Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
11
12
[13]
14
15
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მიხეილ ჯავახიშვილი
, ??
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#22549581
· 17 Nov 2010, 03:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
maromar
QUOTE
როგორ უშველა გასტროენტეროანასტომოზმა იმპოტენციას
კუჭის წყლულის გამო ტკივილები აწუხებდა და მუდმივად გამაყუჩებლებზე "იჯდა".
ჰოდა, ამის გამო პოტენციაც დაუქვეითდა ალბათ.
და პლიუს, ფსიქოლოგიური დაძაბულობა
რომ არავის გაეგო მისი ამბავი.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 122920
რეგისტრ.: 25-October 10
#22550132
· 17 Nov 2010, 09:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Solveig
აა ხოო გავიგე, მორფინსაც ამიტომ იღებდა ალბათ
ისე ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა და მიხელი ჯავახიშვილის მოთხრობები ზოგადად ძალიან მომწონს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა "ოქროს კბილი", "ორი შვილი" - კარგა ხანს შეძრული ვიყავი რომ წავიკითხე
, "თეთრი საყელო", "კურდღელი", "ჩანჩურა", "ლამბალო და ყაშა" და კიდევ ბევრი სხვა, ყველა არ მახსენდება ეხლა.. ხოო კიდევ ძალიან მიყვარს "ჯაყოს ხიზნები" და "კვაჭი კვაჭანტირაძე"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mark-eri
რუხი მარგინალი
ჯგუფი: Members
mark-eri
რუხი მარგინალი
ჯგუფი: Members
წერილები: 4345
წევრი No.: 122232
რეგისტრ.: 7-October 10
#22550197
· 17 Nov 2010, 09:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
მათთან საჭმელი პავლე ინგოროყვას მიჰქონდა ხოლმე. თან როცა მივიდოდა კარზე ვერ აკაკუნებდა რომ მეზობელს არ გაეგო და წერილს შეაცურებდა ხოლმე კარის ქვეშ. ხოდა ისინიც ხვდებოდნენ ხოლმე რომ ის მისული იყო და აღებდნენ კარს.
მეზობელს რომ არ გაეგო...
შემზარავია ეს ყველაფერი.
დღევანდელ დღეს მაკვირვებს ხოლმე ადამიანების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ეს უკუღმართი "ეროვნული" ბოღმა და გამმეტებლობა, მაგრამ ის პერიოდი მაინც რა იყო? მეზობელმა იცოდა, რომ მეზობელს უბრალოდ კი არ დააზიანებდა, ქონებას კი არ წაართმევდა, უბრალოდ ფეხით კი არ შედგებოდა და გათელავდა - მინიმუმ გადასახლებისთვის და დიდი შანსით დასახვრეტად იმეტებდა..
მერე გვიკვირს რატომ ვართ დაწყევლილი ქვეყანა, ამ სამოთხეში, რაც ღმერთმა მოგვცა, რატომ არ არის არასდროს კეთილდღეობა , გონიერება და მოსვენება
* * *
stiven dedalosi
QUOTE
ჩემი აზრით კვაჭი კვაჭანტირაძე თავისი სტილით და ტექსტით განუმეორებელი შედევრია ქარტულ ლიტერატურაში, მსგავსი შინაარსის რომანი მგონი ჩვენ არ მოგვეპოვება
ზუსტად
QUOTE
არსენა
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს რომანი სადღეისოდ სრულიად უსამართლოდაა დაჩაგრული
დაჩაგრულია? ვის მიერ? არის ეგეთი მცდელობა? ეგ არაფერი, თუ არის - არსენა თავს თვითონ არ დაიჩაგრავს, უძლიერესი რომანია და მყარად დგას თავის ადგილზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 122920
რეგისტრ.: 25-October 10
#22563424
· 18 Nov 2010, 01:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mark-eri
ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ჯავახიშვილის წინასწარმეტყველური ლექსი გამახსენდა, სათაური არ მახსოვს სამწუხაროდ, მგონი ასე იწყებოდა - "დღეს მე შევსრულდი ორმოცდაშვიდის". გული ამიდუღდა ეს ლექსი რომ წავიკითხე, ზუსტად იცოდა თურმე რაც მოილოდა
ხოდა ამ ლექსში უწერია თავის თავზე ერთგან - "ადრე მოსულო ჯავახიშვილო", მეორეგან - "გვიან მოსულო ჯავახიშვილო"..
