and light was all it needed and a certain cleanness and order. Some lived init and never felt it but he knew it all was nada y pues nada y naday pues nada. Our nada who art in nada, nada be thy name thy kingdom nada thy will be nada in nada as it is in nada. Give usthis nada our daily nada and nada us our nada as we nada our nadas and nada us not into nada but deliver us from nada; pues nada. Hail nothing full of nothing, nothing is with thee. He smiled and stood before a bar with a shining steam pressure coffee machine.
"What's yours?" asked the barman.
"Nada."
"Otro loco mas," said the barman and turned away.
"A little cup," said the waiter.
The barman poured it for him.
"The light is very bright and pleasant but the bar is unpolished,"the waiter said.
The barman looked at him but did not answer. It was too late at night for conversation.
"You want another copita?" the barman asked.
"No, thank you," said the waiter and went out. He disliked bars and bodegas. A clean, well-lighted cafe was a very different thing. Now, without thinking further, he would go home to his room. Hewould lie in the bed and finally, with daylight, he would go to sleep. After all, he said to himself, it's probably only insomnia. Many must have it.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lady Bug
404
ჯგუფი: Members
Lady Bug
404
ჯგუფი: Members
წერილები: 2761
წევრი No.: 128959
რეგისტრ.: 19-March 11
#32725355
· 27 Aug 2012, 13:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ratomac aRa
QUOTE
ზედმეტი საერტოდ არაფერი არ აქვს ხოლმე , როგორც წესი
+1
ვერ ვიტან როცა ვინმე ირონიით საუბრობს მასზე.
ხშირად როცა ამბობენ მიზეზებს, რა არ მოწონთ თავიანთ უსუსურობას უფრო ავლენენ.
მე ვთვლი, რომ ვისაც არ უყვარს ჰემინგუეი, სერიოზული დეფექტები აქვს აზროვნებაში. შეიძლება ვერ გაიგოს, მაგრამ თუ ამბობს რომ არ უყვარს და თან ასაბუთებს, შეიძლება შემზიზღდეს
პირად შეურაცხყოფად ვიღებ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Onise_ok
♎
ჯგუფი: Members
Onise_ok
♎
ჯგუფი: Members
წერილები: 3522
წევრი No.: 106055
რეგისტრ.: 27-November 09
#35576545
· 13 Mar 2013, 01:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"მოხუცი და ზღვა" და ''მთები როგორც თეთრი სპილოები" წავიკითხე და ორივე ძალიან მომეწონა
)
ახლა ჩავუჯდები სხვა მოთხრობებსაც. მგონია ეგენიც იგივე შთაბეჭდილებას დამიტოვებენ. ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ერნესტი ძველ დროში გადამაგდებს, რომელსაც მე ასე დავახასიათებდი "country, folk and lovely people"
--------------------
Nobody exists on purpose, nobody belongs anywhere, everybody's going to die, come watch TV?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17101
წევრი No.: 122321
რეგისტრ.: 10-October 10
#35576694
· 13 Mar 2013, 01:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზედმეტი საერტოდ არაფერი არ აქვს ხოლმე
არადა,საკმაოდ აქვს.
QUOTE
მე ვთვლი, რომ ვისაც არ უყვარს ჰემინგუეი, სერიოზული დეფექტები აქვს აზროვნებაში. შეიძლება ვერ გაიგოს, მაგრამ თუ ამბობს რომ არ უყვარს და თან ასაბუთებს, შეიძლება შემზიზღდეს პირად შეურაცხყოფად ვიღებ...
--------------------
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38479
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#35592978
· 14 Mar 2013, 01:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰემინგუეის უნდა შევეჭიდო და კარგი ნაწარმოებები მითხარით რაა.
--------------------
სახლები დავუწვათ!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17101
წევრი No.: 122321
რეგისტრ.: 10-October 10
#35593025
· 14 Mar 2013, 01:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narmonana
პატარა მოთხრობებით დაიწყე.
მე დიდად არ მომწონებია,მაგრამ ცადე მაინც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kasaby
მადრიდმადიდებელი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Kasaby
მადრიდმადიდებელი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4820
წევრი No.: 131450
რეგისტრ.: 19-May 11
#35593684
· 14 Mar 2013, 01:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
viegel
QUOTE
those who need a light for the night.
r u a kind'a that ?
----------------------------------------------
მაგარია ჰემინგუეი
ტყუილად არ გევასებათ აქ
--------------------
...ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას... (სახარებაჲ მათეს თავისაჲ 12,39)
The mole is an animal that digs passages searching for the sun. Sometimes he reaches the surface. When he looks at the sun he goes blind
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7769
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11
#35594835
· 14 Mar 2013, 07:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(narmonana @ 14 Mar 2013, 01:13 )
ჰემინგუეის უნდა შევეჭიდო და კარგი ნაწარმოებები მითხარით რაა.
ისე თქვი შევეჭიდოო ვითომ აზრიანი ეწეროს რამე და დიდი განწყობა-მომზადება ჭირდებოდეს მაგის წაკითხვას.
--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."
http://celsius-233.blogspot.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
actionscript
ფუმფულა დათვი
ჯგუფი: Members
actionscript
ფუმფულა დათვი
ჯგუფი: Members
წერილები: 9694
წევრი No.: 50600
რეგისტრ.: 3-January 08
#35632801
· 16 Mar 2013, 23:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Килиманджаро-покрытый вечными снегами горный массив высотой в 19710 футов, как
говорят, высшая точка Африки. Племя масаи называет его западный пик «Нгайэ-Нгайя», что
значит «Дом бога». Почти у самой вершины западного пика лежит иссохший мерзлый труп
леопарда. Что понадобилось леопарду на такой высоте, никто объяснить не может.
--------------------
I don't shine if you don't shine!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(41)
« პირველი
...
30
31
[32]
33
34
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0528 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.