ლომკას ვერავინ უძლებს, თუ ციხეში არ ხარ ან ჯანქს სხვანაირად არ ხარ მოწყვეტილი. ჯანქის მოხმარების შეწყვეტა და განკურნება თითქმის შეუძლებელია იმის გამო, რომ ლომკა ხუთიდან რვა დღემდე გრძელდება. თორმეტ საათს იოლად გადაიტანს კაცი, ოცდაოთხი საათით გაძლებაც შეიძლება,მაგრამ ხუთი-რვა დღე მეტისმეტად დიდი დროა.
ლომკის მესამე დღე ყველაზე მძიმეა, მერე ლომკა თანდათან გეხსნება.
ნებისმიერი ტკივილის მინელება შეიძლება ისე, რომ ის გაურკვეველ აგზნებად აღიქვა,მაგრამ ლომკას ვერსად გაექცევი.ლომკა კაიფის გვერდითი ეფექტია. ჯანქის მთელი კაიფი ისაა, რომ უმისოდ ვერ ძლებ და აუცილებლად უნდა გაიკეთო. მჩხირავები ჯანქის დროით ცხოვრობენ, ჯანქის მეტაბოლიზმი აქვთ. ჯანქის კლიმატს არიან შეგუებული. მათ მხოლოდ ჯანქი ათბობს და აგრილებს.ჯანქის კაიფი ისაა, რომ პირობებს ჯანქი გკარნახობ. ლომკას ისე ვერ გაექცევი, როგორც გაჩხირვის შემდეგ - კაიფს.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღე თავს კარგად გრძნობ. სვამ, გშია და საჭმელს გემოს ატან; სექსუალური მოთხოვნილებებიც გიბრუნდება. ყველაფერი განსხვავებული, უფრო მკვეთრი გეჩვენება. მერე ისევ გეკარგება ხალისი, გეზარება ჩაცმა, სკამიდან წამოდგომა, ჩანგლის აღება. არც არაფრის კეთება გიდნა და არც სადმე წასვლა. ჯანქიც აღარ გინდა. ჯანქის მოთხოვნილება კი ქრება,მაგრამ სანაცვლოდ არაფერი ჩნდება. ეს პერიოდი როგორმე უნდა გადაიტანო.
გინდაც ათი წელი ახლოს არ გაეკაროს, ნარკომანს რამდენიმე დღე ეყოფა ჯანქზე თავიდან შესაჯდომად.
რატომ ხდება, რომ ყოფილი ნარკომანი უფრო სწრაფად გამოიმუშავებს ჩვევას, ვიდრე ახალბედა, თუნდაც მრავალი წელი ჯანქთან შეხება არ ჰქონდეს? არანაირად არ ვემხრობი იმ თეორიას, თითქოს ჯანქი მთელი ეს დრო ორგანიზსშია მიმალული - როგორც მიაჩნიათ, ხერხემალში - და არც ფსიქოლოგიური აბდაუვდისა მჯერა. ჩემი აზრით, ჯანქის მოხმარება სამუდამოდ გცვლის უჯრედულ დონეზე. ერთხელ განარკომანებული ბოლომდე ნარკომანად რჩება. შეიძლება ჯანქის მოხმარება შეწყვიტო, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს გადააგდებ.
როცა შემჯდარი ხარ, ჰეროინი ბიოლოგიური აუცილებლობაა, უხილავი პირი. ჰეროინს რომ იკეთებ, კმაყოფილდები, თითქოს კარგად დანაყრებულიყავი. კოკაინის ერთი დოზა კი არასდროს კმარა. პირველი გაჩხერვის ეფექტი გაივლის თუ არა, მეორედ გაჩხირვა გინდება. თუ შინ კოკაინი გაქვს, კინოში წასვლა არასდროს მოგინდება, გარეთაც კი არ გახვალ, სანამ კოკაინი არ დაგიმთავრდება. ერთი გაჩხირვა უეჭველად მეორეს განდომებს, რომ დაუსრულებლად კაიფში იყო. თუმცა, როგორც კი კოკაინი შენს ორგანიზმს ტოვებს, აღარც კი გახსენდება, კოკაინი შეჩვევას არ იწვევს.
ჯანქი სექსის სურვილს გიკარგავს. ამ დროს უსექსობის სურვილი ისეთივე ძლიერია, როგორიც სექსისა, როდესაც ჰეროინს ან მორფინს არ ვიკეთებ. როცა ჯანქზე ვზივარ, სრულიად ასოციალური ვხდები. უბრალოდ საუბარს კიდევ გავუძლებ, მაგრამ ვინმესთან დამეგობრება ამ დროს სრულიად გამორიცხულია. როცა ჯანქს დროებით გადავახდებ ხოლმე, თავშეუკავებლობის პერიოდი მეწყება, ვინც ყურს დამიგდებს, ყველას ველაქლაქები.
ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ერთხელ და სამუდამოდ შევეშვებოდი გაჩხირვას. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ნებისყოფა არ მყოფნიდა, უმწეობის განცდა მეუფლებოდა, როცა საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი.
რატომ ანებებს საკუთარი სურვილით ნარკომანი ჯანქის კეთებას თავს? ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. მიზეზი სულაც არ არის ის ფიზიკური თუ ფსიქიკური ზიანი, რომელსაც ჯანქი აყენებს ადამიანს. ჯანქის გადაგდება უჯრედულ დონეზე მიღებული გადააწყვეტილებაა და, თუ ერთხელ მაინც შეეშვები გაჩხირვას, ვეღარასდრო შეძლებ დიდი ხნით დაუბრუნდე - როგორც უჯანქობას ვერ გაუძლებ დიდხანს, ისე ჯანქის კეთებას. გაჩხირვას თავდანებებული სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებ.
იმენა ნარკოტიკების თემატიკის How-to-ა მთელი წიგნი.

იმენა ამოალაგა და დადო