ჯავახიშვილისნაირი ადამიანის ასეთი სიკვდილი ალბათ სრულიად ბუნებრივი იყო იმ დროისთვის, ადრე თუ გვიან მაინც დახვრეტდნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ლექსი სიკვდილამდე 10 წლით ადრე დაწერა, ე.ი. მანამდეც ჰქონდა დახვრეტის შანსები (ჯავახიშვილის ბიოგრაფიას კარგად არ ვიცნობ სამწუხაროდ
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#22564983
· 18 Nov 2010, 04:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
maromar
QUOTE
მანამდეც ჰქონდა დახვრეტის შანსები
შანსები ჰქონდაო? სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და მეტეხში იჯდა, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის (იდეოლოგიური მონაწილეობა იგულისხმება).
აღიარებითი ჩვენებაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებით გამოსძალეს მაშინ-ცოლ-შვილის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ერთხელ ციხეში ცოლმა ინახულა და იმავე დღეს დერეფანში რომ გაატარეს, დაანახეს ნაწამები ქალი, რომელსაც ზუსტად იგივე კაბა ეცვა, რაც მიხეილის ცოლს შეხვედრის დროს. ამის მერე დაიჯერა ჯავახიშვილმა-მართლა მომიკლავენ ოჯახსო და მოაწერა ხელი სხვისგან დაწერილ ჩვენებას...ამის საფუძველზე დახვრეტა მიუსაჯეს.
მერე პავლე ინგოროყვა და (აღარ მახსოვს, კიდევ ერთი) მივიდნენ სერგო ორჯონიკიძესთან და ჯავახიშვილის, როგორც თვალსაჩინო მწერლის შეწყალება სთხოვეს. "ჟელეზნი სერგოსაც" არავინ იცის, რა მოელანდა, მაგრამ ფაქტია, რომ "მოიღო მოწყალება" და გაათავისუფლებინა...
This post has been edited by
Solveig
on 18 Nov 2010, 04:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narchita mindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
narchita mindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1115
წევრი No.: 63411
რეგისტრ.: 3-June 08
#22565060
· 18 Nov 2010, 04:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიხეილ ჯავახიშვილი ძალიან მიყვარს, კარგი, სუფთა ქართულით წერს, განსაკუთრებით მიყვარს "არსენა მარაბდელი", ნაწარმოები, რომელიც დღესაც აქტუალურია და ასე იქნება, სანამ იარსებებს პროტესტის გრძნობა ნებისმიერი უსამართლობის, ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ჯავახიშვილი საბავშვო მწერალი არ არის, ისევე, როგორც ვერ ასწავლი გამსახურდიას მე - 7 კლასში. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული. ის დიდი მწერალია!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს!
ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ შენ პატარა დაიბადე…
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shprotisbanka
მხოლოდ ბანკა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
shprotisbanka
მხოლოდ ბანკა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 709
წევრი No.: 123234
რეგისტრ.: 3-November 10
#22565121
· 18 Nov 2010, 05:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არსენა მარაბდელი", ნაწარმოები, რომელიც დღესაც აქტუალურია და ასე იქნება, სანამ იარსებებს პროტესტის გრძნობა ნებისმიერი უსამართლობის, ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ჯავახიშვილი საბავშვო მწერალი არ არის, ისევე, როგორც ვერ ასწავლი გამსახურდიას მე - 7 კლასში. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული. ის დიდი მწერალია!
არსენა მარაბდელის ერთადერთი დადებითი,ჩემი აზრით არის შეთქმულთა თავები,ტოისწ პატარ-პატარა ნაწილები და არა არსენას ბოდვა
ისე არსენაზე გამახსენდა,ჯავახიშვილს უნდოდა 32 წლის შეთქმულებაზე წიგნის დაწერა,ბევრიც იკითხა,მარა ისეც ფინთად იყო ,კაი უფროსების ხელში და ვეღარ ქნა ეგ ამბავი,ამიტომაცაა არსენაში პატარ-პატარა ადგილებში შეთქმულებზე
.
თითქმის ყველა კნაღდი მეამბოხე კი ყავს,სუ ადრე ბერი ფილადელფოსი(კიკნაძე),მერე სოლომონ დოდაშვილზეც ამბობს,თუ სწორად მახსოვს ელიზბარ ერისთავსაც ახსნეებს,ბოლო ნაწილში კიდე ალექსანდრე ორბელიანია ,ყველაზე ნაღად დახატული
--------------------
ღვინო,დუდუკი,ქალები,მთელი ცხოვრება ვალები @გიო81
როცა დინამო იხედება სარკეში, არაფერი ჩანს, რადგან 2 დინამო ვერ იარსებებს.
