* * *
SCHIZOPHRENIA
ნახე აბა , ეს ვიპოვე
"საშინლად ბნელა, მარტოდ მარტო ვარ...
არ მეკარება თვალზედა ლული.
სნეული სევდის მორევში ვცურავ,
ხელშეხუთულსა მიკვნესის გული.
წიგნებს ვალაგებ და შემომესმა
დამიკაკუნა ვიღაცამ კარი
შიშმა შემიპყრო, თანაცა ვფიქრობ:
რა დროს მოსვლაა ნეტა ვინ არი?
არავის ველი, ის ხომ აღარ მყავს...
გზადაკარგული იქნება მგზავრი,
ნახა სინათლე და მომატანა,
აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!
არ მეკარება თვალზედა ლული
ზამთარი იყო , ჰყინვდა, თოვდა
ქარი ღმუოდა ძლიერად ჰქროდა!
გაჩაღებული ბუხრისა ალი
ლენორავ! სად ხარ?
აღარ მომხედავ?
სად არს შენ თვალთა მადლი ნეტარი?
ათრთოლებულის წარმოვთქვი ხმითა
ხელახლა ისევ შემიპყრო შიშმა
არსად სინათლე, არსაიდან ხმა
ჟრჟოლა მომვიდა. გავიგე
ცხადად აღელვებულმა
წარმოვთქვი თავად
ისევ მოვუჯექ ახლო ბუხარსა,
ავყევი ისევ გულისა თქმასა
მეღიმებოდა , მოვყე ხუმრობას
და შევეყბედე, ვაფიცებ ძმობას,
არც აზრი იყო იმის სიტყვაში,
მით ჟრუანტელი მივლიდა ტანში
მაშინ დავუწყე ხვეწნა-მუდარა
ბოროტ სულივით ამაყმა
უტყვმა ჩემ შინ დაიდვა სამუდმო ბინა
სულში არ მოჩანს სინათლის ცვარი,
არც ვეღირსები მას არასოდეს
კვლავ ტირის გული
ახლდება წყლული
ვერ ამოვითქვი , არ იქნა სული
წარსულ დაკარგულ ბედნეირ წამზე
მას ვერ მიჰხვდება ხალხისა გროვა
როგორაც კუპრი და უკუნეთი
შინ შემომეჭრა ფრინველი ერთი
მრისხანე არის ვით ჯოჯოხეთი
ავდეგ ბუხარში შეშა დამერთო
და მეჩვენება: ცით ჩამოსულა ანგელოზთ კრება
ცოდვილს ქვეყანას ცტუმრად სწვევიან
ეს დამყრანტალა ყორანმა თავზე
მძულს დაღვრემილი მე შენი სახე
და ღვარძლიანი ბოროტი ენა!
ის იყო დიდი შავი ყორანი
მრისხანე არის ვით ჯოჯოხეთი
მას არ ელოცაარასდროს ღმერთი
ხმა მის ძლიერი რგორც დევისა
სძრავდა მიდამოს მთასა და ბარსა
დარახუნდება ფანჯარა რადა
თუკი არ ახლო არავინ ხელი
თუც სანუგეშო არარა სთქვა მან
წყლულის წამალი არ მომიტანა..."
ეს არის არც ვიპოვე, არასრული ტექსტია, სრული არც ვიცი რომელიმე გამოცემაში იქნება ალბათ
თუ ზოგადად სტლი გაინტერესებს , აღიქმება აქედან
ნანი წერეთელს აქვს სტატია, სადაც მიმოიხილავს ვაჟას თარგმანის თავისებურებებს .... თუ დაგაინტერესებს ბიბლიოთეკაში შეიძლება იპოვო , მე არ მახსოვს სად მაქვს შენახული
თუ კიდე რამე გაინტერესებს მომწერე

[B][/B][B]
This post has been edited by unknown lady on 25 Apr 2010, 01:27