KESOOშენ უბრალოდ იმეორებ ამდენი ხანია, რომ სამართლიანად განსაჯა, მაგრამ არ ასაბუთებ. სამართლიანობაზე, როგორც ჩანს, შენ შენი ორიგინალური მოსაზრება გაქვს და იმდენად ხარ დარწმუნებული მის ჭეშმარიტებაში, რომ ღირსად არ გვთვლი, ჩვენც გაგვიზიარო.
ორივე, ფორტუნატოსაც და ონისესაც მამების მიერ სიკვდილი მიესაჯათ. მე უბრალოდ იურიდიულ მხარეს მოკლედ გავარჩევ.
საერთოდ სიკვდილით დასჯა არ შეიძლება იყოს სამართლიანი სასჯელი, არც სახელმწიფოს არც ამა თუ იმ პირის მხრიდან.
მით უმეტეს, სამართლიანი არ შეიძლება იყოს ბავშვის მოკვლა, რომელმაც ოქროს საათის გულისთვის ამბოხებული გასცა. მართალია, იგი ძალიან სულმდაბლად მოიქცა, ბრჭყვიალა ნივთის გამო გასცა საცოდავი დაჭრილი, რომელმაც მის სახლს სეაფარა თავი და მით უმეტეს, როგორც მახსოვს ეს კაცი მას შორეულ ნათესავად ერგებოდა.
ზუსტად არც ასაკი მახსოვს ბავშვის, მაგრამ მთავარია ეს ბავVშვი იყო, პატარა სოფელში გაზრდილი ბიჭი, რომელსაც ოქროს საათი უნდოდა, ბრჭყვიალა, უცხო ნივთი.
რატომ არის, რომ ბავშვი არ შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. საქართველოს კანონმდებლობით პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება, ანუ ამ ასაკს მიღწეული პირს შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ანუ ბრალი.
მეტ-ნაკლებად იგივე მდგომარეობაა დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობაში, რასაც ის უდევს საფუზვლად, რომ ბავშვი ვერ აცნობიერებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, მას არ შეიზლება ჰქონდეს ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან, ანუ ბრალი. ბავშვის დასჯა იგივეა, რაც ზარის დასჯა, რასაც რუსეთში ჰქონდა ადგილი, როდესაც მანდ უდროო დროს დარეკა ან თხის დასჯას, რომ მან ვენახი გადაჭამა.
ეს ობიექტური შერაცხვაა, ანუ პასუხისმგებლობა ბრალის გარეშე. შენ სამართლიანობაზე შენი წარმოდგენით ძალიან შორს (უკან) წახვალ, თუმცა, ცხადია, შენ სრული უფლება გაქვს შენი საკუთარი შეხედულებები იქონიო.
ასაკს და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს კი რაც შეეხებასტრასბურგის სასამართლომ განიხილა საქმე ორი არასრულწლოვანისა, (10 და 11 წლის ბიჭების), რომლებმაც ორი წლის ჩვილი მოიტაცეს, სიკვდილამდე სცემეს და მერე რკინიგზაზე დატოვეს.
გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებმა ეს ბავშვები, როგორც სრულწლოვანები ისე გაასამართლა, სტრასბურგის სასამართლომ კი სახელმწიფო გაამტყუნა.
ასე ჩემო კესოო