დინამო არ ატარებს საათს, ის თვითონ წყვეტს რომელი საათია
დინამო იყოფა ნულზე.@ჩაკ ნორისი :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Raycher
(გემო)ვნებიანი
ჯგუფი: Members
Raycher
(გემო)ვნებიანი
ჯგუფი: Members
წერილები: 8973
წევრი No.: 15787
რეგისტრ.: 30-December 05
#22568463
· 18 Nov 2010, 14:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GFSM
QUOTE
სუსტი კი არა ცოტა გაწელილია თორე ისე მაგარია
მოთხრობებში ოქროს კბილი
ტყის კაცი ეს ორი განსაკუთრებულად
მიხეილ ჯავახიშვილის არცერთი ნაწარმოები არ არის გაწელილი. შენ თუ გაწელილად მოგეჩვენა, ე.ი. სადღაც რაღაც ვერ გაიგე...
ოქროს კბილსა და ტყის კაცს უპატრონო, ეკა, დამპატიჟე, ორი შვილი, მართალი აბდულაჰ,
ლამბალო და ყაშა
ან ჩანჩურა რითი ჩამოუვარდებიან???
ყველა მოთხრობა ერთმანეთზე ძლიერია.
--------------------
Change will come to those who have no fear..
* * *
ბებია მყავდა პოვარი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narchita mindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
narchita mindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1115
წევრი No.: 63411
რეგისტრ.: 3-June 08
#22573914
· 18 Nov 2010, 20:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ოქროს კბილსა და ტყის კაცს უპატრონო, ეკა, დამპატიჟე, ორი შვილი, მართალი აბდულაჰ, ლამბალო და ყაშა ან ჩანჩურა რითი ჩამოუვარდებიან???
ნებისმიერი მწერლის ნაწარმოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეუძლებელია, რომ ყველა ნაწარმოები ერთი სიძლიერის იყოს, ნაწარმოებზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ისიც, თუ რატომ, რისთვის ან რა ვითარებაში ხდებოდა მისი შექმნა.
თუნდაც გამსახურდია ავიღოთ, მე მისი მთვარის მოტაცებაც მაქვს წაკითხული, დავით აღმაშენებელიც, ვაზის ყვავილობაც... მაგრამ ვთვლი, რომ დიდოსტატის მარჯვენა შედევრია. ასეა ყველა მწერალთან თუ პოეტთან, ხელოვანთან თუ პოლიტიკოსთან, რაღაც გამოგივა, რაღაც ვერა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Allstar
სუპერ ქრეიზი მემბერ
ჯგუფი: Members
Allstar
სუპერ ქრეიზი მემბერ
ჯგუფი: Members
წერილები: 10461
წევრი No.: 91522
რეგისტრ.: 15-May 09
#22776548
· 1 Dec 2010, 21:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯავახიშვილის სიტყვის მარაგი მაოცებს, ერთი რამის თქმა რომ სურს 50 სიტყვით გეტყვის, უკეთესად ვერავინ შეძლებს რომ დაგიხატოს სიუჯეტი ან სიტუაცია აღგიწეროს....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chaosphere
დეოკუპაცია
ჯგუფი: Members
Chaosphere
დეოკუპაცია
ჯგუფი: Members
წერილები: 7071
წევრი No.: 83776
რეგისტრ.: 2-February 09
#27838261
· 14 Oct 2011, 18:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პაპა დიმო
- შვილო რეჯან, როგორა ხარ, გენაცვალოს პაპილო?
- ისევ ისე... მცხელა, სიცხე მაქვს.
- იქნება გინდა რამე?
- არაფერი.
-მაინც? იქნება ნაღები გინდა... ან მსხალი, ან ხიზილალა, ან კიდევ ფორთოხალი?
- ჰო, პაპილო, ხიზილალა და ფორთოხალი.
- აგრე გენაცვალოს პაპილო!.. ეხლავე მოგიტან. ნუ მოიწყენ უჩემოდ. სანამ დავბრუნდები, აი ეს სურათები გასინჯე. სასაცილო რაღაც არის... კარგია განა!
მწკრივად ჩაწყობილმა ოქროს კბილებმა გაუელვა, ფალას-ქუდი დაიდო თავზე და ლასლასით გავიდა.
