ჩეხოვი ძალიან გადაჭარბებული პოპულარულით სარგებლობს
ნუ ჩემთვის არაფერი განსაკუთრებული არაა
ბულგაკოვის მარტო ოსტატი და მარგარიტა ვიცი
კარგი ნაწარმოებია მაგრამ ცოტათი ზედმეტად აფასებენ
ტურგენევის პატარა მოთხრობა - მუმუ მაქვს მარტო წაკითხული და სხვის წაკითხვის სურვილი არ დამიტოვა
შავ-თეთრ ფერებში ხედავს ყველაფერს
ყელში მაქვს ეგეთები ამოსული
ტოლსტოი გენიაა
რამდენიც არ უნდა წამეკითხა არასოდეს არ მბეზრდებოდა
დოსტოევსკიზე რა მეთქმის
კითხვას როგორც კი დავიწყებ ეგრევე თავით ვეშვები წიგნში
გერცენი ვინაა არც ვიცი
გოგოლი საინტერესო მწერალია
პირველი ორი რაც წავიკითხე ტარას ბულბა და მკვდარი სულები იყო და დღემდე ვერ ვხვდები ეს ორი ნაწარმოები ერთი პიროვნების დაწერილი რანაირადაა
პირველმა გული ამირია მოუთმენლად ველოდი როდის დავამთავრებდი და მოვისროდი
მეორე კი შედევრია ეგ რომ არა სხვებს არც წავიკითხავდი
დანარჩენი ნაწარმოებებისგან ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა იუმორი იყო
სულ რამდენიმე მწერალია რომლის იუმორიც ასე მომწონებია
მიხეილ ლომონოსოვის გარდა სხვა ცნობილი მწერალი იყო მსგავსი გვარით თუ რატომაა ასეთი პროზაიკოსების გვერდით ვერ ვხვდები

ნეკრასოვი მარტო გამიგია
ნაბოკოვი ისე რთულად და ჩახლართულად წერს რომ უბრალოდ სიამოვნებაა თავის სტილში აყწობილი წინდადებების ნელნელა კითხვა
ილფი და პეტროვი

სამწუხაროდ ამათ მარტო თორმეტი სკამით ვიცნობ
ერთ-ერთი საუკეთესოა რაც ჩემს უბადრუკ გონებას დაუგემოვნებია
წიგნის გაგრძელების - ოქროს ხბოს თუ რაცაა მაგის წაკითხვას ვაპირებდი და რომ ვერ მოვახერხე მივივიწყე

ახლა გამახსენდა ამდენი ხნის მერე

საბოლოოდ