#51420016 · 29 Sep 2017, 21:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგონი ლომონოსოვი ამ სიაში ზედმეტია, რადგან უფრო მეტად მეცნიერი იყო ვიდრე დიდი მწერალი; ასევე, შემთხვევითი არ არის ჩემი აზრით, რომ გერცენს და ნეკრასოვს თითქმი არავინ მისცა ხმა. მათ ნაცვლად ალბათ ალექსანდრე სოლჟენიცინის, მიხეილ ლერმონტოვის და ვიქტორ პელევინის ჩაწერა ჯობდა. ალექსანდრე პუშკინის შემოქმედებაზე ვერ ვიმსჯელებ, რადგან არ წამიკითხავს; მაგრამ როგორი უცნაური რამაა, რომ ალექსანდრე პუშკინმა რუსული ენის დახვეწა, გამდიდრება და თანამედროვე სალიტერატურო ენის შექმნა მოახერხა, მას აღმერთებდა გოგოლი, მაგრამ მსოფლიოში ლიტერატურაში მას დიდ მწერლად არ მიიჩნევენ.
რუსი მწერლებიდან ვისი ნაწარმოებების არ წამიკითხავს, მაგრამ ყველაზე მეტად მიჩენს ამბივალენტურ გრძნობებს არის ლევ ტოლსტოი. ადამიანი წერდა უშველებელ წიგნებს. ვერ ვხდები რატომ მიიჩნევა "ანა კარენინა" დიდ ნაწარმოებად, რადგან ამ ნაწარმოების მოკლე შინაარსი ვიცი, და არაფრით აღმაფრთოვანებს. მაგრამ ეტყობა უნდა წავიკითხო, რომ მერე უფრო ნათლად ვიმსჯელო. იქნება ისე მომეწონოს, რომ გადავირიო.
This post has been edited by rodo on 29 Sep 2017, 21:37
|