ათი წლის დარეჯანი, რომელსაც პაპა დიმიტრიმ რეჯანი დაარქვა, გაწითლებულ ქუთუთოებს ჰბლიტავს და ღიმილით ათვალიერებს „კურდღლების ცხოვრებას“.
მართლაც სასაცილოა: კურდღლები გულმოდგინედ მღერიან, საჭმელს დანა-ჩანგლით მიირთმევენ, ცეკვავენ, შენობებს აშენებენ, ავტოთი დასეირნობენ და... ომობენ კიდევაც!
აი კიდევ ერთი სურათიც: მონადირემ არწივს თოფი ესროლა, კურდღლები კი ყირამალა გადაცვივდნენ. ზოგი გარბის, ზოგი სოროში მიმალულა, ზოგს კი შიშისგან გული წასვლია. ჰა-ჰა-ჰა!
...
სამან რეჯანი იღიმება, მისი პაპა დიმიტრი, რომელსაც შვილის-შვილმა პაპა დიმო დაარქვა, საგზალს ჰყიდულობს და ისევ მობარბაცებს. მოაქვს შაქარი, კარაქი, პური, ხიზილალა, ფორთოხალი და ... ათიოდე ირისი! დიაღ ირისი! მართალია, რეჯანს არ უთხოვნია, მაგრამ უყვარს, ძალიან უყვარს, მაშასადამე...
მაშ რა დასაშურია ზედმეტი ორიოდე შაური!.. სხვა დროს ესეც სათვალავში ჩადიოდა, დღეს კი საანგარიშოდაც არ ღირს, რადგან მდიდარია დღეს პაპა დიმიტრი, მდიდარი! თხუთმეტი მანეთი აქვს ჯიბეში, თხუთმეტი! სამაგიეროდ, აღარა აქვს არც პაპიროსის მარაგი, არც პატარა სკამი, არც დიდი წითელი ყუთი, რომელსაც რეჯანმა „პაპას დუქანი“ დაარქვა.
დღეიდან დიმო აღარც დღე-ღამეს გასტეხავს ორიოდე აბაზის გულისთვის. სიცხე, წვიმა, თოვლჭყაპი, ყინვა, ქარი და მტვერი, ცის ყოველგვარი რისხვა პაპა დიმოს თავზე ტრიალებდა დღევანდლამდე. ამასაც აიტანდა მოხუცი - რატომ არა, ნაცადია, ნაწრთობია! - მაგრამ ვერ იქნა, ვერ შეათავსა მუდამ გარეთ დგომაც და რეჯანის მოვლაც.
აგერ, ორი თვე გახდება, რაც შვილის-შვილი დარეჯანი, ერთადერთი რაჯანი ავად გაუხდა. ყოველ საღამოს სიცხეს აძლევს. იმ დღიდან დღეში ათჯერ მაინც ჰკეტავს პაპა დიმო თავის „დუქანს“ და რეჯანის სანახავად მორბის.
მუშტარი შეჩვეულ ალაგზე რომ აღარ ხედავს პაპიროსის ყუთს, სხვასთან მიდის. ორ თვეში ვაჭრობა დაელია და სამ თუმნიდან სამ მანეთამდე დავიდა.
საბრუნავი თანხა გამოეცალა ვაჭარს, აღარც „შოთა“ აქვს, არც „ოცნება“, აღარც „პროლეტარი“ - ექიმმა, აფთიაქარმა და სანოვაგის დუქანმა წაიღეს პაპას კაპიტალი. მოხუცმაც ასწია დუქნის ნაშთი და გაჰყიდა.
არა უშავს-რა! ოღონდ რეჯანი მოჯობინდეს, თორემ პაპა დიმო კიდევ იშოვის ლუკმა პურს! ერთხელ და ორჯერ ხომ არ გასჭირვებია! ქვეყანა დიდია, საქმეც ბევრია! ოღონდ...
ოღონდ ის არის, რომ პაპა დიმო დაბერდა, ძალიან დაბერდა! ხუთი წელიწადიც არ იქნება, რაც თავის თმასა და წვრში ეძებდა და თითო ოროლად ჰპოულობდა თეთრ თმას. ეხლა კი შავს ეძებს და ვეღარ ჰპოულობს. დაითოვლა, დაივერცხლა პაპა დიმო!
ესეც არაფერი! თვალთ დააკლდა, სმენა დაუჩლუნგდა, მუხლი ედრიკება, ხელი უცახცახებს და თვითონაც ლასლასებს, თორემ სხვაფრივ... სხვაფრივ არა უშავს პაპა დიმოს!
