უამრავი წიგნი წამიკითხავს , მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია ჩემზე, როგორიც ამ პატარა წიგნმა შეძლო!
პატარა, მაგრამ უდიდესი!
წიგნი, რომელშიც მთელი ადამიანის ბუნება არის თავმოყრილი...
სიმართლეს ვიტყვი, ერთადერთი წიგნია, რომელზეც ვიტირე
3 მაქვს წაკითხული თავიდან ბოლომდე.
პირველად წავიკითხე 14 წლის ვიყავი, შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში დავუბრუნდი და იგივე ემოციები მივიღე, რაც ბავშვობაში.
და მაინც რა არის ამ წიგნში ასეთი ამაღელვებელი?
წიგნი, რომელიც ერთი შეხედვით,საბავშვოა.
მე გეტყვით, წაიკითხეთ და თავად მიხვდებით!
მე ეს ამოვიკითხე ამ შედევრიდან...
გარეგნობით ნუ ვიმსჯელებთ!
თვალები ისე ვერ ხედავენ, როგორც
გული! ყველა ადამიანი მარტო სული
ვართ და უდაბნოში გვჭირდება ვინმე ვისაც
ჩვენს ემოციებს გავუზიარებთ...
მეფე, რომელიც გაიძახოდა, რომ ყველა პლანეტის მეფე იყო, მაგრამ სადაც ცხოვრობდა, მარტო თვითონ იყო იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ძნელი არის საკუთარი თავის მართვა და მასზე მეფობა...
გასამართლება...
თუ ეს ყველაფერი შეძელი , მაშინ მართლა შეგიძლია მსოფლიოს ბატონად გამოაცხადო თავი.
იმ პლანეტაზე, სადაც პატივ მოყვარე ცხოვრობდა ეძებდა ვინმეს ვინც თაყვანს
სცემდა, მაგრამ საკუთარი ეგოთი
დაბრმავებული ვერ ახერხებდა
ცხოვრებას და დროს უაზროდ ფლანგავდა..
ყვავილის მომენტია საკმაოდ საინტერესო.
ყვავილში ქალიე იგულისხმება,ნუ
ჩემი ინტერპრეტაცია ესეთია -ყვავილი
არის საყვარელი ქალი, რომელსაც უვლიდა
პატარა უფლისწული და რომელიც შეუყვარდა. ყვავილი ძალიან ჯიუტი იყო და
მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მასაც უყვარდა უფლისწული, უბრალოდ თავის ამპარტავანი ხასიათის გამო ვერ გაბედა გრძნობის გამჟღავნება...
როდესაც უფლისწულმა ბევრი ყვავილები
ნახე, მაინც იმ ერთადერთზე დაიწყო ფიქრი და დაინახა კიდეც რომ მისი ყვავილი
სხვა იყო, სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და ადგილი ეკავა მის ცხოვრებაში...
ასევე ეს წიგნი გვასწავლის, რომ თუ გვიყვარს ვინმე ეგოისტი არ უნდა ვიყოთ!
უნდა შეგვეძლოს მისი გაშვება, თუ ის ადამიანი ჩვენთან ბედნიერი არაა.
ძალიან შეუყვარდა პატარა უფლისწული
მფრინავს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა
გაუშვა ის...
არა, შემიძლია მთელი ცხოვრება ვწერო ამ
წიგნზე, ძალიან მიყვარს...
წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ უკეთესი
ადამიანი გახდებით,სულ ცოტათი მაინც!
წიგნი, რომლის შემდეგ მოგინდებათ დახატოთ ბატკანი, რომელიც დიდი ხანი იცოცხლებს...
წიგნი, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...
და თუ ოდესმე უდაბნოში აღმოჩნდებით, იქნება თქვენც ნახოთ პატარა ბიჭი, რომელსაც ოქროს ფერი თმები აქვს...
მინდა ვიცოდე დაბრუნდა თუ არა
მე ის ძალიან მომენატრა, როგორც ჩემი
ბავშვობა