მოკლედ, ზოგიერთი პოსტი გადავიკითხე და რასაა ეს ხალხი რომ ვერ გებულობს
წიგნი რომ მოგეწონოს, უნდა გაიგო ჯერ. მაპატიოს ვისაც ეხება, მაგრამ რასაც ვერ გებულობთ, რა თქმა უნდა არ მოგეწონებათ.
ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც "დათა თუთაშხიას" დასცინოდეს და არგუმენტები ჰქონდეს, თუ რატომ არის ეს წიგნი ცუდი.
და მაინც... რამდენჯერაც დავფიქრდები, სულ სხვადასხვა დასკვნამდე მივდივარ... სჯობს თუთაშხიობდე თუ გულგრილად განდგე მყინვარივით და არაფერი აკეთო?
დათას ბოლოც ალბათ იმის მიმანიშნებელია, რომ ცალკეული ადამიანებისთვის ეს ძალიან დიდ ტრაგედიად შეიძლება გადაიქცეს, ბოროტი მაინც დაგეწევა, ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ მარტო ხარ...დათას ერთ ნაკაიკაცარზე ათი ბოროტება ამოვიდა... ალბათ იმიტომ, რომ მარტო იყო. თუ ყველა ჩვენს წილ სიკეთეს გავაკეთებთ, იკლებს ქვეყნად ცუდი და დათასნაირ ადამიანებსაც ვეღარ მოერევა...
ალბათ მაინც კეთება ღირს...
ამაყი საქართველოს შვილი...
EHRE...
All animals are equal, but some animals are more equal :)