- ეეეჰ, დასწყევლოს ღმერთმა ბედის ჩარხი, თორემ რა გვიშავდა უწინ, შვილო რეჯან!
და დარეჯანს მეოცე თუ მეორმოცეჯერ უამბობდა თავის ამბავს - უბრალოს, შორეულსა და სანატრელს.
...
პაპა დიმომ ორმოცი წელიწადი იცხოვრა და ივაჭრა არმავირსა და როსტოვში. ღვინო ვაგონობით მისდიოდა. დონურ წითელს კახურ-საფერავს შეურევდა, ცოტა შაქარსა და სპირტსაც მიუმატებდა და პურივით ჰყიდდა.
ფული ბლომად მოიგო, მაგრამ ჭკუა ვერ მოიხმარა: ერთი დიდი სახლი აიკიდა და მონაგარი იმ შენობაში ჩაჰყარა.
მერე, ქვეყანა რომ აირია და ის სახლიც ჩამოართვეს, ხელცარიელი ამბოკარი სამშობლოსკენ წამოვიდა. ცოლი როსტოვში დამარხა, შვილი კავკავში, ხოლო სძალი - ტფილისში.
მოხუცი პაპა და ოთხი წლის შვილის-შვილი ობლებივით შერჩნენ ერთმანეთს - უნათესავონი, მიუსაფარნი და ბნელ სოროში მიყრილნი.
ერთ ხანს პაპა ქალაქში დაბორიალობდა, რაღაცას ცოდვილობდა და დღიურ ლუკმას შოულობდა. ბოლოს, ქუჩის ერთი კუთხე დაიჩემა, მეპაპიროსედ გადაიქცა და დამშვიდდა.
თვითონ დამშვიდდა, მაგრამ ბედმა არ მოასვენა.
...
ძალიან სუსტი ბავშვია, - უთხრა ექიმმა, - ჯერ-ჯერობით სკოლას თავი უნდა დაანებოს. ბინაც გამოუცვალეთ და ძალიან კარგად აჭამეთ. თუ სოფელში გაჰგზავნით, უკეთესი იქნება.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება! მაგრამ პაპამ „ჯერჯერობით“ მხოლოდ სწავლაზე ააღებინა ხელი და კვებასაც მოუმატა.
ექიმი ისევ დადის, პაპა ისევ დაბორიალებს, სენი კი ჟინიანობს: სიცხეს უმატებს და პატარა რეჯანს აყვითლებს, თოვლივით ადნობს და წყალივით ჰლევს.
აი, ეხლაც: პაპამ მრავალი რამ მოუტანა, რეჯანი კი აღარაფერს იკარებს. გაწითლებულა, ალეწილა და თვალის ქუთუთოებს ძლივსღა ახამხამებს.
მოკაკული პაპა გვერდით უზის, ნაღვლიანად ჩასცქერის და გამხმარ ხელს ცხელ შუბლზე უცაცუნებს.
საცაა ექიმიც უნდა მოვიდეს და...
- მართლა, - მხოლოდ ეხლა გაახსენდა მოხუცს, - ექიმს ხუთი მანეთი უნდა მივცე! - მთრთოლვარე ხელებით ითვლის ფულს და შეშდება. - ერთი მანეთი წყლისა, რვა აბაზი მერძევეს, თოთხმეტი შაური მენავთეს, ორი მანეთი ბინის ქირა. ერთი მანეთიც მეპურეს. დამრჩება...
არაფერიც არ დარჩება. არც კი ჰყოფნის. წეღან კი თავისი თავი მდიდარი ეგონა.
ექიმმა კარი დააკაკუნა.
...
იმ დღიდან პაპა დიმო თითო აგურს აცლის თავის ქოხს: ჯერ ‘ზედმეტი“ ჭურჭელი გაიტანა ბაზარში, მერე ორი სკამი გაათრია, შემდეგ რეჯანის პაწაწა მაგიდა აიკიდა, ბოლოს ხის ტახტიც მიაყოლა.
- არა მიშავს-რა, - ინუგეშა, - ტახტიც და იატაკიც ერთი მასალისაა, ესეც და ისიც ხისგან არის ნაკეთები.
და კედლის ძირში დაიგო გაცვეთილი ლოგინი.
შემოდგომა თავდება, ღამღამობით სუსხი წვება პაპასთან ერთად.
შემოდგომას ფეხდაფეხ ზამთარი მოსდევს. ზედაზენის ხერხემალი დიმოს თავივით აჭაღრავდა, მაგრამ...
- ზამთარი ჯერ შორს არის. - თავს იტყუებს პაპა დიმო და ზამთრის საბანსაც ბაზარში მიათრევს.
რაც ზღაპრები იცოდა ან ოდესმე რასმეს მოჰკრა ყური, ათჯერ მაინც უამბო მოწყენილ შვილიშვილს. ეხლა თვითონვე იგონებს და ჰქმნის - ბორძიკით და ნაძალადევად.
- იყო და არა იყო-რა. იყო ერთი ქალი...
- რა ერქვა? -აწყვეტინებს სნეული.
- რეჯანი ერქვა, ნესტან დარეჯანი.
- ვიცი, არ მინდა.
რიგ-რიგობით გავიდნენ ოთახიდან პაპას ქურქი, ძველი ჩექმები, დახეული ლექსიკონი და დაკონკილი საცვალი.
ტიოკოლი ძვირი წამალია. ბალიში თუ იყიდის - ბუმბულის ბალიში! არა უშავს-რა! პაპა დიმო რეჯანის წიგნებს ამოიდებს თავქვეშ.
და გაცრეცილი მოხუცი ამერიკულ ბაზარზე ხრიალებს:
- ბალიში!.. ბუმბულის ბალიში!..
იმ ღამეს თეთრი ზამთარი ზედაზენიდან ქალაქში ჩამოცოცდა და იმ პაწაწა ოთახშიაც ჩასახლდა. პაპა დიმო ციებიან ქათამივით მოიბუზა, რაც რამ იყო დასაფენი, რეჯანს დაახურა, მაინც ვერ უშველა.
- პაპილო, ცივა.
- ეხლავე, შვილო, ეხლავე... მოითმინე, შეშას ვიყიდი.
და ბაზრისკენ ღელვით მიდის მატყლის ლეიბი. ხოლო მის ქვეშ ჩანჩალით მოაბიჯებს ორი გამხდარი ფეხი.
ცივ იატაკზე ცივი ძვალი ვერ გათბება. პაპა დიმო ოხრავს. კვნესის სიბნელეში, ჩუმი ცრემლით სტირის.
- პაპილო, მოდი ჩემთან, დავეტევით, - ეპატიჟება რეჯანი.
პაპა დიმო კბილებს აწკარუნებს და ბავშვის ლოგინში მიცოცავს, თან გაუგებარს ბუტბუტებს და კიდევ დიდხანს ცახცახებს.
- უ-უ-უჰ, რა ცივი ხარ! გამყინე, - ჩურჩულებს რეჯანი.
...
შეშა დაიწვა, ტიოკოლიც გამოილია. წყლის ფულს მეათეჯერ თხოულობენ. მენავთე იბღვირება. მედუქნე იღრინება. მერძევე წრიპინებს. ხაბაზი ცივ უარზეა. ექიმი ამრეზილია. თითქოს პირი შეჰკრესო, აღარავინ იძლევა ნისიად.
ბავშვი ქათმის ფრთას თხოულობს - უყვარს ფრინველის ხრამუნი, ზოგჯერ ხიზილალას გაიხსენებს, ხან ფორთოხლის წვენით მოისურვებს სიცხის განელებას. მაგრამ პაპა დიმოს აღარაფერი აქვს. არც საბანი, აღარც ბალიში, არც ქურქი -არაფერი, აღარაფერი!
მთვრალივით დაბორიალობს დაცარიელებულ ოთახში და თვალით ეძებს გასაყიდს. არაფერი! აღარაფერი!
ამას წინათ ექიმმა თავის ფულით მოუტანა წამალი. ესეც გამოილია. დღესაც უნდა შემოიხედოს. ან ეგებ აღარც მოვიდეს!
- ვაი მე!.. ვაი მე, შვილო!
- რა იყო, პაპა დიმო? - ეკითხება მილეული ხმა.
მოხუცს თავისივე კვნესის შეეშინდა:
- არაფერი, გენაცვალოს პაპილო... არაფერი, კბილები ამტკივდა, მეტი არაფერი.
და ბოძივით დაერჭო ოთახის შუაგულში. ნისლი თუ ჩაუსახლდა თავში. გამხმარი ტვინი აღარ მუშაობს. საფეთქლებში ჩაქუჩებს უკაკუნებენ. გაქვავებული ძვლები უკვნესიან, დაღლილი ტანი უბჟუის, ემტვრევა და უცახცახებს. ალბათ გაცივდა პაპა დიმო.
ჰსურს რაღაც მოიგონოს, რაღაც მოისაზროს, იწურება, მაგრამ ამაოდ, არ იცის, ვის მიადგეს, ვის შეეხვეწოს, ვის გაუშვიროს ხელი. არ იცის ქვას ახალოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში. აქამდე ფართხალებდა მაინს, ეხლა კი იძირება, ლოდივით იძირება!
- ვინა ხართ ქრისტიანი, - აგონდება შეჩვეული შეძახილი, - ვინა ხართ ქრისტიანი, უშველეთ დარეჯანს, პატარა რეჯანს! - ჰკვნესის გულში და გაცრეცილ კედლებს ათვალიერებს.
მაგრამ ნესტიანი კედლებიდან და ბინდიანი სარკმელიდან ორივე თვალით სიკვდილი იჭყიტება.
უცებ რაღაც მოაგონდა პაპა დიმოს:
მორკალული წელი გაისწორა, გაიღიმა და დაფაცურდა. ჩქარა ქუდი! მალე, ქამარი! მაზარა, მაზარა რა იქნა? ჰო, მართლა: მაზარაც ბაზარში წაიღო. არა უშავს-რა! უმაზაროდაც აირბენს. აქვეა, მეხუთე სახლია აქედან.
გარეთ ცივი ქარი ზმუის, ჰკვნესის, ღრიალებს. პაპა მგონი ავად არის, მაგრამ... რა დროს ეგ არის! აბა, ჩქარა, სირბილით!
...
ექიმი კბილებს უსინჯავს და ითვლის:
- ოთხი კბილი გაკლიათ... ეს კბილიც ამოსაღებია. ესეც. დანაჩენი შეიძლება დროებით შევაკეთოთ. ერთი, ორი... სამი... ესეც, აი ესეც...
- არა, ექიმო, არა, - ეუბნება პაპა დიმო, - თქვენ ოქროს კბილები გამისინჯეთ, ოქროსი.
- რად სცახცახებთ, ავად ხომ არ ხართ?
არა! არა! დიმო ავად არ არის. იმიტომ აწკაპუნებს კბილებს, რომ ცივა, საშინლად ცივა. თუმცა, რა დროს ეგ არის! გასათბობად ან ახალი კბილების ჩასასმელად კი არ მოვიდა მოხუცი პაპა, არამედ...
- როგორ გგონიათ, ექიმო, რა ეღირება ჩემი ოქროს კბილები?
ექიმი შესდგა. ხელი ჰაერში გაეყინა.
- არ მესმის... რად მეკითხებით მაგას?
- იმიტომ, რომ.. ეს კბილები უნდა დამაძროთ.
რად უნდა ოქროს კბილები? ეეეჰ, აბა რა საკითხავია! რად უნდა პაპა დიმოს ოქრო? ჰა-ჰა! თქვენ თვითონვე გამოიცანით, ექიმო, რისთვის დასჭირდა ოქრო პაპა დიმოს, უსაქმო და უპატრონო მოხუცს, რომელსაც სახლში ელოდება ავადმყოფი, მშიერი ბავშვი - ათი წლის რეჯანი, ექიმი, ცივი ოთახი - ცარიელი ოთახი! და სიკვდილი, მშიერი სიკვდილი!
ექიმი მუშაობს. პაპა დიმო ჰკვნესის, ზოგჯერ შეკრთება და სისხლიან პირს თბილი წყლით ივლებს.
- ეხლავე, ეხლავე გავათავებ, - ამშვიდებს ექიმი. - ხუთი ამოვიღე. ერთიღა დამრჩა... აჰა, გავათავე... გამოირეცხეთ პირი.
პაპა დიმომ გარკინული თვალები ძლივს გაახილა და ექვსი კბილი დასთვალა - ექვსი წყვილი ოქროს კბილი!
სანამ ექიმი კბილებს რეცხავს და სასწორზე სწონავს, თვალდახუჭული პაპა დიმო კედელს მიჰყუდებია და ენით ეძებს ამოძრობილ კბილებს, მაგრამ ყველგან - მარცხნივ და მარჯვნივაც, ზევით და ქვევითაც ენა გაშიშვლებულ ღრძილებს აწყდება. გადარჩენილმა კბილებმაც გამოიღვიძეს: აისალნენ, აფუსფუსდნენ და აკვნესდნენ. ელვა უვლის ყბებში. რამდენიმე კბილი აქვს ამოსაძრობი. მაგრამ პაპა დიმოს არც საამისო დრო აქვს, არც ფული. ძუნწია მოხუცი, ფული ჯიბეში უწყვია, მაგრამ... ეს ფული რეჯანისაა. კბილები მერე იყოს, როცა დიმო სამსახურს იშოვნის და რეჯანიც მოკეთდება.
ბარბაცით მოდის პაპა დიმო, თითქმის მორბის... მორბის და მოაქვს რამდენიმე თუმანი, ხუთიოდე ფორთოხალი, მოხარშული ვარია, უებარი ტიოკოლი და... დაცარიელებული პირი.
მართლა, კინაღამ ბურღული და მანანა დაავიწყდა!
ეს იქნება ამიერიდან პაპა დიმოს საკვები - მისი ერთადერთი საჭმელი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nat_nat777
deadened child
ჯგუფი: Members
nat_nat777
deadened child
ჯგუფი: Members
წერილები: 2131
წევრი No.: 74981
რეგისტრ.: 17-November 08
#27839721
· 14 Oct 2011, 20:27 · ·

ააააააააააააააააააა
ვზივარ და ხმამაღლა ვტირი...
რა მინდოდა, რას ვკითხულობდი...
--------------------
. . . ფანჯარა იყო - საშინლად ბნელი, ოთახი იყო - საშინლად პატარა, გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი და მზე - ძალიან , ძალიან ცხრათვალა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gochaj
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
gochaj
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8271
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10
#27840096
· 14 Oct 2011, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gabarzgaleba
QUOTE
ქუჩა რა შუაშია, ჯავახიშვილს არ კითხულობენ და არ გავჰკარ ქუჩებს და მოედნებს? აი შენ მაგალითად, ჯავახიშვილი გირჩევნია თუ კოწია? მიპასუხე და გეტყვი ვინ ხარ შენ
გაჰკარი და გამოჰკარი, თუ გინდა.
შენ ის მითხარი, ქაბაბი გირჩევნია თუ ხინკალი, მიპასუხე და გეტყვი რა გემოვნება გაქვს.
* * *
აღასპერი
არ ვიცი, ვინ გასწირა.
მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, მანანა ხომერიკის ნაწერები წაგეკითხათ. სამწუხაროდ და სავალალოდ, საქმე ცოტა სხვაგვარად ჩანს.
თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ ეს ის ეპოქა იყო, როცა საქართველოს ”კაენის სულმა გადაუარა”.
This post has been edited by
gochaj
on 14 Oct 2011, 21:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aravinac
Crazy Member
ჯგუფი: Registered
aravinac
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1357
წევრი No.: 77357
რეგისტრ.: 6-December 08
#27895893
· 18 Oct 2011, 10:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოვა დრო და მიხეილ ჯავახიშვილს საქართველოს ეკლესია წმინდანად შერაცხავს.
ზუსტად ვიცი, რომ როგორც მერაბ კოსტავა ასევე ეს დიდი ადამიანი, იყვნენ ღვთისგან მოვლენილნი, მათში ისეთი ბობოქარი სულიერება ირწეოდა და ორივე ბოროტებისგან იქნა ნაწამები.
მისი კვაჭი კვაჭანტირაძე ეს არის არამარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოს სახე და კაც-ვაჭარ-ფულზე გადაგებულის სიმცირისა და სულის პატარაობის ნათელი მაგალითი.
დღეს კვაჭობის ულევი მაგალითებია, თანამედროვე მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი სულ არ ცხოვრობს ამ ეპოქაში, მაგრამ მისი ნაწარმოები ისეთი აქტუალურია და ჩვენი დროისაა, რომ ყველაზე თანამედროვეა.
უკვდავებას ვერ ძირკვავენ.
--------------------
"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NIN_O
ჯგუფი: Members
NIN_O
ჯგუფი: Members
წერილები: 4382
წევრი No.: 95967
რეგისტრ.: 17-July 09
#27904680
· 18 Oct 2011, 21:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მოვა დრო და მიხეილ ჯავახიშვილს საქართველოს ეკლესია წმინდანად შერაცხავს.
და ჩვენც უფრო მეტად დავაფასებთ,რადგან წმინდანი იქნება უკვე
-----
წაკითხულებიდან პირველ რიგში ჯაყოს ხიზნებს ვაყენებ,მერე თეთრ საყელოს
ორივე ძვირფასია ჩემთვის და არამგონია ამათზე უკეთესი ქონდეს დაწერილი
--------------------
Sense of Escape.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
11
12
[13]
14
15
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0493 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.